ნასესხები დედამიწა

ნასესხები დედამიწა Contact information, map and directions, contact form, opening hours, services, ratings, photos, videos and announcements from ნასესხები დედამიწა, Education, Vernebi, Khulo.

ჩვენ დედამიწა არ გადმოგვდის მემკვიდრეობით ჩვენი წინაპრებისგან, ჩვენ ის შვილებისგან ვისესხეთ - We do not inherit the Earth from our Ancestors, we borrow it from our Children.🌍

გილოცავთ 2026-27 სასწავლო წლის დაწყებას, გისურვებთ წარმატებას და მიზნების მიღწევას, განსაკუთრებით ვულოცავ ჩვენს პატარა ო...
15/09/2026

გილოცავთ 2026-27 სასწავლო წლის დაწყებას, გისურვებთ წარმატებას და მიზნების მიღწევას, განსაკუთრებით ვულოცავ ჩვენს პატარა ონავრებს, პირველ ნაბიჯს სასკოლო გარემოში, ასევე ვულოცავ ჩვენს ყოფილ აწ უკვე სტუდენტ მოსწავლეებს ცხოვრების ახალი საფეხურის დაწყებას და გისურვებთ უამრავ წარმატებას.❤️

3️⃣ივლისს ჩვენმა ეკო კლუბელებმა ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემიის ნახევარფინალში ღირსეულად წაროაჩინეს ჩვენი კლუბის ,, #ნას...
08/07/2026

3️⃣ივლისს ჩვენმა ეკო კლუბელებმა ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემიის ნახევარფინალში ღირსეულად წაროაჩინეს ჩვენი კლუბის ,, #ნასესხები #დედამიწა" მიერ წლის განმავლობაში განხორცილებული აქტივობები, ეს მათი პირველი წარდგენა იყო დიდ აუდიტორიასთან. მიუხედავად იმისა, რომ თამარ აბაშიძე ჩვენი აქტიური ეკო კლუბელი, ეროვნულ გამოცდებს აბარებდა დამთანხმდა მისი სკოლის წარმოჩენაზე, ვუსურვებ გამოცდების წარმატებით ჩაბარებას (თითოეულ ჩვენ მოსწავლეს) ანრი აბაშიძე მიხარია და ვამაყობ, რომ ასეთ აქტიურ საზოგადოების წევრებს და ლიდერებს ვზრდით, ასევე უღრმესი მადლობა ჩვენ თითოეულ ეკო კლუბელ პატარებს, რომლებიც დაუღალავად იღებდნენ აქტივობებში მონაწილეობას და იჩენდნენ ინიციატივებს, თქვენ ჩვენი სკოლის მარგალიტები ხართ, მადლობა ჩვენ კოლეგებს, რომლებიც მხარში გვედგნენ, სკოლებს თანამშრომლობისთვის ციცინო გობაძე , ასევე მშობლებს ნდობისა და მხარდაჭერისთვის ,, #ჩვენ #კვლავ #გავაგრძელევთ #მდგრად #განვითარებას🌍", ხოლო ფინალისტებს წარმატებას ვუსურვებ.👏

ნიჭის ზეიმი 🤗🤗🤗  ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის მედიისა და კომუნიკაციის სკოლის საგრანტო კონკურსის გამარჯვებული!ჩვენი ფოტო საუკე...
16/06/2026

ნიჭის ზეიმი 🤗🤗🤗
ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის მედიისა და კომუნიკაციის სკოლის საგრანტო კონკურსის გამარჯვებული!
ჩვენი ფოტო საუკეთესოთა შორის მოხვდა და კონკურსის პირობების თანახმად, სრული დაფინანსება მოიპოვა მულტიმედია ჟურნალიზმის საბაკალავრო პროგრამაზე.
სულ მალე პირადად შევხვდებით კონკურსის გამარჯვებულთა დაჯილდოების ცერემონიაზე მარი აბაშიძე .
,,ბაბუ 92 წლისაა. თავის განუყრელ მეგობარს- ხელჯოხს ეყრდნობა, რადგან ფეხებში ძველებური ძალა აღარ შერჩა და ვერც ძველებური სიმტკიცით მიუყვება სოფლის ცენტრისაკენ მიმავალ გზას, სადაც ოდესღაც მისი თანატოლების ხმაური ისმოდა. ახლა მათგან სოფელს მხოლოდ ერთი-ორიღა შემორჩა, დაცარიელდა სოფელი და თითქოს დაკარგა ძველებური ხიბლი. ბაბუ მედგრად ებრძვის სიბერსეს, ცხოვრების ხალისს ართმობს და გამოცარიელებულ სოფელს, ერთ დროს, რომ ბანს სცემდა მთებში.
ხელს ჩასჭიდებს თავის ორი წლის შვილიშვილს და ასე დაასეირნებს ეზოსა თუ სოფელის ბილიკებზე. საკითხავია?! რომელი ასეირნებს რომელს- ბაბუ შვილიშვილს თუ შვილიშვილი ბაბუს?! ,,სიყვარულს დიდი ძალა აქვს' - ტყუილად კი არ არის ნათქვამი, ბაბუს ენერგიას მისი სიყვარული აძლევს.
ამბობენ, როცა ადამიანი ბერდება, გული ბავშვივით სათუთი უხდებაო. ბაბუც სწორედ ასეთია- თბილი, ალალი და სიყვარულით სავსე. შვილიშვილს კალთით ახალ დაკრეფილ ხილს მოურბენინებს: ,,ჭამე ბაბუმ გენეცვალოს". ბაბუ წლების განმავლობაში სკოლაში ბავშვებს ზრდიდა, კლასიდან კლასში აცილებდა, ცოდნასა და ადამიანურ სიკეთეს გადასცემდა. მან პედაგოგის ვალიც ღირსეულად მოიხადა.
თუმცა ბაბუ სოფელში მარტო პედადოგი არ იყო, მან ყველა მცენარის მახასიათებლებიც კარგად იცოდა და როდესაც სოფელში ადამიანებს ან ცხოველებს სასწრაფო სამედიცინო დახმარება სჭირდებოდათ სუსხიანი ზამთრის ღამესა თუ გაზაფხულის რიჟრაჟზე ბაბუ ადამიანების დასახმარებლად თავისი შიანური წამლებით მიიწევდა სწრაფი ნაბიჯებით და სოფელსაც დიდად ეიმედებოდა, მაშინაც კი როცა სოფლად სატრანსპორტო მოძრაობა კვირეების განმავლობაშიც წყდებოდა. მას სოფელში სიყვარულით: ,,უდიპლომო ექიმსაც ეძახოდნენ".
დღემდე განსაკუთრებული სიყვარულით რგავს ბაბუ ხეებს და ხშირად ამბობს: მომიგონებენ ბაბუ, ალბათ მომიგონებენ, ჩრდილში ჩამოჯდება ვინმე, შეჭამს ხილს და მომიგონებს ბაბუ აბა რა!
ბაბუ წიგნია წაუკთხავი, სოფლის უხუცესი წარსული სიდიადის მოგონება-წავა ალბათ ოდესმე წავა, ჩვენკი დაგვრჩება სოფელს მისი გაკეთებული სიკეთე და დარგული ფესვებ გადგმული ხეები მოსაგონებლად.

სსიპ ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ვერნების საჯარო სკოლის ეკოკლუბმა „ნასესხები დედამიწა“, გაეროს მდგრადი განვითარების მიზნ...
09/06/2026

სსიპ ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ვერნების საჯარო სკოლის ეკოკლუბმა „ნასესხები დედამიწა“, გაეროს მდგრადი განვითარების მიზნის №4 — „ხარისხიანი განათლება“ 📚 N17 ,,თანამშრომლობა საერთო მიზნებისთვის", ფარგლებში, ჩაატარა შემაჯამებელი ღონისძიება — „Spelling Bee“ 🐝 შეჯიბრი.
შეჯიბრში მონაწილეობდნენ ყველა საფეხურის მოსწავლეები, ასაკისა და ცოდნის დონის შესაბამისად. მონაწილეებმა წარმოაჩინეს თავიანთი ცოდნა, მონდომება და პასუხისმგებლობა, ხოლო გამარჯვებულები დაჯილდოვდნენ სერტიფიკატებით 📜 და საჩუქრებით 📚.
გულითადად ვულოცავთ გამარჯვებულებს ამ წარმატებას და ვუსურვებთ კიდევ უფრო დიდ მიღწევებს მომავალში. დანარჩენი მონაწილეებისთვის კი ეს გამოცდილება დამატებითი მოტივაცია იქნება, რათა მომდევნო შეჯიბრებებში კიდევ უფრო მეტი შემართებითა და თავდაჯერებით ჩაერთონ.
მადლობა ყველა მონაწილეს, პედაგოგებს მხარდაჭერისა და ღონისძიების წარმატებით განხორციელებისთვის, ასევე გულითად მადლობას ვუხდით N**i Qamashidze, ა(ა)იპ საქართველოს საპატრიარქოს ხულოს წმიდა მამათა და დედათა, აჭარაში ქრისტესთვის წამებულთა სახელობის სკოლის პედაგოგს, ნაყოფიერი თანამშრომლობისა და თემატური სერტიფიკატების მოწოდებისთვის.“🤗👏🤝💖 P.S. არ შემიძლია არ ავღნიშნო ჯანსაღი კონკურენცია, ხელჩაჭიდებული ასპარეზობნენ მიუხედავად კონკურენციისა. ეს არის ჯანსაღი კონკურენცია, როცა ორივე იბრძვი წარმატებისთვის ❤️❤️🤝

 #მადლობა  #მასწავლებელო დღეს კიდევ ერთ ღვაწლმოსილ პედაგოგს ვეწვიეთ, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის მიუხედავად გასაუბრებ...
08/06/2026

#მადლობა #მასწავლებელო
დღეს კიდევ ერთ ღვაწლმოსილ პედაგოგს ვეწვიეთ, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის მიუხედავად გასაუბრებაზე მაინც დაგვთანხმდა, უღრმესი მადლობა ამისათვის.
პროფესია პედაგოგი 👩‍🏫📚ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და საპასუხისმგებლო პროფესიაა მსოფლიოში, რადგან არ არსებობს სფერო, რომელიც განათლებისა და სწავლების გარეშე განვითარდებოდა. ასევე, არ არსებობს ადამიანი, რომელმაც ცოდნისა და წარმატების გზაზე მასწავლებლის მხარდაჭერისა და ხელმძღვანელობის გარეშე მიაღწია მნიშვნელოვან შედეგებს.
პედაგოგები არიან ადამიანები, რომლებიც სკოლის კედლებს მიღმა, ხშირად უხმოდ და შეუმჩნევლად, ზრდიან მომავალი თაობის ღირსეულ მოქალაქეებს, პატრიოტებს, მეცნიერებს, ხელოვანებსა და ლიდერებს — იმ ადამიანებს, რომლებიც მომავალში ქმნიან ისტორიას და განსაზღვრავენ ეპოქებს.
სსიპ ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ვერნების საჯარო სკოლის ეკოკლუბი „ნასესხები დედამიწა“, პროფესია „პედაგოგის“ პოპულარიზაციისა და ღვაწლმოსილი მასწავლებლების დაფასების მიზნით, ესტუმრა სოფლის უხუცეს და მრავალწლიანი გამოცდილების მქონე პედაგოგებს.
შეხვედრის დროს მოსწავლეები გაესაუბრნენ მათ, მოისმინეს საინტერესო ისტორიები და გამოცდილება, ასევე დაუსვეს კითხვები იმის შესახებ, თუ რა განსხვავებაა თანამედროვე და წარსულის განათლების სისტემებს შორის, რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი მასწავლებლის პროფესიაში და როგორი უნდა იყოს კარგი პედაგოგი.
შეხვედრის მიზანი იყო ახალგაზრდებში მასწავლებლის პროფესიის მნიშვნელობის წარმოჩენა, უფროსი თაობის გამოცდილების გაზიარება და იმ ადამიანების ღვაწლის დაფასება, რომლებმაც მრავალი თაობის აღზრდასა და განათლებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს. #მადლობამათი #ღვაწლისთვის

და აი ისიც გილოცავთ ჩემო ეკო კლუბელებო ,,ნასესხები დედამიწა"  ნახევარფინალში გადასვლას 💖👏
05/06/2026

და აი ისიც გილოცავთ ჩემო ეკო კლუბელებო ,,ნასესხები დედამიწა" ნახევარფინალში გადასვლას 💖👏

📣 სკოლის მოსწავლეებსა და მასწავლებლებს!

გარემოს დაცვის დღესთან ერთად, გილოცავთ საინტერესო და ნაყოფიერი საკონკურსო და სასწავლო წლის დასრულებას და გთავაზობთ ნიკო კეცხოველის 2026 წლის სასკოლო პრემიის ნახევარფინალისტი სკოლების სიას.

გვინდა გისურვოთ შემდგომი წარმატებები როგორც კონკურსში, ასევე სწავლასა და გარემოსდაცვით საქმიანობაში.

CENN ამაყობს თქვენი პარტნიორობით!💚

ჩვენთვის ეს არის ერთადერთი გზა ქვეყნის და მსოფლიოს მდგრადი, განვითარებული და ბედნიერი მომავლისთვის.

📎 ნახევარფინალისტი სკოლების სრული ჩამონათვალი იხილეთ შემდეგ ბმულზე:
https://forestry.ge/ge/kviris-tema/97833-2025-2026-tslebis-niko-kecxovelis-saskolo-konkursis-pirveli-etapi-dasrulda
--
🇬🇪🇦🇹 პრემია ხორციელდება პროექტის — "მწვანე კავკასია" ფარგლებში, რომელიც ხორციელდება CENN-ის მიერ, ავსტრიის განვითარების სააგენტოს (ADA) ფინანსური მხარდაჭერით, ავსტრიის საერთაშორისო პარტნიორობის ფარგლებში.

Austrian Development Agency

 #მადლობა  #მასწავლებელო დღეს კიდევ ერთ ღვაწლმოსილ პედაგოგს ვეწვიეთ, შეუძლებელია თითოეული პედაგოგის ღვაწლი ერთ კადღში ჩა...
04/06/2026

#მადლობა #მასწავლებელო
დღეს კიდევ ერთ ღვაწლმოსილ პედაგოგს ვეწვიეთ, შეუძლებელია თითოეული პედაგოგის ღვაწლი ერთ კადღში ჩაატიო, თუმცა პატივიცემის გამოხატვა და დაფასება ყველაზე მნიშვნელოვანი ჟესტია მათ მიმართ.
პროფესია პედაგოგი 👩‍🏫📚ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და საპასუხისმგებლო პროფესიაა მსოფლიოში, რადგან არ არსებობს სფერო, რომელიც განათლებისა და სწავლების გარეშე განვითარდებოდა. ასევე, არ არსებობს ადამიანი, რომელმაც ცოდნისა და წარმატების გზაზე მასწავლებლის მხარდაჭერისა და ხელმძღვანელობის გარეშე მიაღწია მნიშვნელოვან შედეგებს.
პედაგოგები არიან ადამიანები, რომლებიც სკოლის კედლებს მიღმა, ხშირად უხმოდ და შეუმჩნევლად, ზრდიან მომავალი თაობის ღირსეულ მოქალაქეებს, პატრიოტებს, მეცნიერებს, ხელოვანებსა და ლიდერებს — იმ ადამიანებს, რომლებიც მომავალში ქმნიან ისტორიას და განსაზღვრავენ ეპოქებს.
სსიპ ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ვერნების საჯარო სკოლის ეკოკლუბი „ნასესხები დედამიწა“, პროფესია „პედაგოგის“ პოპულარიზაციისა და ღვაწლმოსილი მასწავლებლების დაფასების მიზნით, ესტუმრა სოფლის უხუცეს და მრავალწლიანი გამოცდილების მქონე პედაგოგებს.
შეხვედრის დროს მოსწავლეები გაესაუბრნენ მათ, მოისმინეს საინტერესო ისტორიები და გამოცდილება, ასევე დაუსვეს კითხვები იმის შესახებ, თუ რა განსხვავებაა თანამედროვე და წარსულის განათლების სისტემებს შორის, რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი მასწავლებლის პროფესიაში და როგორი უნდა იყოს კარგი პედაგოგი.
შეხვედრის მიზანი იყო ახალგაზრდებში მასწავლებლის პროფესიის მნიშვნელობის წარმოჩენა, უფროსი თაობის გამოცდილების გაზიარება და იმ ადამიანების ღვაწლის დაფასება, რომლებმაც მრავალი თაობის აღზრდასა და განათლებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს. #მადლობამათი #ღვაწლისთვის

 #მადლობა  #მასწავლებელო პროფესია პედაგოგი 👩‍🏫📚ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და საპასუხისმგებლო პროფესიაა მსოფლიოში, რა...
03/06/2026

🌍 5 ივნისი გარემოს დაცვის საერთაშორისო დღეა.სსიპ ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ვერნების საჯარო სკოლის ეკოკლუბმა „ნასესხები...
02/06/2026

🌍 5 ივნისი გარემოს დაცვის საერთაშორისო დღეა.
სსიპ ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ვერნების საჯარო სკოლის ეკოკლუბმა „ნასესხები დედამიწა“, გაეროს მდგრადი განვითარების მიზნებიდან გამომდინარე: N4 – „ #ხარისხიანი #განათლება“ 📚, N13 – „ #კლიმატის #ცვლილებასთან #ბრძოლა“ 🌦️, N14 – „ #წყლისქვეშა #სიცოცხლე“ 🌊 და N15 – „ #დედამიწის #ეკოსისტემები“ 🌱, გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლების მიზნით ჩაატარა ღონისძიება თემაზე: „დავიცვათ ჩვენი პლანეტა“.
გარემოს დაცვის საერთაშორისო დღე 1972 წელს, სტოკჰოლმში გამართული გაეროს გარემოსდაცვითი კონფერენციის შემდეგ დაარსდა და 1973 წლიდან ყოველწლიურად 5 ივნისს აღინიშნება. ეს დღე გვახსენებს, რომ ბუნების დაცვა თითოეული ადამიანის პასუხისმგებლობაა და ჩვენი ყოველდღიური ქმედებები მნიშვნელოვან გავლენას ახდენს დედამიწის მომავალზე.
ბუნება ჩვენი ცხოვრების საფუძველია. სუფთა ჰაერი, წყალი, ნიადაგი, ტყეები და ცოცხალი ორგანიზმები ქმნიან იმ გარემოს, რომელშიც ვცხოვრობთ. თუმცა, ადამიანის არაგონივრული საქმიანობის შედეგად გარემო მრავალი გამოწვევის წინაშე დგას — იზრდება დაბინძურება, მცირდება ტყის საფარი, იცვლება კლიმატი და საფრთხე ექმნება ბიომრავალფეროვნებას.
მნიშვნელოვანია, რომ თითოეულმა ჩვენგანმა იზრუნოს გარემოზე: შევამციროთ ნარჩენების რაოდენობა, დავახარისხოთ და გადავამუშაოთ ისინი, დავზოგოთ წყალი და ენერგია, გავუფრთხილდეთ ტყეებსა და ბუნებრივ რესურსებს. მცირე ნაბიჯებიც კი დიდ ცვლილებებს იწვევს, როდესაც მათ ბევრი ადამიანი დგამს.
დღევანდელი თაობის ვალია, დაიცვას ბუნება მომავალი თაობებისთვის. მხოლოდ ერთობლივი ძალისხმევით შევძლებთ ჯანსაღი, სუფთა და უსაფრთხო გარემოს შენარჩუნებას.
„დავიცვათ ჩვენისახლია“ — ეს არის მოწოდება თითოეული ადამიანისადმი, რომ გავუფრთხილდეთ ბუნებას, რადგან მისი მომავალი ჩვენს ხელშია. 🌍💚

დღეს სსიპ ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ვერნების საჯარო სკოლის ეკოკლუბმა „ნასესხები დედამიწა“, გაეროს მდგრადი განვითარების...
02/06/2026

დღეს სსიპ ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ვერნების საჯარო სკოლის ეკოკლუბმა „ნასესხები დედამიწა“, გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების — N4 „ #ხარისხიანი #განათლება📚“, N12 „ #გონივრული #მოხმარებადა #წარმოება♻️“ და N15 „ #დედამიწის #ეკოსისტემები🌍“ — ფარგლებში, გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლების მიზნით ჩაატარა ღონისძიება თემაზე: „ #დაიცავი #პანდა“.
ღონისძიების ფარგლებში მოსწავლეებმა ისაუბრეს პანდების მნიშვნელობაზე, მათ წინაშე არსებულ საფრთხეებსა და დაცვის აუცილებლობაზე. პანდა დედამიწის ერთ-ერთი ყველაზე მშვიდობიანი და უნიკალური ცხოველია, რომელიც ადამიანის საქმიანობის შედეგად ჰაბიტატის შემცირებისა და საკვები რესურსების ნაკლებობის პრობლემის წინაშე დგას. მისი კვების ძირითად წყაროს ბამბუკი წარმოადგენს, ხოლო ბამბუკის მასობრივი და უკონტროლო გაჩეხვა პანდებს ართმევს როგორც საცხოვრებელ გარემოს, ისე საკვებს. ამის გამო ისინი იძულებულნი ხდებიან უფრო შორეულ ტერიტორიებზე გადაინაცვლონ საკვების მოსაპოვებლად.
მიუხედავად იმისა, რომ ბოლო წლებში პანდების დაცვის მიმართულებით მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა, მათი რაოდენობა კვლავ შეზღუდულია და მათი ბუნებრივი გარემოს დაცვა განსაკუთრებულ ყურადღებას საჭიროებს. ამ მიზნით, ჩინეთის მთავრობა და მოსახლეობა აქტიურად ახორციელებენ სხვადასხვა ღონისძიებას პანდების დაცვისა და საზოგადოების ცნობიერების ამაღლებისთვის.
ღონისძიების მთავარი მიზანი იყო მოსწავლეებში ბუნებისადმი პასუხისმგებლობის გრძნობის გაძლიერება და იმ მნიშვნელოვანი გზავნილის გავრცელება, რომ თითოეულ ადამიანს შეუძლია თავისი წვლილი შეიტანოს გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი სახეობების დაცვასა და ბიომრავალფეროვნების შენარჩუნებაში, რათა მომავალ თაობებსაც ჰქონდეთ შესაძლებლობა, იხილონ და შეაფასონ ეს უნიკალური არსებები.

Address

Vernebi
Khulo
6500

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when ნასესხები დედამიწა posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Shortcuts

Share

Category