ხონის №1 საჯარო სკოლა

ხონის №1 საჯარო სკოლა სსიპ - მოსე ხონელის სახელობის ქალაქ ხონის #1 საჯარო სკოლა

ინტერაქციული ტექნოლოგიური მუზეუმი საქართველოში, სადაც ჩვენი მოსწავლეები გაეცნენ ინოვაციურ ექსპონატებს, ექსპერიმენტებს და...
22/09/2026

ინტერაქციული ტექნოლოგიური მუზეუმი საქართველოში, სადაც ჩვენი მოსწავლეები გაეცნენ ინოვაციურ ექსპონატებს, ექსპერიმენტებს და პრაქტიკულს გამოცდილებას. რაც მეცნიერების აღმოჩენის სრულიად განსხვავებულ შესაძლებლობას სთავაზობს. “ეს არის ადგილი, სადაც ცნობისმოყვარეობა ცოდნად, ცოდნა კი შთაგონებად გარდაიქმნება”.
#ტექნოლოგიური ჰაბი
#ხონის პირველი საჯარო
სკოლა
#4ა კლასი
#საგანი: კომპიუტერული ტექნოლოგიები

15/09/2026

ბედნიერი სასწავლო წელი კრეატიულ მანანა მასწავლებელს და ჩვენს 1ბ კლასს❤️❤️❤️

13/09/2026

პირველი ,,ა " კლასი და სასწაული მედიკო მასწავლებელი გილოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას❤️❤️❤️

13/08/2026
12/08/2026

საჯარო სკოლების დაწყებითი საფეხურის მოსწავლეთა სასკოლო ფორმებით უზრუნველყოფის წესი დამტკიცდა

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ საჯარო სკოლების დაწყებითი საფეხურის მოსწავლეთა სასკოლო ფორმებით უზრუნველყოფის, ფორმების შეძენის, უსასყიდლოდ გადაცემისა და დაბრუნება-გაცვლის წესი განსაზღვრა.

სასკოლო ფორმების შეძენა შესაძლებელი იქნება რეალიზაციის პუნქტებსა და ონლაინ, ვებგვერდის მეშვეობით.

ფორმის შეძენისას გადახდა განხორციელდება მხოლოდ უნაღდო ანგარიშსწორებით. ფიზიკურ პუნქტებში შესაძლებელი იქნება საბანკო ბარათით გადახდა.

სასკოლო ფორმის შეცვლა ან დაბრუნება შესაძლებელი იქნება მისი მიღებიდან ან შეძენიდან 14 კალენდარული დღის განმავლობაში. ამისთვის მშობელმა შესაბამისი ქვითარი უნდა წარადგინოს.

ფორმებს უსასყიდლოდ მიიღებენ;

1. საჯარო სკოლის დაწყებითი საფეხურის ის მოსწავლეები, რომლებიც რეგისტრირებულნი არიან სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და მათი ოჯახების სარეიტინგო ქულა 65 001 ქულაზე ნაკლებია.

2. მოსწავლეები, რომლებიც იმყოფებიან სახელმწიფო ზრუნვაში, მათ შორის, ჩართულნი არიან მინდობით აღზრდის სახელმწიფო პროგრამაში, განთავსებულნი არიან მცირე საოჯახო ტიპის სახლებში, ჩართულნი არიან მიუსაფარ ბავშვთა თავშესაფრების მომსახურებაში ან განთავსებულნი არიან თბილისის ბავშვთა სახლში.

3. მოსწავლეები, რომლებიც 2022 წლის 24 თებერვალს უკრაინაში დაწყებული საომარი მოქმედებების შედეგად ვერ ახერხებენ უკრაინის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში ზოგადი განათლების მიღების გაგრძელებას და ჩარიცხულნი არიან საქართველოს საჯარო სკოლებში.

შეგახსენებთ, რომ სასკოლო ფორმებით უზრუნველყოფის პროცესს სამინისტროს მიერ
დაფუძნებული შპს „საგანმანათლებლო რესურსები“ მართავს, რომელიც პასუხისმგებელია ფორმების დამზადებაზე, შეძენაზე, დასაწყობებასა და გავრცელებაზე.

დეტალური ინფორმაცია რეალიზაციის პუნქტების მისამართებთან დაკავშირებით გამოქვეყნდება შპს "საგანმანათლებლო რესურსების" ოფიციალურ გვერდზე.

14/06/2026

✅პირველკლასელთა საყოველთაო რეგისტრაცია 2026 წლის 15 ივნისის 09:00 საათიდან დაიწყება და 3 ივლისის ჩათვლით გაგრძელდება.

🌐რეგისტრაცია განხორციელდება განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ოფიციალურ ვებგვერდზე - registration.emis.ge.

ბავშვის სისტემაში რეგისტრაციას უზრუნველყოფს მშობელი ან კანონიერი წარმომადგენელი.

🗓️ელექტრონულად რეგისტრირებული მოსწავლის ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტების მიღება 2026 წლის 6 ივლისიდან 17 ივლისის ჩათვლით განხორციელდება. დადგენილ ვადებში დოკუმენტაციის წარუდგენლობის შემთხვევაში, რეგისტრაცია ავტომატურად გაუქმდება.

✅პირველ კლასში ჩასარიცხად საჭირო დოკუმენტები:

მოსწავლის კანონიერი წარმომადგენლის განცხადება, რომელიც უნდა შეიცავდეს კანონიერი წარმომადგენლის საცხოვრებელი ადგილისა და ტელეფონის ნომრის თაობაზე ინფორმაციას და უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 78-ე მუხლით დადგენილ სხვა მოთხოვნებს, კანონიერი წარმომადგენლის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი და საქართველოში ბინადრობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში). დოკუმენტების უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში, მათ უნდა დაერთოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შესრულებული თარგმანი ქართულ ენაზე).

მოსწავლის დაბადების მოწმობის ან პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი ან საქართველოში ბინადრობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში). დოკუმენტების უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში, მათ უნდა დაერთოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შესრულებული თარგმანი ქართულ ენაზე).

🌐პირველ კლასებში არსებული ადგილების რაოდენობის შესამოწმებლად გადადით ბმულზე: https://skolebi.emis.ge/

🌐პირველკლასელთა საყოველთაო რეგისტრაციის ინსტრუქცია იხილეთ აქ: https://www.youtube.com/watch?v=dGDKJGVYR4w

✅შეგახსენებთ, რომ სასკოლო ასაკთან დაკავშირებით „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილება შევიდა. კერძოდ, 2026-2027 სასწავლო წელს პირველ კლასში დარეგისტრირებას შეძლებენ ბავშვები, რომლებსაც 31 დეკემბრის ჩათვლით შეუსრულდებათ 6 წელი.

🔹საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო მშობლებს მოუწოდებს, ყურადღებით გაეცნონ რეგისტრაციის ვადებსა და პირობებს, რათა ბავშვის სკოლაში შეყვანა დროულად და შეუფერხებლად შეძლონ.

ხონის მუნიციპალიტეტის მერი ლადო ჯურხაძე შეხვდა ხონის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეებს, რომლებმაც საქართველოს იუსტიციის სამინ...
12/06/2026

ხონის მუნიციპალიტეტის მერი ლადო ჯურხაძე შეხვდა ხონის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეებს, რომლებმაც საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის ყოველწლიურ საგანმანათლებლო პროექტში „საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკა“ საპატიო მესამე ადგილი მოიპოვეს.

მერმა მოსწავლეებს ღირსეული წარმატება მიულოცა, სიგელები გადასცა და მომავალშიც არაერთი გამარჯვება უსურვა.

განსაკუთრებული მადლობა ისტორიის მასწავლებელს, მანანა ხობუას, რომლის პროფესიონალიზმმა, შრომამ და მხარდაჭერამ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა გუნდის წარმატებაში.

ვულოცავთ ჩვენს მოსწავლეებსა და ქალბატონ მანანას ამ მნიშვნელოვან მიღწევას და ვუსურვებთ კიდევ მრავალ წარმატებას!

Address

პოლიკარპე კაკაბაძის ქ. №2
Khoni
5900

Opening Hours

Monday 08:00 - 18:00
Tuesday 08:00 - 18:00
Wednesday 08:00 - 18:00
Thursday 08:00 - 18:00
Friday 08:00 - 18:00

Telephone

+995577673608

Alerts

Be the first to know and let us send you an email when ხონის №1 საჯარო სკოლა posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The School

Send a message to ხონის №1 საჯარო სკოლა:

Shortcuts

Share

Category