18/09/2026
🤖 ახალი შესაძლებლობა ჩვენი მოსწავლეებისთვის!
ტექნოლოგიებით, რობოტიკითა და პროგრამირებით დაინტერესებულ მოსწავლეებს სასიამოვნო სიახლე გვაქვს — ჩვენს სკოლაში რობოტიკის კლუბი იწყებს მუშაობას! 🚀
კლუბის შეხვედრებზე მოსწავლეები შეძლებენ არა მხოლოდ რობოტების აწყობას, არამედ საკუთარი იდეების პრაქტიკაში გამოცდას, პრობლემების სხვადასხვა გზით გადაჭრას და პროგრამირების პირველი ნაბიჯების გადადგმას.
🔹 ვისთვის? — III, IV, V და VI კლასების მოსწავლეებისთვის
🔹 რას ვისწავლით?
• LEGO რობოტების აწყობასა და მუშაობის პრინციპებს
• პროგრამირების საფუძვლებს
• ალგორითმულ და ლოგიკურ აზროვნებას
• სხვადასხვა ამოცანის შემოქმედებითად გადაჭრას
🔹 როგორი იქნება პროცესი?
თეორიის გარდა, მთავარი აქცენტი პრაქტიკულ მუშაობაზე, გუნდურ დავალებებსა და სახალისო გამოწვევებზე გაკეთდება.
✨ შესაძლოა, სწორედ აქ დაიწყოს შენი პირველი ნაბიჯები ტექნოლოგიების სამყაროში!
📢 კლუბში მონაწილეობა მოსწავლეებისთვის სრულიად უფასოა.
რეგისტრაციის დაწყეის თარიღს , შეხვედრების განრიგსა და დამატებითი ინფორმაციას მალევე გაცნობებთ …
შექმენი, გამოცადე, დააპროგრამე და აღმოაჩინე — რამდენი შესაძლებლობა იმალება ერთი პატარა რობოტის მიღმა! 🤖💡
@კოტე რამინაშვილი