ხეთის საჯარო სკოლა

ხეთის საჯარო სკოლა საჯარო სკოლა

🧠 ჩვენს სკოლაში გაიმართა შიდა სასკოლო ინტელექტუალური თამაში „რა? სად? როდის?“, რომელშიც მონაწილეობდნენ VIII, X, XI და XI...
19/09/2026

🧠 ჩვენს სკოლაში გაიმართა შიდა სასკოლო ინტელექტუალური თამაში „რა? სად? როდის?“, რომელშიც მონაწილეობდნენ VIII, X, XI და XII კლასების მოსწავლეები.

ღონისძიების მიზანი იყო მოსწავლეთა ინტელექტუალური შესაძლებლობების, ლოგიკური და კრიტიკული აზროვნების, სწრაფი გადაწყვეტილების მიღებისა და გუნდური მუშაობის უნარების განვითარება, ასევე სხვადასხვა კლასის მოსწავლეებს შორის თანამშრომლობისა და ჯანსაღი კონკურენციის წახალისება.

თამაში საინტერესო და დინამიკურ გარემოში წარიმართა. მოსწავლეებმა წარმატებით გაართვეს თავი მრავალფეროვან შეკითხვებს და გამოავლინეს ცოდნა, შემოქმედებითი მიდგომა და გუნდურობა.

მადლობას ვუხდით ყველა მონაწილეს აქტიურობისა და საინტერესო თამაშისთვის! ვულოცავთ გამარჯვებულ გუნდს და წარმატებებს ვუსურვებთ მომავალ ინტელექტუალურ შეჯიბრებებში! 🏆👏

15/09/2026

და ჩვენ დავიწყეთ! 🎊❤️

ხეთის საჯარო სკოლის პედაგოგიური კოლექტივი არასრული შემადგენლობით! ❤️🎊

კიდევ ერთხელ გილოცავთ ახალ სასწავლო წელს! ❤️🎊

15/09/2026

🎊💫

📚 ახალი სასწავლო წელი დაიწყო!დღეს ჩვენი სკოლის განახლებულ სივრცეებში კვლავ გაისმა მოსწავლეების ჟრიამული და პირველი ზარის...
15/09/2026

📚 ახალი სასწავლო წელი დაიწყო!

დღეს ჩვენი სკოლის განახლებულ სივრცეებში კვლავ გაისმა მოსწავლეების ჟრიამული და პირველი ზარის ხმა.

განსაკუთრებით ვულოცავთ პირველკლასელებს, რომლებმაც დღეს პირველად შეაღეს სკოლის კარი. მათ ვუსურვებთ საინტერესო აღმოჩენებით, ახალი მეგობრებითა და წარმატებებით სავსე სასკოლო ცხოვრებას.

ვულოცავთ მეთორმეტეკლასელებსაც - მათთვის ეს ბოლო სასწავლო წლის დასაწყისია. ვუსურვებთ, ღირსეულად და წარმატებით დაასრულონ სკოლის მნიშვნელოვანი ეტაპი და თავდაჯერებით გადადგან ნაბიჯი მომავლისკენ.

ყველა მოსწავლეს, მასწავლებელსა და მშობელს ვულოცავთ სწავლის დაწყებას! მშვიდობიან, ნაყოფიერ და წარმატებულ სასწავლო წელს გისურვებთ! 💙💛

15/09/2026
🎓 სიამაყით ვულოცავთ ჩვენი სკოლის კურსდამთავრებულებს სტუდენტობას!გისურვებთ წარმატებულ სტუდენტურ წლებს, ცოდნით, ახალი შესა...
25/08/2026

🎓 სიამაყით ვულოცავთ ჩვენი სკოლის კურსდამთავრებულებს სტუდენტობას!

გისურვებთ წარმატებულ სტუდენტურ წლებს, ცოდნით, ახალი შესაძლებლობებითა და მნიშვნელოვანი გამარჯვებებით სავსე მომავალს.

ხეთის საჯარო სკოლა ამაყობს თქვენით!

📍ხეთის საჯარო სკოლის მე-11 კლასის მოსწავლე Lizi Gergaia ხობელ ახალგაზრდებთან ერთად სასწავლო ვიზიტით ესტონეთში იმყოფება.📍...
22/08/2026

📍ხეთის საჯარო სკოლის მე-11 კლასის მოსწავლე Lizi Gergaia ხობელ ახალგაზრდებთან ერთად სასწავლო ვიზიტით ესტონეთში იმყოფება.

📍 პროგრამის მთავარი თემაა ახალგაზრდების ჩართულობა (Youth Participation).

📍პროექტის ფარგლებში ლიზი

📚ეცნობა ევროპულ გამოცდილებას გადაწყვეტილების მიღების პროცესში ახალგაზრდების როლის შესახებ;
📚 მონაწილეობს ვორქშოფებსა და დისკუსიებში სხვადასხვა ქვეყნის თანატოლებთან ერთად;
📚 იძენს ლიდერულ უნარებს, რომლებსაც დაბრუნების შემდეგ ჩვენს სასკოლო და ადგილობრივ საზოგადოებას გაუზიარებს.

ხეთის საჯარი სკოლა წარმატებებს უსურვებს ახალგაზრდებს!

გვჯერა, რომ მიღებული ცოდნა და ენერგია ახალი ინიციატივების დასაწყისი გახდება.

მადლობას ვუხდით ამ შესაძლებლობისთვის განათლების და განვითარების ცენტრი თოლისკური
ახალგაზრდული ასოციაცია დრონი •Youth Association DRONI

20/08/2026

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ მიიღო გადაწყვეტილება მასწავლებელთა სახელფასო ანაზღაურების წესის გარკვეული მოთხოვნების ამოქმედების 2027–2028 სასწავლო წლამდე გადავადების შესახებ.

მოგეხსენებათ, 2026–2027 სასწავლო წლიდან გაზრდილი საათობრივი ანაზღაურების მისაღებად მასწავლებელს უნდა ჰქონოდა იმ საგნის/საფეხურის სწავლების დადასტურებული კომპეტენცია, რომელსაც ასწავლის. აღნიშნული მოთხოვნის მიზანი იყო მასწავლებლის კვალიფიკაციისა და საგნობრივი დატვირთვის შესაბამისობის უზრუნველყოფა.

ახალი გადაწყვეტილების თანახმად, პედაგოგთა მხარდაჭერისა და სკოლებში სასწავლო პროცესის უწყვეტობის უზრუნველყოფის მიზნით, მოქმედ მასწავლებლებს დამატებით მიეცემათ გონივრული ვადა საკუთარი კომპეტენციის დასადასტურებლად - მათ საგნის ჩაბარება 2027–2028 სასწავლო წლის დაწყებამდე მოუწევთ.

🌐 იხილეთ ვრცლად:
https://mes.gov.ge/content.php?id=14860&lang=geo&csrt=18387535207194360294

ხეთის საჯარო სკოლის მე-12 კლასის მოსწავლე მარიამ კანკია GITA-ს STEAM  ბანაკში მონაწილეობდა! 🚀�6-დღიან მასშტაბურ STEAM ბა...
19/08/2026

ხეთის საჯარო სკოლის მე-12 კლასის მოსწავლე მარიამ კანკია GITA-ს STEAM ბანაკში მონაწილეობდა! 🚀�
6-დღიან მასშტაბურ STEAM ბანაკში მარიამი სხვა ახალგაზრდებთან ერთად შეისწავლიან ტექნოლოგიების, მეცნიერების, ინჟინერიის, ხელოვნებისა და მათემატიკის პრაქტიკულ საფუძვლებს. 🇬🇪

მონაწილეები ინტენსიურ საგანმანათლებლო პროგრამაში ერთვებიან , რომელიც აერთიანებს პრაქტიკულ აქტივობებს , ინტერაქტიულ ლექციებს, გუნდურ გამოწვევებს 🤝, სამეცნიერო ექსპერიმენტებსა 🧪 და შთამაგონებელ შეხვედრებს. 💡

🚀 პროექტს ახორციელებს Rethink ინოვაციების ცენტრი

#შექმენიახალი

Address

Kheta
Khobi
5822

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when ხეთის საჯარო სკოლა posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Shortcuts

Share

Category