ბილიარდის კლუბი ,,მიხეილი"

  • Home
  • Georgia
  • Khobi
  • ბილიარდის კლუბი ,,მიხეილი"

ქალლაქ ხობში არსებული ბილიარდის სკოლა, რომელიც ატარებს აგვისტოს ომშ დაღუპული გმირის, მიხეილ იოსავას, სახელს და სრულიად უსასყიდლოდ, სახელმწიფო დაფინანსების მხარდაჭერით წვრთნის ახალგაზრდა სპორტსმენებს.

23/11/2018
23/11/2018

19-23 ნოემბერს საბილიარდე კლუბ „მიხეილში“ , აგვისტოს ომის დროს დაღუპული რეზერვისტის, მიხეილ იოსავას სახელობის თასის გათამაშება გაიმართა. 32 მობილიარდე ტურნირის გამარჯვებულის ტიტულის მოსაპოვებლად ეჯიბრებოდა ერთმანეთს. ჭაბუკთა შორის გამარჯვებული გიგა საბეკია გახდა, ხოლო უფროსებში პირველობა ედიკა კვიკვინიამ მოიპოვა. გამარჯვებულ და საპრიზო ადგილებზე გასულ მოთამაშეებს თასები, მედლები და სიგელები გადაეცათ.
სპორტული ღონისძიების დაჯილდოების ცერემონიას ხობის მუნიციპალიტეტის მერი გოჩა ქაჯაია, მიხეილ იოსავას ოჯახის წევრები და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
შეჯიბრება, ადგილობრივი თვითმმართველობის მხარდაჭერითა და ა(ა)იპ „ხობის მუნიციპალიტეტის კულტურულ-საგანმანათლებლო, საზოგადოებრივი ცენტრის“ ორგანიზებით განხორციელდა.

19/11/2018

19 ნოემბერს, ბილიარდის კლუბ „მიხეილში“ სტარტი აიღო 2008 წლის აგვისტოს ომის დროს დაღუპული რეზერვისტის მიხეილ იოსავას სახელობის თასის რიგით მეთერთმეტე გათამაშებამ ბილიარდში. ღონისძიებაზე დამსწრე პირებმა და მონაწილეებმა წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს მიხეილ იოსავას ხსოვნას.
შეჯიბრში, რომლის ორგანიზატორიც ა(ა)იპ „ხობის მუნიციპალიტეტის კულტურულ-საგანმანათლებლო საზოგადოებრივი ცენტრია“ 32 მობილიარდე მონაწილეობს.
დასკვნითი შეხვედრები და გამარჯვებულთა დაჯილდოება, 23 ნოემბერს, 12 საათზე გაიმართება.

10/11/2017

მსოფლიო ჩემპიონატი ახალგაზრდებს შორის (16-18 წლამდე)
მოსკოვი 30.10.2017

04/08/2017

ქალაქ ხობში, სტარტი აიღო ხობის მუნიციპალიტეტის პირველობამ ბილიარდში, მიხეილ იოსავას სახელობის გარდამავალ თასზე. ტირნირი ბილიარდის  ორ სა...

შიდა სასკოლო ტურნირი ,,ბილიარდში''2017 წ.
17/06/2017

შიდა სასკოლო ტურნირი ,,ბილიარდში''
2017 წ.

საქართველოს ჩემპიონატი ,,ბილიარდში" თელავი  2017წ.
17/06/2017

საქართველოს ჩემპიონატი ,,ბილიარდში"
თელავი 2017წ.

18/03/2017

2014-12-23 მიშიკო იოსავას სახელობის ტურნირი
ლუკა ლოლუა v.s ირაკლი კუჭავა

მოკლე მეტრაჟიანი ვიდეო I-ნაწილი

18/03/2017

სანდრო ჩიტაია 3-1 გოგა ნინოშვილი

18/03/2017

სანდრო ჩიტაია 2-0 გოგა ნინოშვილი

Address

Khobi
5800

Telephone

568323092

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when ბილიარდის კლუბი ,,მიხეილი" posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The School

Send a message to ბილიარდის კლუბი ,,მიხეილი":

Shortcuts

Share

Category