ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ქედქედის საჯარო სკოლა

  • Home
  • Georgia
  • Khelvachauri
  • ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ქედქედის საჯარო სკოლა

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ქედქედის საჯარო სკოლა საჯარო სკოლა სოფელ ქედქედის საჯარო სკოლის ოფიციალური Facebook გვერდი

Anamaria Mskhaladze  I ადგილიGio Gvianidze. II ადგილისიხარულითა და სიამაყით ვულოცავთ  ჩვენ მოსწავლეებს   ევროპის ჩემპიონ...
03/10/2026

Anamaria Mskhaladze I ადგილი
Gio Gvianidze. II ადგილი
სიხარულითა და სიამაყით ვულოცავთ ჩვენ მოსწავლეებს ევროპის ჩემპიონატზე მოპოვებულ ღირსეულ წარმატებებს! 🇬🇪

ქედქედის საჯარო სკოლა განსაკუთრებული სიხარულითა და სიამაყით ულოცავს ჩვენი სკოლის მოსწავლეებს Anamaria Mskhaladze ს16-წლა...
03/10/2026

ქედქედის საჯარო სკოლა განსაკუთრებული სიხარულითა და სიამაყით ულოცავს ჩვენი სკოლის მოსწავლეებს Anamaria Mskhaladze ს
16-წლამდელთა შორის კონტაქტურ კარატეში ევროპის ჩემპიონატზე, −60 კგ წონით კატეგორიაში, ოქროს მედლის მოპოვებას ხოლო
Gvianidze ს ევროპის ჩემპიონატზე მეორე საპრიზო ადგილს,
ეს მნიშვნელოვანი გამარჯვება, მათი ნიჭის, მიზანდასახულობის, თავდაუზოგავი შრომისა და შეუპოვრობის ნათელი დასტურია.
ვუსურვებთ ჩვენ მოსწავლეებს ანამარიას და გიორგის მრავალ წარმატებას,გამარჯვებას და ახალი მწვერვალების დაპყრობას
გვეამაყება მათი მიღწევა და გვჯერა, რომ წინ კიდევ არაერთი მნიშვნელოვანი გამარჯვება ელოდებათ!♥️🎉🇬🇪🌹🌹

აჭარის ნაკრები გუნდის წევრმა, ანამარია მსხალაძემ (-60 კგ), 16-წლამდელთა შორის კონტაქტურ კარატეში ევროპის ჩემპიონატზე ოქროს მედალი მოიპოვა! 🥇

ანამარია პირველი გოგონაა აჭარიდან, ვინც კონტაქტურ კარატეში ევროპის ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.

გონიოს ციხის ისტორიულ ტერიტორიაზე გამართული სახალხო დღესასწაულის — „ხელვაჩაურის დღეების“ დასკვნითი ღონისძიება განსაკუთრე...
25/09/2026

გონიოს ციხის ისტორიულ ტერიტორიაზე გამართული სახალხო დღესასწაულის — „ხელვაჩაურის დღეების“ დასკვნითი ღონისძიება განსაკუთრებული მნიშვნელობით გამოირჩეოდა.

ღონისძიების ფარგლებში „საპატიო ხელვაჩაურელების“ დაჯილდოების ცერემონია გაიმართა — მუნიციპალიტეტის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილის, პროფესიული საქმიანობისა და საზოგადოებრივი დამსახურებისათვის.

ქედქედის საჯარო სკოლა გულითადად ულოცავს ბატონ Nodari Kopinadze ს საპატიო ხელვაჩაურელის“ წოდებას.

მისი მრავალწლიანი საქმიანობა, პროფესიონალიზმი, პასუხისმგებლობა და საზოგადოებრივი მნიშვნელობის საქმეში შეტანილი წვლილი ნამდვილად იმსახურებს დაფასებას.
ვუსურვებთ ბატონ ნოდარ კოპინაძეს ჯანმრთელობას, კეთილდღეობას, შემდგომ პროფესიულ წარმატებებსა და ახალ მნიშვნელოვან მიღწევებს.

ვამაყობთ, რომ ჩვენი მუნიციპალიტეტი აფასებს ადამიანებს, რომელთა შრომა და ღვაწლი საზოგადოებრივი განვითარების საქმეში მნიშვნელოვანი წვლილის შემტანია

17/09/2026

დიდი სიამაყითა და განსაკუთრებული სიხარულით ვულოცავთ ქედქედის საჯარო სკოლის მოსწავლეს თაკო ლომინაძეს ალექსანდრე მსხალაძის სახელობის სტიპენდიის მოპოვებას!

ეს მნიშვნელოვანი მიღწევა კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ მიზანდასახულობა, შრომისმოყვარეობა, ცოდნისადმი სიყვარული და საკუთარი შესაძლებლობების განვითარებაზე მუდმივი ზრუნვა წარმატების მნიშვნელოვანი საფუძველია.

თაკოს მიერ მიღებული სტიპენდია არის მისი აკადემიური მიღწევებისა და სწავლისადმი პასუხისმგებლიანი დამოკიდებულების დაფასება. განსაკუთრებით სასიხარულოა, როდესაც ჩვენი სკოლის მოსწავლეების წარმატება სცდება საკლასო ოთახის ფარგლებს და მათი ცოდნა, შრომა და შესაძლებლობები
მადლობა აჭარის განათლებისა და სპორტის სამინისტრო-ს აჭარის ახალგაზრდულ რეგიონულ ცენტრს და ხელვაჩაურის მერიას მოსწავლეთა განვითარების, მოტივაციისა და წარმატების ხელშეწყობისთვის.🇬🇪♥️

15/09/2026

2026–2027 სასწავლო წლის ულამაზესი ზეიმი! 📚❤️
ვუსურვებთ ჩვენს მოსწავლეებს წარმატებულ, ბედნიერ და საინტერესო სასწავლო წელს 🌸📖❤️

ძვირფასო მშობლებო ,პატივცემულო კოლეგებო ,ჩვენო საყვარელო მოსწავლეებო ,ქედქედის საჯარო სკოლა გილოცავთ  ახალი სასწავლო წლი...
15/09/2026

ძვირფასო მშობლებო ,პატივცემულო კოლეგებო ,ჩვენო საყვარელო მოსწავლეებო ,ქედქედის საჯარო სკოლა გილოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას! ✨🎓
განსაკუთრებული სიყვარულითა და სიამაყით ვულოცავთ ჩვენს მოსწავლეებს — ჩვენი სკოლის მთავარ ძალასა და მომავალს.
დღეს ჩვენი სკოლის კარი კიდევ ერთხელ იღება თქვენი ცოდნის, აღმოჩენების, ოცნებებისა და ახალი შესაძლებლობების სამყაროში სამოგზაუროდ.
გისურვებთ, თითოეული სასკოლო დღე იყოს საინტერესო, შემოქმედებითი და წარმატებული; ყოველი გაკვეთილი — ახალი აღმოჩენის დასაწყისი, ყოველი მცდელობა — წინ გადადგმული ნაბიჯი, ხოლო ყოველი მიღწევა — თქვენი შრომისა და მონდომების ღირსეული შედეგი.
📚 ძვირფასო პედაგოგებო, ახალი სასწავლო წელი თქვენთვისაც ახალი პროფესიული გამოწვევებისა და შესაძლებლობების დასაწყისია. თქვენი ცოდნა, გამოცდილება, თავდადება და სიყვარული ქმნის იმ საგანმანათლებლო სივრცეს, სადაც ბავშვები არა მხოლოდ სწავლობენ, არამედ ყალიბდებიან ღირსეულ, პასუხისმგებლიან და თავისუფლად მოაზროვნე ადამიანებად.
❤️ ძვირფასო მშობლებო, მადლობა ნდობისთვის, მხარდაჭერისთვის და თანამშრომლობისთვის. გვჯერა, რომ სკოლა, ოჯახი და მოსწავლე ერთიანი ძალისხმევით შეძლებენ თითოეული ბავშვის შესაძლებლობების მაქსიმალურად გამოვლენას.
🏫 ქედქედის საჯარო სკოლა ახალი სასწავლო წლისთვის ახალი მიზნებით, დიდი პასუხისმგებლობითა და მომავლის რწმენით იწყებს გზას.
ჩვენი მიზანია, სკოლა იყოს სივრცე, სადაც ცოდნა ფასობს, შრომა დაფასებულია, განსხვავებული აზრი მოსმენილია, ნიჭი აღმოჩენილია და თითოეული მოსწავლის წარმატება — მთელი სასკოლო საზოგადოების გამარჯვებაა

2026-2027 სასწავლო წელი იყოს განვითარების, წინსვლის, ახალი გამარჯვებებისა და დაუვიწყარი სასკოლო დღეების წელი! ✨
🎓 გილოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას!♥️🎉🌹

ქედქედის საჯარო სკოლა დიდი სიამაყით ვულოცავთ ჩვენ პედაგოგს, Nino Malaymadze ს, აჭარის განათლებისა და სპორტის სამინისტროს...
10/09/2026

ქედქედის საჯარო სკოლა დიდი სიამაყით ვულოცავთ ჩვენ პედაგოგს, Nino Malaymadze ს, აჭარის განათლებისა და სპორტის სამინისტროს პროექტის „ჩემი დამრიგებელი“ კონკურსში გამარჯვებას.
ეს წარმატება კიდევ ერთხელ ადასტურებს მის პასუხისმგებლობას, შემოქმედებითობასა და მოსწავლეთა განვითარებაზე ორიენტირებულ მიდგომას. მისი შრომა და პროფესიული ხედვა მნიშვნელოვანი მაგალითია იმისა, თუ რამდენად დიდი მნიშვნელობა აქვს თანამედროვე სკოლაში დამრიგებლის როლს მოსწავლის პიროვნულ და აკადემიურ განვითარებაში.
განსაკუთრებული მადლობა აჭარის განათლებისა და სპორტის სამინისტრო ს გ პედაგოგთა პროფესიული განვითარების მხარდაჭერისთვის, წარმატებული ინიციატივებისა და საგანმანათლებლო პროექტების განხორციელებისთვის, რომლებიც მასწავლებლებს საკუთარი პროფესიული შესაძლებლობების წარმოჩენისა და განვითარების შესაძლებლობას აძლევს.

ვამაყობთ ჩვენი პედაგოგებით, მათი პროფესიული მიღწევებითა და თითოეული წარმატებით, რომელიც ჩვენი სკოლის საერთო წარმატებაა! 🌿
#ქედქედისსაჯაროსკოლა
#ჩემიდამრიგებელი
#ნინომალაყმაძე

დიდი სიხარულითა და სიამაყით,  ვულოცავთ ჩვენი სკოლის  პედაგოგს Nino Malaymadze  -ს, პროექტი„ჩემი დამრიგებელი“ გამარჯვებას...
25/08/2026

დიდი სიხარულითა და სიამაყით, ვულოცავთ ჩვენი სკოლის პედაგოგს Nino Malaymadze -ს, პროექტი„ჩემი დამრიგებელი“ გამარჯვებას
ეს წარმატება კიდევ ერთხელ ადასტურებს მის აქტიურ შემოქმედებითობას, მუდმივ სწრაფვას სიახლეებისა და განვითარებისკენ.
ამ პროექტში წარმატება ნიშნავს, ჩვენი სკოლის თითოეული მოსწავლისთვის ახალი შესაძლებლობებისა და საინტერესო საგანმანათლებლო გამოცდილების შექმნას.
მადლობას ვუხდით აჭარის განათლებისა და სპორტის სამინისტრო -ს ,
ქალბატონ khajishvili -ს ,პედაგოგთა ინიციატივებისა და შემოქმედებითი შესაძლებლობების მხარდაჭერისთვის.
ჩვენი სკოლის პედაგოგს,ნინო მალაყმაძეს ვუსურვებთ კიდევ მრავალ წარმატებას, ახალ იდეებსა და მიღწევებს მომავალში

ქედქედის საჯარო სკოლის ადმინისტრაცია  სიხარულითა და სიამაყით ვულოცავთ ჩვენ მოსწავლეებს,უმაღლეს სასწავლებლებში ჩარიცხვას!...
25/08/2026

ქედქედის საჯარო სკოლის ადმინისტრაცია სიხარულითა და სიამაყით ვულოცავთ ჩვენ მოსწავლეებს,უმაღლეს სასწავლებლებში ჩარიცხვას!
ეს წარმატება თქვენი მონდომების, მიზანდასახულობისა და დაუღალავი შრომის შედეგია. გვჯერა, რომ ეს მხოლოდ დიდი გზის დასაწყისია და წინ კიდევ არაერთი გამარჯვება და წარმატებული მომავალი გელოდებათ!
განსაკუთრებით ვულოცავთ მშობლებს რომელთა თანადგომამ და ყოველდღიურმა მხარდაჭერამ ამ წარმატებაში უდიდესი როლი შეიტანა.
ასევე, გულითადად ვულოცავთ ჩვენს პედაგოგებს — ადამიანებს, რომლებმაც მოსწავლეებს ცოდნასთან ერთად მიზნისკენ სწრაფვა, შრომა და საკუთარი შესაძლებლობების რწმენა ასწავლეს.
ქედქედის საჯარო სკოლა ამაყობს თითოეული თქვენგანით!
გისურვებთ წარმატებულ სტუდენტურ წლებს, ღირსეულ პროფესიულ მომავალს და უამრავ ახალ გამარჯვებას!♥️✨️🇬🇪🎉🎓

ჟუჟუნა კახიძე

Tako Lominadze
@თომა აბესაძე
ლუკა მსხალაძე
Mutidze
Gio Dznelaze
Nini Zaqaradze

19/08/2026

‼️ინფორმაცია ქედქედის საჯარო სკოლის პირველკლასელთა მშობლებისთვის
ძვირფასო მშობლებო,
გაცნობებთ, რომ 2026 წლის 7 სექტემბერს ჩვენი სკოლის პირველკლასელებისთვის სასკოლო ფორმების გაცემა განხორციელდება ხელვაჩაურის №1 საჯარო სკოლაში.
📞 მნიშვნელოვანი:
ფორმის გაცემამდე თითოეულ მშობელს ტელეფონით დაუკავშირდება ბავშვის კლასის დამრიგებელი და მიაწვდის საჭირო ინფორმაციას.
გთხოვთ, იყოთ ყურადღებით და დაელოდოთ დამრიგებლის ზარს.
💳 სასკოლო ფორმის საფასურის გადახდა განხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორებით. საბანკო ტერმინალის არარსებობის ან ტექნიკური გაუმართაობის შემთხვევაში, გადახდა შესაძლებელი იქნება საბანკო გადარიცხვით.
🔄 ფორმის შეცვლა/დაბრუნება დასაშვებია: • ზომის შეუსაბამობის შემთხვევაში — ერთჯერადად;
• ქარხნული წუნის აღმოჩენის შემთხვევაში.
🎓 ვინ მიიღებს ფორმას უსასყიდლოდ?
საქართველოს მთავრობის 2026 წლის 3 აგვისტოს №364 დადგენილებით დამტკიცებული მიზნობრივი პროგრამის ფარგლებში, სასკოლო ფორმა უსასყიდლოდ გადაეცემა იმ მოსწავლეებს, რომლებიც მიეკუთვნებიან პროგრამით განსაზღვრულ კატეგორიებს, მათ შორის:
• სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებულ მოსწავლეებს, რომელთა ოჯახის სარეიტინგო ქულა 65 001-ზე ნაკლებია;
• მინდობით აღზრდის სახელმწიფო პროგრამაში ჩართულ მოსწავლეებს;
• მცირე საოჯახო ტიპის სახლებში განთავსებულ ბავშვებს;
• მიუსაფარ ბავშვთა თავშესაფრის მომსახურებით მოსარგებლე ბავშვებს;
• ბავშვთა სახლში განთავსებულ მოსწავლეებს;
• უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს დაწყებული საომარი მოქმედებების გამო უკრაინის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის გაგრძელების შეუძლებლობის შემთხვევაში, საქართველოს საჯარო სკოლებში ჩარიცხულ მოსწავლეებს.
👦 ბიჭის სასკოლო ფორმა:
1 პიჯაკი + 2 შარვალი
👧 გოგონას სასკოლო ფორმა:
1 პიჯაკი + 1 შარვალი + 1 ქვედაკაბა
💙 გთხოვთ, ყურადღებით გაეცნოთ ინფორმაციას და დაელოდოთ კლასის დამრიგებლის დაკავშირებას.
სსიპ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ქედქედის საჯარო სკოლა

Address

სოფელი ქედქედი
Khelvachauri

Opening Hours

Monday 08:00 - 16:00
Tuesday 08:00 - 16:00
Wednesday 08:00 - 16:00
Thursday 08:00 - 16:00
Friday 08:00 - 16:00

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ქედქედის საჯარო სკოლა posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Shortcuts

Share

Category