სსიპ - გალაკტიონ ტაბიძის სახელობის ქალაქ ხაშურის N6 საჯარო სკოლა

  • Home
  • Georgia
  • Khasuri
  • სსიპ - გალაკტიონ ტაბიძის სახელობის ქალაქ ხაშურის N6 საჯარო სკოლა

სსიპ - გალაკტიონ ტაბიძის სახელობის ქალაქ ხაშურის N6 საჯარო სკოლა Contact information, map and directions, contact form, opening hours, services, ratings, photos, videos and announcements from სსიპ - გალაკტიონ ტაბიძის სახელობის ქალაქ ხაშურის N6 საჯარო სკოლა, School, Paliashvili Street N10, Khasuri.

გალაკტიონ ტაბიძის სახელობის N6 საჯარო სკოლა საუკუნოვანი ისტორიით იწონებს თავს.
1893 წელს სადგურ ხაშურის ტერიტორიაზე გაიხსნა 90 მოსწავლისათვის ორკლასიანი დაწყებითი სასწავლებელი. აქედან იწყება სკოლის არსებობაც. 1918 წლიდან ეს სასწავლებელი გადააკეთეს რკინიგზის უმაღლეს პირველდაწყებით სკოლად, ამავე დროს მის ბაზაზე ჩამოყალიბდა რკინიგზის I და II პირველდაწყებითი სკოლები.
1921 წლიდან რკინიგზის II პირველდაწყებითი სკოლა გადაკეთდა რკინიგზის II არასრულ შვიდწლიან საშუალო სკოლად, შემდეგ რკინიგზის II საფაბრიკო-საქარხნო სკოლად.
1938 წლიდან იგი იწოდებოდა ამიერკავკასიის რკინიგზის სადგურ ხაშურის N16 საშუალო სკოლად.
ხოლო 1944 წლიდან, ქალ-ვაჟთა ცალ-ცალკე სწავლების შემოღების შემდეგ სახეზე გვაქვს რკინიგზის ხაშურის ვაჟთა N12 საშუალო სკოლა.
კოლექტივს ხელმძღვანელობდა ომგამოვლილი დირექტორი გიორგი ტაბატაძე. პატარა სარკინიგზო ქალაქში მას მაკარენკოდ იცნობდნენ, ამის მიზეზი ყველა ჩვენგანისთვის არის ნათელი. ,,მასწავლებელი გადამწყვეტი ფიგურაა სკოლაში,-ამბობდა იგი,-ის განსაზღვრავს სკოლის სახეს. მასზეა დამოკიდებული სწავლებისა და აღზრდის ხარისხი. მასწავლებელი, რომელსაც კარგად აქვს შეგნებული თავისი საპატიო მოვალეობა, დიდი ბედნიერებაა ახალგაზრდობისათვის.”
ამ სიტყვების რეალურ ხორცშესხმას ცხოვრებაში თავად გიორგი ტაბატაძე წარმოადგენდა. პირველ რიგში საუკეთესო მაგალითს აძლევდა იგი თავის კოლეგებს მოსწავლე-ახალგაზრდობასთან
ურთიერთობაში. 1945-46 წ. სკოლაში 513 მოსწავლე სწავლობდა, 1948 წლისათვის მათი რაოდენობა 728-მდე გაიზარდა, 1950 წლისათვის კი 822-ს მიაღწია. შენობა ვეღარ იტევდა მოსწავლეებს და სამ ცვლაში მუშაობდა.
1956 წლიდან სკოლას ეწოდა ა/კ რკინიგზის ხაშურის N3 საშუალო სკოლა.
1959 სასწ. წლიდან სკოლამ ახალ, სამსართულიან შენობაში გააგრძელა მუშაობა, ქალაქის ცენტრში, ფალიაშვილის ქუჩაზე 10 ნომერში.

 #პოზიტიურიმშობლობამაშ ასეეე, ჩვენ ვიწყებთ...პროგრამა ,,პოზიტიური მშობლობა''02.10.2026 - 15:00 საათზე, N103 აუდიტორიაში ...
01/10/2026

#პოზიტიურიმშობლობა

მაშ ასეეე, ჩვენ ვიწყებთ...

პროგრამა ,,პოზიტიური მშობლობა''

02.10.2026 - 15:00 საათზე, N103 აუდიტორიაში ჩატარდება პირველი შეხვედრა ჩვენი სკოლის მშობლებთან.

პროგრამის მიზანი და სამიზნე აუდიტორია

🟢პოზიტიური მშობლობის არსისა და მნიშვნელობის გაცნობა;
🟢მშობლობის უნარების გაუმჯობესება/კომპეტენციის გაზრდა
🟢მშობელთა მხარდაჭერა და გაძლიერება

🟠 ჩვენი სკოლის მოსწავლეთა მშობლები, რომლებსაც აქვთ სურვილი შეიძინონ ახალი ცოდნა და გამოცდილება პოზიტიური მშობლობის მიმართულებით.

🟠 ჩვენი სკოლის მოსწავლეთა მშობლები, რომლებსაც შესაძლოა ჰქონდეთ გამოწვევები შვილებთან, მოზარდებთან ურთიერთობისა და ქცევის მართვის პროცესში.

პროგრამის შესახებ დეტალურ ინფორმაციას შეიტყობთ შეხვედრაზე.

 #ჩვენიჩემპიონი #საქართველოს ჩემპიონატი U1900 რეიტინგ კატეგორიაში #საქართველოსჩემპიონი🏆🇬🇪♟️ჩვენი სკოლის VIII/ბ კლასის მო...
30/09/2026

#ჩვენიჩემპიონი

#საქართველოს ჩემპიონატი U1900 რეიტინგ კატეგორიაში
#საქართველოსჩემპიონი🏆🇬🇪

♟️ჩვენი სკოლის VIII/ბ კლასის მოსწავლე, ალექსანდრე აკოფაშვილი საქართველოს ჩემპიონია!!! 🏆🤍🖤
♟️ ვულოცავთ ალექსანდრეს ჩემპიონის ტიტულს🏆!!!

♟️ წინსვლა და წარმატებები ჰქონდეს სანდროს მომავალშიც!!!

#ჭადრაკი #სანდრო

 #ევროპულისასკოლოსპორტისკვირეული⚽️🏀🎾🏐🥎  25 სექტემბერს საქართველოს მასშტაბით ევროპის სასკოლო სპორტის დღე (ESSD) აღინიშნა,...
28/09/2026

#ევროპულისასკოლოსპორტისკვირეული

⚽️🏀🎾🏐🥎 25 სექტემბერს საქართველოს მასშტაბით ევროპის სასკოლო სპორტის დღე (ESSD) აღინიშნა, რომელშიც ჩვენი სკოლაც მონაწილეობდა.

⚽️🏀🎾🏐🥎 სპორტის კვირეულის ფარგლებში, ჩვენს სკოლაში ჩატარდა სხვადასხვა აქტივობა, ასევე ამხანაგური თამაშები ჩავატარეთ მეგობარ სკოლებთანაც.
სპორტულ აქტივობებს ხელმძღვანელობდა Tornike Talakhadze.

🔷დღეს, ️ჩვენი სკოლის ისტორიის   მასწავლებელი, ზურაბ ლომუაშვილი,  განსაკუთრებული პედაგოგიური ღვაწლისა და გამოცდილებისთვის...
26/09/2026

🔷დღეს, ️ჩვენი სკოლის ისტორიის მასწავლებელი, ზურაბ ლომუაშვილი, განსაკუთრებული პედაგოგიური ღვაწლისა და გამოცდილებისთვის, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილემ, ქალბატონმა თამარ მახარაშვილმა მადლობის სიგელით დააჯილდოვა.

ვულოცავთ, ბატონ ზურაბს ღვაწლის დაფასებას და ვუსურვებთ შემდგომ წარმატებებს!

გამოქვეყნდა საძიებო-სამოქმედო კვლევის (Exploratory Action Research – EAR) სახელმძღვანელო, რომლის ავტორები არიან პაულა რი...
24/09/2026

გამოქვეყნდა საძიებო-სამოქმედო კვლევის (Exploratory Action Research – EAR) სახელმძღვანელო, რომლის ავტორები არიან პაულა რიბოდელო, რიჩარდ სმიტი და მაია არავიაშვილი.
განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და სასიხარულოა ის ფაქტი, რომ სახელმძღვანელოში წარმოდგენილია პროექტის ფარგლებში განხორციელებული სხვადასხვა კვლევითი ანგარიში და პრაქტიკული მაგალითები, რაც მას კიდევ უფრო ღირებულ და საინტერესო რესურსად აქცევს.
სასიხარულოა, რომ ამ მნიშვნელოვანი პროცესის უშუალო მონაწილე იყო, ჩვენი სკოლის მასწავლებელი, დაიანა ტაბატაძე Diana Tabatadze, როგორც მენტორი მასწავლებელი. ამ სამუშაო პროცესში აქტიური მონაწილეობა მიიღეს სსიპ ქალაქ ხაშურის გალაკტიონ ტაბიძის სახელობის №6 საჯარო სკოლის — მასწავლებლებმაც: Tamuna Khaduri, Nino Fofkhadze, Khatuna Gagnidze, Daduna Gachechiladze, მაკა არევაძე, რომლებმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს პროექტის წარმატებით განხორციელებაში.
დიდი მადლობა ბრიტანეთის საბჭოს ამ მნიშვნელოვანი შესაძლებლობისთვის, ნდობისა და მუდმივი მხარდაჭერისთვის.

სახელმძღვანელოს სრულ ვერსიას იხილავთ აქ: https://www.britishcouncil.ge/sites/default/files/exploratory_action_research_manual_for_teachers.pdf?fbclid=IwY2xjawUiIYhleHRuA2FlbQIxMABwZG9mAWJyaWQRMXV0bmpzcm1FcFRiZ0xCc0JzcnRjBmFwcF9pZBAyMjIwMzkxNzg4MjAwODkyAAEeJk9o5pa9kOTEs4wzddDo1rV6rwFdgrkcTtI1_KvWe_m4OCCACuAHI5zzoKc_aem_rdJBu1ccu4RVZ8RK1JAUIw

 #გალასსკოლაერთად ვქმნით წარმატების სკოლას!🩷დღეს პირველკლასელები გვესტუმრნენ. სკოლაში პირველი ნაბიჯები 👣 სიყვარულითა და ...
14/09/2026

#გალასსკოლა
ერთად ვქმნით წარმატების სკოლას!🩷

დღეს პირველკლასელები გვესტუმრნენ.

სკოლაში პირველი ნაბიჯები 👣 სიყვარულითა და ზრუნვით იწყება!💙🩷

14/09/2026

🌟 სკოლაში პირველი ნაბიჯები 👣 სიყვარულითა და ზრუნვით იწყება!

#გალასსკოლაში უკვე ტრადიციად იქცა — პირველკლასელებს სასწავლო წლის დაწყებამდე ერთი დღით ადრე რომ ვმასპინძლობთ. 💙

🌟️რატომ ვაკეთებთ ამას?

იმიტომ, რომ ბავშვისთვის ახალი გარემო, ახალი ადამიანები, ახალი წესები დამაბნეველი არ აღმოჩნდეს.
🌟 ჩვენი პატარები ერთი დღით ადრე ეცნობიან სკოლას, კლასს, მასწავლებლებსა და იმ სივრცეს, სადაც მომავალში მათი ყოველდღიური ცხოვრება გაგრძელდება. 🏫✨

ეს დღე ეხმარებათ:
✨️შეამცირონ ახალ გარემოსთან დაკავშირებული მღელვარება;
✨️უფრო მარტივად ადაპტირდნენ და დაამყარონ პირველი ურთიერთობები;
✨️თავი უფრო დაცულად იგრძნონ;

💙 სკოლა მათთვის პირველივე დღიდან ხდება ნაცნობი, თბილი და მეგობრული ადგილი.

✨️ამიტომ ჩვენი პირველი შეხვედრა არის ჩვენი გზავნილი თითოეული პირველკლასელისთვის.

✨️ჩვენს პირველკლასელებს ვუსურვებთ ბედნიერ და თავგადასავლებით სავსე სასკოლო ცხოვრებას! 💙

✨️აქ იწყება გზა ცოდნის, თავისუფალი აზროვნებისა და წარმატებისკენ!💙

📚✨ ახალი,  საინტერესო  სიახლეებითა და მნიშვნელოვანი ცვლილებებით დატვირთული,  2026-2027  სასწავლო წელი იწყება!📚 ახალი მიზ...
14/09/2026

📚✨ ახალი, საინტერესო სიახლეებითა და მნიშვნელოვანი ცვლილებებით დატვირთული, 2026-2027 სასწავლო წელი იწყება!

📚 ახალი მიზნების, შესაძლებლობების, აღმოჩენებისა და გამოწვევების კიდევ ერთი წელი.

🎓 #გალასსკოლა ახალ სასწავლო წელს დიდი პასუხისმგებლობით იწყებს. 15 სექტემბერი, მხოლოდ კალენდარში მონიშნული თარიღი არ არის — ეს არის შესაძლებლობა, კიდევ უფრო განვავითაროთ ჩვენი სკოლა, გავაუმჯობესოთ სასწავლო გარემო, დავნერგოთ ახალი იდეები და თითოეული მოსწავლის წარმატებისთვის კიდევ უფრო მეტი გავაკეთოთ. 💙

✨️ვულოცავთ ჩვენს ყველა მოსწავლეს, მათ მშობლებს, მასწავლებელსა და სკოლის თანამშრომელს ახალი სასწავლო წლის დაწყებას!
✨️გისურვებთ მშვიდ, ნაყოფიერ, წარმატებულ და ბედნიერ სასწავლო წელს!
დაე, ყოველი სასკოლო დღე იყოს ახალი ცოდნის, ახალი შესაძლებლობებისა და ახალი წარმატებების დასაწყისი. 🎉📖

ჩვენ ერთად ვქმნით წარმატების სკოლას! 💙✨ 🏫

Address

Paliashvili Street N10
Khasuri
5700

Opening Hours

Monday 08:45 - 18:00
Tuesday 08:45 - 18:00
Wednesday 08:45 - 18:00
Thursday 08:45 - 18:00
Friday 08:45 - 18:00

Telephone

+995368246032

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when სსიპ - გალაკტიონ ტაბიძის სახელობის ქალაქ ხაშურის N6 საჯარო სკოლა posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The School

Send a message to სსიპ - გალაკტიონ ტაბიძის სახელობის ქალაქ ხაშურის N6 საჯარო სკოლა:

Shortcuts

Share

Category