ხაშურის საგანმანათლებლო რესურსცენტრი/Khashuri Educational Resource Center

  • Home
  • Georgia
  • Khasuri
  • ხაშურის საგანმანათლებლო რესურსცენტრი/Khashuri Educational Resource Center

ხაშურის საგანმანათლებლო რესურსცენტრი/Khashuri Educational Resource Center საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ტერიტორიული ორგანოს-ქალაქ ხაშურის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ოფიციალური გვერდი.

ადმინისტრატორი-ზვიად გოგუაძე

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ მიიღო გადაწყვეტილება მასწავლებელთა შრომის ანაზღაურების...
23/09/2026

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ მიიღო გადაწყვეტილება მასწავლებელთა შრომის ანაზღაურების წესით გათვალისწინებული გარდამავალი პერიოდის 2027 წლის 1 იანვრამდე გაგრძელების შესახებ.
კერძოდ, წამყვან მასწავლებელს/სპეციალურ მასწავლებელს სქემით განსაზღვრული ფუნქციის შესრულების ვალდებულება მხოლოდ ერთ სკოლაში ექნება, ხოლო მენტორ მასწავლებელს/სპეციალურ მასწავლებელს — სამინისტროს მხოლოდ ერთი ტერიტორიული ორგანოს სამოქმედო ტერიტორიაზე. თუმცა 2027 წლის 1 იანვრამდე აღნიშნული პირები სტატუსის შესაბამის ფუნქციურ დანამატს მიიღებენ ყველა იმ საჯარო სკოლაში, რომელშიც დასაქმებულნი არიან წამყვან ან მენტორ მასწავლებლად/სპეციალურ მასწავლებლად.
ასევე 2027 წლის 1 იანვრამდე გაგრძელდა გარდამავალი პერიოდი იმ საკითხთან მიმართებითაც, რომლის მიხედვითაც ხდება მასწავლებლის შრომის ანაზღაურების ძველი და ახალი წესით დაანგარიშებული ოდენობების შედარება და შესაბამისი სხვაობის შევსება.
განახლებული წესით, დაწყებითი კლასების მასწავლებლებს, რომლებსაც I-IV კლასების კომბინირებულად სწავლების უფლება აქვთ მოპოვებული და დაწყებით საფეხურზე ასწავლიან ჭადრაკს ან საგანს „მე და საზოგადოება“, შრომის ანაზღაურება შესაბამისი წესით მიეცემათ.

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ მიიღო გადაწყვეტილება მასწავლებელთა შრომი.....

21/09/2026

@გამომწერები

16/09/2026

✅საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ ზოგადი განათლების I-XI კლასის/კლასების/სემესტრის, ასევე I-XI კლასში/სემესტრში შემავალი საგნის/საგნების ზოგადსაგანმანათლებლო სასწავლო პროგრამის/პროგრამების ექსტერნატის ფორმით დაძლევის გამოცდის ჩატარებისა და ექსტერნად რეგისტრაციის ვადები დაადგინა.

მსურველი პირები დარეგისტრირებას 2026 წლის 16 სექტემბრიდან 2026 წლის 25 სექტემბრის ჩათვლით შეძლებენ, ხოლო გამოცდები 2026 წლის 02 ოქტომბრიდან 2026 წლის 20 ოქტომბრის ჩათვლით ჩატარდება.

გამოცდაზე გასვლის უფლება აქვს პირს იმ შემთხვევაში, თუ მისი ასაკი შეესაბამება, ან აღემატება ექსტერნის წესით დასაძლევი კლასის მოსწავლეთა ასაკობრივ ჯგუფს და მას დაძლეული აქვს წინმსწრები კლასის საგანმანათლებლო პროგრამა.

ექსტერნატის ფორმით განათლების მიღებაზე სრულწლოვანი დაინტერესებული პირი ან არასრულწლოვანი დაინტერესებული პირის კანონიერი წარმომადგენელი, რეგისტრაციისთვის დადგენილ ვადებში, აუცილებელ დოკუმენტაციასთან ერთად, ექსტერნად რეგისტრაციის თაობაზე განცხადებას რესურსცენტრში წარადგენს შემდეგი წესების დაცვით:

✔️იმ შემთხვევაში, თუ პირი, რომელსაც სურს ექსტერნატის ფორმით ზოგადი განათლების მიღება და სწავლობს სკოლაში - განცხადება მიიღება იმ რესურსცენტრში, რომლის სამოქმედო ტერიტორიაზე მდებარეობს შესაბამისი სკოლა;

✔️თუ პირი არ სწავლობს სკოლაში - განცხადება მიიღება ნებისმიერ რესურსცენტრში, პირის სურვილის შესაბამისად.

გამოცდებზე რეგისტრაციის მიზნით, რესურსცენტრისთვის წარსადგენი აუცილებელი დოკუმენტების ნუსხა:

ა) ექსტერნატის ფორმით განათლების მიღებაზე სრულწლოვანი დაინტერესებული პირის ან არასრულწლოვანი დაინტერესებული პირის კანონიერი წარმომადგენლის განცხადება, რომელშიც სავალდებულოა, მითითებული იყოს შემდეგი ინფორმაცია:

ექსტერნატის ფორმით განათლების მიღების მსურველის სახელი, გვარი და საკონტაქტო ინფორმაცია (მისამართი, ტელეფონის ნომერი, ელექტრონული ფოსტის მისამართი);

ზოგადი განათლების ცალკეული კლასის/კლასების/სემესტრის, ასევე ცალკეულ კლასში/სემესტრში შემავალი საგანი/საგნები, რომელთა ექსტერნატის ფორმით დაძლევა სურს პირს;

ენა, რომელზეც ექსტერნატის ფორმით განათლების მიღების მსურველს სურს ექსტერნატის გამოცდის ჩაბარება (ქართული, რუსული, აზერბაიჯანული, სომხური);

უცხოური ენა/ენები, რომელშიც ექსტერნატის ფორმით განათლების მიღების მსურველს უნდა ჩაუტარდეს ექსტერნატის გამოცდა, ასეთის საჭიროების შემთხვევაში;

ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული არჩევითი საგანი, რომლის ჩაბარებაც სურს ექსტერნატის ფორმით ზოგადი განათლების დაძლევის მსურველს;

ბ) ექსტერნატის ფორმით განათლების მიღების მსურველის დაბადების მოწმობის ან პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;

გ) ზოგადი განათლების ცალკეული კლასის/კლასების/სემესტრის ექსტერნატის ფორმით დაძლევის გამოცდაზე რეგისტრაციის შემთხვევაში, დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს პირის მიერ ზოგადი განათლების იმ კლასის/სემესტრის ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამის ათვისებას, რომელიც წინ უსწრებს ექსტერნატის ფორმით დასაძლევ კლასს/სემესტრს.

დ) იმ შემთხვევაში, თუ პირმა განათლება საზღვარგარეთ მიიღო, შესაბამისი საგანმანათლებლო პროგრამის დაძლევის დამადასტურებელი დოკუმენტი, რომელიც აღიარებული უნდა იყოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;

ე) საშუალო საფეხურის ცალკეულ კლასში/სემესტრში შემავალი საგნის/საგნების ექსტერნატის ფორმით დაძლევის გამოცდაზე რეგისტრაციის შემთხვევაში, სკოლის მიერ გაცემული ცნობა, რომლითაც დასტურდება, რომ პირმა ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის ცალკეულ კლასში/სემესტრში შემავალი საგნის/საგნების ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამა უნდა დაძლიოს ექსტერნატის ფორმით.

შეკითხვების შემთხვევაში დაუკავშირდით საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ცხელ ხაზს: (995 32) 2 200 220

15/09/2026
✅ახალი სასწავლო წლის დაწყება ხაშურის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსმა ზვიად გოგუაძემ და ხაშურის მუნიციპალიტეტის საკ...
15/09/2026

✅ახალი სასწავლო წლის დაწყება ხაშურის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსმა ზვიად გოგუაძემ და ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ ნინო ლიპარტელიანმა ხაშურის №3 საჯარო სკოლის, ბროლოსნისა და წაღვლის საჯარო სკოლების მოსწავლეებს, მასწავლებლებსა და მშობლებს მიულოცეს.

✅სკოლებში სტუმრობისას მათ სასწავლო წლის დაწყება მიულოცეს მოსწავლეებსა და პედაგოგებს, წარმატებული, საინტერესო და ნაყოფიერი წელი უსურვეს.

✅ხაშურის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსმა ზვიად გოგუაძემ განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა მოსწავლისთვის სკოლისა და სასწავლო პროცესისადმი დადებითი დამოკიდებულების მნიშვნელობაზე.

„ბავშვს სკოლაში მოსვლა უნდა უხაროდეს. უსაფრთხო და კეთილგანწყობილი გარემო, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, თუმცა არანაკლებ მნიშვნელოვანია მასწავლებლის განწყობა, დამოკიდებულება და უნარი, დაინახოს თითოეული ბავშვის საჭიროება, შესაძლებლობა და ინტერესები. სკოლა უნდა იყოს ადგილი, სადაც ბავშვი თავს დაფასებულად, მოსმენილად და მხარდაჭერილად იგრძნობს“, — აღნიშნა ზვიად გოგუაძემ.

✅ახალი სასწავლო წლის დაწყება კიდევ ერთხელ გვახსენებს, რომ ხარისხიანი განათლება მხოლოდ ცოდნის გადაცემას არ გულისხმობს — ის თითოეული ბავშვის განვითარებაზე, მის შესაძლებლობებზე, ინტერესებსა და კეთილდღეობაზე ზრუნვასაც ნიშნავს.

ხაშურის საგანმანათლებლო რესურსცენტრი ახალ სასწავლო წელს მოსწავლეებს, მშობლებსა და პედაგოგებს წარმატებას, თანამშრომლობასა და ბევრ საინტერესო მიღწევას უსურვებს.

კოლეჯმა „ქართლმა“ დაარსებიდან 5 წლის იუბილე და ახალი სასწავლო წლის დაწყება აღნიშნა.ღონისძიებას ხაშურის საგანმანათლებლო რ...
15/09/2026

კოლეჯმა „ქართლმა“ დაარსებიდან 5 წლის იუბილე და ახალი სასწავლო წლის დაწყება აღნიშნა.

ღონისძიებას ხაშურის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი ზვიად გოგუაძე სკოლის დირექტორებთან ერთად დაესწრო. სტუმრებმა კოლეჯის ადმინისტრაციას, პედაგოგებს, სტუდენტებსა და მსმენელებს მნიშვნელოვანი თარიღი და ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცეს და წარმატებული, ნაყოფიერი სასწავლო წელი უსურვეს.

კოლეჯი „ქართლი“ ავტორიზებული საგანმანათლებლო დაწესებულებაა, რომელიც პროფესიული განათლების მიმართულებით 9 პროფესიული მომზადებისა და 3 პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამას ახორციელებს.

ხუთი წლის განმავლობაში კოლეჯს უკვე 176 კურსდამთავრებული ჰყავს. კურსდამთავრებულების ნაწილი დასაქმებულია კოლეჯის პარტნიორ ორგანიზაციებში, რაც პროფესიული განათლებისა და შრომის ბაზრის საჭიროებების ერთმანეთთან დაკავშირების მიმართულებით კოლეჯის საქმიანობის მნიშვნელოვანი შედეგია.

ახალი სასწავლო წლის დაწყება კოლეჯის სტუდენტებსა და მსმენელებს კოლეჯის დირექტორმა, თათია ბროლიძემ, მიულოცა და მათ წარმატებული სასწავლო წელი უსურვა.

ხუთი წელი განვითარებისა და პროფესიული განათლების ხელშეწყობის გზაზე — წინ კიდევ ბევრი მნიშვნელოვანი მიზანი, ახალი შესაძლებლობა და წარმატებაა!

ხაშურის საგანმანათლებლო რესურსცენტრი კოლეჯ „ქართლს“ იუბილეს ულოცავს და მომავალ საქმიანობაში წარმატებებს უსურვებს.
📸 კოლეჯი “ქართლი”

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე თამარ მახარაშვილი აღმოსავლეთ საქართველოს საჯარო...
10/09/2026

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე თამარ მახარაშვილი აღმოსავლეთ საქართველოს საჯარო სკოლების დირექტორებსა და საგანმანათლებლო რესურსცენტრების ხელმძღვანელებს შეხვდა.

შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს ხაშურის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსმა ზვიად გოგუაძემ და ხაშურის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების დირექტორებმა.

მინისტრის მოადგილემ ზოგადი განათლების სისტემის რეფორმის ეროვნული კონცეფციის ფარგლებში 2026-2027 სასწავლო წლისთვის დაგეგმილ ცვლილებებსა და სიახლეებზე ისაუბრა.

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო:
🔹 სახელმძღვანელოებს;
🔹 ეროვნულ სასწავლო გეგმას;
🔹 განახლებულ საგნობრივ სტანდარტებს;
🔹 სასკოლო ფორმებს;
🔹 მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისა და მხარდაჭერის მექანიზმებს.

შეხვედრა კითხვა-პასუხის ფორმატში წარიმართა. მონაწილეებმა მათთვის საინტერესო საკითხებზე დამატებითი ინფორმაცია მიიღეს და საკუთარი მოსაზრებები და გამოცდილება გააზიარეს.

10/09/2026

Address

Khashuri Tabidze Str. 2
Khasuri
5700

Opening Hours

Monday 09:00 - 18:00
Tuesday 09:00 - 18:00
Wednesday 09:00 - 18:00
Thursday 09:00 - 18:00
Friday 09:00 - 18:00

Telephone

+995368242951

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when ხაშურის საგანმანათლებლო რესურსცენტრი/Khashuri Educational Resource Center posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The School

Send a message to ხაშურის საგანმანათლებლო რესურსცენტრი/Khashuri Educational Resource Center:

Shortcuts

Share