სსიპ ქალაქ ხაშურის N7 საჯარო სკოლა

  • Home
  • Georgia
  • Khashuri
  • სსიპ ქალაქ ხაშურის N7 საჯარო სკოლა

სსიპ ქალაქ ხაშურის N7 საჯარო სკოლა სსიპ ქალაქ ხაშურის N7 საჯარო სკოლა

07/08/2026

✅სსიპ ქალაქ ხაშურის N7 საჯარო სკოლა აცხადებს სტუდენტთა მიღებას პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე „კომპიუტერული ქსელი და სისტემები“.
განცხადებები მიიღება 27 ივლისიდან 31 აგვისტოს ჩათვლით.
✅განცხადებას თან უნდა დაერთოს შემდეგი დოკუმენტები:
• სარეგისტრაციო განცხადება (შეივსება საბუთების ჩაბარების დროს). არასრულწლოვანი პირის შემთხვევაში განცხადებას ავსებს მისი კანონიერი წარმომადგენელი;
• პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის (პირადობის მოწმობის/ID ბარათის) დედანი და ასლი (უცხო ქვეყნის მოქალაქე - პასპორტის/პირადობის მოწმობის ასლი და სანოტარო წესით დამოწმებული თარგმანის დედანი); არასრულწლოვანი ან მეურვეობის საჭიროების მქონე პირის შემთხვევაში განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი და დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს კანონიერი წარმომადგენლის სათანადო უფლებამოსილებას;4 ფოტოსურათი 3x4 და ელ. ვერსია (CD/DVD დისკზე);
• სამხედრო აღრიცხვას დაქვემდებარებულმა პირებმა, საქართველოს მოქალაქეებმა - სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტი (დედანი და ასლი);
• პროგრამაზე დაშვების წინაპირობის შესაბამისად, ზოგადი განათლების სრული ან საბაზო საფეხურის დაძლევის დამადასტურებელი დოკუმენტი (დედანი/სანოტარო წესით დამოწმებული ასლი) ან განათლების დამადასტურებელი ის დოკუმენტი (დედანი/სანოტარო წესით დამოწმებული ასლი), რომლის მიღებაც შეუძლებელი იქნებოდა ზოგადი განათლების სრული ან საბაზო საფეხურის დაძლევის გარეშე, ან/და წინა დონის არსებობის შემთხვევაში - პროფესიული დიპლომი (დედანი/სანოტარო წესით დამოწმებული ასლი);
• საჭიროების შემთხვევაში ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ.);
• სხვა ქვეყნის საგანმანათლებლო დაწესებულებაში განათლების მიღების შემთხვევაში - განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის სანოტარო წესით დამოწმებული ქართულენოვანი თარგმანი და სსიპ-განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრის მიერ გაცემული განათლების აღიარების დოკუმენტი (დედანი/სანოტარო წესით დამოწმებული ასლები);
• პირმა, რომელმაც განათლება მიიღო ოკუპირებულ ტერიტორიებზე, რის საფუძველზეც ხდება ჩარიცხვა პროგრამაზე - უნდა წარმოადგინოს განათლების აღიარების დოკუმენტი (დედანი/სანოტარო წესით დამოწმებული ასლები);
💫 ინტეგრირებულ პროფესიულ პროგრამაზე სწავლა მოსწავლეს საშუალებას აძლევს სკოლის ატესტატთან ერთად აიღოს დიპლომი და დასაქმდეს საჯარო და კერძო სექტორში

სსიპ ქალაქ ხაშურის N7 საჯარო სკოლა  აცხადებს სტუდენტთა მიღებას პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე  „კომპიუტერული ქსელი...
27/07/2026

სსიპ ქალაქ ხაშურის N7 საჯარო სკოლა აცხადებს სტუდენტთა მიღებას პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე „კომპიუტერული ქსელი და სისტემები“.
განცხადებები მიიღება 27 ივლისიდან 31 აგვისტოს ჩათვლით.
განცხადებას თან უნდა დაერთოს შემდეგი დოკუმენტები:
• სარეგისტრაციო განცხადება (შეივსება საბუთების ჩაბარების დროს). არასრულწლოვანი პირის შემთხვევაში განცხადებას ავსებს მისი კანონიერი წარმომადგენელი;
• პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის (პირადობის მოწმობის/ID ბარათის) დედანი და ასლი (უცხო ქვეყნის მოქალაქე - პასპორტის/პირადობის მოწმობის ასლი და სანოტარო წესით დამოწმებული თარგმანის დედანი); არასრულწლოვანი ან მეურვეობის საჭიროების მქონე პირის შემთხვევაში განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი და დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს კანონიერი წარმომადგენლის სათანადო უფლებამოსილებას;4 ფოტოსურათი 3x4 და ელ. ვერსია (CD/DVD დისკზე);
• სამხედრო აღრიცხვას დაქვემდებარებულმა პირებმა, საქართველოს მოქალაქეებმა - სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტი (დედანი და ასლი);
• პროგრამაზე დაშვების წინაპირობის შესაბამისად, ზოგადი განათლების სრული ან საბაზო საფეხურის დაძლევის დამადასტურებელი დოკუმენტი (დედანი/სანოტარო წესით დამოწმებული ასლი) ან განათლების დამადასტურებელი ის დოკუმენტი (დედანი/სანოტარო წესით დამოწმებული ასლი), რომლის მიღებაც შეუძლებელი იქნებოდა ზოგადი განათლების სრული ან საბაზო საფეხურის დაძლევის გარეშე, ან/და წინა დონის არსებობის შემთხვევაში - პროფესიული დიპლომი (დედანი/სანოტარო წესით დამოწმებული ასლი);
• საჭიროების შემთხვევაში ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ.);
• სხვა ქვეყნის საგანმანათლებლო დაწესებულებაში განათლების მიღების შემთხვევაში - განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის სანოტარო წესით დამოწმებული ქართულენოვანი თარგმანი და სსიპ-განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრის მიერ გაცემული განათლების აღიარების დოკუმენტი (დედანი/სანოტარო წესით დამოწმებული ასლები);
• პირმა, რომელმაც განათლება მიიღო ოკუპირებულ ტერიტორიებზე, რის საფუძველზეც ხდება ჩარიცხვა პროგრამაზე - უნდა წარმოადგინოს განათლების აღიარების დოკუმენტი (დედანი/სანოტარო წესით დამოწმებული ასლები);
💫 ინტეგრირებულ პროფესიულ პროგრამაზე სწავლა მოსწავლეს საშუალებას აძლევს სკოლის ატესტატთან ერთად აიღოს დიპლომი და დასაქმდეს საჯარო და კერძო სექტორში

#პროფესიულიპროგრამა
#კომპიუტერულიქსელიდასისტემები

📍ხაშურის მუნიციპალიტეტში, სამხედრო გაწვევისა და რეკრუტირების ეროვნული სააგენტოს შიდა ქართლის და სამცხე-ჯავახეთის რეგიონუ...
21/07/2026

📍ხაშურის მუნიციპალიტეტში, სამხედრო გაწვევისა და რეკრუტირების ეროვნული სააგენტოს შიდა ქართლის და სამცხე-ჯავახეთის რეგიონული ცენტრის უფროსმა, ვიცე-პოლკოვნიკმა გოგი ნოზაძემ, რეგიონული ცენტრის მასტერ-სერჟანტ გიორგი ტარიელაშვილთან და ცენტრის წარმომადგენლებთან ერთად საინფორმაციო შეხვედრა გამართა. მან შეხვედრაზე წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურთან დაკავშირებულ ცვლილებებზე ისაუბრა.

✅საინფორმაციო შეხვედრას ხაშურის მუნიციპალიტეტის მერი პაატა ჩადუნელი, საკრებულოს თავმჯდომარე ნინო ლიპარტელიანი, საგანმანათლებლო რესურს ცენტრის ხელმძღვანელი ზვიად გოგუაძე, საკრებულოს წევრები, მუნიციპალიტეტის მერიისა და ადმინისტრაციული ერთეულების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

✅სამხედრო გაწვევისა და რეკრუტირების ეროვნულმა სააგენტომ წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში ნებაყოფლობით დარეგისტრირებული პირების მშობლებს მადლობის წერილები გადასცა. მადლობის სიგელით დაჯილდოვდა ხაშურის №7 საჯარო სკოლა, რომელიც მუნიციპალიტეტში ნებაყოფლობით გაწვეულთა რაოდენობით მოწინავე აღმოჩნდა.
✅შეხვედრაზე გაცნობილი იქნა საქართველოს თავდაცვის კოდექსით განსაზღვრული ცვლილებები, რომლებიც 2025 წლიდან წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურს შეეხო, ასევე პროფესიული საკონტრაქტო სამსახური და აქტიური რეზერვის განახლებული სისტემა.
✅კანონმდებლობის მიხედვით, 2025 წლიდან წვევამდელთა შერჩევა ყოველწლიური შემთხვევითი შერჩევის პრინციპით განხორციელდა, ხოლო სამხედრო სამსახურის გავლა შესაძლებელია მხოლოდ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემაში.
➡️წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურის პირობები:
➡️საბრძოლო ქვედანაყოფი – 6 თვე, ანაზღაურება 765 ლარი.
საბრძოლო მხარდაჭერისა და საბრძოლო უზრუნველყოფის ქვედანაყოფი – 8 თვე, ანაზღაურება 635 ლარი.
➡️უმცროსი სამეთაურო თანამდებობა და წინასწარ განსაზღვრული სპეციალობით სამსახური – 11 თვე, ანაზღაურება 1275 ლარიდან 1530 ლარამდე.
✅11-თვიანი სამხედრო სამსახურის დასრულების შემდეგ, აღნიშნულ პირებს მიენიჭებათ ოფიცრის (ლეიტენანტი) ან უმცროსი სერჟანტის წოდება.
✅ნებაყოფლობითი გაწვევის პირობები:
✅წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში საკუთარი სურვილით გაწვეულ პირებს ანაზღაურება 30%-ით მეტი ოდენობით დაენიშნებათ.

დღეს, ინტეგრირებული პროგრამის „კომპიუტერული ქსელი და სისტემები“ სტუდენტებმა წარმატებით ჩააბარეს შუალედური შეფასება მოდულ...
17/07/2026

დღეს, ინტეგრირებული პროგრამის „კომპიუტერული ქსელი და სისტემები“ სტუდენტებმა წარმატებით ჩააბარეს შუალედური შეფასება მოდულში „კომპიუტერისა და პერიფერიული მოწყობილობების აპარატურული უზრუნველყოფა“-პედაგოგი საბა მჭედლიშვილი
შეფასების დროს, სტუდენტებმა წარმოაჩინეს როგორც თეორიული ცოდნა, ისე პრაქტიკული უნარები კომპიუტერული აპარატურის, მისი კომპონენტებისა და პერიფერიული მოწყობილობების მიმართულებით.

ვულოცავთ ყველა სტუდენტს შუალედური შეფასების წარმატებით დასრულებას და ვუსურვებთ წარმატებებს შემდგომ სასწავლო პროცესში! 🎓👏

#პროფესიულიგანათლება #კომპიუტერულიქსელებიდასისტემები #შუალედურიგამოცდა
#ტექნოლოგიები

🌎24 ივნისს,ლინგოსთარის ბანაკის - “Global Leadership Camp” ფარგლებში,  გაიმართა საერთაშორისო ღონისძიება GLOBAL SUMMIT 203...
30/06/2026

🌎24 ივნისს,ლინგოსთარის ბანაკის - “Global Leadership Camp” ფარგლებში, გაიმართა საერთაშორისო ღონისძიება GLOBAL SUMMIT 2035, რომელსაც სტუმრობდნენ ლატვიის ელჩი საქართველოში ედიტე მედნე და დიდი ბრიტანეთის საელჩოს წარმომადგებელი განათლების საკითხებში პროფესორი სკოტ სვეინი.
🚀 ღონისძიების მიზანი იყო ახალგაზრდებში გლობალური აზროვნების, ლიდერობის, საერთაშორისო თანამშრომლობისა და მომავლისთვის აუცილებელი უნარების განვითარების ხელშეწყობა.
ღონისძიებაში აქტიურად იყო ჩართული,ჩვენი სკოლის ,X კლასის მოსწავლე მარიამ ღონღაძე,რომელსაც გადაეცა სერტიფიკატი.
სკოლა ულოცავს და წარმატებებს უსურვებს მარიამს❤️

24 ივნისს, ახალგაზრდულმა  თეატრალურმა დასმა გამართა სპექტაკლი „სული გო-ნების საზომი“, რომელშიც ჩვენი სკოლის მოსწავლეებმა...
25/06/2026

24 ივნისს, ახალგაზრდულმა თეატრალურმა დასმა გამართა სპექტაკლი „სული გო-ნების საზომი“, რომელშიც ჩვენი სკოლის მოსწავლეებმა ღირსეულად მიიღეს მონაწილეობა❤️🎭👏
მოსწავლეები დიდი პასუხისმგებლობით, შემოქმედებითი ენთუზიაზმითა და მსახიობური ოსტატობით წარდგნენ მაყურებლის წინაშე. მათ კიდევ ერთხელ დაგვანახეს, რომ განათლება მხოლოდ საკლასო ოთახით არ შემოიფარგლება — ხელოვნება, თეატრი და შემოქმედებითი საქმიანობა მნიშვნელოვანი საშუალებაა ახალგაზრდების პიროვნული განვითარებისათვის❤️🎭👏
ვულოცავთ ჩვენს მოსწავლეებს წარმატებულ გამოსვლას და მადლობას ვუხდით სპექტაკლის ორგანიზატორებს, რეჟისორს, მშობლებსა და ყველა იმ ადამიანს, ვინც ახალგაზრდების შემოქმედებითი შესაძლებლობების წარმოჩენას უწყობს ხელს❤️🎭👏
🌟 გვეამაყება თქვენი ნიჭი, შრომა და შემოქმედებითი წარმატებები! 🌟

#ჩვენიმოსწავლეები
#თეატრი
#ახალგაზრდულითეატრალურიდასი
#შემოქმედება # ❤️🎭👏

🇬🇪🇺🇸 Khashuri Access-ის, ორწლიანი პროგრამის წარმატებულმა კურსდამთავრებულმა, ხაშურის №7 საჯარო სკოლის XI კლასის მოსწავლემ...
24/06/2026

🇬🇪🇺🇸 Khashuri Access-ის, ორწლიანი პროგრამის წარმატებულმა კურსდამთავრებულმა, ხაშურის №7 საჯარო სკოლის XI კლასის მოსწავლემ, სალომე შეყელაშვილმა, კიდევ ერთ მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწია🇬🇪🇺🇸
სალომე ამჟამად იმყოფება წყალტუბოში, სადაც საერთაშორისო პროგრამის მონაწილედ შეირჩა და მისი ლიდერული უნარების, პასუხისმგებლობისა და აქტიურობის გათვალისწინებით, იგი პროგრამის ჯგუფის ლიდერად აირჩიეს🇬🇪🇺🇸

დღეს, ინტეგრირებული პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის „კომპიუტერული ქსელი და სისტემები“ სტუდენტებმა და კოლეჯის ადმინი...
19/06/2026

დღეს, ინტეგრირებული პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის „კომპიუტერული ქსელი და სისტემები“ სტუდენტებმა და კოლეჯის ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა მცირე „კვლევა“ ჩავატარეთ XXI საუკუნის ერთ-ერთ ყველაზე სწრაფად მზარდ ხელოვნების დარგში — ვიდეო თამაშებში. 🎮😄
სტრატეგიული საფეხბურთო დაპირისპირებები FIFA-ში და დაუნდობელი ორთაბრძოლები Mortal Kombat-ში მხოლოდ გართობა არ ყოფილა — სტუდენტებმა პრაქტიკულად გამოსცადეს სწრაფი გადაწყვეტილებების მიღება, სტრატეგიული აზროვნება, კონცენტრაცია და გუნდური სულისკვეთება.რა თქმა უნდა, იყო გამარჯვების ემოციები, მეგობრული კონკურენცია და ის ცნობილი ფრაზაც: „კიდევ ერთი თამაში და ვსწავლობთ!“ 😅
სწავლებასთან ერთად ცოტა გართობაც საჭიროა — განსაკუთრებით მაშინ, როცა ტექნოლოგიები, განვითარება და კარგი განწყობა ერთ სივრცეში იყრის თავს. 🎮
ვინც წააგო, ამბობს, რომ უბრალოდ „კონტროლერი ჭედავდა“... ჩვენ გვჯერა. 😎🎮

დღეს ,ჩვენი სკოლის,ინტეგრირებული პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტები, გორის კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრში...
19/06/2026

დღეს ,ჩვენი სკოლის,ინტეგრირებული პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტები, გორის კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრში დაესწრნენ თეატრალურ წარმოდგენას „ნათელა – ჩემი საუკეთესო მასწავლებელი“, რომელიც გორისა და ატენის მიტროპოლიტის, მეუფე ანდრიას ლოცვა-კურთხევით გაიმართა. სპექტაკლი მიეძღვნა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ის უკვდავ ხსოვნას და საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლისთავს. სპექტაკლმა მაყურებელს კიდევ ერთხელ შეახსენა მასწავლებლის განსაკუთრებული როლი ახალგაზრდების აღზრდაში, სამშობლოს სიყვარულის, ადამიანურობისა და სულიერი ფასეულობების განმტკიცებაში.

17/06/2026

Address

თამარ მეფის ქ N 10 ა
Khashuri
5700

Telephone

+995368240041

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when სსიპ ქალაქ ხაშურის N7 საჯარო სკოლა posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The School

Send a message to სსიპ ქალაქ ხაშურის N7 საჯარო სკოლა:

Shortcuts

Share

Category