სსიპ ქრისტეფორე III-ის სახელობის დაბა სურამის #4 საჯარო სკოლა

  • Home
  • Georgia
  • Khashuri
  • სსიპ ქრისტეფორე III-ის სახელობის დაბა სურამის #4 საჯარო სკოლა

სსიპ ქრისტეფორე III-ის სახელობის დაბა სურამის #4 საჯარო სკოლა Education, public school.
საჯარო სკოლა
განათლება

სურამის N4 საჯარო სკოლის მე-10ა და მე-10ბ კლასების მონაწილეობით, საგან პროექტი მოქალაქეობის ფარგლებში, თემაზე “ადიქცია” ...
01/05/2026

სურამის N4 საჯარო სკოლის მე-10ა და მე-10ბ კლასების მონაწილეობით, საგან პროექტი მოქალაქეობის ფარგლებში, თემაზე “ადიქცია” გაიმართა პრეზენტაცია ფსიქოლოგ ქეთი ქურდაძის მონაწილეობით. პრეზენტაცია ინტერაქტიული იყო და მოსწავლეები აქტიურად ჩაერთნენ დისკუსიაში.

პროექტის ხელმძღვანელი მასწავლებელი თამილა გელაშვილი.

სურამის მე-4 სკოლის მოსწავლეებმა მონაწილეობა მიიღეს ინტელექტუალურ შეჯიბრში "ტვინების ბრძოლა".
23/04/2026

სურამის მე-4 სკოლის მოსწავლეებმა მონაწილეობა მიიღეს ინტელექტუალურ შეჯიბრში "ტვინების ბრძოლა".

სურამის მე-4 საჯარო სკოლაში ჩატარდა შიდა სასკოლო შეჯიბრი გოგონებს შორის.გამარჯვებულ მოსწავლეებს გადაეცათ სამახსოვრო სერტ...
18/04/2026

სურამის მე-4 საჯარო სკოლაში ჩატარდა შიდა სასკოლო შეჯიბრი გოგონებს შორის.

გამარჯვებულ მოსწავლეებს გადაეცათ სამახსოვრო სერტიფიკატები.

18/04/2026

2026 წელს იაკობ გოგებაშვილის "დედა ენას" 150 წელი შეუსრულდა.

ჩვენი სკოლის მე-2 კლასის მოსწავლეებმა დედა ენაზე ლექსები ისწავლეს და ასე აღნიშნეს დედა ენის დღე.

დამრიგებელი: ელისო ხაჩიძე

2026 წელს იაკობ გოგებაშვილის "დედა ენას" 150 წელი შეუსრულდა. ჩვენი სკოლის მე-3 კლასის მოსწავლეებმა ზეიმით აღნიშნეს დედა ...
17/04/2026

2026 წელს იაკობ გოგებაშვილის "დედა ენას" 150 წელი შეუსრულდა.

ჩვენი სკოლის მე-3 კლასის მოსწავლეებმა ზეიმით აღნიშნეს დედა ენის დღე.

დამრიგებელი: ცირა ბარბაქაძე
მუსიკის მასწავლებელი: მარიეტა ქურდაძე

15/04/2026

კლუბი " გზა მომავლისკენ" წარმატებით აგრძელებს მუშაობას, ამჯერად სკოლამ განათლების სამინისტროსგან მიიღო სასწავლო რესურსები.
15 აპრილის მორიგი მეცადინეობა ჩატარდა.

04/04/2026

Tiko Metreveli

📌 სურამის მეოთხე საჯარო სკოლის მოსწავლეებმა, მასწავლებელ თინათინ მეტრეველის Tiko Metreveli  ხელმძღვანელობით, წარმატებით ...
04/04/2026

📌 სურამის მეოთხე საჯარო სკოლის მოსწავლეებმა, მასწავლებელ თინათინ მეტრეველის Tiko Metreveli ხელმძღვანელობით, წარმატებით მიიღეს მონაწილეობა "სამეწარმეო განათლების ფესტივალში".

🛍️ გამოფენაზე მათ წარადგინეს საკუთარი ხელით დამზადებული ეპოქსიდისგან შექმნილი აქსესუარები.

📜 ფესტივალის დასრულების შემდეგ მონაწილეებს გადაეცათ სერთიფიკატები.

👏 ვულოცავთ ჩვენს მოსწავლეებს და ვუსურვებთ კიდევ ბევრ წარმატებას!

🔷შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა 2026 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებთან დაკავშირებით საინფორმაციო დოკუმენტი - „...
03/04/2026

🔷შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა 2026 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებთან დაკავშირებით საინფორმაციო დოკუმენტი - „ცნობარი აბიტურიენტებისათვის“ - ვებგვერდზე https://www.naec.ge/ #/ge/post/3538 გამოაქვეყნა.

🔹„ცნობარი აბიტურიენტებისათვის“ წარმოადგენს მნიშვნელოვან საინფორმაციო სახელმძღვანელოს, რომელიც მომავალ სტუდენტებს საშუალებას აძლევს ეფექტიანად დაგეგმონ როგორც ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის მომზადების, ისე რეგისტრაციის ეტაპები.

🔹აღნიშნული დოკუმენტი მოიცავს აბიტურიენტებისთვის აუცილებელ და დეტალურ ინფორმაციას ერთიან ეროვნულ გამოცდებთან დაკავშირებული სიახლეებისა და საგამოცდო პროცესის შესახებ. მასში გაერთიანებულია გამოცდებზე რეგისტრაციის პროცედურა და ეტაპები, საგანმანათლებლო პროგრამების არჩევის წესები და რეკომენდაციები, საგამოცდო პროცესის ორგანიზებისა და მიმდინარეობის საკითხები, შედეგების გამოქვეყნების წესი, აპელაციის პროცედურა და უმაღლეს და პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში ჩარიცხვის წესი.

🔹დოკუმენტში, ასევე, წარმოდგენილია უმაღლესი და პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების საგანმანათლებლო პროგრამების ჩამონათვალი, რომელიც აბიტურიენტებს ეხმარება ინფორმირებული არჩევანის გაკეთებასა და პრიორიტეტების განსაზღვრაში.

🔹ცნობარში დამატებით ასახულია ინფორმაცია თითოეული საგნისთვის განსაზღვრული კოეფიციენტების, კომპეტენციის მინიმალური ზღვრის, სწავლის საფასურისა და სხვა მნიშვნელოვანი დეტალების შესახებ.

🔹შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი აბიტურიენტებს ურჩევს, ყურადღებით გაეცნონ დოკუმენტში წარმოდგენილ ინფორმაციას და რეგისტრაციისა და საგამოცდო პროცესის ყველა ეტაპი შესაბამისად დაგეგმონ.

03/04/2026

🔷შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი 2026 წლის ერთიანი ეროვნული და საერთო სამაგისტრო გამოცდებისთვის რეგისტრაციას 6 აპრილს, 10:00 საათზე დაიწყებს. აბიტურიენტებს და მაგისტრანტობის კანდიდატებს რეგისტრაციის გავლა ელექტრონულად, ცენტრის ვებგვერდზე - online.naec.ge 11 მაისის, 18:00 საათამდე შეეძლებათ.

🔹აუცილებელია, აპლიკანტებმა 6 აპრილის, 10:00 საათიდან 6 მაისის, 18:00 საათამდე უზრუნველყონ ჩასაბარებელი საგნების (არანაკლებ ერთი საგნის) საფასურის გადახდა, რათა მათ რეგისტრაციის დასრულება შეძლონ 11 მაისის, 18:00 საათამდე. აღნიშნულ პერიოდში მათ სხვა საგნების საფასურის გადახდა, საგამოცდო ქალაქისა და საგანმანათლებლო პროგრამების არჩევა/ცვლილება შეეძლებათ.

🔹უმაღლესი განათლების რეფორმის ფარგლებში, სახელმწიფო უნივერსიტეტებში საბაკალავრო და სამაგისტრო საფეხურებზე, ასევე, სახელმწიფო პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების საგანმანათლებლო პროგრამებზე სწავლა სრულად დაფინანსდება სახელმწიფოს მიერ.

🔹აბიტურიენტებს შესაძლებლობა აქვთ, აირჩიონ მათთვის სასურველი რაოდენობის საგანმანათლებლო პროგრამები, როგორც უმაღლესი, ასევე პროფესიული და განსაზღვრონ მათი პრიორიტეტულობა. საგანმანათლებლო პროგრამების დამატება, წაშლა ან/და გადანაცვლება აპელაციის შედეგების გამოქვეყნებიდან მომდევნო დღის 18:00 საათამდე იქნება შესაძლებელი.

🔹შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი „ცნობარს აბიტურიენტებისთვის“ რეგისტრაციის დაწყებამდე გამოაქვეყნებს. აღნიშნული დოკუმენტი მოიცავს ინფორმაციას ერთიან ეროვნულ გამოცდებთან დაკავშირებით, მათ შორის, საგანმანათლებლო პროგრამების ჩამონათვალს, გამოცდებზე რეგისტრაციის ინსტრუქციას, საგამოცდო პროცედურებს, პროცესის ეტაპებს და წესებს.

🔹შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი მოუწოდებს აბიტურიენტებს, გაეცნონ რეგისტრაციის ვადებს, პროცედურებს და პროცესის ყველა ეტაპი განსაზღვრულ ვადებში გაიარონ.

🔹დეტალური ინფორმაცია რეგისტრაციის პროცესთან დაკავშირებული სხვა საკითხების შესახებ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ოფიციალურ ვებგვერდსა და სოციალურ ქსელში გამოქვეყნდება.

Address

Khashuri

Opening Hours

Monday 09:00 - 16:00
Tuesday 09:00 - 16:00
Wednesday 09:00 - 16:00
Thursday 09:00 - 16:00
Friday 09:00 - 16:00

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when სსიპ ქრისტეფორე III-ის სახელობის დაბა სურამის #4 საჯარო სკოლა posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The School

Send a message to სსიპ ქრისტეფორე III-ის სახელობის დაბა სურამის #4 საჯარო სკოლა:

Shortcuts

Share

Category