04/02/2024
სასიხარულო ამბავი ⤵️
🌿♻️ ️2 მარტს, ქალაქ ხაშურში "ასოციაცია-ბიო"-სთან თანამშრომლობით, ქალაქ ხაშურის საგანმანათლებლო რესურსცენტრის და სპმთპ ხაშურის რაიონული ორგანიზაციის მხარდაჭერით გთავაზობთ საბუნებისმეტყველო მეცნიერებების მასწავლებელთა რაიონულ კონფერენციას - „მოსწავლეზე ორიენტირებული სწავლების მეთოდებისა და სტრატეგიების გაზიარება“.
🔸️️კონფერენციის მიზანია:
☑️️ საბუნებისმეტყველო საგნების პოპულარიზაცია სწავლა-სწავლების პროცესში
☑️ ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების მასწავლებლების საქმიანობისა და სწავლების მეთოდების გაზიარება თანამშრომლობისთვის
🔸️კონფერენციის ძირითადი წესები :
☑️ ️კონფერენციაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ხაშურის/სურამის საჯარო და კერძო სექტორის საბუნებისმეტყველო მეცნიერებების მასწავლებლებს.
☑️ ️მასწავლებელს შეუძლია დარეგისტრირდეს, როგორც მონაწილე პლენარული მოხსენებისთვის, ასევე როგორც მსმენელი.
☑️ ️პლენარული მოხსენებების საშუალებით ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების მასწავლებლებს საშუალება ექნებათ სასწავლო პროცესში შექმნილი ორიგინალური რესურსები კონფერენციის მონაწილე მასწავლებლებსა და დამსწრე საზოგადოებას გაუზიარონ.
🔸️️კონფერენციაში მონაწილეთა შერჩევის პროცედურა:
☑️️ მასწავლებელი კონფერენციაში მონაწილეობისათვის გაივლის რეგისტრაციას - ონლაინ.
☑️️ კონფერენციაზე მონაწილეები შეირჩევა აბსტრაქტების საშუალებით.
☑️️ ყველა მასწავლებელი მიიღებს კონფერენციაში ჩართულობისთვის სერტიფიკატს.
🔸️️კონფერენციის ეტაპები და ვადები:
1️⃣ პლენარული მოხსენებისთვის, აბსტრაქტების გამოგზავნა - 15 თებერვლის ჩათვლით.
2️⃣ მეორე ეტაპზე გადასულ მონაწილეთა ინფორმირება - 18 თებერვალი
3️⃣ მოხსენებისათვის პრეზენტაციების გადმოგზავნა - 25 თებერვლის ჩათვლით
🔸️️კონფერენციის ორგანიზატორი:
ანა ტაბატაძე, ბუნებისმეტყველება/ბიოლოგიის მენტორი მასწავლებელი სსიპ ქალაქ ხაშურის N7 და სსიპ დიმიტრი ყიფიანის სახელობის სოფელ ქვიშხეთის საჯარო სკოლაში, ბიოლოგიის კომპონენტის (მეცნიერება და ტექნოლოგიების მოდული) პროფესიული მასწავლებელი კოლეჯ "ქართლში", ხარისხის უზრუნველყოფის საგნობრივი ექსპერტი საბუნებისმეტყველო მიმართულებით - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში, "ასოციაცია ბიო" - ს საპატიო წევრი დაარსების დღიდან, "STEM ინოვატორ მასწავლებელთა" ასოციაციის წევრი და "STEM კლუბების მენტორთა მხარდამჭერი პროგრამის" მონაწილე მასწავლებელი.
🔸️ ყველა დაინტერესებულ პირს შეუძლია რეგისტრაცია მსმენელად
🔸️კონფერენციაზე მოწვეული იქნებიან საპატიო წევრები, ექსპერტები, განათლების სპეციალისტები
რეგისტრაცია: 11 თებერვლის ჩათვლით
რეგისტრაციის ბმული:
https://forms.gle/jF9PdcNqQQHLqB1F7
🔸️დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით:
ელ.ფოსტა: [email protected]
ტელეფონი : 591 696965, 577 591674
➡️დარეგისტრირებულ მასწავლებლებს დავუკავშირდებით ელექტრონულ ფოსტაზე!