01/03/2022
ჩვენი მშვიდობიანი მსვლელობით მხარი დავუჭირეთ უკრაინის დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტს და გამოვხატეთ ჩვენი პოზიცია უკრაინელი ერის მიმართ. 🇬🇪❤️🇺🇦
#მშვიდობაუკრაინას #მშვიდობასაქართველოს
🇺🇦🇺🇦🇺🇦🇺🇦🇺🇦💛💙💛💙
28/02/2022
The youth voices გუნდი უერთდება უკრაინის მხარდამჭერ აქციას. ქ. ხაშურში პირველ მარტს საღამოს 6 საათზე გაიმართება მსვლელობითი ხასიათის აქცია, რომელიც დაიწყება რუსთაველიდან, #3 საჯარო სკოლის მიმდებარე ტერიტორიიდან და დასრულდება ქალაქის გამგეობის წინ. 🇺🇦🇺🇦🇺🇦🇺🇦🇬🇪🇬🇪🇬🇪
გთხოვთ შემოგვიერთდეთ და ერთად დავუჭიროთ მხარი უკრაინას❤❤❤
23/02/2022
23 თებერვალი ქართველი იუნკერების ხსენების დღეა.
The youth voices შეუერთდა ,,ოკუპაციის კვირეულს" და ჩატარდა საინტერესო შეხვედრა მოცემულ თემასთან დაკავშირებით, აქტიურ მონაწილეებთან ერთად. მადლობას გიხდით თითოეულ თქვენგანს იმისათვის, რომ ,,ოკუპაციის კვირეულის" ფარგლებში საშუალება მოგვეცა წარგვემართა საინტერესო ინტერაქტიული მსჯელობა.
ინფორმაცია ქართველი იუნკერების შესახებ:
1921 წლის 25 თებერვალი, თავისი შედეგებით, ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული მოვლენაა საქართველოს ისტორიაში. ამ დღეს ბოლშევიკური რუსეთის არმიამ აიღო თბილისი, დაამხო საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა და სასტიკი და სისხლიანი კომუნისტური რეჟიმი დაამყარა საქართველოში. 1921 წლის თებერვლის მოვლენების გახსენება იუნკრების გარეშე წარმოუდგენელია, საქართველოს დამოუკიდებლობის დაცვას გმირულად შესწირეს თავი ქართველმა იუნკრებმა, თბილისის სამხედრო სასწავლებლის კურსანტებმა.კოჯორში, სადაც ისტორიული ბრძოლა გაიმართა, მემორიალი გაიხსნა, 23 თებერვალი კი იუნკერთა ხსენების დღედ გამოცხადდა.
იუნკერთა სამხედრო სკოლა 1919 წლის აგვისტოში გაიხსნა გენერალ გიორგი კვინიტაძის ინიციატივით და საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის (1918-1921) მთავრობისა და საქართველოს დამფუძნებელი კრების (პარლამენტის) დადგენილებით. სასწავლებელში, ძირითადად, ქართველ თავადაზნაურთა შვილები სწავლობდნენ. სამხედრო ხელოვნებას სულ 182 იუნკერი ეუფლებოდა (“იუნკერ” გერმანულად თავადაზნაურული წარმოშობის უნტერ- ოფიცერს ნიშნავს).
ეს იყო პირველი ქართული ეროვნული სამხედრო სასწავლებელი, რომლის სასწავლო პროგრამა იმჟამინდელი ევროპის მოწინავე ქვეყნების გამოცდილებას ზედმიწევნით ითვალისწინებდა.სკოლის ხელმძღვანელმა, გენერალმა გიორგი კვინიტაძემ, თანაშემწედ პოლკოვნიკი ალექსანდრე ჩხეიძე მიიწვია.
სამხედრო სკოლის სახელი და მისი მნიშვნელობა არ გამოჰპარვიათ საქართველოს დაუძინებელ მტრებსაც. 1920 წლის მაისის დასაწყისში, აზერბაიჯანის იოლი გასაბჭოებით გათამამებული ბოლშევიკები წითელი დროში აღმართვას საქართველოშიც ესწრაფვოდნენ. თავდასხმა 2 მაისს, ღამით მოხდა. სკოლამ თავდასხმა ღირსეულად მოიგერია. რამდენიმე საათის შემდეგ იუნკერთა სიმამაცეზე მთელი თბილისი ლაპარაკობდა. თავდასხმის მოგერიება სამხედრო სკოლას მთავრობის თავჯდომარემ, ნოე ჟორდანიამ პირადად მიულოცა.
1921 წელს კი იუნკერები ბრძოლაში 17 თებერვალს ჩაერთნენ, ისინი თბილისის მისადგომებს იცავდნენ. პირველი იერიშების მოგერიება მამაც იუნკრებს საბრძოლო პოზიციებზე ასვლისთანავე მოუწიათ. იუნკერთა პოზიციების გარღვევა მეთერთმეტე არმიამ ვერც ბაქოელი კურსანტებისა და ვერც პირველი ქართველი კომკავშირელის, ბორის ძნელაძის გარჯის შედეგად მოახერხა. კოჯორ-ტაბახმელას მიდამოებში ზედიზედ რამდენიმე იერიშის მოგერიების შემდეგ, იუნკრები კონტრიერიშზე გადავიდნენ და თბილისის კარიბჭემდე იოლად მოღწეულ მტერს მნიშვნელოვანი სიმაღლეები წაართვეს.
ალექსანდრე ჩხეიძის მეთაურობით ქართველი იუნკრები 10 დღის განმავლობაში იგერიებდნენ ბოლშევიკთა შემოტევებს, რამდენიმეჯერ იერიშზეც გადავიდნენ და რუსები აიძულეს უკან დაეხიათ.როდესაც გენერალმა ანდრონიკაშვილმა ბრძანება გასცა იუნკრებს უკან დაეხიათ, პოლკოვნიკმა ჩხეიძემ უკან დახევის მაგივრად თავის ოფიცრებს უბრძანა ხიშტებით მოეგერიებინათ მოწინააღმდეგე და იერიშზე გადასულიყვნენ. ერთ-ერთი კონტრიერიშის დროს, იუნკერთა შეტევა სერიოზულად შეაფერხა მოხერხებულ სიმაღლეზე განლაგებულმა მოწინააღმდეგის ტყვიამფრქვევის ცეცხლმა. იუნკრებმა გადაწყვეტილება სწრაფად მიიღეს და პირდაპირი იერიშით გაემართნენ წითელარმიელთა ტყვიამფრქვევისკენ. მოიერიშეებს მალევე გამოეყო, 22 წლის შალვა ერისთავი. მან საოცარი სისწრაფით აირბინა აღმართიდა საკუთარი სხეულით გადაეფარა ტყვიამფრქვევს.
გაზეთი „ერთობა“ წერდა „20 და 21 თებერვალს ჩვენმა ჯარმა იერიში მიიტანა მტრის მარცხენა ფრთისკენ- კოჯორისა და ტაბახმელას სიმაღლეებზე და მარჯვენა ფრთისკენ სადგურ ვაზიანის რაიონში. ამ ძალების ლიკვიდაციით ტფილისს სრულიად ეხსნება ალყა, ტფილისი გადარჩენილია და პირდაპირი საფრთხე მოკლე დროში მას აღარ მოელის.“
თუმცა, შეტაკებების შედეგად იუნკერთა დიდი ნაწილი ბრძოლის ველზე დაეცა. თბილისის მისადგომებთან ბრძოლაში მოხალისედ წასული, პოეტ კონსტანტინე მაყაშვილის 20 წლის ქალიშვილი მარო მაყაშვილიც დაიღუპა. ის ყუმბარის ნამსხვრევით სასიკვდილოდ დაიჭრა.23 თებერვალს ის თბილისში, რუსთაველზე, სამხედრო ტაძრის ეზოში, საძმო საფლავში დაკრძალეს რუსეთთან ომში დაცემულ 10 იუნკერთან ერთად იქ, სადაც ახლა საქართველოს პარლამენტის შენობა მდებარეობს.
საბედისწერო ბრძანება თბილისის დატოვების და მცხეთის მიმართულებით უკანდახევის შესახებ, 24 თებერვალს ღამით გაიცა.მთავრობამ დატოვა თბილისი. 25 თებერვალს დედაქალაქში რუსეთის მე-11 წითელი არმიის ნაწილები უბრძოლველად შევიდნენ. ბაქოდან სერგო ორჯონიკიძემ კი ლენინს დეპეშით აცნობა: „თბილისის თავზე წითელი დროშა ფრიალებს, გაუმარჯოს საბჭოთა ხელისუფლებას. “
26 თებერვალს, თბილისის გასაბჭოების მეორე დღეს, ქალაქის მოსახლეობამ რუსთაველის პროსპექტზე დიდი სამგლოვიარო პროცესია მოაწყო. მოჰქონდათ შავი კუბოები, რომლებშიც ქართველ იუნკერთა გვამები ესვენა, ხოლო უკან, ნელი ნაბიჯითმდუმარე და თავჩაქინდრული ხალხი მოაბიჯებდა.‘ეს სანახაობა იმდენად ტრაგიკული იყო, რომ გაოცებასთაბ შეერთებული მოკრძალების გრძნობას იწვევდა კომუნისტებისა და წითელ არმიელების რიგებში და ახალ ადმინისტრაციას აზრადაც არ მოსვლია ამ პროცესისათვის ხელიშეეშლა’ იხსენებდა ამ ტრაგიკული მოვლენების შემსწრე გერონტი ქიქოძე.
11/02/2022
🔴მოგესალმებით The youth voices სახელით.
🔘 The youth voices კლუბია, რომელიც გვაძლევს საშუალებას მოსწავლეებს ცნობიერება ავუმაღლოთ დღესდღეისობით აქტუალურ თემებზე. 🔘პროექტში განხილული თემები მორგებული იქნება მოსწავლეების ინტერესებსა და თემების აქტუალობაზე. 🔘განცორციელდება კვირაში ერთხელ დისტანციური სახით!🔴გსურს მონაწილეობის მიღება შეავსე ბმული მეტი ინფორმაციისთვის: (შევსების ვადა 28.02.2022.) https://forms.office.com/Pages/ResponsePage.aspx?id=POnSYT1CtEOPIxWAwjQZUpp3DMD1Bi9OoA31KgMcYNVUMDlBS00wMExVQVhBOVpLVjlIOUVPNUlOMi4u Hello youth voices by name. This is a club that allows students to participate in current topics. The topics covered in the project will be tailored to the interests and topics of the students. Will be held once a week and online.(Deadline 28.02.2022.)
Microsoft Forms
05/11/2021
თუ ხარ სკოლის მოსწავლე და გიყვარს წერა (სამეცნიერო თუ ისტორიული სტატიები, ესეები, ჩანახატები,) ან თუ გსურს, რომ შენი აზრი სხვადასხა საკითხთან დაკავშირებით საზოგადოების ყურამდე მივიდეს, შეგიძლიათ თქვენი ნამუშევარი მარტივად გამოგვიგზავნოთ ჩვენს ფეიჯზე, სადაც სტატიის სახით მალევე განთავსდება!!!
22/10/2021
მოგესალმებით!!!
მოცემულ გვერდზე საშუალება გექნებათ თვალი ადევნოთ ჩენ მიერ განხორციელებულ პროექტს, რომლის მიზანია მოსწავლეების ცნობიერების ამაღლება დღესდღეობით აქტუალურ თემებზე. პროექტში განხილული თემები სრულად იქნება მორგებული მოზარდების ინტერესებს. გარდა ამისა, გვერდზე დაიდება შემეცნებითი სახის სტატიები..