09/06/2026
📊✅️სამოქალაქო განათლების მასწავლებლის მარიამ ბერიას ინიციატივით, კაზრეთის პირველი საჯარო სკოლის გოგონათა ტექნოლოგიური კლუბის საქმიანობა მოსწავლეთა კონფერენციით -„ხელოვნური ინტელექტი: შესაძლებლობები, რისკები და პერსპექტივები“ -შეჯამდა.
✅️🔎კონფერენციაზე კლუბის წევრებმა სასკოლო საზოგადოებას წარუდგინეს ხელოვნური ინტელექტის შესახებ მომზადებული საინტერესო და მრავალფეროვანი თემები. მოსწავლეებმა ისაუბრეს AI-ის გამოყენებაზე განათლებაში, მის შესაძლებლობებსა და რისკებზე, ეთიკურ საკითხებზე, კიბერუსაფრთხოებაზე, პირადი მონაცემების დაცვაზე, თანამედროვე პროფესიებსა და ტექნოლოგიების გავლენაზე ადამიანის ყოველდღიურ ცხოვრებაზე.
📑🔎💻პრეზენტაციების საშუალებით მონაწილეებმა წარმოაჩინეს კვლევითი, საპრეზენტაციო და ციფრული უნარები, დამსწრეებს კი გაუზიარეს ცოდნა და პრაქტიკული მაგალითები ხელოვნური ინტელექტის სხვადასხვა მიმართულებით.
✅️კონფერენცია კლუბის ერთწლიანი საქმიანობის შემაჯამებელი ღონისძიება იყო, რომელმაც კიდევ ერთხელ წარმოაჩინა მოსწავლეთა ინტერესი ტექნოლოგიების მიმართ და არაფორმალური განათლების მნიშვნელობა მათი ცოდნისა და უნარების განვითარებაში.
📊✅️ At the initiative of Civic Education teacher Mariam Beria, the annual activities of the Girls' Technological Club at Kazreti Public School N1 successfully concluded with a student conference titled "Artificial Intelligence: Opportunities, Risks, and Perspectives."
✅️🔎 During the conference, club members presented engaging and diverse topics about artificial intelligence to the school community. The students discussed the use of AI in education, its opportunities and risks, ethical standards, cybersecurity, data privacy, modern professions, and the impact of technology on daily life.
📑🔎💻 Through their presentations, the participants demonstrated exceptional research, public speaking, and digital literacy skills, while sharing valuable knowledge and practical examples of various AI applications with the audience.
✅️ The conference served as a summary event for the club's year-long activities, once again highlighting the students' keen interest in technology and emphasizing the vital role of non-formal education in developing their knowledge and skills.