კასპის სალოტბარო სკოლა

  • Home
  • Georgia
  • Kaspi
  • კასპის სალოტბარო სკოლა

კასპის სალოტბარო სკოლა ანზორ ერქომაიშვილის სახელობის ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის კასპის სალოტბარო სკოლა.

ანზორ ერქომაიშვილის სახელობის ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის კასპის სალოტბარო სკოლაში მსურველები უფასოდ ეუფლებიან ქართულ ხალხურ სიმღერასა და ტრადიციულ საეკლესიო გალობას.

27/09/2026

კასპი, ფესტივალი "ქართლური"

24/09/2026

📌 ანონსი:
27 სექტემბერს კასპის მუნიციპალიტეტში „ქართლური“ ტრადიციული სიმღერებისა და გალობის ფესტივალი გაიმართება.
13:00 - მონაწილეები იგალობებენ კასპის ვახტანგ გორგასლის სახელობის საკათედრო ტაძარში.
14:00 - ომარ კელაპტრიშვილის სახელობის კასპის კულტურის ცენტრის დარბაზში გაიმართება მონაწილე ანსამბლების კონცერტი.

16/09/2026
04/09/2026
08/08/2026

ერთად ყოფნის ბედნიერი წუთები🤍🤍

05/07/2026

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე თამარ მახარაშვილმა ეკატერინე გაბაშვილის 175 წლის იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა, რომელიც კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ მეფისქალაქის საჯარო სკოლაში გაიმართა.

თამარ მახარაშვილმა სიტყვით გამოსვლისას ქართული ლიტერატურის განვითარების საქმეში გამორჩეული ქართველი მწერლის ფასდაუდებელ ღვაწლზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეკატერინე გაბაშვილის შემოქმედებით არაერთი თაობა აღიზარდა.

დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით მიმართეს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ნინო წილოსანმა, პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ლაშხმა, პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი გაბუნიამ, შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებული სიმონ გულედანმა და კასპის მუნიციპალიტეტის მერმა ვახტანგ მაისურაძემ.

ღონისძიების ფარგლებში სოფელ მეფისქალაქის საჯარო სკოლის შენობაზე ეკატერინე გაბაშვილის სახელობის აბრა გაიხსნა. ასევე, ერთ-ერთ კაბინეტს მწერლის სახელი მიენიჭა, რომელიც როგორც მუზეუმის, ასევე, მრავალფუნქციური საგანმანათლებლო სივრცის დანიშნულებას შეასრულებს.

ღონისძიებაზე მოსწავლეებმა და მოწვეულმა შემსრულებლებმა მუსიკალური და ქორეოგრაფიული ნომრები წარმოადგინეს.

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო 💙

26/05/2026

გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს! 🇬🇪🤍

12/04/2026

ქრისტე აღდგა!
გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს🤍

23/03/2026

მადლიერებით გავაცილეთ ჩვენი საყვარელი პატრიარქი 🤍🕊️

Address

კასპის სამუსიკო სკოლა, გიორგი სააკაძის ქუჩა N68
Kaspi
2600

Alerts

Be the first to know and let us send you an email when კასპის სალოტბარო სკოლა posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The School

Send a message to კასპის სალოტბარო სკოლა:

Shortcuts

Share

Category