კასპის პროფესიული კოლეჯი / Kaspi Vocational College

  • Home
  • Georgia
  • Kaspi
  • კასპის პროფესიული კოლეჯი / Kaspi Vocational College

კასპის პროფესიული კოლეჯი / Kaspi Vocational College Contact information, map and directions, contact form, opening hours, services, ratings, photos, videos and announcements from კასპის პროფესიული კოლეჯი / Kaspi Vocational College, Education, დ. აღმაშენებლის ქუჩა N178, Kaspi.

📚გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში გამართულ „მეცნიერების რეგიონული ფესტივალი 2026“ ჩვენმა კოლეჯმა და სტუდენტებმა  მონაწილეო...
18/09/2026

📚გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში გამართულ „მეცნიერების რეგიონული ფესტივალი 2026“ ჩვენმა კოლეჯმა და სტუდენტებმა მონაწილეობა მიიღეს!

🎉ღონისძიების ფარგლებში, პროფესიული კოლეჯების საგამოფენო სივრცეში წარმოდგენილი იყო ჩვენი სტუდენტების ნამუშევრები. განსაკუთრებული ყურადღება და ინტერესი დაიმსახურეს ვიზაჟის მიმართულების სტუდენტებმა, რომლებიც მსურველებს ადგილზე უკეთებდნენ მაკიაჟს და თავიანთ ოსტატობას აჩვენებდნენ 💄✨.

❤ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ვოლსკი, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონია, საკანონმდებლო და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, პროფესორ-მასწავლებლები, პედაგოგები და სხვა მოწვეული სტუმრები.

✨ კასპის კოლეჯში პროფესიული მომზადების პროგრამებზე – „ელექტროგაყვანილობის მონტაჟსა“ და „მაკიაჟის შესრულებაზე“ – სწავლა დ...
16/09/2026

✨ კასპის კოლეჯში პროფესიული მომზადების პროგრამებზე – „ელექტროგაყვანილობის მონტაჟსა“ და „მაკიაჟის შესრულებაზე“ – სწავლა დაიწყო! ❤️

📚პროგრამები მიზნად ისახავს შრომის ბაზარზე მოთხოვნადი, მაღალკვალიფიციური სპეციალისტების მომზადებას თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად.🙌

🎉 წარმატებებს ვუსურვებთ ჩვენს მსმენელებს! ❤️

📣 გამოკითხვა 🏩სსიპ კასპის კოლეჯი გეგმავს  სასტუმროს მართვისა და მომსახურების მიმართულებით პროფესიული მომზადების პროგრამი...
15/09/2026

📣 გამოკითხვა

🏩სსიპ კასპის კოლეჯი გეგმავს სასტუმროს მართვისა და მომსახურების მიმართულებით პროფესიული მომზადების პროგრამის დამატება (ავტორიზაციას) და გთხოვთ, მონაწილეობა მიიღოთ მოკლე კითხვარის შევსებაში.✨

📩თქვენი პასუხები კოლეჯს დაეხმარება შეაფასოს, რამდენად მოთხოვნადია აღნიშნული პროფესია კასპის მუნიციპალიტეტში და შეიმუშავოს შრომის ბაზარზე ორიენტირებული, პრაქტიკული პროგრამა.

🔗 კითხვარის შევსება შეგიძლიათ ქვემოთ მოცემული ბმულის საშუალებით:

https://docs.google.com/forms/d/1yqpgpbbFc9sVt1cA4-GjiCQTksfBGEvHPuXSwnxggVc/viewform?edit_requested=true

🫂გთხოვთ, გაუზიაროთ ეს კითხვარი ოჯახის წევრებსა და ნაცნობებს – თითოეული პასუხი მნიშვნელოვანია!❤️

🙏 წინასწარ გიხდით მადლობას თანამშრომლობისთვის.❤️

📣კასპის კოლეჯში პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამა „ელექტროობაზე“ სწავლა დაიწყო.⚡️📚პროგრამა მიზნად ისახავს შრომის ბაზარზ...
14/09/2026

📣კასპის კოლეჯში პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამა „ელექტროობაზე“ სწავლა დაიწყო.⚡️

📚პროგრამა მიზნად ისახავს შრომის ბაზარზე მოთხოვნადი, მაღალკვალიფიციური სპეციალისტების მომზადებას თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად.

👉 პროგრამის განმავლობაში სტუდენტები შეისწავლიან:

🩹 დაზარალებულისთვის პირველადი სამედიცინო დახმარების გაწევას;
⚡️ ელექტრული ტექნოლოგიების, ელექტროობის წარმოების, გადაცემისა და განაწილების საშუალებების გამოყენებას;
💡 საშინაო და მცირე საწარმოო გარემოში განათებისა და ელექტრული წრედების დამონტაჟებასა და შემოწმებას;
💼 საინჟინრო ინფორმაციის მოპოვებასა და გამოყენებას საკომუნიკაციო ტექნოლოგიების (ICT) საშუალებით;
📚ფიგურათა მოცულობისა და ფართობის გამოთვლას, ასევე მონაცემთა გამოსახვის სტატისტიკური მეთოდების გამოყენებას;
📝📏 საინჟინრო ნახაზების წაკითხვასა და დახაზვას სხვადასხვა ტექნიკის, მათ შორის კომპიუტერზე დაფუძნებული ხაზვის სისტემის (CAD) გამოყენებით;
🧑‍🏫პროექტის შექმნასა და წარდგენას.

❤️წარმატებულ სასწავლო წელს ვუსურვებთ ჩვენს სტუდენტებს!📚❤️

✨ პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა „ვიზაჟის მომსახურება“ კასპის კოლეჯში წარმატებით დასრულდა!🎓 სასწავლო პროცესის განმა...
11/09/2026

✨ პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა „ვიზაჟის მომსახურება“ კასპის კოლეჯში წარმატებით დასრულდა!

🎓 სასწავლო პროცესის განმავლობაში სტუდენტებმა მიიღეს თეორიული და პრაქტიკული ცოდნა.

პროგრამის ფარგლებში კურსდამთავრებულებმა შეისწავლეს:

✨ წარბებისა და წამწამების კორექცია;
🎨 მაკიაჟის ტიპის სწორად შერჩევა და შესრულება;
👰 საქორწინო და დეკოლტეს მაკიაჟის შექმნა;
🎭 გრიმის შესრულება;
👁️ თვალისა და წამწამების ესთეტიკური დერმოპიგმენტაცია;
✍️ წარბებისა და ტუჩების ესთეტიკური დერმოპიგმენტაცია.

❤სტუდენტები სწავლას პარტნიორ სალონებში განაგრძობენ, სადაც პრაქტიკულ უნარებს დახვეწენ და პირველ პროფესიულ ნაბიჯებს გადადგამენ.

👏 ვულოცავთ თითოეულ სტუდენტს ამ მნიშვნელოვან ნაბიჯს, ვუსურვებთ წარმატებულ პრაქტიკასა და პროფესიულ წინსვლას! 💄❤️

📣 გამოკითხვა – „ბუღალტრული აღრიცხვა “ პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა.❤🗯️სსიპ კასპის კოლეჯი გეგმავს  „ბუღალტრული აღრ...
04/09/2026

📣 გამოკითხვა – „ბუღალტრული აღრიცხვა “ პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა.❤

🗯️სსიპ კასპის კოლეჯი გეგმავს „ბუღალტრული აღრიცხვა“ პროფესიული მომზადების პროგრამის დამატება (ავტორიზაციას) და გთხოვთ, მონაწილეობა მიიღოთ მოკლე კითხვარის შევსებაში.💌

📩თქვენი პასუხები კოლეჯს დაეხმარება შეაფასოს, რამდენად მოთხოვნადია აღნიშნული პროფესია კასპის მუნიციპალიტეტში და შეიმუშავოს შრომის ბაზარზე ორიენტირებული, პრაქტიკული პროგრამა.

🔗 კითხვარის შევსება შეგიძლიათ ქვემოთ მოცემული ბმულის საშუალებით:

https://docs.google.com/forms/d/e/1FAIpQLSfy9Zdr69KJHedzK3Yi0Ema1qA5bYTNhtQMsX-UbDPmFab_gw/viewform?usp=header

🫂გთხოვთ, გაუზიაროთ ეს კითხვარი ოჯახის წევრებსა და ნაცნობებს – თითოეული პასუხი მნიშვნელოვანია!❤️

კითხვარი - „ბუღალტრული აღრიცხვა“ პროგრამის საჭიროების შესწავლა. სსიპ კასპის კოლეჯი გეგმავს პროფესიული საგანმა....

01/09/2026

For English scroll down..
🏆 26 აგვისტოს, კასპის პროფესიულ კოლეჯში, „აგრო ლიგა 2026-ის“ გამარჯვებულთა დაჯილდოების ცერემონია გაიმართა, სადაც კონკურსის ორგანიზატორებმა ასევე ისაუბრეს პროექტის მიზნების და მიღწეული შედეგების შესახებ.
აგრო-ლიგა ცოდნის დემონსტრირებაზე დაფუძნებული კონკურსია, რომელიც 2022 წლიდან ტარდება სოფლის მეურნეობის სხვადასხვა სპეციალობებში.
კონკურსის კონცეფციის ავტორი და ტექნიკური კომპონენტის განმახორციელებელია სოფლის მეურნეობის განვითარების ასოციაცია (ADA).
2026 წელს კონკურსი ჩატარდა Mercy Corps-ის პროგრამის “უსაფრთხო ონლაინი: უსაფრთხოების ხელშეწყობა და ქალთა გაძლიერება ციფრულ ეკონომიკაში” - მხარდაჭერით და ფინანსური ფასილიტაციით.

#აგროლიგა2026
🏆 On August 26, the award ceremony for the winners of "Agro League 2026" was held at the Kaspi Vocational College, where the project organizers also highlighted the goals and key achievements of the initiative.
Agro League is a knowledge-demonstration competition that has been held since 2022 across various agricultural disciplines.
The concept author and technical implementation lead of the competition is the Agricultural Development Association (ADA).
In 2026, the competition was carried out with the support and financial facilitation of the Mercy Corps program "Safe Online: Promoting Safety and Empowering Women in the Digital Economy."
Safe Online • უსაფრთხო ონლაინი

🏆 კასპის კოლეჯში „აგრო ლიგა 2026“-ის დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართა.📅 26 აგვისტოს ჩვენს კოლეჯში გაიმართა „აგრო-ლიგა 20...
31/08/2026

🏆 კასპის კოლეჯში „აგრო ლიგა 2026“-ის დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართა.

📅 26 აგვისტოს ჩვენს კოლეჯში გაიმართა „აგრო-ლიგა 2026“-ის გამარჯვებულთა დაჯილდოება. კონკურსში, რომელიც 200-ზე მეტ მონაწილეს აერთიანებდა, საპრიზო ადგილების მფლობელებს სიგელები და სპეციალური პრიზები გადაეცათ.

🌿 კონკურსი ჩატარდა ზოგადი აგრონომიის, სურსათის უვნებლობის, მცენარეთა დაცვისა და ფერმერების მიმართულებით.

⭐ ჩვენთვის განსაკუთრებით საამაყოა, რომ საპრიზო ადგილების მფლობელები გახდნენ ჩვენი:
🎓სტუდენტები;
🎓კურსდამთავრებულები;
🎓სურსათის უვნებლობის პროფესიული განათლების მასწავლებელი;

🤝 პროექტი განხორციელდა სოფლის მეურნეობის განვითარების ასოციაციისა (ADA) და Mercy Corps-ის (პროგრამა „უსაფრთხო ონლაინი“) მხარდაჭერით.

❤ ვულოცავთ თითოეულ გამარჯვებულს ამ დიდ წარმატებას! მადლობას ვუხდით ორგანიზატორებსა და პარტნიორებს მნიშვნელოვანი თანამშრომლობისთვის.

📣შეგახსენებთ, რომ პროფესიულ მომზადება – გადამზადების პროგრამაზე რეგისტრაცია მიმდინარეობს.⚡ შეისწავლე ელექტროგაყვანილობის...
23/08/2026

📣შეგახსენებთ, რომ პროფესიულ მომზადება – გადამზადების პროგრამაზე რეგისტრაცია მიმდინარეობს.

⚡ შეისწავლე ელექტროგაყვანილობის მონტაჟი კასპის კოლეჯში!

✅ პროგრამის დასრულების შემდეგ შეძლებ:

⚡ ელექტროენერგიის მიღება, გადაცემა და განაწილებას;
📏 განზომილებებისა და აღნიშვნების გამოყენება;
🧰 ელექტრული და დიელექტრული მასალების გამოყენებას;
💡 ელექტრომომარაგების მნიშვნელობის განსაზღვრას;
🦺 შრომის უსაფრთხოების წესების დაცვას;
🩹 პირველადი გადაუდებელი დახმარება ელექტრო ტრავმების დროს;
📐 ელექტრული სქემების წაკითხვას;
🔧 ელექტროსამონტაჟო სამუშაოების შესრულებას და სხვა.

📅 რეგისტრაცია: 3 აგვისტოდან – 30 აგვისტოს ჩათვლით.
🎓 სწავლა იწყება: 14.09.2026 წელს
⏰ ხანგრძლივობა: 11 კვირა
💸 სწავლა უფასოა
✅დარეგისტრირდი:
https://vet.ge/

📜 სწავლის წარმატებით დასრულების შემდეგ გაიცემა სახელმწიფოს მიერ აღიარებული ორენოვანი სერტიფიკატი.

პროფესიული განათლება - გზა დასაქმებისკენ! 🎓🎓კასპის კოლეჯის  კურსდამთავრებულმა ელექტროობის პროგრამის დასრულებისთანავე კარ...
22/08/2026

პროფესიული განათლება - გზა დასაქმებისკენ! 🎓

🎓კასპის კოლეჯის კურსდამთავრებულმა ელექტროობის პროგრამის დასრულებისთანავე კარიერა ჩვენს პარტნიორ კომპანიაში, ჰანიველ ცემენტში გააგრძელა!⚡️

❤კოლეჯში მიღებულ თეორიულ და პრაქტიკულ ცოდნას უკვე წარმატებით იყენებს ყოველდღიურ საქმიანობაში.

👏ვულოცავთ ამ მნიშვნელოვან ნაბიჯს და ვუსურვებთ პროფესიულ წინსვლას! 🚀

Address

დ. აღმაშენებლის ქუჩა N178
Kaspi
2600

Opening Hours

Monday 09:00 - 18:00
Tuesday 09:00 - 18:00
Wednesday 09:00 - 18:00
Thursday 09:00 - 18:00
Friday 09:00 - 18:00

Telephone

+995706555555

Alerts

Be the first to know and let us send you an email when კასპის პროფესიული კოლეჯი / Kaspi Vocational College posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The School

Send a message to კასპის პროფესიული კოლეჯი / Kaspi Vocational College:

Shortcuts

Share

Category