01/12/2025
📣 საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღი გიწვევთ უფასო საჯარო ლექციაზე - „ჯანსაღი ნიადაგები ჯანსაღი ქალაქებისთვის“
🕒 ლექცია ჩატარდება პარასკევს, 5 დეკემბერს, 15:00 საათზე
🌍 5 დეკემბერი ნიადაგის მსოფლიო დღეა
ნიადაგი ჩვენი სიცოცხლის საფუძველია - რესურსი, რომელიც უზრუნველყოფს საკვებს, ეკოსისტემების სტაბილურობას და ჯანსაღი მომავლის შექმნას
👉 საზოგადოებაში ნიადაგის მნიშვნელობის პოპულარიზაციის მიზნით, ნიადაგმცოდნეთა საერთაშორისო საზოგადოების (IUSS) ინიციატივით და გაეროს გენერალური ასამბლეის გადაწყვეტილებით, 2014 წლიდან 5 დეკემბერი ნიადაგის მსოფლიო დღედ აღინიშნება
🟢 2025 წლის მთავარი გზავნილია: „ჯანსაღი ნიადაგები ჯანსაღი ქალაქებისთვის“
‼️ნიადაგის მდგომარეობა პირდაპირ აისახება როგორც სოფლის, ისე ურბანული სივრცეების განვითარებაზე
📌 დღეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია:
✔ ნიადაგის ბიომრავალფეროვნების დაცვა
✔ ნიადაგის დეგრადაციის შემცირება
✔ მდგრადი სოფლის მეურნეობის მხარდაჭერა
✔ გარემოსდაცვითი ცნობიერების გაზრდა
🌿 დავიცვათ ნიადაგი - ერთად შევქმნათ ჯანსაღი და მდგრადი მომავალი
👉მონაწილეთა მხრიდან აუცილებელია წინასწარი რეგისტრაცია ბმულზე https://shorturl.at/4qYuK
📌 დასწრება თავისუფალია
#ეკოგანათლება #გაიგემეტი #ბოტანიკურიბაღი #ნიადაგისმსოფლიოდღე