25/07/2026
🏔️ჩვენი მე-11 კლასის მოსწავლეები, ნატალი გოგალაძე და საბა მარღიშვილი, თრუსოს ხეობაში გაემგზავრნენ, სადაც მონაწილეობას მიიღებენ მართლმადიდებლურ საგანმანათლებლო-შემეცნებით ბანაკში „თრუსო“ („ღმერთი, სამშობლო, ადამიანი“). აღსანიშნავია, რომ გიმნაზიის მოსწავლეები ამ პროექტში უკვე მესამედ იღებენ მონაწილეობას.
✅ბანაკი სტეფანწმიდისა და ხევის მთავარეპისკოპოს იეგუდიელის (ტაბატაძე) ლოცვა-კურთხევითა და არქიმანდრიტ იოანე ფერაძის ხელმძღვანელობით დაარსდა. იგი ახალგაზრდებს 10 დღის განმავლობაში სთავაზობს მრავალფეროვან საგანმანათლებლო, სპორტულ, კულტურულ და შემოქმედებით აქტივობებს.
😍🙏გიმნაზია დიდ მადლობას უხდის ბანაკის დამფუძნებლებსა და ორგანიზატორებს — სტეფანწმიდისა და ხევის ეპარქიას, თრუსოს ხეობის მამათა და დედათა მონასტრებს, ბანაკის ხელმძღვანელს, ნათია ჟღენტს, და პედაგოგებს ახალგაზრდა თაობის სულიერ, ინტელექტუალურ და ფიზიკურ განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის.
💜ნატალის და საბას კი ვუსურვებთ წარმატებულ და შთაბეჭდილებებით სავსე ბანაკის დღეებს!
#თრუსოსხეობა #თრუსოსბანაკი #საგანმანათლებლობანაკი #გიმნაზია #ახალგაზრდობა #საზაფხულობანაკი
Giorgi Giorgigiorgi
Natali Gogaladze
Teona Zeinklishvili
ნინო ონიაშვილი
@მხურვალე გულშემატკივრები