31/08/2026
🎭 თეატრალური სტუდია „ზიარი“ იწყებს მიღებას!
გურჯაანის კულტურის ცენტრი და თეატრალური სტუდია „ზიარი“ იწვევს 13-დან 16 წლამდე მოზარდებს, ვისაც აინტერესებს თეატრი, კინო და სურს საკუთარი შესაძლებლობების აღმოჩენა.
რას შეისწავლით სტუდიაში?
🔹 მსახიობის ოსტატობას — გარდასახვას, პერსონაჟის გააზრებასა და ემოციების მართვას;
🔹 სასცენო მეტყველებას — გამართულ, დამაჯერებელ და თავისუფალ მეტყველებას;
🔹 კამერასთან მუშაობას — კინოსპეციფიკასა და ობიექტივის წინ თავისუფლად დგომას.
წევრებს ექნებათ შესაძლებლობა, ჩაერთონ სპექტაკლებსა და კინოგადაღებებში, მიიღონ რეალური გამოცდილება და გაიღრმავონ ცოდნა.
🗓️ გასაუბრება: 14 სექტემბერი
🕓 დრო: 16:00 საათი
📍 ადგილი: გურჯაანის კულტურის ცენტრი
📞 დამატებითი ინფორმაციისთვის: +995 577 041 402
თუ გსურს გადადგა პირველი ნაბიჯები სამსახიობო სფეროში, გელოდებით გასაუბრებაზე!