07/04/2026
🚨 ყურადღება!
„მთა-მთა გამყოლთა მარათონი 2026“ დაიწყო!
თუ ხარ სერტიფიცირებული გამყოლი და გინდა საკუთარი თავი ნამდვილ სათავგადასავლო გარემოში გამოსცადო — ეს შესაძლებლობა შენთვისაა.
სათავგადასავლო ტურიზმის სკოლა, საქართველოს სამთო გამყოლთა ასოციაცია, Lost Ridge Ranch და Kurkowoods იწყებენ „მთა-მთა 2026“-ის შესარჩევ ეტაპს.
„მთა-მთა გამყოლთა მარათონი“ არის უნიკალური, მასშტაბური და დინამიური პროექტი სათავგადასავლო ტურიზმის პროფესიონალებისთვის.
📍 2026 წლის 2-9 მაისს,
5 გუნდი (თითოეული 4 მონაწილით — 2 ქალი, 2 კაცი) გაემგზავრება 7-დღიან ექსპედიციაში, სადაც მათ მოუწევთ:
• სხვადასხვა სათავგადასავლო დისციპლინაში თავის გამოცდა
• პროფესიული უნარების დემონსტრირება
• რთულ გარემოში სწორი გადაწყვეტილებების მიღება
• გუნდურად მოქმედება
ეს არ არის უბრალოდ შეჯიბრი.
ეს არის სივრცე მათთვის, ვისაც შეუძლია ლიდერობა, გამძლეობა, კომუნიკაცია, უსაფრთხოებაზე ზრუნვა და პროფესიონალიზმის ჩვენება რეალურ გარემოში.
თუ გინდა იყო მათ შორის, ვინც „მთა-მთა 2026“-ში მიიღებს მონაწილეობას — მოემზადე.
🎯 პროექტის მისიისა და პრიორიტეტების შესაბამისად შეირჩევა 20 მონაწილე — 10 ქალი და 10 კაცი.
მათ შორის:
• 20 ადგილი გადანაწილდება სხვადასხვა სათავგადასავლო დისციპლინების სერტიფიცირებულ გამყოლებზე შემდეგი პრიორიტეტების მიხედვით:
• კლასტერების წარმომადგენლობა
• რეგიონების წარმომადგენლობა
• სხვა სათავგადასავლო აქტივობებში გამოცდილება
• კომუნიკაბელურობა
• მართვის მოწმობა (სასურველია)
📌 შერჩევა გაიმართება რამდენიმე ეტაპად:
I ეტაპი — ინტერესის გამოხატვა
შეავსე სააპლიკაციო ფორმა და დააფიქსირე შენი სურვილი:
👉 https://mtamta.guideschool.org/
II ეტაპი — საკონკურსო ტური
შერჩეული კანდიდატები გაივლიან Q&A შეხვედრებს, მიიღებენ ინფორმაციას მოსალოდნელი დისციპლინებისა და შეფასების სისტემის შესახებ, ხოლო შემდეგ — დამატებით ინფორმაციას მოსამზადებელი ეტაპებისა და გუნდებში გადანაწილების შესახებ.
დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ „მთა-მთა 2026“-ის გვერდს ჩვენს ვებსაიტზე.
⛰️ მზად ხარ საკუთარ საზღვრებს გადააბიჯო?
საორგანიზაციო კომიტეტი
გამყოლთა მარათონი „მთა-მთა“