გორის სახელმწიფო უნივერსიტეტი - Gori State University

  • Home
  • Georgia
  • Gori
  • გორის სახელმწიფო უნივერსიტეტი - Gori State University

გორის სახელმწიფო უნივერსიტეტი - Gori State University გორის სახელმწიფო უნივერსიტეტი

I საფეხურის სტუდენტთა სახელმწიფო სასწავლო გრანტით სწავლის დაფინანსების სოციალური პროგრამა
23/09/2026

I საფეხურის სტუდენტთა სახელმწიფო სასწავლო გრანტით სწავლის დაფინანსების სოციალური პროგრამა

 უმაღლესი განათლების პირველ საფეხურზე ბაკალავრის, მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგის...

სტუდენტთა საყურადღებოდ!!!საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს მასშტაბური საუნივერსისტეტო კონკურსი UNI4VERS...
23/09/2026

სტუდენტთა საყურადღებოდ!!!

საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს მასშტაბური საუნივერსისტეტო კონკურსი UNI4VERSE იწყება.

💡 კონკურის წლევანდელი თემაა - FINEDU! (ფინანსური განათლება)

შეკრიბე გუნდი და შექმენი ინოვაციური გადაწყვეტა 5 რეალური გამოწვევიდან ერთ-ერთზე:

1️⃣ ფინანსური სერვისების ინტეგრაცია
2️⃣ ფინანსების გრძელვადიანი დაგეგმვა
3️⃣ ფინანსური უსაფრთხოება და კიბერ-თაღლითობა.
4️⃣ ყოველდღიური ფინანსები და ბიუჯეტის ეფექტური მართვა.
5️⃣ მცირე ბიზნესის ფულადი ნაკადების პროგნოზირება.


🏆 რატომ უნდა ჩაერთო?
🥇 პირველადგილოსანი გუნდი გაემგზავრება WEB SUMMIT-ზე!

🏛️ 20,000 ლარიან გრანტი;

🔥 ფინალისტებს ელოდებათ AI/ML, Software Dev-ისა და მეწარმეობის ტრენინგები, მენტორშიფი და პროტოტიპირება FabLab-ში!

🎓 ვინ შეიძლება დარეგისტრირდეს?

ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტები (17+ წლის, ნებისმიერი ფაკულტეტი).

რეგისტრაცია მიმდინარეობს გუნდურად (2-4 სტუდენტი +1 მენტორი).

GITA-ს საუნივერსიტეტო კონკურსი UNI4VERSE წელს საქართველოს ეროვნული ბანკი • National Bank of Georgia-ის ფინანსური განათლების პლატფორმა FinEdu - ფინედუ-ს პარტნიორობით ტარდება.

რეგისტრაციის ბოლო ვადაა 6 ოქტომბერი.

დარეგისტრირდი: https://apps.mygita.ge/zs/mmBBpo

პროექტს ახორციელებს Innovative Education Foundation, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით.

🔷 „მეცნიერების რეგიონული ფესტივალი 2026-ის” ფარგლებში ა/წ 18 სექტემბერს გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა გორის სა...
21/09/2026

🔷 „მეცნიერების რეგიონული ფესტივალი 2026-ის” ფარგლებში ა/წ 18 სექტემბერს გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლების და შიდა ქართლის სკოლების მასწავლებლების ერთობლივი სამეცნიერო კონფერენცია, რომელიც მიეძღვნა იაკობ გოგებაშვილის „დედა ენის“ 150 წლისთავს.

🔷 კონფერენციის მონაწილეებს მიესალმნენ: უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი ალექსანდრე მღებრიშვილი, რექტორის მოადგილე, ბატონი ბურაბ ზურაბაშვილი და უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი, პროფესორი ლევან მიდოდაშვილი. გამომსვლელებმა მადლობა გადაუხადეს კონფერენციის მონაწილეებს და უსურვეს წარმატებები პროფესიულ საქმიანობაში.

🔷 პლენარულ სხდომაზე მოხსენებები წარმოადგინეს: პროფესორებმა ვიანორ ახალაიამ, ლევან ბრეგაძემ, გიორგი გოგოლაშვილმა და თამაზ ხმალაძემ. პლენარულ სხდომაზე გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა ალექსანდრე მღებრიშვილმა ბატონ თამაზ ხმალაძეს დაბადების 80 წლის იუბილე მიულოცა და ხანგრძლივი სამეცნიერო და შემოქმედებითი ღვაწლისთვის გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის დაარსებიდან 90 წლის საიუბილეო თარიღისადმი მიძღვნილი საპატიო მედალი და დიპლომი გადასცა.

🔷 კონფერენციის ფარგლებში გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, კონფერენციის მონაწილეებთან და იდეის ავტორთან, პროფესორ გიორგი გოგოლაშვილთან ერთად, საზეიმოდ გახსნა „დედა ენის“ აუდიტორია. აღნიშნული სივრცე მიზნად ისახავს ქართული ენისა და მშობლიური მწერლობის პოპულარიზაციას, სასწავლო პროცესის შემოქმედებითად გამდიდრებასა და სტუდენტებისთვის კიდევ ერთი აკადემიური სივრცის შექმნას.

🔷 კონფერენციის პროგრამით წარმოდგენილი გახლდათ ასამდე ავტორის/თანაავტორის მოხსენება შემდეგ სექციებში:
✅ განათლება;
✅ მათემატიკა და ინფორმაციული ტექნოლოგიები;
✅ ბუნებისმეტყველება;
✅ სპორტი;
✅ ქართული ენა და ლიტერატურა;
✅ უცხოური ენა და ლიტერატურა;
✅ ისტორია.

✅ გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში სამშვიდობო სწავლების ცენტრი გაიხსნა!🔷 17 სექტემბერს გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში ახალ...
18/09/2026

✅ გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში სამშვიდობო სწავლების ცენტრი გაიხსნა!

🔷 17 სექტემბერს გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში ახალი აკადემიური სივრცის ოფიციალური გახსნის ცერემონია გაიმართა. ცენტრი სრულად დაეთმობა რეგიონში მშვიდობის მშენებლობას, დიალოგის ხელშეწყობასა და კონფლიქტების კვლევას.
ახალი სივრცე გახდება უნიკალური პლატფორმა სტუდენტების, მკვლევრების, სამოქალაქო სექტორისა და საერთაშორისო პარტნიორების გაერთიანებისთვის.

🔷 ცენტრის მიზნებია:
📌 სამშვიდობო განათლების პოპულარიზაცია;
📌 ახალგაზრდებში ტოლერანტობისა და სამოქალაქო ცნობიერების ამაღლება;
📌 საგანმანათლებლო პროგრამების, ტრენინგებისა და სამეცნიერო კვლევების ორგანიზება;
📌 საერთაშორისო დისკუსიებისა და შეხვედრების გამართვა.

🔷 გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამშვიდობო განათლების ცენტრის პრეზენტაციაზე სტუმრებს მიესალმნენ და ცენტრის მნიშვნელობაზე ისაუბრეს:
✅ ალექსანდრე მღებრიშვილი - გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი;
✅ გივი მიქანაძე - საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი;
✅ თეა ახვლედიანი - საქართველოს სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში;
✅ გიორგი ვოლსკი - საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე;
✅ გიორგი ძაძამია - აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის მინისტრი;
✅ ზვიად გაბისონია - საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე;
✅ გიორგი სოსიაშვილი - აკადემიკოსი, საქართველოს პარლამენტის წევრი, საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე.

🔷 სამშვიდობოს სწავლების ცენტრის გახსნას ესწრებოდნენ: შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე, ქალბატონი ლია გიგაური; სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორი, ბატონი ლაშა მარგიშვილი; საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მეცნიერების განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ქალბატონი ქეთევან ქოქრაშვილი; „გუდავაძე-პატარკაციშვილის“ ფონდის დირექტორი ზურაბ კერვალიშვილი; შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებული, ბატონი სიმონ გულედანი; გორის მუნიციპალიტეტის მერი, ბატონი კონსტანტინე ბუზალაძე; გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე, ბატონი მარლენ ნადირაძე; აფხაზთა და ქართველთა ერთობის საზოგადოება „ერთობა ხვალისთვის“ თავმჯდომარე, ბატონი გიორგი შერვაშიძე, საქართველოს პარლამენტის ტერიტორიული მთლიანოიბის აღდგენისა და დეოკუპაციის საკითხებთან დაკავშირებული დროებითი კომისიის თანამშრომელი, ქალბატონი შორენა ახალაია, პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები.

🔷 სამშვიდობო სწავლების ცენტრის გახსნის შემდეგ საპატიო სტუმრებმა ჩანაწერები გააკეთეს შთაბეჭდილებათა წიგნში.

🔷 ღონისძიებას მუსიკალურად აფორმებდა გორის ეთნოგრაფიული ანსამბლი „რიხი“.

#გორისუნივერსიტეტი #სამშვიდობოსწავლება

🔷 გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში ახალი სტუდენტური საერთო საცხოვრებელი გაიხსნა🔷 17 სექტემბერს გორის სახელმწიფო უნივერსიტე...
18/09/2026

🔷 გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში ახალი სტუდენტური საერთო საცხოვრებელი გაიხსნა

🔷 17 სექტემბერს გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტური საერთო საცხოვრებლის ოფიციალური გახსნის ცერემონია გაიმართა. პროექტი საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს დაფინანსებით განხორციელდა.
თანამედროვე სტანდარტებით გარემონტებული და სრულად აღჭურვილი საერთო საცხოვრებელი უნივერსიტეტის მეხუთე სასწავლო კორპუსის ორ სართულზეა განთავსებული. ინფრასტრუქტურა მოიცავს 19 საცხოვრებელ ოთახს, 2 რეკრიაციულ, გასართობ-დასასვენებელ სივრცეს, 2 სამზარეულოსა და 1 ადმინისტრაციულ ოთახს, სადაც შექმნილია ყველა პირობა სტუდენტთა კომფორტული საცხოვრებელი და სასწავლო გარემოს უზრუნველსაყოფად.

🔷 ღონისძიებას ესწრებოდნენ:
✅ ალექსანდრე მღებრიშვილი - გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი;
✅ გივი მიქანაძე - საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი;
✅ გიორგი ვოლსკი - საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე;
✅ გიორგი ძაძამია - აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის მინისტრი;
✅ გიორგი სოსიაშვილი - აკადემიკოსი, საქართველოს პარლამენტის წევრი, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე;
✅ ზვიად გაბისონია - საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე;
✅ სიმონ გულედანი - შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებული.

🔷 ახალი სტუდენტური საერთო საცხოვრებლის ამოქმედება მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს რეგიონში უმაღლესი განათლების ხელმისაწვდომობის გაზრდასა და სტუდენტებისთვის მხარდამჭერი სასწავლო-საცხოვრებელი გარემოს განვითარებას.

📣📣📣 გორის სახელმწიფო უნივერსიტეტმა „მეცნიერების რეგიონულ ფესტივალს 2026“ უმასპინძლა🔷 საქართველოს განათლების, მეცნიერების...
18/09/2026

📣📣📣 გორის სახელმწიფო უნივერსიტეტმა „მეცნიერების რეგიონულ ფესტივალს 2026“ უმასპინძლა

🔷 საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ინიციატივითა და ფინანსური მხარდაჭერით სტარტი აიღო „მეცნიერების რეგიონულმა ფესტივალმა 2026“, რომლის ფარგლებშიც 17 სექემბერს მასშტაბურ ღონისძიებას გორის სახელმწიფო უნივერსიტეტმა უმასპინძლა.

🔷 საგანმანათლებლო და სამეცნიერო სივრცეები დაათვალიერა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, გივი მიქანაძემ, რომელსაც უნივერსიტეტის სამეცნიერო-კვლევითი პოტენციალი და წარმოდგენილი ექსპოზიციები გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა ალექსანდრე მღებრიშვილმა წარუდგინა.

🔷 ფესტივალის ფარგლებში საზოგადოებისა და ახალგაზრდობისთვის მოეწყო მრავალპროფილური შემეცნებით-სამეცნიერო აქტივობები. დამთვალიერებლებს საშუალება ჰქონდათ ჩართულიყვნენ ლაბორატორიულ ექსპერიმენტებსა და ვორქშოფებში (ქიმია, ფარმაცია, პირველადი სამედიცინო დახმარება, ქირურგიული კერვა), აგრეთვე გაცნობოდნენ ვირტუალური რეალობის თანამედროვე ტექნოლოგიურ შესაძლებლობებს.

🔷 განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო უნივერსიტეტის ბაზაზე წარმოდგენილ იმიტირებულ არქეოლოგიურ ველს, ისტორიულ-ეთნოგრაფიულ ექსპონატებს, კალიგრაფიის კონკურსის ნამუშევრებს, შიდა ქართლის ოკუპირებული ტერიტორიების ისტორიულ ძეგლთა ფოტოგამოფენასა და პროფესიული სტუდენტების ნამუშევრებს.

🔷 ახალგაზრდა თაობის სამეცნიერო საქმიანობაში ჩართულობის მიზნით, მოსწავლეებისთვის ჩატარდა CERN-ის STEM მასტერკლასები. გარდა ამისა, დამსწრე საზოგადოება გაეცნო შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდისა და „ჰორიზონტი ევროპის“ საგრანტო შესაძლებლობებსა და პრიორიტეტულ მიმართულებებს.

🔷 ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ვოლსკი, საქართველოს პარლამენტის წევრი, საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, აკადემიკოსი გიორგი სოსიაშვილი, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონია, შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებული, ბატონი სიმონ გულედანი; გორის მუნიციპალიტეტის მერი, ბატონი კონსტანტინე ბუზალაძე; გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე, ბატონი მარლენ ნადირაძე; გორის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი, ბატონი გიორგი ბერძნიშვილი. კასპის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი, ქალბატონი ნათია ილურიძე. პროფესორ-მასწავლებლები, პედაგოგები, მოწვეული სტუმრები და ქალაქის წარმომადგენლები.

🔷 ფესტივალს მუსიკალურად აფორმებდა გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჯაზბენდი "კანუდოსი".

გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთა მორიგი წარმატება! EUSA Combat Sports Championships Tirana 2026 🇬🇪გორის სახელმწი...
16/09/2026

გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთა მორიგი წარმატება!

EUSA Combat Sports Championships Tirana 2026 🇬🇪

გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებმა საქართველოს ნაკრებს 4 მედალი - 2 ოქრო და 2 ვერცხლი შემატეს.

ოქროს მედლის მფლობელები🥇:
🥇 ჯუმბერ მელაძე - 81 კგ;
🥇 ვლადიმერ ახალკაცი - 90 კგ.

ვერცხლის მედლის მფლობელები🥈 :
🥈 თენგიზ ხიდაშელი - 73 კგ;
🥈 ვაჟა ავაზნელი - 90 კგ.

🏆🇬🇪 გუნდურ ჩათვლაში საქართველოს ნაკრებმა პირველი ადგილი დაიკავა!

🇬🇪 ვულოცავთ გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტ ძიუდოისტებს ამ მნიშვნელოვან წარმატებას და ვუსურვებთ კიდევ ბევრ გამარჯვებას საერთაშორისო ასპარეზზე!

2026 წლის 10-11 სექტემბერს, ლოძის უნივერსიტეტში (პოლონეთი), საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაზე „მდგრადი განვითარება დ...
16/09/2026

2026 წლის 10-11 სექტემბერს, ლოძის უნივერსიტეტში (პოლონეთი), საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაზე „მდგრადი განვითარება და სხვა პარადიგმები და კონცეფციები თანამედროვე ცივილიზაციური ტენდენციების კონტექსტში — გლობალური და ადგილობრივი განზომილებები“, გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი ციური დურული და ასისტენტი მაია ბოლაშვილი წარდგნენ მოხსენებით თემაზე: „განათლება მდგრადი განვითარებისათვის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების კონტექსტში: საქართველოს მაგალითი“.

კონფერენციაზე გორის სახელმწიფო უნივერსიტეტი მონაწილეობდა ევროკომისიის მიერ დაფინანსებული პროექტის „პასუხისმგებლიანი და მაღალი გავლენის მქონე უნივერსიტეტები საქართველოში, როგორც მდგრადი განვითარებისა და მეწარმეობის კატალისტების" (RiHEI — ERASMUS-EDU-2023-CBHE) მხარდაჭერით.

🔷 მიმდინარე წლის 10 სექტემბერს გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა ალექსანდრე მღებრიშვილმა, უნივერსიტეტი...
11/09/2026

🔷 მიმდინარე წლის 10 სექტემბერს გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა ალექსანდრე მღებრიშვილმა, უნივერსიტეტის პროფესორმა, აკადემიკოსმა გიორგი სოსიაშვილმა და რექტორის მოადგილემ ზურაბ ზურაბაშვილმა შეხვედრა გამართეს საქართველოში წმინდა საყდრის დესპანთან, მამა ანტე იოზიჩთან.

🔷 შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა ისაუბრეს გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ განხორციელებულ და მიმდინარე პროექტებზე, რომლებიც საქართველო-ვატიკანის მრავალსაუკუნოვანი ურთიერთობების კვლევას, ვატიკანის არქივებში დაცული საქართველოსთან დაკავშირებული ისტორიული წყაროების შესწავლასა და ქართული კულტურული მემკვიდრეობის დაცვა-პოპულარიზაციას ემსახურება. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო თამაზ ბექაიას სახელობის საგანმანათლებლო ფონდის მხარდაჭერით მიმდინარე კვლევით პროექტებსა და ფონდის მიერ დაფინანსებულ სარესტავრაციო სამუშაოებს.

🔷 შეხვედრაზე ასევე განიხილეს სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები, ახალი ერთობლივი ინიციატივების განხორციელებისა და წმინდა საყდართან არსებული კავშირების შემდგომი გაღრმავების შესაძლებლობები. მამა ანტე იოზიჩმა გამოთქვა მზადყოფნა, შესაძლებლობის ფარგლებში ხელი შეუწყოს უნივერსიტეტის სამომავლო ინიციატივებსა და თანამშრომლობის განვითარებას.

09/09/2026

🔈2026 წლის 14 სექტემბრის 11:00 საათიდან 18 სექტემბრის 18:00 საათამდე აბიტურიენტებს შესაძლებლობა ექნებათ მონაწილეობა მიიღონ ე.წ. მეორადი ჩარიცხვის პროცესში და აირჩიონ მათთვის სასურველი რაოდენობის საგანმანათლებლო პროგრამები.

🔷მეორად ჩარიცხვაში მონაწილეობის უფლება აქვს აბიტურიენტს, რომელმაც:
🔹2026 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე თითოეული საგნისთვის განსაზღვრული მინიმალური კომპეტენციის ზღვარი გადალახა, თუმცა ჩარიცხვის უფლება ვერ მოიპოვა;
🔹2026 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე თითოეული საგნისთვის განსაზღვრული მინიმალური კომპეტენციის ზღვარი ვერ გადალახა, თუმცა დაძლია პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამებისათვის დადგენილი მინიმალური კომპეტენციის ზღვარი.

🔹უმაღლესი და პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების საგანმანათლებლო პროგრამებისა და აბიტურიენტთა მისაღები ადგილების შესახებ დეტალური ინფორმაცია მოცემული იქნება განახლებულ ელექტრონულ ბუკლეტში - „ცნობარი აბიტურიენტებისთვის“, რომელიც შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე - www.naec.ge 11 სექტემბერს გამოქვეყნდება. ვებგვერდზე ასევე განთავსდება ინფორმაცია სარეგისტრაციო პლატფორმასთან და პროგრამების არჩევასთან დაკავშირებით.

დეტალურად: https://www.naec.ge/ #/ge/post/3715

Address

53 Chavchavadze Avenue
Gori
1400

Opening Hours

Monday 09:00 - 18:00
Tuesday 09:00 - 18:00
Wednesday 09:00 - 18:00
Thursday 09:00 - 18:00
Friday 09:00 - 18:00

Telephone

0370272413

Alerts

Be the first to know and let us send you an email when გორის სახელმწიფო უნივერსიტეტი - Gori State University posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Shortcuts

Share

Category