Gori American School - GAS - გორის ამერიკული სკოლა

  • Home
  • Georgia
  • Gori
  • Gori American School - GAS - გორის ამერიკული სკოლა

Gori American School - GAS - გორის ამერიკული სკოლა გორის ამერიკული სკოლა (ინგლისური ენის შემსწავლელი და საგანმანათლებლო ცენტრი)
https://www.facebook.com

გორის ამერიკული სკოლა არის ენის სასწავლო და ტრენინგ ცენტრი,სადაც უახლესი მეთოდების გამოყენებით ქართველ და ამერიკელ პედაგოგებთან ერთად მიმდინარეობს სწავლის პროცესი.
სკოლას გააჩნია ყველა პირობა სასწავლო პროცესის მაღალი ხარისხის უზრუნველსაყოფად:
• კვალიფიციური, ახალგაზრდა, მოტივირებული პედაგოგები.
• მრავალი დასახელების ამერიკული და ბრიტანული სახელმძღვანელო, რომელთა შერჩევა ხდება კურსის დონის და მსმენელთა ასაკის გათვალისწინებით. ძირითად წიგნებთან ერთად მუშაობისას აქტიურად გამოიყენება სხვა დამხმარე რესურსები, აუდიო და ვიზუალური მასალები, ასევე კომპიუტერული და ინტერნეტ რესურსები.
• სწავლისათვის სასიამოვნო,კომფორტული სასწავლო გარემო, რომელიც ყველა სახის აუცილებელი ინვენტარითა და ტექნიკითაა აღჭურვილი.

გორის ამერიკული სკოლისა და ბრიტანული საერთაშორისო სასწავლო ცენტრის ETI ერთობლივი პროექტის ფარგლებში, ჩვენს სასწავლო ცენტრში გეძლევათ უნიკალური შანსი მოემზადოთ კემბრიჯის საერთაშორისო გამოცდისთვის ყველა დონეზე და ჩვენივე სკოლაში ჩააბაროთ კემბრიჯის ინგლისური ენის შეფასების გამოცდები, რაც უდიდეს სიახლეს წარმოადგენს მთელი შიდა ქართლის დაინტერესებული მოსახლეობისთვის.
კემბრიჯის გამოცდის წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში გადმოგეცემათ კემბრიჯის საერთაშორისოდ აღიარებული სერთიფიკატი, რომელსაც მსოფლიოს თითქმის ყველა კერძო და სახელმწიფო ორგანიზაცია აღიარებს და ენდობა.

გორის ამერიკული სკოლა ასევე იდეალური ადგილია მასწავლებლებისთვის და სხვა დაინტერესებულ პირებისთვის,რომელთაც სურვილი აქვთ გაიარონ სხვადასხვა სახის ტრენინგი მოწვეულ თუ ადგილობრივ, ქართველ და არაქართველ ტრენერებთან ერთად.

📣ინგლისური პირველკლასელებისთვის🎯 ძვირფასო მშობლებო, 🧑🏻👧🏻პირველკლასელთა ჯგუფებში დარჩენილია რამდენიმე ადგილი:📚 I ჯგუფი — ...
24/09/2026

📣ინგლისური პირველკლასელებისთვის🎯

ძვირფასო მშობლებო,

🧑🏻👧🏻პირველკლასელთა ჯგუფებში დარჩენილია რამდენიმე ადგილი:

📚 I ჯგუფი — ორშაბათი, ოთხშაბათი, პარასკევი, ⏰14:00
📌 დარჩენილია 3 ადგილი

📚 II ჯგუფი — ორშაბათი, ოთხშაბათი, პარასკევი, ⏰18:00
📌 დარჩენილია 2 ადგილი

📊ჯგუფში მოსწავლეების მაქსიმალური რაოდენობა - 8 ბავშვი❗️

📅 სწავლის დაწყების თარიღი- 2 ოქტომბერი.

🔗 რეგისტრაციისთვის, გთხოვთ, შეავსოთ ფორმა ქვემოთ მოცემულ ბმულზე⬇️

https://docs.google.com/forms/d/e/1FAIpQLSeLbA851wl1weY8hn9lfY8PejxbswR7bFJor0llibaTbV3vLA/viewform?usp=header

📍ან მობრძანდით სკოლაში მისამართზე:
გორი, ცხინვალის გზატკეცილი # 9 ; “გორის ამერიკული სკოლა”.

21/09/2026

⚡️გორის ამერიკულ სკოლაში სასწავლო პროცესი უკვე აქტიურ ფაზაშია და ახალი გამოწვევებიც დაიწყო. ჩვენი გუნდი მზად არის, მაქსიმალურად შეუწყოს ხელი თითოეული მოსწავლის პოტენციალის რეალიზებას. გვჯერა, რომ ერთობლივი ძალისხმევით გადადგმული თითოეული ნაბიჯი ჩვენს მოსწავლეებს დასახულ მიზნებთან დაახლოებს.🎓🎯

Gori American School - GAS - გორის ამერიკული სკოლა

Back to School Conference with Pearson 📚🔷 გორის ამერიკული სკოლის პედაგოგები English Book Education-ისა და Pearson-ის Bac...
12/09/2026

Back to School Conference with Pearson 📚

🔷 გორის ამერიკული სკოლის პედაგოგები English Book Education-ისა და Pearson-ის Back to School Conference-ს დაესწრო.

🔶 ღონისძიება ახალი სასწავლო წლისთვის მნიშვნელოვან საგანმანათლებლო სიახლეებს, Pearson-ის ახალ რესურსებსა და მიდგომებს, ინგლისური ენის სწავლების თანამედროვე მიმართულებებს და მოსწავლეების საჭიროებებზე მორგებულ სწავლებას შეეხებოდა.



06/09/2026

🔷 გორის ამერიკული სკოლა აგრძელებს მოსწავლეების მიღებას დაწყებით საფეხურზე.

🔺ამ ასაკში ინგლისური ენის სწავლების მიზანია, მოსწავლეებმა თამაშისა და მრავალფეროვანი აქტივობების საშუალებით ეტაპობრივად განივითარონ საბაზისო საკომუნიკაციო უნარები — მოსმენა, გაგება, საუბარი და მარტივი კომუნიკაცია.🎓

რეგისტრაციის ბმული 👇

https://docs.google.com/forms/d/e/1FAIpQLSeLbA851wl1weY8hn9lfY8PejxbswR7bFJor0llibaTbV3vLA/viewform?usp=header

როგორ სწავლობენ ინგლისურს ჩვენთან დაწყებითი საფეხურის მოსწავლეები? 👧🏻📚გორის ამერიკულ სკოლაში ინგლისური ენის სწავლა 5 წლი...
04/09/2026

როგორ სწავლობენ ინგლისურს ჩვენთან დაწყებითი საფეხურის მოსწავლეები? 👧🏻📚

გორის ამერიკულ სკოლაში ინგლისური ენის სწავლა 5 წლის ასაკიდან იწყება. 🎯

ამ ასაკში ბავშვები ენას არ სწავლობენ მხოლოდ წესებისა და სიტყვების დამახსოვრებით. ისინი ინგლისურს ეუფლებიან:
• საუბრის საშუალებით
• თამაშის საშუალებით
• პროექტებზე მუშაობით
• შემოქმედებითი აქტივობებით
• რეალურ სიტუაციებთან დაკავშირებული დავალებებით

ინტენსიური კურსის მიზანია: 🌱
• შეიქმნას მყარი ენობრივი საფუძველი ადრეული ასაკიდან
• განვითარდეს მოსმენისა და საუბრის უნარები
• გამდიდრდეს ლექსიკური მარაგი
• ინგლისური ენის გამოყენება ყოველდღიურ კომუნიკაციაში ბუნებრივ ჩვევად იქცეს

📌 რეგისტრაცია მიმდინარეობს!👇

https://docs.google.com/forms/d/e/1FAIpQLSeLbA851wl1weY8hn9lfY8PejxbswR7bFJor0llibaTbV3vLA/viewform?usp=header

26/08/2026

📚🌍 მრავალფეროვანი თემები, საინტერესო ისტორიული ფაქტები და სამეცნიერო აღმოჩენები სწავლა, რომელიც მხოლოდ სახელმძღვანელოს ტექსტით არ შემოიფარგლება.

მოსწავლეები მიღებულ ცოდნას პრაქტიკაში იყენებენ, ატარებენ ცდებს, იკვლევენ, მსჯელობენ, თანამშრომლობენ და ერთმანეთს უზიარებენ იდეებს 🔎🤝💡

ჩვენთან ცოდნა პრაქტიკას, გამოცდილებასა და კომუნიკაციას ეფუძნება. 🌱

📌 თუ ჯერ არ დარეგისტრირებულხარ, არ გამოგრჩეს ეს შესაძლებლობა.👇

https://docs.google.com/forms/d/e/1FAIpQLSeLbA851wl1weY8hn9lfY8PejxbswR7bFJor0llibaTbV3vLA/viewform?usp=header

Address

ცხინვალის გზატკეცილი 9 (ბეკოს უკან)
Gori
1400

Opening Hours

Monday 09:00 - 19:00
Tuesday 09:00 - 19:00
Wednesday 09:00 - 19:00
Thursday 09:00 - 19:00
Friday 09:00 - 19:00
Saturday 09:00 - 19:00

Telephone

+995598329911

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when Gori American School - GAS - გორის ამერიკული სკოლა posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The School

Send a message to Gori American School - GAS - გორის ამერიკული სკოლა:

Shortcuts

Share