ქიწნისის საჯარო სკოლა

  • Home
  • Georgia
  • Gori
  • ქიწნისის საჯარო სკოლა

ქიწნისის საჯარო სკოლა Contact information, map and directions, contact form, opening hours, services, ratings, photos, videos and announcements from ქიწნისის საჯარო სკოლა, Education, გორის რაიონი სოფელი ქიწნისი, Gori.

02/09/2026

📌 სასკოლო ფორმის წესები — რა უნდა ჩავიცვათ პიჯაკის ქვეშ?
გთავაზობთ ინფორმაციას სასკოლო ფორმასთან შესათავსებელი სამოსის შესახებ (ვრცელდება დაწყებითი საფეხურის ყველა მოსწავლეზე):
👕 დასაშვები ზედა სამოსი:
პერანგი ან ბლუზა
პოლოს ტიპის მაისური
სადა მაისური
მაღალსაყელოიანი ზედატანი (როლინგი)
სვიტერი ან ჯემპრი
🎨 ნებადართული ფერები:
თეთრი
ცისფერი ან ღია ლურჯი
ღია ნაცრისფერი
(დაშებულია ამ ფერების ერთმანეთთან კომბინაციაც)
⚠️ მნიშვნელოვანი დეტალები:
ზედატანი უნდა იყოს სადა — დიდი ზომის ან მკვეთრად კონტრასტული წარწერების, გამოსახულებებისა და ორნამენტების გარეშე.
დაშებულია: მწარმოებლის მცირე ზომის ლოგო, ასევე სხვა ფერის ღილი, კანტი, ნაკერი ან მცირე დეკორატიული ელემენტი (თუ ის არ ცვლის სამოსის ძირითად ფერს).

📅 სამუშაო დღეები: ორშაბათიდან კვირა დღის ჩათვლით 🕒 სამუშაო საათები: 11:00 საათიდან 19:00 საათამდე 📌 რეალიზაცია დაიწყება ...
20/08/2026

📅 სამუშაო დღეები: ორშაბათიდან კვირა დღის ჩათვლით
🕒 სამუშაო საათები: 11:00 საათიდან 19:00 საათამდე

📌 რეალიზაცია დაიწყება 1 სექტემბერს და დასრულდება 14 სექტემბერს

📍შიდა ქართლი

გორი
• სსიპ ქალაქ გორის N12 საჯარო სკოლა
მისამართი: გორი, ნინოშვილის ქ. N54

29/07/2026

#მასწავლებლისეროვნულიპრემია
#ქიწნისისსაჯაროსკოლა
#ლიანოზაძე ❤️

29/07/2026

#მასწავლებლისეროვნულიპრემია
#ქიწნისისსაჯაროსკოლა
#მაიაქობლიანიძე ❤️

📗 მაია ქობლიანიძე – ბიოლოგიის მასწავლებელი🌿 სიამაყით გაცნობებთ, რომ ქიწნისის საჯარო სკოლის ბიოლოგიის მასწავლებელი მაია ქ...
28/07/2026

📗 მაია ქობლიანიძე – ბიოლოგიის მასწავლებელი

🌿 სიამაყით გაცნობებთ, რომ ქიწნისის საჯარო სკოლის ბიოლოგიის მასწავლებელი მაია ქობლიანიძე წარდგენილია „მასწავლებლის ეროვნული პრემია 2026“-ზე.

მაია ქობლიანიძე წლების განმავლობაში ერთგულად ემსახურება განათლებას და მოსწავლეებში ბუნებისმეტყველების სიყვარულს აღვივებს. მისი საქმიანობა გამოირჩევა თანამედროვე, ინოვაციური სწავლების მეთოდებით, კვლევაზე დაფუძნებული მიდგომებითა და თითოეული მოსწავლის შესაძლებლობების განვითარებაზე ზრუნვით.

მისი პროფესიონალიზმი, პასუხისმგებლობა და მუდმივი სწრაფვა განვითარებისკენ არაერთი თაობის წარმატების საფუძველი გახდა.

🎉 ქიწნისის საჯარო სკოლა გულითადად ულოცავს მაია ქობლიანიძეს ამ მნიშვნელოვან აღიარებას და წარმატებებს უსურვებს კონკურსის ყველა ეტაპზე!

#მასწავლებლისეროვნულიპრემია2026 #ქიწნისისსაჯაროსკოლა

📘 ლია ნოზაძე – მათემატიკის მასწავლებელი📐 სიამაყით გაცნობებთ, რომ ქიწნისის საჯარო სკოლის მათემატიკის მასწავლებელი ლია ნოზ...
28/07/2026

📘 ლია ნოზაძე – მათემატიკის მასწავლებელი

📐 სიამაყით გაცნობებთ, რომ ქიწნისის საჯარო სკოლის მათემატიკის მასწავლებელი ლია ნოზაძე წარდგენილია „მასწავლებლის ეროვნული პრემია 2026“-ზე.

ლია ნოზაძე მრავალი წლის განმავლობაში მაღალი პროფესიონალიზმითა და თავდადებით ასწავლის მათემატიკას. იგი მოსწავლეებში ავითარებს ლოგიკურ და კრიტიკულ აზროვნებას, თანამედროვე სასწავლო მიდგომებით ქმნის საინტერესო და მოტივაციის მომცემ გარემოს, სადაც თითოეულ მოსწავლეს საკუთარი შესაძლებლობების წარმოჩენის საშუალება ეძლევა.

მისი შრომა, გამოცდილება და განათლებისადმი ერთგულება ქიწნისის საჯარო სკოლის მნიშვნელოვანი ღირსებაა.

🎉 ქიწნისის საჯარო სკოლა გულითადად ულოცავს ლია ნოზაძეს ამ საპატიო წარდგენას და წარმატებებს უსურვებს „მასწავლებლის ეროვნული პრემია 2026“-ის კონკურსში!

#მასწავლებლისეროვნულიპრემია2026 #ქიწნისისსაჯაროსკოლა

02/07/2026

📢 გორის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ახალგაზრდებისთვის ბაკურიანში ,,საზაფხულო ბანაკი 2026’’ იხსნება.

პროექტში მონაწილეობას შეძლებენ:
გორის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული ახალგაზრდები 16-დან 20 წლის ჩათვლით.

ბაკურიანში 190 ახალგაზრდა 4 ნაკადად გაემგზავრება. ისინი საზაფხულო ბანაკში 5 ღამე და 6 სრული დღე დარჩებიან.

მსურველებმა 15 ივლისის ჩათვლით უნდა გაიარონ რეგისტრაცია 👇
https://docs.google.com/forms/d/e/1FAIpQLSdsLeAoQgIlQ7A-dpMbRYF_HuUCI_8J0I7hca2aOPFPV54RjA/viewform

ბენეფიციართა შერჩევა მოხდება ორ ეტაპად:
🔹დოკუმენტაციის გადარჩევა;
🔹გასაუბრება;

ბანაკის წევრებს ჩაუტარდებათ ტრენინგები შემდეგი თემების შესახებ:
🔹ემოციების მართვა, ეფექტური კომუნიკაცია;
🔹პროფესიული ორიენტაცია, კარიერის დაგეგმვა;
🔹მედიაწიგნიერება
🔹პროექტების წერა;
🔹ციფრული უსაფრთხოება;
🔹ხელოვნური ინტელექტი;

გარდა აღნიშნულისა, პროექტის ფარგლებში დაგეგმილია სხვადასხვა შემეცნებითი, კულტურული, სპორტული და გასართობი აქტივობებიც.

პროექტს ახორციელებს ა(ა)იპ საერთაშორისო ინოვაციური ინდუსტრია გორის მუნიციპალიტეტის ,,განათლების ხელშეწყობისა და თანადაფინანსები პროგრამის" ფარგლებში.

📌დამატებითი კითხვების შემთხვევაში დარეკეთ: 599 40 26 13

20/06/2026

პირველი კლასი ,,შევისწავლეთ ანი-ბანი, შევიყვარეთ დედაენა"- ახლა კი თამამად ვივლით ცოდნის მწვერვალებისკენ!

პედაგოგი: ნინო გულიშვილი

#ქიწნისისსაჯაროსკოლა

20/06/2026

პირველი კლასი - აქტივობა ,,სწავლა სიმღერით და თამაშით"

პედაგოგი: დიანა ნაოჭაშვილი

#ქიწნისისსაჯაროსკოლა

20/06/2026

პირველი კლასი - აქტივობა ,,სხეულის ნაწილები "

პედაგოგი: დიანა ნაოჭაშვილი

#ქიწნისისსაჯაროსკოლა

Address

გორის რაიონი სოფელი ქიწნისი
Gori

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when ქიწნისის საჯარო სკოლა posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Shortcuts

Share

Category