Qveshis sajaro skola

Qveshis sajaro skola

Share

Contact information, map and directions, contact form, opening hours, services, ratings, photos, videos and announcements from Qveshis sajaro skola, School, Gori.

06/06/2022

სკოლის ეს გვერდი დიდი ხანია უმოქმედოა.
გთხოვთ, მოიწონოთ ჩვენი ოფიციალური გვერდი ქვეშის საჯარო სკოლა, გორი, შიდა ქართლი

11/11/2020

კარგი შესაძლებლობა მოსწავლეებისთვის.

🛸 უნილაბი სკოლაში: დაფინანსებული კურსები სკოლის მოსწავლეებისთვის

#ილიაუნისსაკვირაოსკოლა მთელი საქართველოს საშუალო საგანმანათლებლო სკოლის მოსწავლეებს სთავაზობს ახალ საგანმანათლებლო პროექტს „UniLab • უნილაბი სკოლაში“.

პროექტი დისტანციურად განხორციელდება სკოლის მე-8-მე-12- კლასელებისთვის.

მოსწავლეებს ექნებათ შესაძლებლობა ღია ლექციების ფორმატით გაეცნონ თანამედროვე პროფესიებს, ასევე მოიპოვონ დაფინანსება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისგან და პროგრამირების მიმართულებით გაიარონ ილიაუნის კიბერლაბორატორია უნილაბის სამი პრაქტიკული კურსიდან ერთ-ერთი:

🔹 Front-end და დიზაინის საწყისები https://rb.gy/qjlol7
🔹 Unity 3D https://rb.gy/ok72tj
🔹 C # https://rb.gy/m27xi4

შერჩეული კანდიდატებისთვის კურსის გავლის ხარჯებს სრულად დაფარავს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი.

🧑‍💻👩‍💻 სასურველი კურსის გავლის შემდეგ, სკოლის მოსწავლეები 1 თვის განმავლობაში, შეძენილ ცოდნაზე დაყრდნობით, რეალურ პროექტებზე იმუშავებენ. ამ პერიოდში მათ კონსულტაციებს ლექტორები გაუწევენ.

საუკეთესო პროექტის ავტორი სკოლის მოსწავლეები დაჯილდოვდებიან სხვადასხვა მოცულობის სასტიპენდიო ვაუჩერით და ასევე, სხვა პრიზებით, რომელსაც ჩვენი პარტნიორი ორგანიზაციები დააწესებენ.

აპლიკაციის შევსების ბოლო ვადა: 25 ნოემბერი

🔻ვრცელი ინფორმაციისთვის: https://rb.gy/zdxfwt

11/10/2020

ეს გვერდი წყვეტს ფუნქციონირებას აქ და გააგრძელებს სხვა მისამართზე. გთხოვთ, მოიწონოთ ახალი გვერდი, რათა მიიღოთ ინფორმაცია სკოლაში მიმდინარე პროცესებზე.
https://www.facebook.com/ქვეშის-საჯარო-სკოლა-გორი-შიდა-ქართლი-100256828535415/

Photos from Junior Achievement Georgia • ჯუნიორ ეჩივმენტ საქართველო's post 28/09/2020
06/09/2020

ყველას საყურადღებოდ!!!
ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეულ ინფექციასთან (COVID-19) დაკავშირებული
ზოგადი რეკომენდაციები ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის

მოსწავლეების ვალდებულებები:
• დაიცავით ჰიგიენის წესები;
• დაიცავით სასწავლო დაწესებულების მიერ დადგენილი წესები;
• დაიმუშავეთ ხელები სადეზინფექციო ხსნარით იმ შემთხვევაში, როცა ვერ ხერხდება ხელების დაბანა თხევადი საპნით და ერთჯერადი ხელსახოცით გაშრობა;
• დაიბანეთ ხელები წყლითა და საპნით ხილული დაბინძურების შემთხვევაში ან ბიოლოგიური სითხეების მოხვედრისას;
• დახველებისა და დაცემინების დროს მიიფარეთ სუფთა ხელსახოცი (რომელიც ერთჯერადი გამოყენების შემდეგ ექვემდებარება გადაგდებას) ან მოხრილი იდაყვი;
• მოერიდეთ ხელებით თვალებზე, ცხვირსა და პირზე შეხებას;
• სწავლების პერიოდში უზრუნველყავით თმის შეკვრა/მჭიდროდ დამაგრება, რათა მაქსიმალურად შეიზღუდოს თმების სახის ზედაპირთან შეხება;
• არ გამოიყენოთ სხვისი ნივთები;
• ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შემთხვევაში მიმართეთ ექიმს.

მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის ვალდებულებები:
• ცხელების/რესპირატორული დაავადების შემთხვევაში არ გაუშვათ მოსწავლე სკოლაში;
• ცხელების/რესპირატორული დაავადების სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში დროულად გაიყვანეთ მოსწავლე სკოლიდან და უზრუნველყავით ბავშვის მიმართვა ოჯახის ექიმთან, ან ცხელების ცენტრში,
შესაბამისი სამედიცინო მომსახურების მისაღებად და პჯრ-ტესტირების ჩასატარებლად;
• სახლის პირობებში ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შემთხვევაში შეატყობინეთ კლასის დამრიგებელს;
• ცხელების ან სხვა რესპირატორული დაავადების სიმპტომების გამოვლენისას უზრუნველყავით ბავშვის მიმართვა ოჯახის ექიმთან, ან ცხელების ცენტრში, შესაბამისი სამედიცინო მომსახურების მისაღებად და
პჯრ-ტესტირების ჩასატარებლად.

20/06/2020

📣 ქვეშის საჯარო სკოლის მოსწავლეთა საყურადღებოდ:
📣 1 ივლისიდან თქვენთვის მუშაობას იწყებს საზაფხულო კლუბი ,,ციფრული თაობა" 🖥
რომელსაც წარუძღვება ჩვენი სკოლის პედაგოგი, კომპანია Microsoft-ის ინოვაციური ესპერტ-მასწავლებელი, პროგრამის ,,ახალი სკოლის მოდელი'' ტექნოლოგიების ექსპერტი ნათია კურტანიძე 📣
შეხვედრები გაიმართება დისტანციურად,
1 ივლისიდან მთელი ზაფხულის განმავლობაში გარკვეული პერიოდულობით, პროგრამა Teams-ის საშუალებით.
ამ დროის მანძილზე თქვენ საშუალება გექნებათ:
🛑დაეუფლოთ პროგრამირების საწყის უნარებს;
🛑კარგად გაეცნოთ და იმუშაოთ office 365- ში შემავალ პროდუტებთან;
🛑გაიგოთ და გამოსცადოთ Minecraft-ის სასწავლო შესაძლებლობები და ა.შ.
📣საზაფხულო დისტანციური კლუბის მუშაობაში ჩართვა შეუძლია ჩვენი სკოლის ნებისმიერ მოსწავლეს მე-3 დან მე-12 კლასის ჩათვლით.
სურვილის შემთხვევაში, გთხოვთ, შეავსოთ სარეგისტრაციო ფორმა მოცემულ ბმულზე:

Microsoft Forms

Want your school to be the top-listed School/college in Gori?

Click here to claim your Sponsored Listing.

Location

Category

Culinary Team

Attire

Website

Address


Gori