17/06/2013
სამოქალაქო განათლების კლუბ ,,მედიატორის“ და ეკოლოგიური კლუბ ,,ეკო-ფილების“ წევრები სტუმრად იმყოფებოდნენ სოფ.ტინისხიდში, ლურსმანაშვილების მრავალშვილიან ოჯახში. აქციის მიზანი იყო, ცხოვრების გახალისება უკიდურესად გაჭირვებული ოჯახების შვილებისათვის, რომლებიც მძიმე ეკონომიკური მდგომარების გამო მუდმივ დეპრესიაში იმყოფებიან. ოჯახში ხუთი მცირეწლოვანი ბავშვი, უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობს. ოჯახის ერთადერთი შემოსავალი სოციალური დახმარებაა. მიწებს მხოლოდ მცირე რაოდენობით ამუშავებენ. დიასახლისი ამბობს, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო დიდი ფიზიკური დატვირთვა არ შეუძლია, ,, ბინა სხვისაა, დროებით გვათხოვეს და ახლა გვაცლევინებენ“ ამბობს ოჯახის დიასახლისი. მათ არ აქვთ არც ბუნებრივი აირი, არც წყალი. აქცია ერთჯერადი არაა, კლუბის წევრები კვლავაც აპირებენ ოჯახისათვის დახმარების გაწევას
სამოქალაქო განათლების კლუბ ,,მედიატორის“ და ეკოლოგიური კლუბ ,,ეკო-ფილების“ წევრები სტუმრად იმყოფებოდნენ სოფ.ტინისხიდში, ლურსმანაშვილების მრავალშვილიან ოჯახში. აქციის მიზანი იყო, ცხოვრების გახალისება უკიდურესად გაჭირვებული ოჯახების შვილებისათვის, რომლებიც მძიმე ეკონომიკური მდგომარების გამო მუდმივ დეპრესიაში იმყოფებიან. ოჯახში ხუთი მცირეწლოვანი ბავშვი, უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობს. ოჯახის ერთადერთი შემოსავალი სოციალური დახმარებაა. მიწებს მხოლოდ მცირე რაოდენობით ამუშავებენ. დიასახლისი ამბობს, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო დიდი ფიზიკური დატვირთვა არ შეუძლია, ,, ბინა სხვისაა, დროებით გვათხოვეს და ახლა გვაცლევინებენ“ ამბობს ოჯახის დიასახლისი. მათ არ აქვთ არც ბუნებრივი აირი, არც წყალი. აქცია ერთჯერადი არაა, კლუბის წევრები კვლავაც აპირებენ ოჯახისათვის დახმარების გაწევას.