კოლეჯი "განთიადი"

კოლეჯი "განთიადი" კოლეჯი „განთიადი“

21/09/2026

პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე რეგისტრაცია 2026 წლის 21 სექტემბერს დაიწყო და 9 ოქტომბრის ჩათვლით გაგრძელდება.

რეგისტრაცია შესაძლებელია როგორც ონლაინ, პროფესიული განათლების პორტალზე - vet.ge, ასევე, საქართველოს მასშტაბით მოქმედ პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელ დაწესებულებებში.

2026 წლის საშემოდგომო მიღების ფარგლებში, მთელი საქართველოს მასშტაბით, პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელი საჯარო და კერძო დაწესებულებები პროფესიულ სტუდენტებს მრავალფეროვან პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე მიიღებენ. მიღება გამოცხადებულია 568 პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე, მათ შორის, 37 საშუალო პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე, რომლებშიც ინტეგრირებულია სრული ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის სწავლის შედეგები. 80 პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში განსაზღვრული მისაღები ადგილების საერთო რაოდენობა 21 372-ს შეადგენს.

პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების, დაწესებულებების, მიღების პირობებისა და რეგისტრაციის შესახებ დეტალური ინფორმაცია ხელმისაწვდომია პროფესიული განათლების ელექტრონულ პორტალზე - vet.ge.

იხილეთ ვრცლად: https://mes.gov.ge/content.php?id=14932&lang=geo&csrt=16976931238914478917

🔸21 სექტემბერს, კოლეჯ ,, განთიადში” სტუმრად იმყოფებოდნენ, სსიპ დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს წარმომადგენლე...
21/09/2026

🔸21 სექტემბერს, კოლეჯ ,, განთიადში” სტუმრად იმყოფებოდნენ, სსიპ დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს წარმომადგენლები.
🔸ვიზიტის ფარგლებში კოლეჯის სტუდენტებს მიაწოდეს დეტალური ინფორმაცია სააგენტოში არსებული სერვისების და პროგრამების შესახებ.
ასევე გააცნეს აქტიური სტაჟირების პროგრამები და ტრენინგ-კურსები.
🔸 შეხვედრის მიზანი გახლდათ სტუდენტებისთვის სასურველი სამუშაოს თუ ტრენინგის მოძიება და დასაქმების შესაძლებლობების გაზრდა.

🟠მათთვის ვინც პროფესიული განათლებითაა დაინტერესებული!🟠კოლეჯი ,,განთიადი"  21 სექტემბრიდან - 9 ოქტომბრის ჩათვლით აცხადებს...
18/09/2026

🟠მათთვის ვინც პროფესიული განათლებითაა დაინტერესებული!
🟠კოლეჯი ,,განთიადი" 21 სექტემბრიდან - 9 ოქტომბრის ჩათვლით აცხადებს საშემოდგომო მიღებას!
🟠რეგისტრაციის გავლა შესაძლებელია როგორც ონლაინ: https://vet.ge/ -ზე ასევე კოლეჯ ,,განთიადში"
🟠 დამატებითი კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით :
☎️ 0(370) 22 78 71
📲577 49 18 59 / 577 177 992

🟠ჩვენი მისამართია: გორი, ბესიკის ქუჩა 2

📌შეგახსენებთ! სწავლა სრულად ფინანსდება სახელმწიფოს მიერ!
კოლეჯი ,,განთიადი" გისურვებთ წარმატებას!🎓✨

🔸 მიმდინარე წლის 17 სექტემბერს, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ გორის სახ...
18/09/2026

🔸 მიმდინარე წლის 17 სექტემბერს,
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში გამართულ “მეცნიერების რეგიონულ ფესტივალში” მიიღო მონაწილეობა.
🔸ფესტივალის ფარგლებში გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში სამეცნიერო და ლაბორატორიული შოუები, შემეცნებითი აქტივობები, საგანმანათლებლო რესურსებისა და სამეცნიერო პროექტების გამოფენები გაიმართა.

🔸2026 წლის, საგაზაფხულო მიღებაზე ჩარიცხული სტუდენტებისთვის სწავლა დაიწყება 14 სექტემბერს🔸გელოდებით კოლეჯ  ,,განთიადში" 1...
12/09/2026

🔸2026 წლის, საგაზაფხულო მიღებაზე ჩარიცხული სტუდენტებისთვის სწავლა დაიწყება 14 სექტემბერს
🔸გელოდებით კოლეჯ ,,განთიადში" 10:00 საათზე
🔸გისურვებთ წარმატებულ სასწავლო წელს!

🟠ა(ა)იპ კოლეჯ “განთიადში”, ერთიანი ეროვნული გამოცდების საფუძველზე პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე ,,მოდის ტექნოლოგი...
03/09/2026

🟠ა(ა)იპ კოლეჯ “განთიადში”, ერთიანი ეროვნული გამოცდების საფუძველზე პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე
,,მოდის ტექნოლოგია და დიზაინი" ჩარიცხულ აბიტურიენტთა დოკუმენტაციის
წარდგენის ვადა განისაზღვრა 2026 წლის 2 სექტემბრიდან -11 სექტემბრის
ჩათვლით.
🟠აბიტურიენტმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:
🔸სარეგისტრაციო განცხადება (ივსება საბუთების წარმოდგენის დროს კოლეჯში)
🔸პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი(უცხო ქვეყნის მოქალაქის
შემთხვევაში-პასპორტის ასლი და სანოტარო წესით დამოწმებული თარგმანი).
🔸სრული ზოგადი განათლების ან დიპლომის დამადასტურებელი დოკუნეტის დედანი
ან ნოტარიულად დამოწმებული ასლი, უცხოეთში/ოკუპირებულ ტერიტორიაზე
🔸მიღებული განათლების შემთხვევაში განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული
ცენტრის მიერ გაცემული განათლების აღიარების დოკუმენტი.
🔸17 წელს მიღწეული პირის შემთხვევაში(გარდა იმ პირისა, რომელიც წვევამდელთა
სამხედრო აღრიცხვას არ ექვემდებარება) წვევამდელის სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის ან
წვევამდელის სამხედრო აღრიცხვიდან მოხსნის დამადასტურებელი დოკუმენტი;
🔸არასრულწლოვანი პირის შემთხვევაში: დაბადების მოწმობის/პირადობის
დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი, მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის
პირადობის მოწმობის ასლი/ მეურვის შემთხვევაში - მეურვეობის დამადასტურებელი
დოკუმენტი.
გთხოვთ, გაითვალისწინოთ რომ არასრულწლოვან აბიტურიენტს მშობლის/კანონიერი
წარმომადგენლი თან უნდა ახლდეს განცხადების წარმოსადგენად.
დოკუმენტაციის დადგენილ ვადაში წარმოუდგენლობის შემთხვევაში, აპლიკანტი ვერ
ჩაირიცხება პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე.

🟠 კოლეჯი ,,განთიადი"  აცხადებს მიღებას მოკლევადიან პროფესიულ მომზადების პროგრამაზე: ,,ქართული ეროვნული სამოსის გამოჭრა დ...
02/09/2026

🟠 კოლეჯი ,,განთიადი" აცხადებს მიღებას
მოკლევადიან პროფესიულ მომზადების პროგრამაზე:
,,ქართული ეროვნული სამოსის გამოჭრა და ტექნოლოგიური დამუშავება"

🟠 რეგისტრაციის ვადებია : 3-6 სექტემბერი
🟠პროგრამის განხორციელების ვადაა 10 კვირა
🟠რეგისტრაციის გავლა შესაძლებელია როგორც ონლაინ:
vet.ge-ზე, ასევე კოლეჯ ,,განთიადში"
🟠მისამართი: გორი, ბესიკის ქუჩა 2

28/08/2026
12/08/2026

Address

ბესიკის ქუჩა # 2
Gori
1400

Alerts

Be the first to know and let us send you an email when კოლეჯი "განთიადი" posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The School

Send a message to კოლეჯი "განთიადი":

Shortcuts

Share