12/09/2017
მინდა ჩემზე მოგიყვეთ, ცოტა... :)
2004 წელს დავამთავრე გორის სახელმწიფო უნივერსიტეტი - ინგლისური ენისა და ლიტერატურის სპეციალობა შევიძინე - მაგისტრთან გათანაბრებული ხარისხი და წითელი დიპლომი ავიღე. მაშინ ეს ადვილი არ იყო. :) მყავდა არაჩვეულებრივი ლექტორები და ვფიქრობ, საუკეთესო ნაკადი გამოვიდა ამ წელს ბავშვების. ყველა არა რათქმაუნდა, მაგრამ უმრავლესობა ძლიერი სპეციალისტი და წარმატებული ადამიანია დღეს (ამის მიღწევა შევარდნაძის მიერ დაძირულ-დაღუპული 80-იანების ბავშვებთან ადვილი ნამდვილად არ იყო და თითოეული ჩვენგანი მადლობელი უნდა იყოს პაატა ჩხეიძის და ყველა იმ პედაგოგის რომლებიც მან შეკრიბა ამ დროს უცხო ენების კათედრაზე, ინგლისურის ფაკულტეტზე).
მოსწავლეებთან მუშაობა ჯერ კიდევ სტუდენტმა დავიწყე, ასევე ვმუშაობდი ამერიკელ მოხალისეებთან, რომლებსაც ქართულს ვასწავლიდი.
აქტიურად ვიღებდი მონაწილეობას სხვადასხვა სასერტიფიკატო კურსებში და რაც ყველაზე მთავარია ჯერ კიდევ 2000-იან წლებში დავიწყე საკუთარი პროგრამის მომზადება მოსწავლეებისათვის. (როგორც ინგლისურის ასევე ქართულის შემსწავლელთათვის) ამ პერიოდში ჯერ კიდევ არ ვიყავით გათამამებული სახელმძღვანელოების ესოდენ დიდი ასორტიმენტითა და არჩევანით. ...ეს ის საქმე იყო, საიდანაც ყველაზე დიდი სიამოვმება მივიღე მთელი ჩემი 14 წლიანი კარიერის განმავლობაში. მახსოვს, რაც უფრო რთული იყო მოსწავლე, მით უფრო მაინტერესებდა მასთან მუშაობა და იმ გზების ძიება რითიც გავხსნიდი ამა თუ იმ მოსწავლეში ენის ათვისების უნარს.
მას შემდეგ დიდი დრო გავიდა. 11 წელი ბიზნეს სფეროში გადავინაცვლე და მართალია ენასთან სისტემატიური შეხება მქონდა, მოსწავლეები აღარ მყოლია. ვიცოდი, დავუბრუნდებოდი ჩემს საქმეს, ადრე თუ გვიან.
და მე დავბრუნდი :) დავუბრუნდი საქმეს სადაც ჩემი უნარების გამოყენება ყველაზე ეფექტურად მოხდება, გავეცანი გათანამედროვებულ მასალას და მივხვდი რომ სწორი მიდგომები მქონდა კარიერის დასაწყისშიც, რაც ძალიან მახარებს.
ვაგრძელებ ჩემი პროგრამების დამუშავებას და უცხო ენის სწავლების მეთოდების კვლევას.
ვიწყებ კერძო მოსწავლეების აყვანით. ცოტა ხანში კი შემოგთავაზებთ მრავალმხრივ საგანმანათლებლო-გასართობ პროგრამებს სხვადასხვა ასაკის ბავშვებისათვის. სიახლეები გამოქვეყნდება ჩემს ფეისბუქ გვერდებზე.
მინდა მოსამზადებლად ავიყვანო სხვადასხვა ასაკის მოსწავლეები, რაც გარდა იმისა რომ გაცილებით საინტერესოა ჩემთვის ვიდრე ერთ კატეგორიასთან მუშაობა, ასევე აუცილებელია ჩემი მომავალი გეგმების განსახორციელებლად. მოსწავლეთა რაოდენობა შეზღუდულია, რადგან ჩემი დროის ნაწილი დაეთმობა იმ გასართობ-შენეცნებითი პროგრამების მომზადებას, რომლებიც ზემოთ ვახსენე.
ჩემთან კერძოდ მომზადების მსურველებს შეუძლიათ იხილონ ინფორმაცია ფასებისა და პირობების შესახებ ამავე ფეისბუქ გვერდზე. თუმცა აქაც მინდა აღვნიშნო, იმის გამო რომ ჩემს მუშაობას ჯერ არ იცნობს საზოგადოება და ყოველივე ადამიანი რომელიც ჩემთან მოვა ნოემბრამდე თავისდაუნებურად დამეხმარება ჩემი ცხოვრების ახალი და მნიშვნელოვანი თავის დაწყებაში, გარკვეულ რაოდენობას მოსწავლეებისა, რომლებიც ყველაზე პირველები დარეგისტრირდებიან, საჩუქრის სახით გავუკეთებ უპრეცენდენტო ფასდაკლებებს, რიმლითაც მთელი 2018 წლის განმავლობაში ისარგებლებენ.
წინასწარ მადლობას გიხდით ნდობისათვის. გელოდებით