სსიპ ქ. გორის მე-2 საჯარო სკოლა

  • Home
  • Georgia
  • Gori
  • სსიპ ქ. გორის მე-2 საჯარო სკოლა

სსიპ ქ. გორის  მე-2 საჯარო სკოლა გორის სსიპ №2 სკოლა Gori public school №2

20/04/2021

https://www.facebook.com/MESGeorgia/

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ოფიციალური გვერდი

13/03/2021

15 მარტიდან 19 მარტის ჩათვლით გორის N2 საჯარო სკოლა აგრძელებს დისტანციურ სწავლებას.
გისურვებთ ჯანმრთელობას!

01/03/2021

2 მარტიდან 6 მარტამდე გორის N2 საჯარო სკოლა გადადის დისტანციურ სწავლებაზე.
გისურვებთ ჯანმრთელობას!

17/01/2021

გორის №2 საჯარო სკოლის მოსწავლეების, მასწავლებლებისა და მშობლების საყურადღებოდ!
მეორე სემესტრი დაიწყება 2021 წლის 18 იანვარს, დისტანციურად!
წარმატებებს გისურვებთ! ❤️

01/01/2021
შეხვედრა დათო ტურაშვილთან გაცნობებთ, რომ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ 29 ოქტომბ...
05/11/2020

შეხვედრა დათო ტურაშვილთან

გაცნობებთ, რომ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ 29 ოქტომბრიდან დაიწყო პროექტი - ქართული ხელოვნების მოღვაწეები - საქართველოს მოსწავლეებისთვის. პროექტის ფარგლებში, ყოველ ხუთშაბათს ,14:00 საათზე, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მოსწავლეებს და მასწავლებლებს საშუალება ექნება ერთი საათის მანძილზე მოუსმინონ სხვადასხვა სფეროს ცნობილ წარმომადგენლებს, დაუსვან მათ შეკითხვები, გაეცნონ მათ შემოქმედებას.

მორიგი შეხვედრა გაიმართება 05 ნოემბერს, 14:00 საათზე, მწერალ დავით ტურაშვილთან.

შეხვედრებს ხელოვნების ექსპერტი მაია დათუნაშვილი გაუძღვება.

დაგეგმილ ვებინარზე დამსწრეთათვის განკუთვნილი ბმული https://teams.microsoft.com/l/meetup-join/19%3ameeting_OWU5MjY0M2QtMmJlMS00MmEzLTg2ZDAtMDAyNmRmZjMwYTdl%40thread.v2/0?context=%7b%22Tid%22%3a%2261d2e93c-423d-43b4-8f23-1580c2341952%22%2c%22Oid%22%3a%22c0342a75-cd40-444e-92f4-58f2d1aef6e0%22%2c%22IsBroadcastMeeting%22%3atrue%7d.

14/10/2020

📣ყურადღება!

ქალაქ გორის N2 საჯარო სკოლაში ფუნქციონირებას იწყებს დებატების კლუბი.

G I D E • საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი
ლეილა ჯანაშვილი

21/07/2020

შემაჯამებელ ტესტში მოსწავლეებმა - საბა ხარიბეგაშვილმა, ირაკლი ბაინდურაშვილმა, ანასტასია აბალაკიმ და თამარ თარხ...

04/05/2020

2020-2021 სასწავლო წლისთვის პირველკლასელთა
რეგისტრაცია

✅ რეგისტრაციის II ეტაპი განხორციელდება 11 მაისიდან 1 ივნისის ჩათვლით,
ხოლო დოკუმენტების წარდგენა შესაძლებელი იქნება 11 მაისიდან 5 ივლისის ჩათვლით.

ამ ეტაპზე სკოლაში დარეგისტრირდებიან ბავშვები:

➡ რომელთა და-ძმა სწავლობს სასურველ სკოლაში;

➡ მშობელი არის კონკრეტული სკოლის თანამშრომელი;

➡ ოჯახიდან ერთდროულად ორი ან მეტი ბავშვი შედის პირველ კლასში.

✔ რეგისტრაცია განხორციელდება საჯარო სკოლებში მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის განცხადების საფუძველზე. დადგენილ ვადებში დოკუმენტაციის წარუდგენლობის შემთხვევაში, რეგისტრაცია ავტომატურად გაუქმდება.

✅ III ეტაპი - საყოველთაო რეგისტრაცია - 2 ივნისს დაიწყება და 25 ივნისის ჩათვლით გაგრძელდება, ხოლო დოკუმენტაციის წარდგენა 2 ივნისიდან 5 ივლისის ჩათვლით გაგრძელდება.

✔ რეგისტრაცია განხორციელდება განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ოფიციალურ ვებგვერდზე ➡ registration.emis.ge ელექტრონულ რეგისტრაციას უზრუნველყოფს მშობელი/კანონიერი წარმომადგენელი. დადგენილ ვადებში ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტაციის წარუდგენლობის შემთხვევაში, რეგისტრაცია ავტომატურად გაუქმდება.

✅ IV ეტაპზე პირველკლასელთა რეგისტრაცია და დოკუმენტაციის წარდგენა 20 აგვისტოს დაიწყება და 10 სექტემბრის ჩათვლით გაგრძელდება.

➡ ამ ეტაპზე გამოთავისუფლებულ/ვაკანტურ ან დარჩენილ თავისუფალ ადგილებზე მოხდება იმ მოსწავლეთა რეგისტრაცია, რომლებიც I, II და III ეტაპებზე ვერ დარეგისტრირდნენ ან სურთ რეგისტრაციის შეცვლა.
➡ მოსწავლის რეგისტრაციას მეოთხე ეტაპზე უზრუნველყოფს საჯარო სკოლა მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის მიერ წარდგენილი აუცილებელი დოკუმენტაციის საფუძველზე.

✅ ქვეყანაში არსებელი მდგომარეობის გამო, სკოლა მუშაობს დისტანციურ რეჟიმში. შესაბამისად შეცვლილია საქმისწარმოების წესი. საბუთების მიღება იწარმოებს სკოლის ელექტრონული ფოსტის ([email protected]) მეშვეობით. ხოლო იმ მშობლებისთვის ვინც ვერ მოახერხებს საბუთების ელექტრონული ფოსტით მოწოდებას, სკოლაში მატერიალურად საბუთების მიღება იწარმოებს მხოლოდ ხუთშაბათს, 12:00 საათიდან 17:00 საათამდე.
გთხოვთ, გაითვალისწინოთ აღნიშნული, ხოლო სკოლაში გამოცხადებისას დაიცვათ სახელმწიფოს მიერ დადგენილი უსაფრთხოების ნორმები!
ელექტრონულ ფოსტაზე შემოსული განცხადებები, თანდართული დოკუმენტაციით უნდა იყოს დასკანერებული ან PDF ფორმატში.
ბავშვის დარეგისტრირების შესახებ ინფორმაციას მიიღებთ თქვენს ელექტრონულ ფოსტაზე ან SMS შეტყობინებით პირად მობილურ ნომერზე.

✅ საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში მოსწავლის პირველკლასში ჩასარიცხად წარსადგენი აუცილებელი დოკუმენტების ნუსხა:

➡ მოსწავლის კანონიერი წარმომადგენლის განცხადება, რომელიც უნდა შეიცავდეს კანონიერი წარმომადგენლის საცხოვრებელი ადგილისა და ტელეფონის ნომრის თაობაზე ინფორმაციას და უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 78-ე მუხლით დადგენილ სხვა მოთხოვნებს,

➡ კანონიერი წარმომადგენლის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი და საქართველოში ბინადრობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
დოკუმენტების უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში, მათ უნდა დაერთოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შესრულებული თარგმანი ქართულ ენაზე).

➡ მოსწავლის დაბადების მოწმობის ან პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი და საქართველოში ბინადრობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში). დოკუმენტების უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში, მათ უნდა დაერთოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შესრულებული თარგმანი ქართულ ენაზე).

დამატებითი კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით:
ტელ.: 577922502; 577091283.

გისურვებთ ჯანმრთელობას!

პატივისცემით,
სსიპ ქალაქ გორის N2 საჯარო სკოლა

Address

ლომურის ქუჩა N 20
Gori
1400

Opening Hours

Monday 08:30 - 18:00
Tuesday 08:30 - 18:00
Wednesday 08:30 - 18:00
Thursday 08:30 - 18:00
Friday 08:30 - 18:00
Saturday 08:30 - 18:00
Sunday 08:30 - 18:00

Telephone

8370272895

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when სსიპ ქ. გორის მე-2 საჯარო სკოლა posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The School

Send a message to სსიპ ქ. გორის მე-2 საჯარო სკოლა:

Shortcuts

Share

Category