ეროვნული თავდაცვის აკადემია / National Defence Academy

  • Home
  • Georgia
  • Gori
  • ეროვნული თავდაცვის აკადემია / National Defence Academy

ეროვნული თავდაცვის აკადემია / National Defence Academy დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემია

ეროვნული თავდაცვის აკადემიის სამხედრო მოსამსახურე, კაპრალი თემურ დადიანი, „დაუმარცხებელი სულის ჯილდოს“ პირველი დაჯილდოებ...
25/09/2026

ეროვნული თავდაცვის აკადემიის სამხედრო მოსამსახურე, კაპრალი თემურ დადიანი, „დაუმარცხებელი სულის ჯილდოს“ პირველი დაჯილდოების ფარგლებში, ჰენრი ვორსლის ჯილდოს მფლობელი გახდა.
აღნიშნული ჯილდო გადაეცემა ადამიანს, რომელმაც მნიშვნელოვანი მიღწევების გზაზე განსაკუთრებული სიმტკიცე და შეუპოვრობა გამოავლინა, დაეხმარა სხვებს საკუთარი შესაძლებლობების რეალიზებაში, დაძლია სირთულეები და ხელი შეუწყო სპორტის განვითარებას, როგორც რეაბილიტაციის მნიშვნელოვან საშუალებას.
კაპრალი დადიანი, როგორც ადაპტირებული სპორტის სპეციალისტი, აქტიურად უჭერს მხარს თანამებრძოლებს, მათ შორის მძიმე დაზიანებების მქონე პირებს, სპორტულ აქტივობებში ჩართულობისა და რეაბილიტაციის პროცესში.
დაჯილდოების ცერემონია ლონდონში, „სამეფო საზღვაო კოლეჯში“ გაიმართა. ჰენრი ვორსლის ჯილდო თემურ დადიანს სასექსის ჰერცოგმა, პრინცმა ჰარიმ, მაქს და ალისია უორსლისებთან ერთად გადასცა.

ეროვნული თავდაცვის აკადემიაში პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა, რაც სამხედრო მო...
25/09/2026

ეროვნული თავდაცვის აკადემიაში პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა, რაც სამხედრო მოსამსახურეებისა და მათი ოჯახის წევრების პროფესიული განათლების შესახებ ცნობიერების ამაღლებას ისახავდა მიზნად.
პროფესიული განათლების პროგრამა სამხედრო მოსამსახურეების ოჯახის წევრებს შესაძლებლობას აძლევს, სრული სახელმწიფო დაფინანსებით დაეუფლონ ახალ პროფესიებს, მიიღონ შესაბამისი ცოდნა და პროფესიული კუთხით დასაქმდნენ.
შეხვედრის ფარგლებში პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლებმა გაცნობითი სახის პრეზენტაციები ჩაატარეს. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.

ეროვნული თავდაცვის აკადემიაში შიდა საფეხბურთო ტურნირი გაიმართა. ტურნირში მონაწილეობა მიიღო იუნკერების, მსმენელების და სე...
24/09/2026

ეროვნული თავდაცვის აკადემიაში შიდა საფეხბურთო ტურნირი გაიმართა. ტურნირში მონაწილეობა მიიღო იუნკერების, მსმენელების და სერჟანტ/ოფიცრებით დაკომპლექტებულმა ხუთმა გუნდმა.
ფინალურ შეხვედრას აკადემიის მეთაურის პირველი მოადგილე პოლკოვნიკი იმედა გვრიტიშვილი და სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელი პირები დაესწრნენ. ფინალურ შეხვედრაში ერთმანეთს იუნკერთა სასწავლო ბატალიონის მეოთხე კურსის იუნკერების და აკადემიის სერჟანტ/ოფიცერთა გუნდები დაუპირისპირდნენ, რომელშიც გამარჯვება იუნკერთა გუნდმა მოიპოვა.
გამარჯვებულ გუნდს თასი აკადემიის მეთაურის პირველმა მოადგილემ გადასცა. მეორე ადგილზე გასული გუნდი კი, საპატიო სიგელით დაჯილდოვდა. ტურნირის „საუკეთესო ფეხბურთელი“ გახდა მეოთხე კურსის თეიმურაზ თარგამაძე, ხოლო „საუკეთესო თავდამსხმელი“ მეოთხე კურსის იუნკერი ვახტანგ დანელია.
ეროვნული თავდაცვის აკადემიაში გამართული სპორტული აქტივობები ჯანმრთელი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას უწყობს ხელს. ამ კუთხით აკადემიაში სპორტის სხვადასხვა სახეობაში შეჯიბრებები, მათ შორის, ფეხბურთის ტურნირი ყოველწლიურად ტარდება.

2026 წლის 3 ნოემბერს  ეროვნული თავდაცვის აკადემიაში გაიმართება  სტუდენტური პრაქტიკული კონფერენცია „კიბერუსაფრთხოების გამ...
23/09/2026

2026 წლის 3 ნოემბერს ეროვნული თავდაცვის აკადემიაში გაიმართება სტუდენტური პრაქტიკული კონფერენცია „კიბერუსაფრთხოების გამოწვევები თანამედროვე მსოფლიოში“.

კონფერენციაში მონაწილეობის მსურველებმა ნაშრომი უნდა წარმოადგინონ ნაშრომის შესრულების სტანდარტის მიხედვით, მიმდინარე წლის 15 ოქტომბრამდე აკადემიის ოფიციალურ ელექტრონულ მისამართზე: [email protected]

იხილეთ აკადემიის ვებ გვერდის ბმულზე:https://eta.edu.ge/ge/news/read/1757/studenturi-praqtikuli-konferencia

მიმდინარე წლის 16-17 სექტემბერს, სსიპ დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიაში NATO-ს ექსპ...
18/09/2026

მიმდინარე წლის 16-17 სექტემბერს, სსიპ დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიაში NATO-ს ექსპერტთა ჯგუფი იმყოფებოდა.
ვიზიტის ფარგლებში, ექსპერტთა ჯგუფს შეხვდა აკადემიის მეთაური, ბრიგადის გენერალი მამია ბალახაძე. შეხვედრაზე მხარეებმა აკადემიის საქმიანობის, ხარისხის მართვისა და საგანმანათლებლო მიმართულებების შესახებ ისაუბრეს. ექსპერტებმა ასევე დაათვალიერეს აკადემიის ინფრასტრუქტურა და სასწავლო გარემო.
ვიზიტის მიზანს აკადემიის საქმიანობის NATO-ს ხარისხის მართვის სტანდარტებთან მიმართებით შეფასება წარმოადგენდა, NATO-ს ინსტიტუციური აკრედიტაციის მოპოვების მიზნით.
NATO-ს ექსპერტთა მიერ შეფასდა აკადემიის ხელმძღვანელობის მართვის პრინციპები, სწავლა-სწავლების პროცესი და აკადემიის კონტრიბუცია NATO-სთვის. აკადემია ახორციელებს როგორც აკადემიურ უმაღლეს განათლებას, ასევე კურსს „კონტრტერორიზმი და ამბოხებულთა წინააღმდეგ ბრძოლა“ NATO-ს წევრი და პარტნიორი ქვეყნების წარმომადგენლებისთვის.
აღსანიშნავია, რომ ეროვნული თავდაცვის აკადემიის საქმიანობა თავსებადია NATO-ს ხარისხის მართვის სტანდარტებთან და კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს აკადემიის მნიშვნელოვან როლს საერთაშორისო საგანმანათლებლო და პროფესიული განვითარების მიმართულებით.

მიმდინარე წლის 2 ნოემბრიდან ტარდება ეროვნული თავდაცვის აკადემიის მიერ ორგანიზებული ფასიანი სერტიფიცირებული ტრენინგ-კურსი...
18/09/2026

მიმდინარე წლის 2 ნოემბრიდან ტარდება ეროვნული თავდაცვის აკადემიის მიერ ორგანიზებული ფასიანი სერტიფიცირებული ტრენინგ-კურსი.

ტრენინგ-კურსზე რეგისტრაციის თარიღი:

21 სექტემბრიდან 20 ოქტომბრის ჩათვლით.

ტრენინგ-კურსის ჩატარების თარიღი:

2 ნოემბრიდან 25 დეკემბრის ჩათვლით.

დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ აკადემიი ვებგვერდზე: https://elearning.eta.edu.ge/news/88

სსიპ – დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის მეთაური ბრიგადის გენერალი მამია ბალახაძე და...
17/09/2026

სსიპ – დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის მეთაური ბრიგადის გენერალი მამია ბალახაძე და აკადემიის სამსახურების წარმომადგენლები იუნკერთა სასწავლო ბატალიონის პირველი კურსის იუნკერებს შეხვდნენ.
შეხვედრის ფარგლებში აკადემიის მეთაურმა იუნკერებს წარმატებები უსურვა ახალი სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით და ყურადღება გაამახვილა პროფესიული განვითარებისა და ცოდნის მიღების მნიშვნელობაზე. მან აღნიშნა, რომ აკადემიაში სწავლა მნიშვნელოვან შესაძლებლობას წარმოადგენს ახალი ცოდნისა და გამოცდილების მისაღებად, პროფესიული უნარების გასავითარებლად და მომავალ საქმიანობაში მიღებული ცოდნის წარმატებით გამოყენებისთვის.
აკადემიის მეთაურმა იუნკერებს მოუწოდა, სასწავლო პროცესს მაქსიმალური პასუხისმგებლობითა და მოტივაციით მიუდგნენ, აქტიურად ჩაერთონ სასწავლო და პრაქტიკულ აქტივობებში და გამოიყენონ აკადემიაში სწავლის პერიოდი საკუთარი შესაძლებლობების განვითარებისათვის
ხოლო აკადემიის სამსახურების წარმომადგენლებმა იუნკერებს გააცნეს თავიანთი სამსახურების ძირითადი ფუნქციები, საქმიანობის მიმართულებები და ის მნიშვნელოვანი საკითხები, რომლებიც აკადემიაში მათ ყოველდღიურ ცხოვრებისა და სასწავლო პროცესის ორგანიზებას უკავშირდება.

15/09/2026
ეროვნული თავდაცვის აკადემია აცხადებს მიღებას სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამებზე.დამატებითი ინფორმაცია იხილეთ აკადემი...
11/09/2026

ეროვნული თავდაცვის აკადემია აცხადებს მიღებას სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამებზე.
დამატებითი ინფორმაცია იხილეთ აკადემიის ვებგვერდზე: https://eta.edu.ge/ge/page/166/gaxdi-magistraturis-msmeneli
ეროვნული თავდაცვის აკადემია გისურვებთ წარმატებას!

Address

გორი, ცხინვალის გზატკეცილი, მე-3 კმ
Gori

Alerts

Be the first to know and let us send you an email when ეროვნული თავდაცვის აკადემია / National Defence Academy posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The School

Send a message to ეროვნული თავდაცვის აკადემია / National Defence Academy:

Shortcuts

Share