18/11/2014
მოგესალმებით,
გაცნობებთ, რომ სსიპ „ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდი“ დეკემბრის თვეში გამართავს კონფერენციას თემაზე „ახალგაზრდების დასაქმების უნარიანობის გაზრდის პოლიტიკა - არსებული გამოწვევები და მიდგომები.“
კონფერენციის მიზანია ახალგაზრდობის სფეროში მოღვაწე პოლიტიკის მკვლევარების ჩართვა ფონდის ინტერვენციების სტრატეგიის დაგეგმვის პროცესში, რაც ხელს შეუწყობს მტკიცებულებებზე დაფუძნებული გადაწყვეტილების მიღებას.
ფონდს სურს გაითვალისწინოს მისთვის საინტერესო თემებით მომუშავე მკველვარებისა და პრაქტიკოსების აზრი და დაამყაროს მათთან თანამშრომლობითი ურთიერთობები.
აღნიშნული კონფერენცია იქნება პლატფორმა კერძო და სახელმწიფო სექტორებისთვის, რომლებიც უზრუნველყოფენ სერვისებს ახალგაზრდულ სფეროში და შეიმუშავებენ სტრატეგიებს დასაქმების პოლიტიკისთვის.
სპორტის და ახალგაზრდობის სამინისტროს წარმომადგენლების გარდა, გვაქვს დიდი სურვილი არასამთავრობო და კერძო სექტორის წარმომადგენელებისგან მოვისმინოთ შეფასებები და რეკომენდაციები შემდგომ საკითხებზე:
1. სახელმწიფო ზრუნვიდან გამოსული ახალგაზრდების დასაქმების უნარიანობის საკითხები
2. ახლგაზრდა შშმპ-თა დასაქმებასთან დაკავშირებული საკითხები და მათი დასაქმების უნარიანობის გაზრდის სტრატეგიები
3. მოწყვლადი ახალგაზრდობის დასაქმებაზე ორიენტირებული სოციალური მეწარმეობა - ევროპული მიდგომები და ქართული რეალობა
4. ახალგაზრდა ქალების დასაქმებისუნარიანობა და დასაქმება
გთხოვთ მოგვწეროთ გსურთ თუ არა რომელიმე ამ თემასთან დაკავშირებით გააკეთოთ 15 წუთიანი მოხსენება. თუკი თქვენი სურვილია თქვენი მოხსენება შეეხოს კონფერენციის ძირითად თემასთან დაკავშირებულ რომელიმე სხვა საკითხს, მოგვწერეთ და ჩვენ განვიხილავთ ასეთ შესაძლებლობას.
ასევე მოგმართავთ თხოვნით გვირჩიოთ თქვენთვის ნაცნობი ამ სფეროში მოღვაწე ექსპერტები და ორგანიზაციები, რომლებიც კვალიფიციურად იმსჯელებენ აღნიშნულ თემებზე.
მოხსენებების გარდა კონფერენციის ფორმატი ითვალისწინებს დაისკუსიას და მუშაობას მცირე ჯგუფებში მომავალი პარტნიორობის გზების დასასახად.
გთხოვთ 27 ნოემბრამდე გამოგვიგზავნოთ თქვენი თანხმობა და შემოთავაზებები კონფერენციასთან დაკავშირებით.
ასევე ორგანიზაციის სახელი, რომელსაც წარმოადგენთ.
პატივისცემით,