სსიპ ქ. გორის N6 საჯარო სკოლა

  • Home
  • Georgia
  • Gori
  • სსიპ ქ. გორის N6 საჯარო სკოლა

სსიპ ქ. გორის N6 საჯარო სკოლა სსიპ ქ. გორის N6 საჯარო სკოლის facebook-ის ოფიციალური გვერდი.

ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ ჩვენი სკოლის X კლასის მოსწავლის, მარიამ წიკლაურის, გარდაცვალების გამო.მარიამის გარდაცვალება ...
07/09/2026

ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ ჩვენი სკოლის X კლასის მოსწავლის, მარიამ წიკლაურის, გარდაცვალების გამო.

მარიამის გარდაცვალება უმძიმესი დანაკარგია მთელი ჩვენი სკოლისთვის. ამ მძიმე წუთებში თანავუგრძნობთ და ვუსამძიმრებთ მარიამის ოჯახს, ახლობლებს, მეგობრებს, თანაკლასელებსა და პედაგოგებს..

მისი ხსოვნა სამუდამოდ დარჩება ჩვენი სკოლის თითოეული წევრის გულში.

სსიპ ქალაქ გორის N6 საჯარო სკოლა ულოცავს ჩვენი სკოლის ღვაწლმოსილ ყოფილ პედაგოგს, ქალბატონ ამალია ხავაზიანს, 90 წლის საიუ...
01/09/2026

სსიპ ქალაქ გორის N6 საჯარო სკოლა ულოცავს ჩვენი სკოლის ღვაწლმოსილ ყოფილ პედაგოგს, ქალბატონ ამალია ხავაზიანს, 90 წლის საიუბილეო თარიღს!

ვუსურვებთ ჯანმრთელობას, დღეგრძელობას, მხნეობასა და ბედნიერებით სავსე წლებს! 🎉

25/08/2026
20/08/2026

სსიპ ქალაქ გორის N6 საჯარო სკოლას ესაჭიროება დამლაგებელი 1 სექტემბრიდან.

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, მობრძანდეთ მისამართზე: ქ. გორი, რუსთაველის ქუჩა N24.

ანა ფერაძის სახელობის სამხატვრო სკოლამ გორის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების მოსწავლეთა ნამუშევრების გამოფენას უმასპინძლ...
18/08/2026

ანა ფერაძის სახელობის სამხატვრო სკოლამ გორის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების მოსწავლეთა ნამუშევრების გამოფენას უმასპინძლა. გამოფენაში ჩვენი სკოლიდან მონაწილეობა მიიღო IX კლასის მოსწავლემ, ნინი ბულბულაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ აღნიშნული გამოფენა გორის მუნიციპალიტეტის მერიის ინიციატივით მოეწყო და მიზნად ისახავდა მოსწავლეთა შემოქმედებითი შესაძლებლობების წარმოჩენასა და ნიჭიერი ახალგაზრდების მხარდაჭერას.

ღონისძიების ფარგლებში, გორის მერმა, კონსტანტინე ბუზალაძემ, და საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსმა, გიორგი ბერძნიშვილმა, ნიჭიერ ახალგაზრდა მხატვრებს მადლობის სერტიფიკატები გადასცეს.

ბათუმში გამართულ ტაეკვონდოს ღია ჩემპიონატზე, რომელშიც საქართველოს გარდა კიდევ ხუთი ქვეყნის სპორტსმენები მონაწილეობდნენ, ...
04/08/2026

ბათუმში გამართულ ტაეკვონდოს ღია ჩემპიონატზე, რომელშიც საქართველოს გარდა კიდევ ხუთი ქვეყნის სპორტსმენები მონაწილეობდნენ, გორის შოთა ჩოჩიშვილის სახელობის კომპლექსური სპორტული სკოლის სპორტსმენებმა შესანიშნავი შედეგები აჩვენეს.

განსაკუთრებით გვახარებს, რომ ჩემპიონატის ვიცე-ჩემპიონებს შორისაა ჩვენი სკოლის IIIბ კლასის მოსწავლე გაბრიელ ჯეირანაშვილი, რომელმაც ღირსეულად მოიპოვა მეორე საპრიზო ადგილი.

ვულოცავთ გაბრიელს, მის მწვრთნელებსა და ოჯახს ამ წარმატებას! ვუსურვებთ კიდევ ბევრ გამარჯვებასა და წინსვლას! 🎉

გორის ანა ფერაძის სახელობის სამხატვრო სკოლაში მიმდინარეობს მუნიციპალიტეტში მცხოვრები მოსწავლე-ახალგაზრდების ნამუშევრების...
26/07/2026

გორის ანა ფერაძის სახელობის სამხატვრო სკოლაში მიმდინარეობს მუნიციპალიტეტში მცხოვრები მოსწავლე-ახალგაზრდების ნამუშევრების გამოფენა, სადაც წარმოდგენილია ნიჭიერი ახალგაზრდა მხატვრების მიერ შესრულებული ნახატები.

განსაკუთრებული სიხარულით აღვნიშნავთ, რომ გამოფენაში მონაწილეობს ჩვენი სკოლის მოსწავლე - ნინი ბულბულაშვილი.

გამოფენა ერთი კვირის განმავლობაში გაგრძელდება გორის ანა ფერაძის სახელობის სამხატვრო სკოლაში.

გიწვევთ გამოფენის დასათვალიერებლად და ჩვენი ახალგაზრდა ხელოვანების მხარდასაჭერად!

ხელოვნების მასწავლებელი - ნია ლომოური.

ბაქოში გამართულ საერთაშორისო კონკურს-ფესტივალზე „მეგობრობის ხიდი“, რომელშიც 10-ზე მეტი ქვეყნიდან 400-მდე მონაწილე მონაწი...
24/07/2026

ბაქოში გამართულ საერთაშორისო კონკურს-ფესტივალზე „მეგობრობის ხიდი“, რომელშიც 10-ზე მეტი ქვეყნიდან 400-მდე მონაწილე მონაწილეობდა, ჩვენი სკოლის IXბ კლასის მოსწავლემ, ლიზი ინჯიამ, უფროს ასაკობრივ კატეგორიაში I საპრიზო ადგილი დაიკავა.

ვულოცავთ ლიზის ამ მნიშვნელოვან წარმატებას და ვუსურვებთ კიდევ ბევრ გამარჯვებასა და შემოქმედებით წარმატებას! 🎉

15/07/2026

გორის მეექვსე საჯარო სკოლის დირექცია, პედაგოგიური კოლექტივი, მოსწავლეები და მᲨობლები თანავუგრᲫნობთ ლიზი ვალიᲨვილს დედისა და დის გარდაცვალებას!

საქართველოს იაკობ გოგებაშვილის სახელობის პედაგოგთა კავშირის მიერ ორგანიზებულ სამეცნიერო-პედაგოგიურ-ლიტერატურულ კონკურსში...
29/06/2026

საქართველოს იაკობ გოგებაშვილის სახელობის პედაგოგთა კავშირის მიერ ორგანიზებულ სამეცნიერო-პედაგოგიურ-ლიტერატურულ კონკურსში „შენ ფესვო ჩემო ძლიერო“ ჩვენი სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი, თამარ ამბრიაშვილი, დაჯილდოვდა ოქროს სიგელით - სიტყვის ოსტატობისა და მაღალი მხატვრული ხარისხისათვის.

ვულოცავთ თამარს ამ მნიშვნელოვან წარმატებას და ვუსურვებთ კიდევ მრავალ პროფესიულ მიღწევას!

Address

Gori
1400

Opening Hours

Monday 09:00 - 17:00
Tuesday 09:00 - 17:00
Wednesday 09:00 - 17:00
Thursday 09:00 - 17:00
Friday 09:00 - 17:00

Telephone

+995370272622

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when სსიპ ქ. გორის N6 საჯარო სკოლა posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Shortcuts

Share

Category