პატარა გარეჯვრის საჯარო სკოლა•Patara Garejvari Public School

  • Home
  • Georgia
  • Gori
  • პატარა გარეჯვრის საჯარო სკოლა•Patara Garejvari Public School

პატარა გარეჯვრის საჯარო სკოლა•Patara Garejvari Public School სსიპ გორის მუნიციპალიტეტის სოფელ პატარა გარეჯვრის საჯარო სკოლა.

სკოლის მისია

სკოლის მისიაა მოსწავლეებში ისეთი კომპეტენციების განვითარება, რომლებიც ხელს შეუწყობს წიგნიერი, კრიტიკულად მოაზროვნე, შემოქმედებითი და მიზანდასახული, ინფორმირებული და პასუხისმგებლობის გრძნობის, პატრიოტული და კულტურული ღირებულებების მქონე პიროვნების ჩამოყალიბებას, რომელიც ორიენტირებული იქნება უწყვეტ განვითარებაზე და გახდება საზოგადოების აქტიური წევრი, რომელიც ეფექტურად მიიღებს მონაწილეობას როგორც ქვეყნის, ისე გლობალურ პროცესებში.

სკოლის ხედვა

სკოლის ხედვაა - სკოლა გახდეს ერთ-ერთი წამყვანი საგანმანათლებლო დაწესებულება რეგიონსა და ქვეყანაში, რომელიც ქმნის ინოვაციურ, მრავალფეროვან , ძალადობისა და დისკრიმინაციის ნებისმიერი ფორმისაგან თავისუფალ, წამახალისებელ და მხარდაჭერილ გარემოს. სკოლის მიზანია თანამედროვე ინფრასტრუქტურის, ინოვაციური ტექნოლოგიების განვითარების და სკოლის კომპიუტერიზაციით, გამართული საგანმანათლებლო პროცესების გამოყენებით, მშობელთა აქტიური ჩართულობით სასწავლო-აღმზრდელობით პროცესში შექმნას ისეთი გარემო, სადაც თითოეული მოსწავლე სრულად ავითარებს თავის პოტენციალს.



სკოლის ღირებულებები:
• პატივისცემა და თანასწორობა -სკოლაში უზრუნველყოფილია თითოეული ადამიანის ღირსების პატივისცემა და უფლებების დაცვა და ეს ყოველდღიურ საქმიანობაში აისახება თითოეული ადამიანის შეხედულებების და საჭიროებების გათვალისწინებით . სკოლის გარემოში ყველა მოსწავლე, პედაგოგი და თანამშრომელი ფასდება თანასწორად, მიუხედავად მათი სოციალური, ეთნიკური თუ კულტურული განსხვავებებისა.
• გამჭვირვალობა - სკოლის საქმიანობა, ხედვები და ღირებულებები საჯაროდაა ხელმისაწვდომი და წინასწარ ცნობილია ყველა დაინტერესებული პირისათვის, უზრუნველყოფილია სკოლის საქმიანობის შესახებ ინფორმაციის საჯაროობა.
• მიუკერძოებლობა - სკოლის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები შეესაბამება მოქმედ კანონმდებლობასა და ითვალისწინებს დაინტერესებულ მხარეთა საუკეთესო ინტერესებს. სკოლაში ყურადღება ექცევა ეთიკის ნორმებისა და პროფესიული სტანდარტების შესრულებას.
• პასუხისმგებლობა - სასკოლო საზოგადოება პასუხისმგებელია არა მხოლოდ პირად წარმატებაზე, არამედ სკოლის განვითარებისა და საერთო მიზნების შესრულებაზე.
• თანამშრომლობა და გუნდური მუშაობა - სკოლის თითოეული წევრი ხელს უწყობს ერთმანეთის იდეების განვითარებას, ცოდნის გაზიარებას და შემოქმედების მხარდაჭერას. თანამშრომლობა ასევე უზრუნველყოფს ჯანსაღ, პროდუქტიულ და პოზიტიურ ურთიერთობებს მასწავლებლებს, მოსწავლეებსა და მშობლებთან. სკოლა მზად არის დაინტერესებულ მხარეებთან თანამშრომლობისთვის.
• ობიექტურობა - ჩვენი სკოლის მუშაობა და შეფასება ეფუძნება ობიექტურობას, რაც ნიშნავს იმას, რომ ყველა გადაწყვეტილება, შეფასება და მიდგომა მხოლოდ ფაქტებსა და რეალურ შედეგებზეა დაფუძნებული. მოსწავლეების შეფასება ეფუძნება ეროვნულ სასწავლო გეგმას და ფაქტობრივ გარემოებებს.
• განვითარება და ინოვაციურობა - ჩვენ ვცდილობთ მუდმივად გავითვალისწინოთ და განვავითაროთ სასწავლო პროცესები, ვეძებთ ახალ ინოვაციურ მეთოდებს და ხელს ვუწყობთ მოსწავლეებს, მასწავლებლებსა და სკოლის სხვა თანამშრომლებს აქტიურად მონაწილეობდნენ განვითარებაში.
• ინკლუზიურობა და მრავალფეროვნება - ჩვენ ვცდილობთ შევქმნათ გარემო, სადაც თითოეული მოსწავლე ღირებული და მნიშვნელოვანია. სკოლის თითოეული წევრი უნდა იყოს ჩართული გადაწყვეტილების მიღების პროცესში და უნდა ჰქონდეს თანაბარი შესაძლებლობა მიაღწიოს წარმატებას.
• გაზიარებული ლიდერობა - ჩვენი სკოლის მიდგომა ლიდერობის მიმართ ეფუძნება იდეას, რომ ლიდერობა არ არის მხოლოდ ერთეულების პრივილეგია, არამედ ერთობლივი ძალისხმევის ამოსავალი წერტილია. სკოლის ყველა წევრი, დაწყებული ადმინისტრაციიდან და მასწავლებლებიდან, დამთავრებული მოსწავლეებით, უნდა იყოს ლიდერი საკუთარი საქმიანობის სფეროში და ხელი შეუწყოს საერთო მიზნების მიღწევას.

მერე რა რომ ზაფხულია 🥰 როგორც იცით ჩვენი მერვეკლასელები აგრონომიული საკითხებით არიან დაინტერესებულები , ვისგან მიიღებდნე...
29/06/2026

მერე რა რომ ზაფხულია 🥰
როგორც იცით ჩვენი მერვეკლასელები აგრონომიული საკითხებით არიან დაინტერესებულები , ვისგან მიიღებდნენ ყველაზე სასარგებლო რჩევებს თუ არა გამოცდილი და პროფესიონალი აგრონომისგან. მადლობას ვუხდით პროფესიული კოლეჯ "განთიადის" დირექტორის მოადგილეს ბატონ კახა კახიაშვილს საინტერესო შეხვედრისა და თანამშრომლობისთვის. 🙏
კოლეჯი "განთიადი"
ეს ფოტო კი იქნება ჩვენის სკოლის და ახლა უკვე მეცხრეკლასელების დიდი ამბების დასაწყისი🥰

ეს ფოტოები ცალკე გაზიარებას იმსახურებს😍
29/06/2026

ეს ფოტოები ცალკე გაზიარებას იმსახურებს😍

29/06/2026

როცა სპექტაკლი სტუმრის შთაგონების წყარო ხდება😍🙏 მადლობა ბატონ ნოდარ მდინარიძეს კიდევ ერთხელ! ❤️

😍
23/06/2026

😍

„შემოქმედებითი სახელოსნო“ - პროექტის ფარგლებში, სოფელ პატარა გარეჯვარში მოსწავლეთა ნამუშევრების გამოფენა გაიმართა

ვრცლად: https://www.gmnews.ge/geo/14965

23/06/2026

ეს ის ბავშვები არიან და ის სპექტაკლია მსოფლიომ უნდა ნახოს !!!
ჩვენი არაჩვეულებრივი ირმა მასწავლებლის და მეხუთეკლასელების შემოქმედება კვლავ ყურადღებას იპყრობს!
მადლობას ვუხდით ბატონებს გია ბერძნიშვილს და ნოდარ მდინარიძეს სპექტაკლის დადებითად შეფასებისა და მხარდაჭერისთვის.

ჩვენი პროექტის ,,შემოქმედებითი სახელოსნო" შუალედური შეჯამება არაჩვეულებრივი გამოფენით ავღნიშნეთ. კიდევ ერთხელ ვუხდით მად...
22/06/2026

ჩვენი პროექტის ,,შემოქმედებითი სახელოსნო" შუალედური შეჯამება არაჩვეულებრივი გამოფენით ავღნიშნეთ. კიდევ ერთხელ ვუხდით მადლობას გორის მუნიციპალიტეტის მერიას და ქალბატონ ლელა მაისურაძეს მხარდაჭერისა და თანამშრომლობისთვის! 🙏❤️
შეგახსენებთ,რომ პროექტის ფარგლებში მერიის თანადაფინანსებით ჩვენი მოსწავლეები უფასოდ ეუფლებიან ძერწვის და ფერწერის საბაზისო კურსებს.მადლობა პედაგოგს ნაილი ტეტუნაშვილს ასეთი შედეგებისთვის🙏❤️

19/06/2026

#მეოთხეები
#პატარაგარეჯვრისსაჯაროსკოლა
#მშობლები

19/06/2026

#მეოთხეები
#პატარაგარეჯვრისსაჯაროსკოლა

19/06/2026

#მეოთხეები
#პატარაგარეჯვრისსაჯაროსკოლა
#დამრიგებელი

Address

გორი, სოფელი პატარა გარეჯვარი
Gori

Opening Hours

Monday 09:00 - 17:00
Tuesday 09:00 - 17:00
Wednesday 09:00 - 17:00
Thursday 09:00 - 17:00
Friday 09:00 - 17:00

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when პატარა გარეჯვრის საჯარო სკოლა•Patara Garejvari Public School posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The School

Send a message to პატარა გარეჯვრის საჯარო სკოლა•Patara Garejvari Public School:

Shortcuts

Share

Category