კომაროვის შაბათისა და საღამოს სკოლის გორის ფილიალი

  • Home
  • Georgia
  • Gori
  • კომაროვის შაბათისა და საღამოს სკოლის გორის ფილიალი

კომაროვის შაბათისა და საღამოს სკოლის გორის ფილიალი Educational school

კომაროვის შაბათის სკოლის ყველა მოსწავლეს ეძლევა საშუალება გაიღრმავოს ცოდნა მათემატიკაში, განივითაროს ლოგიკური აზროვნება და მიიღოს დამატებითი შესაძლებლობები.

🎉 დიდი სიხარულით გაცნობებთ, რომ ჩვენმა მოსწავლემ,  ალექსანდრე ნარიაშვილმა წარმატებით ჩააბარა თბილისის კომაროვის ფიზიკა-მ...
24/07/2026

🎉 დიდი სიხარულით გაცნობებთ, რომ ჩვენმა მოსწავლემ, ალექსანდრე ნარიაშვილმა წარმატებით ჩააბარა თბილისის კომაროვის ფიზიკა-მათემატიკის 199-ე საჯარო სკოლაში! 🎉

ეს შენი შრომის, ნიჭისა და მონდომების ღირსეული შედეგია, ალექსანდრე! ჩვენ ძალიან ვამაყობთ შენით და გილოცავთ ამ დიდ წარმატებას. გვჯერა, რომ არასდროს შეწყვეტ წინსვლას🙌
მადლობას ვუხდით მასწავლებელს ქეთი საათაშვილი

კომაროვის სკოლის გორის ფილიალი ღრმა მწუხარებით გაცნობებთ, რომ გარდაიცვალა ჩვენი სკოლის პედაგოგი, გია კიკნაძე. მისი სახით...
10/07/2026

კომაროვის სკოლის გორის ფილიალი ღრმა მწუხარებით გაცნობებთ, რომ გარდაიცვალა ჩვენი სკოლის პედაგოგი, გია კიკნაძე. მისი სახით სასკოლო საზოგადოებამ დაკარგა არამარტო შესანიშნავი პედაგოგი, არამედ უდიდესი ადამიანი, რომელიც საკუთარ თავში აერთიანებდა არაჩვეულებრივ პიროვნულ თვისებებს - სიმშვიდეს, თავმდაბლობას, ზრდილობას, კულტურას.
მან პირნათლად შეასრულა ადამიანური დანიშნულება ამ ქვეყანაში და ვალმოხდილმა გადაინაცვლა მარადიულ სამყოფელში.
დიდი გულისტკივილით ვუსამძიმრებთ ოჯახსა და ახლობლებს.

მათ გამორჩეულ გონებას თან ახლავს სიყვარულით, სიხარულით, მეგობრობითა და პატივისცემით სავსე გულები ♥️ ასეთი ბავშვები გვყავ...
20/06/2026

მათ გამორჩეულ გონებას თან ახლავს სიყვარულით, სიხარულით, მეგობრობითა და პატივისცემით სავსე გულები ♥️ ასეთი ბავშვები გვყავს კომაროვის სკოლაში ♥️

👩🏻‍🏫 ქეთი საათაშვილი

სიამოვნებით გაცნობებთ, რომ მე-6 კლასის მოსწავლემ, ალექსანდრე ნარიაშვილმა, კომაროვის მე-6 კლასის  ოლიმპიადის მეორე ტური წ...
11/06/2026

სიამოვნებით გაცნობებთ, რომ მე-6 კლასის მოსწავლემ, ალექსანდრე ნარიაშვილმა, კომაროვის მე-6 კლასის ოლიმპიადის მეორე ტური წარმატებით გაიარა! 📚✨

ალექსანდრემ თავისი ცოდნა, შეუპოვრობა და მონდომება დაამტკიცა. ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯია მისი განათლების გზაზე.

გილოცავთ, ალექსანდრე! შენი წარმატება ყველას გვახარებს. მადლობა მასწავლებლებსა და მშობლებს მხარდაჭერისთვის. 💪🍀

ქეთი საათაშვილი

03/04/2026

შესვენება კომაროვის სკოლაში ♟️🏅

14/01/2026

საღამომშვიდობისა 💥💥 გილოცავთ ახალი წლის დაწყებას ❤️❤️ კომაროვის შაბათის სკოლის საგაკვეთილო პროცესი განახლდება შაბათს, 17 იანვარს. მესამე, მეოთხე და მეხუთე კლასი დაიწყებს 10:00 საათზე, მეექვსე კლასი 13:00-ზე 💥💥

20/09/2025

📢მოგესალმებით!
გაცნობებთ, რომ კომაროვის შაბათის სკოლის გორის ფილიალი აგრძელებს მათემატიკით დაინტერესებულ III; IV; V; VI კლასის მოსწავლეთა მიღებას. სწავლა იწყება შაბათს, 11 ოქტომბერს, N10 საჯარო სკოლაში.
📢III; IV; V; VI კლასის მოსწავლეებისთვის სწავლა მიმდინარეობს სამ მოდულად. ერთი მოდული მოიცავს 12 სამ საათიან გაკვეთილს. ერთი მოდულის ღირებულებაა 225 ლარი. (დედმამიშვილი 120) ერთი მოდული გრძელდება 3 თვე.
🕙VI კლასის საგაკვეთილო დრო იქნება შაბათი 13:00-დან 16:00-მდე.
🕙III; IV; V კლასების საგაკვეთილო დრო იქნება შაბათი 10:00-დან 13:00-მდე.
🕙VII კლასში მომზადების სურვილის შემთხვევაში (დეტალებისთვის) დაუკვშირდით პედაგოგს - გიმზერ საათაშვილს. 599171574.
📢სწავლის საფასურის გადახდა ხდება წინასწარ, გადახდის ქვითარი უნდა წარმოადგინოთ მოსწავლის დოკუმენტაციასთან (მოსწავლის დაბადების მოწმობის ასლი, მშობლის პირადობის მოწმობის ასლი, ტელეფონის ნომერი) ერთად.
📢სწავლის საფასურის გადახდისას დანიშნულებაში მიუთითეთ მოსწავლის სახელი, გვარი, კლასი და ქალაქი გორი.
📢კომაროვის სკოლის საბანკო ანგარიშის რეკვიზიტებია
მიმღები ბანკი: სახელმწიფო ხაზინა
ბანკის კოდი: TRESGE 22
სკოლის სახაზინო კოდი (ანგარიშის ნომერი): 760867499

კითხვების შემთხვევაში მოგვწერეთ ან დაგვიკავშირდით ნომერზე: 577922572
გისურვებთ წარმატებებს!

13/07/2025

🔊 ძვირფასო მშობლებო და მოსწავლეებო!

⏭️❗️გაითვალისწინეთ! მე-7 კლასში მისაღებ გამოცდაზე რეგისტრაცია სრულდება ხვალ, 14 ივლისს!

🔹 რეგისტრაცია სავალდებულოა ყველა მოსწავლისთვის, მათ შორის კომაროვის სკოლის შაბათის სკოლის მოსწავლეებისთვისაც!

⏭️ დეტალებისთვის და რეგისტრაციის გასავლელად გადადით ბმულზე: https://shorturl.at/L8AGW

💜 კომაროვის სკოლა გისურვებთ წარმატებას!🌟

Address

Gori

Telephone

+995577922572

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when კომაროვის შაბათისა და საღამოს სკოლის გორის ფილიალი posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Shortcuts

Share

Category