18/08/2026
📢 #დამატებითირეგისტრაცია
გორის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღებში დამატებითი რეგისტრაცია 24 აგვისტოს 12:00 საათიდან დაიწყება და 31 აგვისტოს ჩათვლით გაგრძელდება.
რეგისტრაცია ონლაინ იქნება შესაძლებელი ვებგვერდზე: www.gorikids.ge — მხოლოდ იმ ბაღებში, სადაც ვაკანტური ადგილებია.
ვაკანტური ადგილების შესახებ ინფორმაცია შეგიძლიათ გადაამოწმოთ ვებგვერდზე.
რეგისტრაციის წარმატებით გავლის შემდეგ, უნდა მობრძანდეთ სააგენტოში და წარადგინოთ შემდეგი დოკუმენტები:
🔘 ბავშვის დაბადების მოწმობის ასლი;
🔘 ბავშვის ჯანმრთელობის ცნობა;
🔘 ორი ფოტოსურათი (3×4);
🔘 მშობლის (კანონიერი წარმომადგენლის) პირადობის მოწმობის ასლი;
🔘 შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვის შემთხვევაში — ფორმა N100 და სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემული შეფასების რეკომენდაცია.
საბუთების მიღების ვადა: 1–7 სექტემბერი.