History corner / ისტორიის კუთხე

History corner / ისტორიის კუთხე

Share

Contact information, map and directions, contact form, opening hours, services, ratings, photos, videos and announcements from History corner / ისტორიის კუთხე, Private School, სუხიშვილის ქუჩა #18, Gori.

09/08/2021

1945 წლის 6 აგვისტოს იაპონიის წინააღმდეგ აშშმ ფართომასშტაბიანი შეტევა განახორციელა . ბირთვული ბომბი სახელად „ბიჭუნა“ („Little Boy“) ჩამოგდებული იქნა ქალაქ ჰიროსიმაში, ხოლო სამი დღის შემდეგ მეორე ბომბი სახელად „მსუქანა“ („Fat Man“) ნაგასაკში.

08/08/2021

საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის ფედერაციამ საქართველო, როგორც დამოუკიდებელი, სუვერენული ერთეული აღიარა, რუსეთსა და საქართველოს შორის ურთერთობები ეტაპობრივად უარესდებოდა. 1990-იანი წლების დასაწყისში, რუსეთის ხელისუფლება, მართალია არაოფიციალურ დონეზე, თუმცა მხარს უჭერდა სეპარატისტულ მოძრაობებს ე.წ. სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში. ეთნიკური კონფლიქტების გაღვივება, ოფიციალური თბილისის მიერ არაკონტროლირებადი რეგიონების გაჩენა საქართველოს ტერიტორიაზე და თავად დაპირისპირებულ ჯგუფებს შორის „სამშვიდობოს“ ან „მედიატორის“ როლის მორგება საუკეთესო საშუალება იყო რუსეთისთვის, რომ საქართველოზე კონტროლი შეენარჩუნებინა და სამხრეთ კავკასია, როგორც მისი „პრივილეგირებული გავლენის სფერო" არ დაეკარგა. 2000 წელს, ვლადიმირ პუტინის გაპრეზიდენტების და, განსაკუთრებით საქართველოში ვარდების რევოლუციის შემდეგ კი რუსეთ-საქართველოს შორის ურთიერთობების კიდევ უფრო გაუარესება დაიწყო. ზოგადად, ფერად რევოლუციებს პოსტ საბჭოთა სივრცეში პუტინის რეჟიმი პირად საფრთხედ განიხილავდა ისევე, როგორც მოგვიანებით - ევრომაიდანს უკრაინაში. ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების ნაწილის, მათ შორის - საქართველოს, მიერ არჩეული დემოკრატიზაციისა და დასავლეთთან ინტეგრაციის კურსი ნიშანი იყო რუსეთისთვის, რომ იგი გავლენას კარგავდა პოსტ საბჭოთა სივრცეზე, ამიტომ თანდათანობით რუსეთის საგარეო პოლიტიკა კიდევ უფრო აგრესიული გახდა მეზობლების მიმართ.რუსეთმა აქტიურად დაიწყო სამხედრო ბაზების მშენებლობა თბილისის მიერ არაკონტროლირებად ტერიტორიებზე, სეპარატისტების შეიარაღება და წვრთნა, 2006 წელს კი რუსეთის ფედერაციის მთავრობამ საქართველოს ემბარგო დაუწესა და აკრძალა საქართველოდან სოფლის მეურნეობის პროდუქციის იმპორტი.რაც შეეხება 2008 წლის მოვლენებს, სიტუაციის ესკალაცია მას შემდეგ დაიწყო, რაც თებერვალში კოსოვომ დამოუკიდებლობა გამოაცხადა და დასავლეთის სახელმწიფოების დიდმა ნაწილმა მის დამოუკიდებლობას მხარი დაუჭირა. მალევე, 6 მარტს რუსეთი გამოვიდა დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის (დსთ) 1996 წლის შეთანხმებიდან, რომლის თანახმადაც თანამეგობრობის წევრ ქვეყნებს ეკრძალებოდათ ეკონომიკური და სამხედრო კავშირები აფხაზ სეპარატისტებთან. 21 მარტს, რუსეთის დუმამ მიიღო რეზოლუცია, რომლითაც მთავრობას მოუწოდებდა, რომ მხარი დაეჭირა აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობისთვის, 3 აპრილს სეპარატისტებთან გაგზავნილ წერილში კი პუტინი მათ „პრაქტიკულ“ დახმარებას ჰპირდებოდა. ამის შემდგომ, 2-4 აპრილს, ბუქარესტში გამართულ NATO-ს სამიტზე საქართველომ და უკრაინამ მიიღეს დაპირება, რომ ისინი გახდენოდნენ NATO-ს წევრები, რამაც კიდევ უფრო მძაფრი რეაქციები გამოიწვია კრემლიდან, რასაც ოფიციალური მოსკოვი არც მალავდა. 8 აპრილს, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა: „ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს, რომ არ დავუშვათ უკრაინისა და საქართველოს გაწევრიანება NATO-ში და ამასთან გარდაუვალად დაკავშირებული ჩვენი ურთიერთობების გაუარესება ალიანსთან, მის წამყვან წევრებთან და ჩვენს მეზობლებთან“. 16 აპრილს კი პუტინმა გამოსცა ბრძანება, რომლითაც რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო უწყებებს საქართველოს სეპარატისტული რეგიონების დე ფაქტო რეჟიმებთან პირდაპირი სამართლებრივი კავშირების დამყარება დაევალათ. აღნიშნული ბრძანებით ასევე მოხდა სეპარატისტული რეგიონების დოკუმენტებისა და უწყებების ოფიციალური აღიარება. ამ ბრძანების ხელმოწერიდან მეორე დღესვე დაიწყო დამატებითი სამხედროებისა და შეიარაღების შეყვანა აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში და მიზანმიმართული სამხედრო პროვოკაციები, როგორიც იყო, მაგალითად, საქართველოს დრონის ჩამოგდება, რუსული სახმედრო თვითმფრინავების შემოჭრა ქართულ ავიასივრცეში, მასშტაბური სამხედრო სწავლების „კავკაზ-2008“ დაწყება, რომლის დროსაც რუს ჯარისკაცებში ვრცელდებოდა ფურცელი წარწერით: „მეომარო, იცოდე სავარაუდო მოწინააღმდეგე“, აფეთქებები, რომლის შედეგადაც დაიჭრნენ ქართველი პოლიციელები და ა.შ. ასევე, რუსეთმა აფხაზეთში გაგზავნა სარკინიგზო ჯარები, რომელთაც დაევალათ სოხუმი-ოჩამჩირის რკინიგზის აღდგენა, რითაც რუსეთმა სამშვიდობო ხელშეკრულება დაარღვია. 1 აგვისტოდან კი უკვე დაიწყო სიტუაციის სწრაფი ესკალაცია.
1 აგვისტოს ერედვი-ხეითის შემოვლით გზაზე სატვირთო ავტომობილთან დისტანციურად მართვადი 2 ნაღმი აფეთქდა და მძიმედ დაიჭრა ხუთი ქართველი პოლიციელი. ამავე დღეს, სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რეჟიმის შეიარაღებულმა ძალებმა ცეცხლი გახსნეს ქართული სოფლების მიმართულებით, რის შედეგადაც 6 სამოქალაქო პირი და ერთი პოლიციელი დაიჭრა. 2 აგვისტოს, საპასუხო ცეცხლი გახსნა საქართველომაც, თუმცა მალევე შეწყვიტა მიღებული ბრძანების შედეგად. 2 აგვისტოსვე სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რეჟიმმა დაიწყო მოსახლეობის ევაკუაცია, რაც 6 აგვისტომდე გაგრძელდა. 3 აგვისტოს, ოფიციალურმა მოსკოვმა დაიწყო ცრუ ინფორმაციის გავრცელება, რომ საქართველომ ცხინვალის რეგიონში სამხედრო ჯარები შეიყვანა. ამის პარალელურად კი ღამით, როკის გვირაბით საქართველოს ტერიტორიაზე შემოვიდა რუსეთის 58-ე არმიის მე-19 მოტომსროლელთა დივიზიის სადაზვერვო ბატალიონი. 4 აგვისტოს, ღამით, რუსეთიდან საქართველოში შემოვიდა 10 ერთეული ჯავშანტექნიკა და გაუნაწილდა დე ფაქტო რეჟიმის შეიარაღებულ დაჯგუფებებს. უკვე 5 აგვისტოს, განახლდა ქართული სოფლების დაბომბვა და რუსულმა მედიამ გადმოსცა ინფორმაცია, რომ ცხინვალში ჩავიდა 150-მდე დაქირავებული მებრძოლი ჩრდილოეთ კავკასიიდან. ამავე დღეს, როკის გვირაბი გადმოკვეთა რუსეთის არმიის თვითმავალი არტილერიის 40-მა ერთეულმა და ბოტლიხის 33-ე მოტომსროლელთა ბრიგადის სადაზვერვო ბატალიონმა. პარალელურად, რუსეთის ტერიტორიაზე როკის გვირაბთან მობილიზებული იყო 58-ე არმიის ნაწილები. 6 აგვისტოს, გაგრძელდა ქართული სოფლების დაბმომბვა. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტმა ედუარდ კოკოითმა კი უარი განაცხადა 7 აგვისტოს დაგეგმილ შერეულ სამშვიდობო მოლაპარაკებაში მონაწილეობაზე. უკვე 7 აგვისტოს საქართველოს ტერიტორიაზე შემოიჭრნენ რუსეთის რეგულარული არასამშვიდობო ჯარები, რაც დღესდღეისობით დასტურდება მრავალი წყაროთი: სატელეფონო ჩანაწერები, რომლებიც ეკუთვნის ცხინვალის რეჟიმის ე.წ. მესაზღვრეებს; რუსულ მედიაში გასული ინფორმაცია, რომელიც გადაურჩა რუსულ სამთავრობო „ფილტრს“ (მაგალითად, 2008 წლის 3 სექტემბერს ჟურნალმა „კრასნაია ზვეზდა“ დაბეჭდა სტატია, რომელშიც ერთ-ერთი პოლკის კაპიტანი აცხადებს, რომ 7 აგვისტოს მიიღო ბრძანება ცხინვალში გადასვლის თაობაზე) რუსული სისხლის სამართლის გამოძიება, რომელიც გაასაჯაროვა ფონდმა „დედის უფლება“ (ვლადიმირ სელიპტოვი იყო რუსი ჯარისკაცი, რომელიც მსახურობდა 693-ე პოლკის მე-3 მოტომსროლელთა ბატალიონში. იგი 7 აგვისტოს დაიღუპა საქართველოს ტერიტორიაზე. ოფიციალური ინფორმაციით, მან თავი მოიკლა, თუმცა აღნიშნული მისმა ოჯახმა არ დაიჯერა და დაიწყო დიდხნიანი სამართლებრივი დავა); 2008 წლის 7 აგვისტოს სერგეი ბაღაფშის აღიარება ტელეკამერების წინ, რომ საქართველოში რუსული ჯარი შემოვიდა. ხოლო, მას შემდეგ, რაც საქართველოს ხელისუფლებამ მიიღო დადასტურებული ინფორმაცია სახელმწიფო დაზვერვისგან, რომ რუსული ჯარები როკის გვირაბის გავლით შემოდიოდნენ საქართველოს ტერიტორიაზე, გაიცა ბრძანება რუსული კოლონების შესაჩერებლად სამხედრო ოპერაციის დაწყებისა და სამოქალაქო მსხვერპლის მინიმუმამდე დაყვანის თაობაზე, რის შემდეგაც ცხინვალის რეგიონში, ქართულმა შეიარაღებულმა ძალებმა დაიწყეს სამხედრო ოპერაცია.სამხედრო მოქმედებებმა რეგიონში სულ 5 დღე გასტანა და დასრულდა 12 აგვისტოს, მხარეებს შორის გაფორმებული 6-პუნქტიანი შეთანხმებით, რომელსაც რუსეთის ფედერაცია დღემდე არ ასრულებს და განაგრძობს საქართველოს მცოცავ ოკუპაციას. 6-პუნქტიანი შეთანხმება მოიცავდა შემდეგ პირობებს:

1. ძალის გამოყენებაზე უარის თქმა

2. საბრძოლო ქმედებებზე საბოლოო უარის თქმა

3. ჰუმანიტარული დახმარებისთვის თავისუფალი მიმოსვლის უზრუნველყოფა

4. საქართველოს შეიარაღებული ძალები უნდა დაბრუნდნენ მათი ჩვეულებრივი დისლოკაციის ადგილებში

5. რუსეთის შეიარაღებული ძალები უნდა დაბრუნდნენ სამხედრო მოქმედებების დაწყებამდე არსებულ ხაზზე. საერთაშორისო მექანიზმის შექმნამდე რუსეთის სამშვიდობო ძალები განახორციელებენ უსაფრთხოების დამატებით ზომებს
6. საერთაშორისო დისკუსიების დაწყება აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის პირობების შესახებ

სამხედრო მოქმედებების დასრულებიდან მალევე, 2008 წლის 25 აგვისტოს, რუსეთის დუმის უკლებლივ ყველა დეპუტატმა დაუჭირა მხარი რეზოლუციას, რომელიც რუსეთის პრეზიდენტს მოუწოდებდა, რომ ეღიარებინა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა. 26 აგვისტოს, მედვედევმა აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი აღიარა, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფოები. ამით რუსეთის ფედერაციამ განახორციელა გეგმა, რომლის ნიშნებიც ჯერ კიდევ 2008 წლის მარტში შეინიშნებოდა.
რუსეთი ოკუპანტია და დღეს ის საქართველოს ტერიტორიების უდიდეს ნაწილს აკონტროლებს !

07/08/2021

მოგესალმებით ❤ გთავაზობთ ისტორიაში მომზადების როგორც სააბიტურო , ისე სასკოლო -სასწავლო კურსს. თქვენთან ითანამშრომლებს სერთიფიცირებული პედაგოგი ,რომელიც შემოგთავაზებთ საუკეთესო პირობებს და შეეცდება , რომ თქვენი განათლება რაც შეიძლება მაღალხარისხიანი და სრულფასოვანი გახადოს .
მოსწავლეები მიიღებიან მე-9 კლასიდან . ჯგუფი დაყოფილია კლასების მიხედვით. სააბიტურო ჯგუფებისთვის შედგენილია ახალი პროგრამა ,რომელიც დატვირთულია ეროვნულ გამოცდებზე გამოყენებული დავალების ყველა ტიპის მიხედვით.
მისამართი ქ.გორი სუხიშვილის 18 .
დაინტერესებული პირები გთხოვთ დაგვიკავშირდეთ პირად შეტყობინებებში .
გისურვებთ წარმატებებს !

Want your school to be the top-listed School/college in Gori?

Click here to claim your Sponsored Listing.

Location

Category

Telephone

Website

Address


სუხიშვილის ქუჩა #18
Gori