სსიპ გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კარალეთის N1 საჯარო სკოლა

სსიპ გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კარალეთის N1 საჯარო სკოლა

Share

სსიპ გორის მუნიცილაპლიტეტის N1 საჯარო

20/05/2020

ჩვენო მე12 კლასელებო, წელს უჩვეულოდ გვიწევს თქვენი გაცილება ცხოვრების ახალ, საინტერესო და წარმატებულ ეტაპზე. გილოცავთ ! ბედნიერებისა და წარმატების ზარი დარეკილიყოს ყველა თქვენგანის გულებში.. ❤

გაცილებთ დიდი სითბოთი და სიყვარულით.😍

Photos from სსიპ გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კარალეთის N1 საჯარო სკოლა's post 27/10/2019

დღეს 27 ოქტომბერს იაკობ გოგებაშვილის დაბადების დღე აღინიშნება.. ჩვენი სკოლის წარმომადგენლებიც იყვნენ სოფელ ვარიანში და აღნიშნეს ეს დღე... ❤️

22/10/2019

წერს ქალბატონი ლეილა ჩანგელია ჩვენს სკოლაზე :
",, გაგონდება თუ არა კარალეთის დღეები,
მთების ლურჯი კამარა, უცხო სამოთხეები...''- ღიღინით მივყვებით სოფლის შუკას მე და ჩემი მეგობარი რუსუდან ნიკოლაძე. მესამე დღეა აქ ვართ და საოცარი ემოციით აგვავსო უძირო ცამ, თბილმა ბარაქიანმა მიწამ, ბუნების ჯადოსნური ყალმით მოხატულმა ველ-მინდვრებმა...
მაპატიოს სულმნათმა გალკტიონმა, მე კი ამ სიტყვებს ამიერიდან ასე ვიტყვი - ჩვენ არ დაგვავიწყდება კარალეთის დღეები...
ან რამ უნდა დამავიწყოს კარალეთის დღეები - შეხედე რა სილამაზეა, მე ამ შუკას კომშების ხეივანს დავარქმევდი,- ამბობს რუსუდანი. ჩვენგან მარცხნივ კომშის ხეები ჩამწკრივებულან, ოქროსფერი ნაყოფის სიმძიმით დაუხრიათ ტოტები. ბებერი ცაცხვების ხეივანი აგრძელებს შუკას...
-ესეც ჩვენი სკოლა, ოღონდ უკანა ეზო, ხომ არ შეგვეხედა? დარწმუნებული ვარ ნასიამოვნები დარჩებით - გვთვაზობს ჩემი ვიკა, ჩვენი გულრწფელი მასპინძელი დიდი ოჯახის პატარა დიასახლისი.
სკოლა? - ვამბობ ხმამაღლა, გულში კი ვფიქრობ, რა უნდა იყოს აქ განსაკუთრებულად საინტერესო, სოფლის სკოლის ტიპიური ორსართულიანი შენობა, თუმცა საოცარი სითეთრით ქათქათებს, თითქოს თეთრი გედივით დაშვებულაო ამ მწვანე ეზოში, სარეველების ნასახს რომ ვერ იპოვი.
-ეს მხოლოდ უკანა ეზოა, წინხედი უფრო შთამბეჭდავია, - ამბობს ვიკა, ზაირაც შემოგვიერთდებაო და ღიმილით მიგვიძღვის სკოლის ცენტრალური შესასვლელისკენ.
სკოლა ჩემთვის განსაკუთრებული ემოციის წყაროა. ფიქრმა უცებ გადამიყვანა გალის პირველ საშუალო სკოლაში, რომელთანაც ჩემი ცხოვრების განსაკუთრებულად ლამაზი წლები მაკავშირებს. დღეს იგი არ არსებობს, ერთიანად გადაბუგა მტერმა, ეზოში გამოყრილი წიგნებისგან რამდენიმე დღე ენთო თურმე კოცონი. მერე დანგრეული ხელახლა აღადგინეს და ,,თავიანთი" სკოლა გახსნეს... თუმცა, მტრის ჯინაზე, იქ მაინც ტრიალებს ქართული სული, ასე რუდუნებით რომ უფრთხილდებიან იქ დარჩენილი ჩვენი კოლეგები.
მოგონებებით თვალაცრემლებული შევდივართ სკოლის ეზოში და ჩვენი აღფრთოვანების პირველი წუთები აქ იწყება...
როგორი მზრუნველი მომვლელი ჰყოლია თქვენს ეზოს, როგორი გემოვნებიანი - სიყვარულით მივმართვ მასპინძელს, ქალბატონ ზაირა აბალაკს.
მხოლოდ ერთი მომვლელი კი არა, მასწავლებელ - მოსწავლიანად ყველა ერთად უვლისო ამ ეზოს - მპასუხობს იგი და შენობის შესასვლელს გვიღებს.
საქმემან შენმან გამოგაჩინოს შენო - მჭერმეტყველობს რუსუდანი. აღტაცებულნი შევყურებთ კედელზე გამოკრულ სტენდს, თავიანთ შემოდგომასა და რთველს რომ გვაცნობენ მოსწავლეები. დანარჩენი კედლებიდან მათი ნახატებიც გვესაუბრებიან. აქ ყველაფერი სისუფთავითა და სილამაზით ბრწყინავს - იატაკიდან დაწყებული ჭერამდე, ნაკაწრს კი არა, წერტილს ვერ იპოვი, თითქოს ახლა დაასრულეს ხელოსნებმა აქაურობის შეკეთება და გამოიხურეს კარი.
თითქოს ფიქრს მიგვიხვდაო- 2006 წელს ჩაგვაბარეს ხელოსნებმა აქაურობა - გვიყვება ზაირა.
- კი მაგრამ ფეხსაცმლებით არ უშვებთ მოსწავლეებს, ან არ დარბიან, არ ეჯახებიან ერთმანეთს? - ვკითხულობთ ჩვენ.
ეს სკოლის დაცვის ოთახია - გვეპატიჟება მასპინძელი. თანამედროვე კომპიუტერული ტექნიკით, ტელევიზორებითა და რბილი ავეჯით გაწყობილი და ქოთნის ყვავილებით მორთული ოთახი გაკვირვებულს გვტოვებს. დირექტორიც ინატრებდა კაბინეტად ამგვარს. ეს ყველაფერი ადამიანზე ზრუნვასა და მისადმი პატივისცემას ადასტურებს.
აღფრთოვანებისა და გაოცების წუთები გრძელდება იშვიათი ჯიშისა და სილამაზის ქოთნის ყვავილებით მორთულ დერეფნებში, ესთეტიკურად რომ ბრწყინავენ.
-კი მაგრამ რამდენი მოსწავლეა თქვენს სკოლაში? - ერთხმად ვკითხულობთ მე და რუსუდანი.
-და ამ ოთხას ბავშვს გადაურჩა ეს სილამაზე? - ხუმრობას ვურევთ ხმაში.
ჩვენ, ყველანი, მოსწავლეებთან ერთდ ვუვლით ამ სილამაზეს - გვპასუხობს ზაირა.
ეს საოცარი გარემო მრავლისმთქმელი შტრიხებია თქვენი კოლექტივისა და მოსწავლეების პორტრეტისათვის, მინდა ქედი მოვიხარო მათ წინაშე და აღტაცების ტაში დავუკრა...
საკლასო ოთახებშიც შევიხედოთ, თუნდაც აქ და ჩვენ წინ იღება ერთ-ერთი მათგანის კარი.
ეს მანანა გოგიაშვილის სამყაროა - გვეპატიჟება ანასტასია ადუაშვილი და სიყვარულით გვიყვება თავის ყოფილ მასწავლებელსა და ამჟამად ნათლიაზე.
ნანახი ყოველგვარ მოლოდინს აჭარბებს. რუდუნებით მორთულ - მოკაზმული საკლასო ოთახები განა ცოტა მინახავს?, მაგრამ აქ სულ სხვა სული ტრიალებს. აქ ყველაფერი ერთმანეთს ერწყმის... ფიქრი, სიყვარული, შთაგონება. ბავშვებზე ზრუნვა, მათი აღრზდისთვის განსაკუთრებული მონდომება. აქ ყველაფერი შემეცნებითია, არაფერს ვამბობ გასაოცარ ყვავილებზე, რომლებსაც მოსწავლეები უვლიან თურმე და ადრიდანვე სწავლობენ ბუნების სიყვარულს.
გასაოცარი მასწავლებელი ყოფილა ქალბატონი მანანა, აქ ყველაფერი მის საოცარ პოეტურ სულზე, შემოქმედებით საქმიანობაზე ყვება, ფიზიკურად არ ვიცნობ მხოლოდ, როგორც მასწავლებელი? - ყველაფერი გასაგებია, არ ვაცლით ერთმანეთს მე და რუსუდანი. თვალცრემლიანი გახარებული შემოგვყურებს ზაირა და გვეუბნება, მანანა მასწავლებელიც შემოგვიერთდებაო მალე. მე კი დაფაზე ვწერ, რადგან არ შემიძლია ამდენი განვიცადო და არ დავწერო, არავინ წაშალოს, ორშაბათს მანანას და მის მოწაფეებს წააკითხეთ - მეთქი, ვეხვეწები მასპინძლებს.
,,ძვირფასო ბავშვებო,გილოცავთ, ძალიან გაგიმართლათ მანანა მასწავლებლის მოწაფეობით... გისურვებთ ბოლომდე იყოთ მისი ღირსი!
თქვენ კი, გილოცავთ კოლეგავ, დიდ ეგზუპერს დავესესხები და გეტყვით, თქვენ ხართ შესანიშნავი მებაღე, თქვენს ხელში არასდროს, არავის სულში არ მოკვდება მოცარტი... გილოცავთ, თქვენ ეს შეძელით...''
ამასობაში ქალბატონი მანანაც გვიერთდება - მორიდებით გვისმენს, თავმდაბლობისა და სხვა სულიერი ღირსებების ბეჭედი აზის...
დიდი ადამიანები უხმაუროდ აკეთებენ დიდ საქმეს - ამბობს რუსუდანი.
,, დიადი ისაა, ვისი ძალაც ბევრს აიყოლიებს, ბევრის გულს მიიზიდავს... მისგან ისწავლი, როგორ უნდა ჩააბარო სიმტკიცის გამოცდა, როგორ უნდა იყო მამაცი...'' -ვიმეორებ სადღაც ამოკითხულ სტრიქონებს.
ქალბატონ მანანასა და კარალეთის პირველი საშუალო სკოლის მთელ კოლექტივს, მოსწავლეებს გენიალური შექსპირის სიტყვებით მოვეფერები: ,, ვის ძალუძს მეტად განგადიდოს, ან მეტი გითხრას, ვიდრე ამ სიტყვებს, შენი მსგავსი შენახარ მხოლოდ...''
უდიდესი სიყვარულით თქვენი კოლეგა გალის პირველი საშუალო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი ლეილა ჩანგელია."

დამრიგებლის პორტფოლიო 12/10/2019

❓ვის ჰყავს მანანა მასწავლებელი ჩვენისთანა? ❤️😎

✔️წელს მას პირველი კლასი ჰყავს... ✔️წლების განმავლობაში კი ანებივრებს ჩვენს სკოლას კრეატიული აქტივობებით..
✔️არის წარმატებული ბლოგერი 👩‍💻👏

💯გაეცანით მის ბლოგს 💃😎👇

დამრიგებლის პორტფოლიო

Photos from სსიპ გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კარალეთის N1 საჯარო სკოლა's post 08/10/2019

25 სექტემბერს კარალეთის N1 საჯარო სკოლაში ჩატარდა ტრადიციული რთველი ... სკოლის რთველში მონაწილეობა მიიღეს როგორც ჩვენი სკოლის მასწავლებლებმა და მოსწავლეებმა ... ასევე მოწვეულმა სტუმრებმა მასწავლებელთა სახლიდან და რესურს ცენტრის წარმომადგენლებმა ... 🍇🍇🍷🍷

06/10/2019

კარალეთის N1 საჯარო სკოლის დირექცია თავის პედ. კოლექტივს და ასევე ყველა მასწავლებელს ულოცავს პროფესიულ დღეს 😊 ყველა მასწავლებელს ვუსურვებთ ღირსეული თაობების აღზრდას ❤️❤️💃🏻

Photos from სსიპ გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კარალეთის N1 საჯარო სკოლა's post 04/10/2019

ჩვენი სკოლა ❤️

Want your school to be the top-listed School/college in Gori?

Click here to claim your Sponsored Listing.

Location

Category

Telephone

Website

Address


Karaleti
Gori

Opening Hours

Monday 09:00 - 17:00
Tuesday 09:00 - 17:00
Wednesday 09:00 - 17:00
Thursday 09:00 - 17:00
Friday 09:00 - 17:00