Railway Transport College • ააიპ სარკინიგზო ტრანსპორტის კოლეჯი

Railway Transport College •  ააიპ სარკინიგზო ტრანსპორტის კოლეჯი

Share

Contact information, map and directions, contact form, opening hours, services, ratings, photos, videos and announcements from Railway Transport College • ააიპ სარკინიგზო ტრანსპორტის კოლეჯი, Education Website, Temka Settlment, XI Micro-District, III Block, Plot №01/10, Tbilisi, Gldani.

Photos from Railway Transport College •  ააიპ სარკინიგზო ტრანსპორტის კოლეჯი's post 15/06/2026

🎉📅ა(ა)იპ სარკინიგზო ტრანსპორტის კოლეჯში ღია კარის დღე გაიმართა, რომლის ფარგლებშიც სტუმრებს შესაძლებლობა მიეცათ, ახლოდან გასცნობოდნენ კოლეჯის საგანმანათლებლო გარემოს, პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებსა და იმ კარიერულ შესაძლებლობებს, რომელსაც პროფესიული განათლება თანამედროვე შრომის ბაზარზე სთავაზობს. 🌟

🔬 მონაწილეებმა დაათვალიერეს კოლეჯის თანამედროვე მატერიალურ-ტექნიკური ბაზა, აღჭურვილი ლაბორატორიები და სახელოსნოები, სადაც სტუდენტები პრაქტიკულ ცოდნასა და პროფესიულ უნარ-ჩვევებს იძენენ.

🚂 ღია კარის დღის ერთ-ერთი გამორჩეული ნაწილს წარმოადგენდა პრაქტიკული ვორქშოფი - „ლოკომოტივის მემანქანე", რომლის ფარგლებში მონაწილეებმა პროფესიის სპეციფიკა და მისი პრაქტიკული ასპექტები ახლოდან გაიცნეს.

🎯 ღონისძიების მთავარი მიზანი იყო დაინტერესებული პირებისთვის, განსაკუთრებით სკოლის მოსწავლეებისა და პროფესიის მაძიებლებისთვის, ამომწურავი ინფორმაციის მიწოდება და იმ გარემოს გაცნობა, სადაც მათ მომავალში განათლების მიღება შეეძლებათ.💡

🏫 ა(ა)იპ სარკინიგზო ტრანსპორტის კოლეჯი განახლებული პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამებითა და თანამედროვე ინფრასტრუქტურით უზრუნველყოფს პროფესიულ განათლებას, რომელიც სრულად პასუხობს დღევანდელი შრომის ბაზრის მოთხოვნებს და სტუდენტებს წარმატებული პროფესიული საქმიანობისთვის ამზადებს. 🚀

#პროფესიულიგანათლება #განვითარება #ღიაკარისდღე #სარკინიგზოტრანსპორტისკოლეჯი #კარიერა #დასაქმება

Photos from Railway Transport College •  ააიპ სარკინიგზო ტრანსპორტის კოლეჯი's post 13/06/2026

🚊ა(ა)იპ სარკინიგზო ტრანსპორტის კოლეჯის ადმინისტრაციულ პერსონალს ჩაუტარდა პრეზენტაცია პერსონალურ მონაცემთა დაცვის საკითხებზე.

🔐 პრეზენტაცია წარადგინა პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერმა, ლაშა უსტიაშვილმა. შეხვედრაზე განხილულ იქნა ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორიცაა: პერსონალურ მონაცემთა დამუშავების პოლიტიკა, სამუშაო ადგილზე ელექტრონული ფოსტის გამოყენების წესები, ინციდენტის იდენტიფიცირებისა და მასზე რეაგირების პროცედურები, მონაცემთა სუბიექტის უფლებები და მონაცემთა უსაფრთხოების დაცვის ვალდებულებები.

📋 შეხვედრის დასასრულს წარიმართა კითხვა-პასუხის სესია, რომელმაც პერსონალს საშუალება მისცა დაეზუსტებინა მათთვის საინტერესო საკითხები. 🤝

✅ ა(ა)იპ სარკინიგზო ტრანსპორტის კოლეჯი „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, სისტემატურად უზრუნველყოფს პერსონალის ინფორმირებასა და ცნობიერების ამაღლებას მონაცემთა დაცვის მიმართულებით. ✅
#სარკინიგზოტრანსპორტისკოლეჯი
#განათლება #პროფესიულიგანათლება
#განვითარება

Photos from Railway Transport College •  ააიპ სარკინიგზო ტრანსპორტის კოლეჯი's post 13/06/2026

🚂🛅ა(ა)იპ სარკინიგზო ტრანსპორტის კოლეჯში მოკლევადიანი მომზადების პროგრამის „ტვირთების გადაზიდვის კონტროლის სპეციალისტი“ რეგისტრირებული აპლიკანტებისთვის შესარჩევი გასაუბრება გაიმართა.🚂🛅

💰პროგრამას სრულიად აფინანსებს საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო.

⏳სწავლის პერიოდი მოიცავს 15.06.2026 - 09.08.2026 პერიოდს.

🤝ა(ა)იპ სარკინიგზო ტრანსპორტის კოლეჯი წარმატებას უსურვებს ყველა შერჩეულ აპლიკანტს.
#სარკინიგზოტრანსპორტისკოლეჯი
#პროფესიულიგანათლება
#დასაქმება #განვითარება

05/06/2026

🚨 📢 გაცნობებთ, რომ კოლეჯის ოფიციალურ ვებ-გვერდზე 👉 www.rtc.edu.ge ფიქსირდება ტექნიკური ხარვეზი.🌐❌

👥🛡️💻კოლეჯის ტექნიკური ჯგუფი აქტიურად მუშაობს პრობლემის აღმოფხვრაზე და ვებ-გვერდის ფუნქციონირება უმოკლეს დროში სრულად აღდგება.

⚙️ ბოდიშს გიხდით შექმნილი ხარვეზისთვის.

📩 ვებ-გვერდის აღდგენამდე დამატებითი ინფორმაციის მიღების ან შეკითხვების შემთხვევაში, გთხოვთ:

🌐 მოგვწეროთ კოლეჯის Facebook გვერდზე, ან

➡️დაგვიკავშირდეთ მითითებულ საკონტაქტო ნომერზე:

☎️ +995 32 205 424;

💬 ჩვენ დაუყოვნებლივ გიპასუხებთ.

----------------------------------------

🚨📢 IMPORTANT ANNOUNCEMENT!

We would like to inform you that the official college website 👉 www.rtc.edu.ge is temporarily unavailable. 🌐❌

💻🧑‍💻👩‍💻 Our technical team is actively working to resolve the issue, and the website functionality will be fully restored as soon as possible.

⚙️ We sincerely apologize for any inconvenience caused.

➡️ Until the website is restored, for additional information or inquiries, please:
🌐 Contact us on the college's page, or
☎️ Call us at: +995 32 205 424;

We will respond to you immediately! ⚡✅

Thank you for your patience and understanding! 💙🎓

Photos from Railway Transport College •  ააიპ სარკინიგზო ტრანსპორტის კოლეჯი's post 05/06/2026

🚂🛗ა(ა)იპ სარკინიგზო ტრანსპორტის კოლეჯში გაიმართა შესარჩევი გასაუბრება შემდეგი მოკლევადიანი მომზადება/გადამზადების პროგრამებზე რეგისტრირებული აპლიკანტებისთვის:

♻️ნარჩენების მართვის სპეციალისტი;
⏳სწავლის პერიოდი : 08.06.2026 - 21.09.2026;

🦺დასაქმებულების დაცვა პროფესიული დაავადებებისგან;
⏳სწავლის პერიოდი: 08.06.2026 - 20.07.2026.

📦საწყობის ლოგისტიკის სპეციალისტი.
⏳სწავლის პერიოდი: 08.06.2026 - 21.09.2026.

💰პროგრამას სრულიად აფინანსებს საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო.

🤝ა(ა)იპ სარკინიგზო ტრანსპორტის კოლეჯი წარმატებას უსურვებს ყველა შერჩეულ აპლიკანტს.🌟
#სარკინიგზოტრანსპორტისკოლეჯი
#პროფესიულიგანათლება
#განვითარება #დასაქმება

Photos from Railway Transport College •  ააიპ სარკინიგზო ტრანსპორტის კოლეჯი's post 05/06/2026

🚂🛗ა(ა)იპ სარკინიგზო ტრანსპორტის კოლეჯში მოკლევადიანი გადამზადების პროგრამის „ლიფტების ტექნიკური მომსახურება და რემონტი“ რეგისტრირებული აპლიკანტებისთვის შესარჩევი გასაუბრება გაიმართა.🚂🛗
💰პროგრამას სრულიად აფინანსებს საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო.
⏳სწავლის პერიოდი მოიცავს 08.06.2026 - 31.08.2026 პერიოდს.
🤝ა(ა)იპ სარკინიგზო ტრანსპორტის კოლეჯი წარმატებას უსურვებს ყველა შერჩეულ აპლიკანტს.

Photos from Railway Transport College •  ააიპ სარკინიგზო ტრანსპორტის კოლეჯი's post 04/06/2026

ა(ა)იპ სარკინიგზო ტრანსპორტის კოლეჯში 2023 წლის მიღების შემდეგი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების: “რკინიგზის ტრანსპორტზე სიგნალიზაცია, ცენტრალიზაცია და ბლოკირება”, სავაგონო მეურნეობა”, “რკინიგზის ელექტრომომარაგების მეურნეობა” და „სარკინიგზო გადაზიდვები“ სტუდენტებმა წარმატებით ჩააბარეს საკვალიფიკაციო გამოცდების თეორიული და პრაქტიკული ნაწილი.

ა(ა)იპ სარკინიგზო ტრანსპორტის კოლეჯი წარმატებებს უსურვებს მათ!

Photos from Railway Transport College •  ააიპ სარკინიგზო ტრანსპორტის კოლეჯი's post 02/06/2026

🚂🌸 ა(ა)იპ სარკნიგზო ტრანსპორტის კოლეჯში ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა.🌸

🎯ღონისძიების ერთ-ერთ მთავარ მიზანს წარმოადგენდა ინკლუზიური გარემოს შექმნა და შეზღუდული შესაძლებლობის, დაუნის სინდრომის მქონე ბავშვებისთვის განსაკუთრებული, სახალისო და შემეცნებითი დღის ორგანიზება.

🎪ღონისძიებამ გააერთიანა ხელოვნება, კულტურა, სახალისო და ინტერაქტიული აქტივობები.

🎪 პროგრამა მოიცავდა სხვადასხვა სივრცეს და აქტივობას:
🎨 შემოქმედებითი სივრცე;
💃 ქართული ხალხური სიმღერისა და ცეკვის ნომრები;
🎪 დაუნის სინდრომის მქონე ბავშვების შემოქმედების გამოფენა-გაყიდვა;
📸 ფოტოზონა;
🎭 ანიმატორთა გასართობი შოუ;
🖌️ სახის მხატვრობა;
🎈 ბუშტების ხელნაკეთობა;
🚂 კოლეჯის სივრცეების დათვალიერება და პროფესიების მორგება, როგორიცაა: ლოკომოტივის მემანქანე და შრომის უსაფრთხოების სპეციალისტი.

🛍️ გამოფენა-გაყიდვის სივრცე გაალამაზა სოციალურმა საწარმომ „ბაბალე", რომელიც შეიქმნა „საქართველოს დაუნის სინდრომის ასოციაციის" მიერ. მისი დამფუძნებლები და წევრები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებისა და მოზარდების მშობლები არიან.
გამოფენაზე წარმოდგენილი ჰქონდათ ხელნაკეთი ნივთები, კერამიკა და სხვადასხვა სუვენირები.

🎶 კულტურული პროგრამა წარმოადგინა შემდეგმა ანსამბლებმა:
🕺 ქართული ხალხური ცეკვის ანსამბლი „ქართული გენი";
🎵 ქართული ხალხური სიმღერა-გალობის ანსამბლი „წმიდა ნიკოლოზის ტაძრის სამრევლო სკოლის გუნდი".

ა(ა)იპ სარკინიგზო ტრანსპორტის კოლეჯი გულითად მადლობას უხდის თითოეულ მონაწილეს და გასაკუთრებით, ღონისძიებაში მოხალისეობრივი მონაწილეობისთვის ქართული ხალხური ცეკვის ანსამბლს „ ქართული გენი“ და ქართული ხალხური სიმღერა-გალობის ანსამბლს „წმიდა ნიკოლოზის ტაძრის სამრევლო სკოლის გუნდი“.💛

ა(ა)იპ სარკინიგზო ტრანსპორტის კოლეჯი მსოფლიოს ყველა ბავშვს უსურვებს წარმატებულ, ბედნიერ, ნათელ მომავალს მშვიდობიან დედამიწაზე!🧑‍🧑‍🧒‍🧒

Photos from Railway Transport College •  ააიპ სარკინიგზო ტრანსპორტის კოლეჯი's post 29/05/2026

🎓📚 ა(ა)იპ სარკინიგზო ტრანსპორტის კოლეჯმა რეკრუტირების ფარგლებში მორიგი შეხვედრა გამართა ქ. თბილისის 138-ე და 142-ე საჯარო სკოლის მე-9 და მე-10 კლასის მოსწავლეებთან.

📚 სკოლის მოსწავლეებმა დეტალური ინფორმაცია მიიღეს სარკინიგზო ტრანსპორტის კოლეჯის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების, სტუდენტური სერვისების, დასაქმების ხელშეწყობის მექანიზმებსა თუ სხვა მნიშვნელოვან მიმართულებებზე. შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ინტეგრირებულ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებს და პროფესიული განათლების ფართო შესაძლებლობებს.

❓შეხვედრის დასასრულს გაიმართა კითხვა-პასუხის რეჟიმი.

Want your school to be the top-listed School/college in Gldani?

Click here to claim your Sponsored Listing.

Location

Address


Temka Settlment, XI Micro-District, III Block, Plot №01/10, Tbilisi
Gldani
0191

Opening Hours

Monday 10:00 - 17:40
Tuesday 10:00 - 17:40
Wednesday 10:00 - 17:40
Thursday 10:00 - 17:40
Friday 10:00 - 17:40
Saturday 10:00 - 17:40