სსიპ ქალაქ თბილისის 114-ე საჯარო სკოლა

  • Home
  • Georgia
  • Gldani
  • სსიპ ქალაქ თბილისის 114-ე საჯარო სკოლა

სსიპ ქალაქ თბილისის 114-ე საჯარო სკოლა სსიპ ქალაქ თბილისის N114 საჯარო სკოლა

📝 დღეს სკოლაში საინფორმაციო შეხვედრაგაიმართა თემაზე: “ინდივიდუალური სასწავლო გეგმის სტრუქტურა და შინაარსი”
08/09/2026

📝 დღეს სკოლაში საინფორმაციო შეხვედრა
გაიმართა თემაზე: “ინდივიდუალური სასწავლო გეგმის სტრუქტურა და შინაარსი”

‼️ პირველკლასელთა მშობლების საყურადღებოდ!  მოსწავლეების ფორმების რეალიზაცია მოხდება 2 სექტემბერს, ქალაქ თბილისის N 138 ს...
19/08/2026

‼️ პირველკლასელთა მშობლების საყურადღებოდ!

მოსწავლეების ფორმების რეალიზაცია მოხდება 2 სექტემბერს, ქალაქ თბილისის N 138 საჯარო სკოლაში ( ზღვისუბანი, თემქა, კვ. 10ბ) 11:00 სთ. დან 19:00 სთ.მდე

თან იქონიეთ:
1. ბავშვის დაბადების დამადასტურებელი (იდენტიფიცირების) დოკუმენტი.

❗️ადგილზე შეგიძლიათ მიიყვანოთ ბავშვი, აუცილებლად თან იქონიეთ ბავშვის დაბადების მოწმობა.

„საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, სასკოლო ფორმა უსასყიდლოდ გადაეცემა საჯარო სკოლის დაწყებითი საფეხურის იმ მოსწავლეებს, რომლებიც

1. რეგისტრირებულნი არიან სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და მათი ოჯახების სარეიტინგო ქულა 65 001 ქულაზე ნაკლებია.

2. იმყოფებიან სახელმწიფო ზრუნვაში, მათ შორის, ჩართულნი არიან მინდობით აღზრდის სახელმწიფო პროგრამაში, განთავსებულნი არიან მცირე საოჯახო ტიპის სახლებში, ჩართულნი არიან მიუსაფარ ბავშვთა თავშესაფრების მომსახურებაში ან განთავსებულნი არიან თბილისის ბავშვთა სახლში.

3. სასკოლო ფორმას ასევე მიიღებენ ის მოსწავლეები, რომლებიც 2022 წლის 24 თებერვალს უკრაინაში დაწყებული საომარი მოქმედებების შედეგად ვერ ახერხებენ უკრაინის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში ზოგადი განათლების მიღების გაგრძელებას და ჩარიცხულნი არიან საქართველოს საჯარო სკოლებში.

‼️ ძვირფასო მშობლებო, გთხოვთ, მაქსიმალურად დაიცვათ დადგენილი განრიგი!

სოც. დაუცველი სტატუსის მქონე მოსწავლის ბაზაში გადამოწმება ადგილზე მოხდება, დამატებითი დოკუმენტაციის წარდგენა არ იქნება საჭირო.

💳 ფორმის შეძენისას გადახდა მხოლოდ უნაღდო ანგარიშსწორებით განხორციელდება. შესაძლებელი იქნება საბანკო ბარათით გადახდა.

დამატებითი კითხვების შემთხვევაში ასევე მიმართეთ სკოლის ადმინისტრაციას ნომერზე: +995 597 980 260

✖️➗ ჩვენ სკოლაში სასკოლო ოლიმპიადა ჩატარდა მათემატიკაში ✨ოლიმპიადაში მონაწილეობას იღებდნენ მე-2 კლასის მოსწავლეები ⭐️ ბა...
13/06/2026

✖️➗ ჩვენ სკოლაში სასკოლო ოლიმპიადა ჩატარდა მათემატიკაში ✨

ოლიმპიადაში მონაწილეობას იღებდნენ მე-2 კლასის მოსწავლეები ⭐️

ბავშვები დიდი მონდომებითა ჩაერთვნენ რამდენიმე ტურიან ოლიმპიადაში და შედეგებმაც არ დააყოვნა 🧡

ისინი სკოლის დირექტორმა - ლალი ჯინჭარაძემ დაასაჩუქრა დიპლომებით 🎖️

ვულოცავთ ბავშვებს და ვიმედოვნებთ, რომ ისინი კიდევ უფრო დიდი შემართებით ჩაერთვებიან მსგავს ღონისძიებებში მომავალ წელსაც 🥰

IVა კლასი ⭐️დამრიგებელი:იამზე ხარაიშვილიმუსიკის მასწავლებელი: ნონა მეცხვარიშვილიცეკვის მასწავლებელი: სოფო ბატკუაშვილი 🌟 ...
13/06/2026

IVა კლასი ⭐️

დამრიგებელი:
იამზე ხარაიშვილი
მუსიკის მასწავლებელი: ნონა მეცხვარიშვილი
ცეკვის მასწავლებელი: სოფო ბატკუაშვილი

🌟 „დღეს ერთი ლამაზი ეტაპი დასრულდა და ახალი, საინტერესო გზა იწყება. წარმატებებს გისურვებთ, ჩემო პატარებო!“

🎓 „პატარა ნაბიჯებით დაწყებული გზა დიდი ოცნებებისკენ მიდის. გილოცავთ მეოთხე კლასის წარმატებით დასრულებას!“

📚 „მეოთხე კლასი დასრულდა, მაგრამ მოგონებები, მეგობრობა და ცოდნის სიყვარული მუდამ თქვენთან დარჩება.“

✨ „ჩემო საყვარელო მოსწავლეებო, იფრინეთ თამამად თქვენი ოცნებებისკენ! მე ყოველთვის ვიამაყებ თქვენით.“

❤️ „ოთხი წელი ერთად ვიარეთ, ერთად ვისწავლეთ, გავიზარდეთ და უამრავი ლამაზი მოგონება შევქმენით. დღეს სიყვარულით და სიამაყით გილოცავთ ამ მნიშვნელოვან ნაბიჯს. წარმატებები თქვენს მომავალ გზაზე, ჩემო ძვირფასო ბავშვებო!“ 🌷🎓

11/06/2026

VIII ა, ბ და გ კლასებში განხორციელდა პროექტი – „ჯანმრთელობა და დაავადებები“.

პროექტის მიზანი იყო მოსწავლეებში ცნობიერების ამაღლება ადამიანის ორგანოთა სისტემების, ჯანმრთელობის დაცვის, რისკ-ფაქტორებისა და შესაძლო დაავადებების შესახებ.

მოსწავლეებმა მოიძიეს, დაამუშავეს და თანატოლებს გაუზიარეს საინტერესო და მნიშვნელოვანი ინფორმაცია. მოსწავლეებმა პოსტერებისა და ელექტრონული რესურსების სახით წარმოადგინეს ნამუშევრები,რამაც პროექტი კიდევ უფრო საინტერესო, შემოქმედებითი და შთამბეჭდავი გახადა.

მასწავლებელი: ლამზირა ტალახაძე

#ჯანმრთელობადაავადებები #სასწავლოპროექტი #აქტიურიმოსწავლეები

11/06/2026

🦗🐝 პატარა არსებების დიდი სამყარო — მე-7ა კლასის საოცარი საგანმანათლებლო მოგზაურობა! 🌸🐜
​ბუნებაში უმცირესი დეტალიც კი უდიდეს საიდუმლოსა და საოცარ ძალას მალავს. ჩვენს სკოლაში დასრულდა მასშტაბური და უაღრესად მნიშვნელოვანი სასწავლო პროექტი — „მწერების ბიომრავალფეროვნება“, რომელმაც მე-7ა კლასის მოსწავლეებს სრულიად ახალი თვალით დაანახვა ჩვენი პლანეტის უხილავი არქიტექტორები.
​ბავშვშვებმა შეისწავლეს:
​სიცოცხლის უწყვეტი ჯაჭვი: როგორ მართავენ მწერები ბუნებაში ნივთიერებათა დაშლისა და წრებრუნვის ურთულეს პროცესებს და როგორ ზრდიან ჩვენს მოსავალს ყოველი ყვავილის დამტვერვით.
​მეგობრები და გამოწვევები: სად გადის ზღვარი სასარგებლო და მავნე მწერებს შორის, როგორ დავიცვათ თავი შხამიანი თუ დაავადების გადამტანი სახეობებისგან და როგორ ვებრძოლოთ მათ გონივრულად, განვითარების სხვადასხვა ეტაპზე.
​სიცოცხლის ელექსირი და მივიწყებული ტრადიციები: მოსწავლეებმა აღმოაჩინეს ფუტკრის პროდუქტების უნიკალური, სამკურნალო თვისებები და რაც ყველაზე ამაღელვებელია — გააცოცხლეს ჩვენი კულტურის თითქმის მივიწყებული, ძვირფასი საგანძური — თუთის აბრეშუმხვევიას მოვლა-პატრონობისა და გამრავლების საუკუნოვანი ხელოვნება.
​✨ მადლობა ჩვენს აღმოჩენებით აღფრთოვანებულ 7ა კლასს! ✨
ამ დიდი შრომისა და შემოქმედებითი აქტივობისთვის ბავშვებს საზეიმოდ გადაეცათ კუთვნილი სერტიფიკატები! 📜🎉
​ამაყები ვართ თითოეული მათგანით და გვჯერა, რომ ეს ცოდნა მათ ბუნების კიდევ უფრო დიდ მოყვარულებად და დამცველებად აქცევს. წინ კიდევ ბევრი დიდი აღმოჩენაა! 🚀🌿
მასწავლებელი: ლამზირა ტალახაძე

🌟 შემოქმედება, ცოდნა და შრომისმოყვარეობა ერთ სივრცეში გაერთიანდა!ჩვენს სკოლაში გაიმართა Vგ კლასის მოსწავლის, გაბრიელ ჯან...
10/06/2026

🌟 შემოქმედება, ცოდნა და შრომისმოყვარეობა ერთ სივრცეში გაერთიანდა!

ჩვენს სკოლაში გაიმართა Vგ კლასის მოსწავლის, გაბრიელ ჯანჯღავას, ნამუშევრების გამოფენა, რომელიც სხვადასხვა საგანს აერთიანებდა: ბუნებისმეტყველებას, მათემატიკას, ხელოვნებასა და სხვა სასწავლო მიმართულებებს.

🌎 გამოფენაზე წარმოდგენილი იყო მზის სისტემის მოდელი, ვულკანი, დედამიწის მაკეტი, ფერმის ცხოველები და მრავალი სხვა საინტერესო ნამუშევარი. თითოეული მათგანი გამოირჩეოდა სიზუსტით, შემოქმედებითი ხედვითა და დეტალებისადმი განსაკუთრებული ყურადღებით, რაც ნათლად ასახავს მოსწავლის მონდომებასა და შრომას.

აღსანიშნავია, რომ გამოფენის ორგანიზებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს კლასის დამრიგებელმა (ნონა მეცხვარიშვილი) და ხელოვნების მასწავლებელმა (გოჩა ყანჩაშვილი), რომელთა მხარდაჭერამ და თანამშრომლობამ ხელი შეუწყო მოსწავლის შესაძლებლობების სრულად წარმოჩენას.

✨ მოსწავლე გამოირჩევა მრავალმხრივი ინტერესებით, პასუხისმგებლობითა და მუდმივი სწრაფვით, რომ ყოველი ახალი გამოწვევა წარმატებით დაძლიოს. მისი შემოქმედებითი უნარები და ნიჭი განსაკუთრებით ნათლად აისახა წარმოდგენილ ნამუშევრებში ❤️

სკოლა ამაყობს ასეთი ნიჭიერი, შრომისმოყვარე და მიზანდასახული მოსწავლით. ვუსურვებთ მას მომავალშიც არაერთ წარმატებას, საინტერესო აღმოჩენებსა და ახალი მწვერვალების დაპყრობას!🥰

✨ წარმატებები მომავალ გზაზე!

🦁 თბილისის ზოოპარკში საგანმანათლებლო ცენტრის ინიციატივით გაიმართა მოსწავლეთა სამეცნიერო კონფერენცია ,, ადამიანი და ცხოვე...
09/06/2026

🦁 თბილისის ზოოპარკში საგანმანათლებლო ცენტრის ინიციატივით გაიმართა მოსწავლეთა სამეცნიერო კონფერენცია ,, ადამიანი და ცხოველთა სამყარო".

📖 კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს ჩვენი სკოლის მოსწავლეებმა ელენე სხვიტარიძემ და ანამარია გაფრინდაშვილმა.

🌱 წარადგინეს თემა ,,მე და ჩვენი ქვეყნის ბიომრავალფეროვნება".

🎖️ მოსწავლეთა ნამუშევრები მოხვდნენ 15 საუკეთესო ნაშრომში.

🥈 მეორე ტურში ელენე სხვიტარიძემ დაიკავა მეორე ადგილი.

🎁 მოსწავლეები დაჯილდოვდნენ დიპლომით და სერტიფიკატით, გადაეცათ საჩუქრები.

კურატორი მასწავლებელი - რუსუდან ფარეხელაშვილი.

05/06/2026

ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს, ვოკალური სტუდიის „მი ფა სი“ ორგანიზებით, სკოლაში შედგა ულამაზესი მიუზიკლის პრემიერა!
ჩვენმა პატარა მუსიკოსებმა სცენა ნამდვილ ზღაპრად აქციეს, დარბაზი კი — ტაშითა და დადებითი ემოციებით აავსეს. მადლობა თითოეულ მათგანს იმ დაუვიწყარი წუთებისთვის, რომლებიც გვაჩუქეს! 🥰

💰📚 ფინანსური წიგნიერების კვირეული ჩვენს სკოლაში ✨არაფორმალური განათლების ხელშეწყობის მიზნით,  7-11 კლასის მოსწავლეებისთვ...
04/06/2026

💰📚 ფინანსური წიგნიერების კვირეული ჩვენს სკოლაში ✨
არაფორმალური განათლების ხელშეწყობის მიზნით, 7-11 კლასის მოსწავლეებისთვის გაიმართა ფინანსური წიგნიერების კვირეული, რომელიც მრავალფეროვანი და საინტერესო აქტივობებით იყო დატვირთული. 🎯
🔹 საინფორმაციო შეხვედრები და პრეზენტაციები
🔹 ინტერაქციული და შემეცნებითი თამაშები- “ფინგო” (Fingo)
🔹 „ფინანსური ასოციაციობანა“
🔹 “ფინანსური შვიდფურცელა“
🔹 თამაში — „გამოიცანი სიტყვა მინიშნებებით“/ლარის ისტორიის გაცნობა
🔹 ფინანსური წიგნიერების ვიდეოგაკვეთილები

👩‍💻👨‍💻 მოსწავლეებმა თავადაც შექმნეს საინტერესო ციფრული პროდუქტები და პრეზენტაციები ფინანსური განათლების თემაზე.
🏆 კვირეულის დასასრულს გაიმართა ინტელექტუალური თამაში „ფინგო“, რომელშიც აქტიურად ჩაერთნენ 7-11 კლასის მოსწავლეები, მათ ფინიშთან გადაეცათ “ყველაზე ფინანსურად წიგნიერი მოსწავლის” სერთიფიკატები.
💡 ფინანსური წიგნიერება თანამედროვე სამყაროში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი უნარია, სწორედ ამიტომ ის წარმოადგენს პრიორიტეტს, როგორც ფორმალური, ისე არაფორმალური განათლების მიმართულებით. ფინანსური წიგნიერება ახალგაზრდებს ეხმარება პასუხისმგებლიანი, გააზრებული და სწორი ფინანსური გადაწყვეტილებების მიღებაში.
👏 მადლობა თითოეულ მონაწილეს აქტიურობისა და ჩართულობისთვის!

Address

გურამიშვილის გამზირი #29
Gldani
0178

Opening Hours

Monday 09:00 - 16:00
Tuesday 09:00 - 16:00
Wednesday 09:00 - 16:00
Thursday 09:00 - 16:00
Friday 09:00 - 16:00

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when სსიპ ქალაქ თბილისის 114-ე საჯარო სკოლა posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The School

Send a message to სსიპ ქალაქ თბილისის 114-ე საჯარო სკოლა:

Shortcuts

Share

Category