28/04/2025
პარასკევს, 25 აპრილს, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი სასკოლო-საგანმანათლებლო პროექტების ფარგლებში, საერთაშორისო ურთიერთობებისა და დიპლომატიის მიმართულებით, გამართა მოდელირებული თამაში თემაზე: „სახელმწიფოს მომავალი ლიდერები“.
ღონისძიებას ესწრებოდნენ ჩვენი სკოლის თვითმმართველობის თავმჯდომარე ლიზი შუბაშიშვილი და წევრი ანი ბაფხოშვილი.
ამ პროექტის მიზანი იყო ახალგაზრდებისთვის ლიდერობის, გადაწყვეტილებების მიღების, გუნდური მუშაობისა და მოლაპარაკების უნარ-ჩვევების განვითარება. ვორქშოპის მონაწილეებმა იმსჯელეს პოლიტიკურ იდეოლოგიებზე, განიხილეს სახელმწიფო მმართველობისა და ტერიტორიული მოწყობის ფორმები, მოირგეს კონკრეტული ქვეყნის წარმომადგენლის როლი და ერთმანეთს გაუზიარეს მოსაზრებები საგარეო და საშინაო პოლიტიკის აქტუალურ საკითხებზე.
🌀 ღონისძიების სპიკერები:
• ალიკა გუჩუა, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების საბაკალავრო პროგრამის ხელმძღვანელი, ასოცირებული პროფესორი
• გიორგი ფარეშიშვილი, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორის მრჩეველი, ასისტენტი
🌀 პროექტის ხელმძღვანელი:
• მარინე უგულავა, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის სასკოლო-საგანმანათლებლო პროექტების კოორდინატორი
ნორიოს საჯარო სკოლის თვითმმართველობა მადლობას უხდის კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტს ამ შესაძლებლობისთვი