დუშეთის მე-2 საჯარო სკოლა

დუშეთის მე-2 საჯარო სკოლა ,, განათლება, სიყვარული და მზრუნველობა”…💞

🎭🎻 დუშეთის მეორე საჯარო სკოლის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი წარმატება! 🏆დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერითა და ა(ა)ი...
02/06/2026

🎭🎻 დუშეთის მეორე საჯარო სკოლის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი წარმატება! 🏆

დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერითა და ა(ა)იპ „დუშეთის მუნიციპალიტეტის კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრის“ ორგანიზებით გაიმართა ტრადიციული კულტურულ-საგანმანათლებლო ფესტივალები – „ოქროს ნიღაბი“ და „ვიოლინოს გასაღები“, რომლებიც უკვე 15 წელია წარმატებით ტარდება და ახალგაზრდებს საკუთარი ნიჭისა და შემოქმედებითი შესაძლებლობების წარმოჩენის საშუალებას აძლევს.

🎭 თეატრალურ ფესტივალ „ოქროს ნიღაბზე“ ქ. დუშეთის მეორე საჯარო სკოლამ, პედაგოგ ლელა ლიქოკელის ხელმძღვანელობით, I ადგილი მოიპოვა.

🎻 მუსიკალურ ფესტივალ-კონკურს „ვიოლინოს გასაღებზე“ კი ქ. დუშეთის მეორე საჯარო სკოლის ანსამბლი, პედაგოგ გიული ტუშურის ხელმძღვანელობით , გრანპრის მფლობელი გახდა.

🌟 ამავე ფესტივალზე ჩვენი სკოლის მოსწავლე ლიკუნა ჩუგიანოვი ჟიურიმ „ჟიურის სიმპათიის“ სპეციალური ნომინაციით დააჯილდოვა, რაც მისი ნიჭის, შრომისა და სცენური მომხიბვლელობის აღიარებაა.

👏 ვულოცავთ ჩვენს მოსწავლეებსა და პედაგოგებს ამ დიდ წარმატებას! ეს გამარჯვებები მათი დაუღალავი შრომის, შემოქმედებითი მიდგომისა და პროფესიონალიზმის შედეგია.

❤️ მადლობას ვუხდით ფესტივალების ორგანიზატორებს, ჟიურის წევრებსა და ყველა იმ ადამიანს, ვინც ამ მნიშვნელოვანი ღონისძიებების განხორციელებაში მიიღო მონაწილეობა.

🌟 ვუსურვებთ დუშეთის მეორე საჯარო სკოლის მოსწავლეებსა და პედაგოგებს კიდევ მრავალ წარმატებას, ახალ მიღწევებსა და გამარჯვებებს!

გილოცავთ I ადგილსა და გრანპრის! 🏆🎭🎻

🌟დუშეთის №2 საჯარო სკოლის საზოგადოებრივი მეცნიერებების კათედრის ორგანიზებით, ჩატარდა  სასკოლო კონფერენცია, რომელიც ორ გა...
01/06/2026

🌟დუშეთის №2 საჯარო სკოლის საზოგადოებრივი მეცნიერებების კათედრის ორგანიზებით, ჩატარდა სასკოლო კონფერენცია, რომელიც ორ განსაკუთრებულ თარიღს — საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს და ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლისთავს მიეძღვნა.
🌟 #ღონისძიებაზე მოსწავლეებმა საინტერესო და აქტუალური თემები წარადგინეს. იმსჯელეს და დაფიქრდნენ იმაზე, თუ დღევანდელი გადასახედიდან რა არის თითოეული მათგანის პასუხისმგებლობა ქვეყნის წინაშე და რა ძალა აქვს სამშობლოსთვის თავდადებას.
🌟კონფერენციას სადღესასწაულო განწყობა შემატა მოსწავლეების მიერ შესრულებულმა სამშობლოსადმი მიძღვნილმა სიმღერებმა და ქართულმა ხალხურმა ცეკვებმა.
🌟მადლობას ვუხდით დირექციას თანადგომისთვის!
🌟მადლობას ვუხდით თითოეულ მონაწილეს!

☀️დღეს,დუშეთის მე-2 საჯარო სკოლაში გაიმართა ღონისძიება, რომელიც მიეძღვნა საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გ...
14/05/2026

☀️დღეს,დუშეთის მე-2 საჯარო სკოლაში გაიმართა ღონისძიება, რომელიც მიეძღვნა საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებიდან 1700 წლისთავს.

☀️მოსწავლეებმა და პედაგოგებმა კიდევ ერთხელ გაიხსენეს ჩვენი ქვეყნის ისტორიის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მოვლენა …
☀️ღონისძიება დატვირთული იყო რელიგიური, ისტორიული და ლიტერატურული თემატიკით…

☀️ეს დღე იყო არა მხოლოდ ისტორიის გახსენება, არამედ ეროვნული ღირებულებების, რწმენისა და კულტურული მემკვიდრეობის პატივისცემის გამოხატულება.

☀️მადლობა ღონისძიების თითოეულ მონაწილეს ამ ღირსეული და ემოციური დღის შექმნისთვის. 🇬🇪⛪

❤️
28/04/2026

❤️

Address

Dusheti

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when დუშეთის მე-2 საჯარო სკოლა posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Shortcuts

Share

Category