11/06/2026
🎈 სასწავლო წლის დასასრულს სსიპ ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ სატივის საჯარო სკოლაში დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებისთვის გაიმართა მხიარული სტარტები.
❤️პატარებმა დიდი ხალისითა და ენერგიით მიიღეს მონაწილეობა სხვადასხვა სახალისო შეჯიბრსა და აქტივობაში. დღემ უამრავი ღიმილი, დადებითი ემოცია და სასიამოვნო განწყობა მოუტანა როგორც მოსწავლეებს, ისე მასწავლებლებს.
❤️სასწავლო წლის დასრულებას ჩვენი სკოლა ტრადიციულად საინტერესო და მხიარული აქტივობებით აღნიშნავს, რაც ბავშვებისთვის კიდევ უფრო დასამახსოვრებელს ხდის სასკოლო ცხოვრებას.
❤️ღონისძიების დასასრულს მონაწილეებს გადაეცათ შესაბამისი სიგელები.
❤️ვუსურვებთ ჩვენს მოსწავლეებს ბედნიერ, უსაფრთხო და შთაბეჭდილებებით სავსე ზაფხულის არდადეგებს! ☀️🏅🎉👏