დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ხორჯაბუჯში ფუნქციონირებს ოჯაური მარანი „ღვინოვ კახურო გონაშვილისა“, სადაც დამთვალიერებლებს შეუძლიათ გაეცნონ ტრადიციული კახური ღვინის ქვევრებში დაყენებისა და შენახვის უძველეს ტექნოლოგიას.
მაღალი პროფესიონალიზმი და გამოცდილება გვაძლევს უფლებას, დაინტერესებულ იურიდიულ და ფიზიკურ პირებს შევთავაზო - სახელშეკრულებო პირობებით ყურძნის გადამუშავება, დახმარება ყურძნის შერჩევა-შესყიდვაში და მივცე მათ სხვა პროფესიოული რჩევები.
სურვილის შემთხვევაში, შესაძლებელია ღვინომასალის გადამუშავება და ჩამოსხმა ბოთლებში. ღვინომასალა გონაშვილი-1, გონაშვილი-2 გონაშვილი-3 გამოირჩევა საუკეთესო გემოთი, ფაქიზი არომატით, გამოკვეთილი ბუკეტით, ფერით, მდგრადობით და შემკული სხვა საუკეთესო ნიშნებით.
„ღვინოვ კახურო გონაშვილისა“ ნატურალური ყურძნისგან მზადდება მშრალი წითელი და თეთრი ღვინო, ალაზნის ველის მარჯვენა ნაპირის მიკრო ზონაში ბიოლოგიურად მოვლილ ნაკვეთში მოყვანილი ყურძნის ჯიშ საფერავისგან - წითელი, რქაწითელისგან - თეთრი. ვარ ბიოლოგიურ-მეურნეობათა ასოციაცია, „ელკანას“ წევრი და მჭიდროდ ვთანამშრომლობ დედოფლისწყაროს დაცული ტერიტორიების სამსახურთან, საქართველოს ტურიზმის დეპარტამენტთან.
დედოფლისწყაროს რაიონს შესანიშნავი მდებარეობა და ულამაზესი ლანდშაფტი აქვს. ის მდებარეობს ცივ გომბორის მთების გაყოლებაზე, მაღალ ნაყოფიერი შირაქის, ალაზნის და ივრის ველით, ისტორიული ძეგლებით, დაცული ტერიტორიებით: ვაშლოვანის, ჯუმაისყურის, არწივის ხეობის, ივრის ჭალებით - რომელთა დათვარიელებით და ჩემი ღვინის ზომიერი დაგემოვნებით მიიღებთ უმაღლეს კმაყოფილებას.
ტურისტებს ვთამაზობთ:
1 ინფორმაციის მიწოდებას ქართული ტრადიციული დარგების მევენახეობა-მეღვინეობის შესახებ.
2 მონაწილეობას ქვევრის გარეცხვაში, ქვევრის ღვინით შევსებაში, ქვევრის დაფარება-გახსნაში.
3 მონაწილეობას ჭაჭის გამოხდაში (ტრადიციული გლეხური წესით).
4 მონაწილეობას თონეზე „დედას პურის“ ცხობაში.
5 მონაწილეობას თათარის მომზადებასა და ჩურჩხელების ამოვლებაში.
6 მონაწილეობას ორცხობილის დამზადებაში.
7 ღვინის დაჭაშნიკებას, ტრადიციულ სადილთან ერთად.
8 სურვილისამებრ საგზლის შეძენას, რომელშიც შედის: ღვინო, ყველი, ორცხობილა, „დედას პური“, ჩურჩხელები.