ჩოხატაურის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეთა თვითმმართველობა

  • Home
  • Georgia
  • Chokhatauri
  • ჩოხატაურის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეთა თვითმმართველობა

ჩოხატაურის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეთა თვითმმართველობა სსიპ- ნიკო მარის სახელობის დაბა ჩოხატაურის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეთა თვითმმართველობა

21/01/2026

თუ გიყვარს აზრების გაცვლა, კამათი და კრიტიკულად მსჯელობა, მაშინ გიწვევთ ჩვენი სკოლის დებატების კლუბში.
აქ ისწავლით:
✅პოლიტიკურ და სხვადასხვა ტიპის ფორმალურ დებატებს
✅მოხსენების მომზადებას
✅სიტყვით გამოსვლას
✅კრიტიკულად აზროვნებას
✅განსხვავებული აზრის მოსმენას-მიღებას.
✅საკუთარი პოზიციის დაცვასა და არგუმენტირებას.

ჩავატარებთ შიდა და საჯარო დებატებს.
შეხვედრები მოგამზადებთ დებატების ეროვნული ტურნირისთვის, რომლის შესარჩევი ეტაპი ჩოხატაურში სავარაუდოდ ზაფხულში ჩატარდება. მიღებული გამოცდილება, რა თქმა უნდა გაგიადვილებთ ტურნირზე ასპარეზს.
შეხვედრები ჩატარდება ყოველ კვირა დღეს სკოლის ადმინისტრაციის შენობაში.

გპირდებით საინტერესო შეხვედრებს. 🌟

სსიპ ნიკო მარის სახელობის დაბა
ჩოხატაურის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეთა თვითმმართველობა.

31 ოქტომბერი დაზოგვის მსოფლიო დღეა, რომელიც მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში აღინიშნება. მოცემულ თარიღს საქართველოც უერთდება და...
06/11/2025

31 ოქტომბერი დაზოგვის მსოფლიო დღეა, რომელიც მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში აღინიშნება. მოცემულ თარიღს საქართველოც უერთდება და მას სხვადასხვა საგანმანათლებლო და საინფორმაციო აქტივობით აღნიშნავს. სსიპ ნიკო მარის სახელობის დაბა ჩოხატაურის N1 საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების კლუბის ინიციატივით მონაწილეობა მივიღეთ პროექტში - "მოიწვიე ფინედუ კლასში". შესაბამისად, ჩვენი სკოლის მე-9, მე-10 კლასის მოსწავლეებისთვის საინტერესო შეხვედრის ჩასატარებლად სკოლაში გვესტუმრა საქართველოს ეროვნული ბანკის ფინანსური განათლების პლატფორმა „ფინედუს“ და საქართველოს ბანკის წარმომადგენლები. პრეზენტაციის სახით განიხილეს ფინანსური განათლების სხვადასხვა საკითხი, მათ შორის: ფულის ისტორია და ფულის ფუნქციები, პირადი ფინანსების მართვა და ფულის დაზოგვა, ფინანსური უსაფრთხოება, ფინანსური ტერმინები.
შეხვედრის მეორე ეტაპი კი სხვადასხვა აქტივობებით და თამაშზე დაფუძნებული სწავლების ფორმატით წარიმართა. მოსწავლეებმა ითამაშეს სპეციალური სამაგიდე თამაში სახელწოდებით „ფინანსური ასოციაციობანა“, რომელიც შემუშავდა საქართველოს ეროვნული ბანკის ინციატივით, ფინანსური ტერმინების სახალისოდ და საინტერესოდ შესასწავლად.

დიდ მადლობას ვუხდით „ფინედუს“ და საქართველოს ბანკს ძალიან საინტერესო შეხვედრისა და საჩუქრებისთვის.
#ფინედუ #დაზოგვისდღე #ფინანსური #წიგნიერება
სსიპ - ნიკო მარის სახელობის დაბა ჩოხატაურის N1 საჯარო სკოლა

11/09/2025

წარმოგიდგენთ „ცოდნის გუდას“✨.
📚🎓🏫

„ცოდნის გუდა“ არის ბავშვებისთვის შექმნილი საგანმანათლებლო ტომარა 🎒
📌📚🖇️📐✏️🖍️ 1️⃣🙇‍♀️🌎🍃
სავსე ეკო-მეგობრული რესურსებით, თამაშებითა და სიურპრიზებით.
გუდაში აღმოაჩენთ ყველაფერს, რაც სწავლის პროცესს თამაშად აქცევს. 👉 მისი მიზანია, პატარებმა სწავლის პროცესით ისიამოვნონ და მიუდგნენ შემოქმედებითად.
💡„ცოდნის გუდა“ – როცა სწავლა საინტერესო თავგადასავალია!.

#ცოდნისგუდა #ეკომეგობრული #სწავლათამაშით #ჩოხატაურის1საჯარო

ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი კამპანიის ფარგლებში „Front News საქართველო“ გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებუ...
29/05/2025

ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი კამპანიის ფარგლებში „Front News საქართველო“ გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებული ახალგაზრდებისთვის განხორციელდა კონკურსი:

„ჩემი თვალით დანახული ენერგოეფექტურობა“.

🏆 აღნიშნულ კონკურსში ორიგინალური ნახატით "ეკო ჰარმონია" გაიმარჯვა ჩოხატაურის N1 საჯარო სკოლის IXბ კლასის მოსწავლე- ანასტასია კალანდაძემ. 💚🌎🎨 დაიმსახურა ფულადი პრიზი და ენერგოეფექტურობის ელჩის სტატუსი.
ვულოცავთ გამარჯვებას ჩვენს ნიჭიერ ტასოს და სამომავლოდ ვუსურვებთ წარმატებებს!

25/05/2025

❤️🇬🇪🇬🇪დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში, სკოლაში გაიმართა დოკუმენტური ფილმების ჩვენება, 🎥 ვითამაშეთ ინტელექტუალური თამაშების "რა? სად? როდის?" და "მაძიებელი" ადაპტირებული ვერსია. 🦉🔎🗂
დღემ ჩაიარა ძალიან ნაყოფიერად და სასიამოვნოდ. დაგველოდეთ, დაგიბრუნდებით საინტერესო აქტივობებით

14/03/2025

ფილმის ჩვენება და სახალისო აქტივობები 😍 მადლობა მონაწილეებს

13/03/2025
რედაქტორი: ანასტასია მდინარაძე, მე-8ბ კლასი
22/06/2024

რედაქტორი: ანასტასია მდინარაძე, მე-8ბ კლასი

ადამიანები ჯანსაღ ცხოვრებას სხვადასხვაგვარ, სუბიექტურ ახსნა-განმარტებას მოუძებნიან ხოლმე, ხშირად მხოლოდ  სპორტულად აქტიუ...
16/06/2024

ადამიანები ჯანსაღ ცხოვრებას სხვადასხვაგვარ, სუბიექტურ ახსნა-განმარტებას მოუძებნიან ხოლმე, ხშირად მხოლოდ სპორტულად აქტიურ ცხოვრებას ან სწორ კვებას უკავშირებენ. როგორი განმარტებაც უნდა ახლდეს აღნიშნულ ტერმინს, ყველა ერთხმად ვთანხმდებით, რომ ადამიანისთვის ძალზედ მნიშვნელოვანია მსგავსი ცნობიერებით ცხოვრება. რადგან ჯანსაღი ცხოვრების წესი ფსიქოლოგიური, ფიზიკური და სოციალური კეთილდღეობის ერთობლიობას გულისხმობს. ჯანსაღად ცხოვრება ახალგაზრდებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ჯანსაღი ახალგაზრდობა ჩვენი საზოგადოების ჯანსაღი მომავალია. ჯანსაღი ცხოვრების წესი მნიშვნელოვანია ჯანმრთელობის პრობლემების ასარიდებლად, ცხოვრებისეული სტრესის დაძლევისა და ცხოვრების ხარისხის გასაუმჯობესებლად. ჩვენს საზოგადოებაში, მრავალი მცდელობის, სწავლის თუ გამოცდილების გაზიარების მიუხედავად, არ არის სათანადოდ დამკვიდრებული ჯანსაღი ცხოვრება, მეტიც, ხშირად რომანტიზებული და წახალისებულია მავნე ჩვევები, დაუბალანსებელი რეჟიმი და სწრაფი კვება.
სწორედ ამიტომ კლუბმა "მოქალაქეობანამ" ორგანიზაცია "ქალები ქალებისთვის" მხარდაჭერით განახორციელა პროექტი "GEN Z-საღი თაობა". მრავალფეროვანი აქტივობების განხორციელებით შევეცადეთ საზოგადოებისათვის გვეჩვენებინა, რომ ცხოვრების ჯანსაღი წესი არის, უპირველეს ყოვლისა, ცხოვრების აქტიური, კულტურული წესი, რომელიც უშუალო კავშირშია ადამიანის ჯანმრთელობასთან, კეთილდღეობასა და ბედნიერებასთან. ეს არის უბრალოდ ცხოვრების პოზიცია!
კვირეულის ფარგლებში გაიმართა:
შემეცნებით-გასართობი თანატოლგანამათლებეთა ლექციები, მოსულ სტუმრებს გავუმასპინძლდი ჩვენ მიერ მომზადებული ჯანსაღი ლანჩით.
საინფორმაციო კამპანია- მოხალისეებმა დაამზადეს მაისურები და წარმართეს ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზებისკენ მიმართული კამპანია.
24 მაისს გაიმართა ველომარათონი, მოსწავლეებმა ვითანამშრომლეთ შესაბამის უწყებასთან და მათი მხარდაჭერით შევძელით იდეის უსაფრთხოდ განხორციელება.
საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში მოვაწყვეთ ფლეშმობი და ველომარათონის მონაწილეებს გავუმასპინძლდით აქტივობით -"ვიტამინები თამბაქოს ნაცვლად".
შემდეგ დღეებში გაიმართა სპორტული შეჯიბრებები ფეხბურთსა და ფრენბურთში. გამარჯვებულმა გუნდებმა სიმბოლურად ბურთები მიიღეს საჩუქრად.
განვახორციელეთ რაოდენობრივი კვლევა, რომლის ანგარიშსაც კლუბის საქმიანობის შემაჯამებელ ღონისძიებაზე შემოგთავაზებთ.
დიდი მადლობა ყველას, ვინც ჩაერთო ჩვენს აქტივობებში, იმედია სასარგებლო, საინტერესო და სასიამოვნო იყო.

24/05/2024

🚲ველომარათონი
🔖გიზიარებთ ვიდეომასალას დღევანდელი დღის შესახებ🚀
🚴‍♂️🌟”GEN Z- საღი თაობა” პროექტის ერთ-ერთი აქტივობიდან
🤞დაელოდეთ საინტერესო სიახლეებს

Address

ნიკო მარის ქუჩა #1
Chokhatauri
4900

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when ჩოხატაურის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეთა თვითმმართველობა posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Shortcuts

Share

Category