აფხაზეთის N10 საჯარო სკოლის სპორტკლუბი #დარასელია

აფხაზეთის N10 საჯარო სკოლის  სპორტკლუბი #დარასელია

Share

ეს არის გვერდი სადაც თქვენ იხილავთ სკოლისა თუ მსოფლიო სპორტის ამბებს და საინტერესო ფაქტებს.

08/11/2022

⚽️🇬🇪როგორც ვიცით კიდევ ერთი წარმატებული ქართველი შეემატა საქართველოს ხვიჩა კვარაცხელია ამ სეზონის მიხედვით ევროპული ფეხბურთის ერთ-ერთი მთავარი აღმოჩენაა, რომელიც დროის მოკლე მონაკვეთში “ნაპოლისთვის” საკვანძო ფიგურა გახდა.
იტალიურმა გამოცემა Corriere dello Sport-მა ევროპის ტოპ ჩემპიონატებიდან 23-წლამდე საუკეთესო ფეხბურთელები დაასახელა.
აღსანიშნავია, რომ სიმბოლურ თერთმეტეულში ჩვენებური გარემარბიც მოხვდა.

07/11/2022

"ერთადერთი ფეხბურთელი, რომელმაც ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია მოიპოვა."

"ალბერ კამიუ უბრალო კაცი არ ყოფილა. საერთოდ, ნობელის პრემიის ლაურეატები არ არიან ჩვეულებრივი ადამიანები. ისინი ყოველთვის რაღაცით გამოირჩევიან. კამიუც ბევრი რამით იყო გამორჩეული და მათ შორის იმითაც, რომ მის ცხოვრებაში ფეხბურთს უდიდესი ადგილი ეჭირა.

ის აღმერთებდა ფეხბურთს. 18 წლამდე თამაშობდა კიდეც
(ალჟირის უნივერსიტეტის გუნდ “რასინგში” თამაშობდა და ჩრდილოეთ აფრიკის ჩემპიონთა თასიც მოიგო), შემდეგ ფეხბურთელობაზე უარის თქმა მოუხდა იმის გამო, რომ ექიმებმა ტუბერკულოზის დიაგნოზი დაუსვეს.
ამან კამიუ ძალიან დაამწუხრა.

ერთხელ კამიუმ თქვა: "ყველაფერი, რაც მე საფუძვლიანად ვიცი მორალისა და პასუხისმგებლობის შესახებ, ფეხბურთისგან ვიცი".

ბევრი, ძალიან ბევრი დაიწერა ფეხბურთის მნიშვნელობის თაობაზე, მაგრამ ასე ზუსტად ის არავის განუსაზღვრავს."

📝 Live.ge, lelo.ge .

✨7 ნოემბერს, მონდოვიში (ალჟირი) ფრანგ ალჟირელთა ოჯახში დაიბადა დიდი მწერლი და ფილოსოფოსი, ნობელის პრემიის ლაურეატი ლიტერატურის დარგში და უდიდესი მორალისტი - ალბერ კამიუ.

___________________________________

“𝔚𝔥𝔞𝔱 ℑ 𝔨𝔫𝔬𝔴 𝔪𝔬𝔰𝔱 𝔰𝔲𝔯𝔢𝔩𝔶 𝔦𝔫 𝔱𝔥𝔢 𝔩𝔬𝔫𝔤 𝔯𝔲𝔫 𝔞𝔟𝔬𝔲𝔱 𝔪𝔬𝔯𝔞𝔩𝔦𝔱𝔶 𝔞𝔫𝔡 𝔬𝔟𝔩𝔦𝔤𝔞𝔱𝔦𝔬𝔫𝔰, ℑ 𝔬𝔴𝔢 𝔱𝔬 𝔣𝔬𝔬𝔱𝔟𝔞𝔩𝔩."

30/10/2022

🏆🎂ათი წამი, ათი შეხება – გმირი ,,მეათე“ ნომრით.
➡10 წამი – ძალიან დიდი დროა გმირის ცხოვრებაში. დიეგო მარადონამ ადგილი მონიშნა და უცებ წინ საშიში ჭურვივით გავარდა. ბურთით, სხეულითა და სისწრაფით, მან უსაქმოდ დატოვა ბრიტანეთის იმპერიის ხუთი ქვეშევრდომი და გაიტანა ყველასათვის დასამახსოვრებელი ბრწყინვალე გოლი. ეს მოხდა მექსიკაში, 1986 წელს, საფეხბურთო მოედანზე, არგენტინისა და ინგლისის შეხვედრაში, მეოთხედფინალურ ეტაპზე, რომლის შემდეგაც წაგებული შინ მიემგზავრება. სიცხე, ნესტი, სიმაღლე, მილიონობით თვალი. დაძაბულობა, შიში. თუმცა რას გიხსნით – თქვენც ყველაფერი იცით.
ყველაფერი კი ასე დაიწყო. ,,ზანგმა“ ენრიკემ მარადონა შეამჩნია და მოკლე პასი მიაწოდა – სუფთა ბიუროკრატიული გადაცემა იყო. მოგვიანებით გასახდელში, ის თავისი ასისტენტობის შესახებ ხუმრობდა: ,,ასეთი პასის შემდეგ, გოლის არგატანა იქნებოდა?!“ მარადონამ ბურთი მერვე ნომრის პოზიციაზე მიიღო. ოთხივე მხარეს თითო ინგლისელი ედგა და ჯერ კიდევ საკუთარ ნახევარზე იმყოფებოდა. მიიღო, შემობრუნდა და ავტოსტრადაზე საწინააღმდეგო მიმართულებით მოძრაობა დაიწყო. ამ გზას მხოლოდ ნახევრადშეშლილი ან ნახევრადსულელი თუ გაკვალავდა. წინ 50 მეტრი, უამრავი მოსახვევი და ბრგე ტიპებია, თუმცა კეთილშობილები – მოკლედ, იწყება მოხერხებულობის სახელგანთქმული ანთოლოგია: სილამაზე, პანიკა და ბედნიერი ფინალი. ეს ეპიზოდი ათასჯერ მაქვს ნანახი. ათი წამი, ათი შეხება – გმირი ,,მეათე“ ნომრით.
ცნობილი არგენტინელი მწვრთნელი ანხელ კაპა ამბობს: ,,ფინიშზე მისული მძლეოსანი წერტილს სვამს; ფეხბურთელი კი, რომელიც სირბილს ასრულებს, მხოლოდ ამის შემდეგ იწყებს ჩანაფიქრის რეალიზაციას: მისთვის ბურთით და უბურთოთ სირბილი – საქმის ნაწილია“. ამას მინდა დავამატო, რომ თუ გინდა ფეხბურთში პირველი მიხვიდე, სადღაც დამუხრუჭებაც უნდა შეგეძლოს. სხვა სიტყვებით, საჭიროა გონების სისწრაფე. სასურველია, თუ ეს სისწრაფეები ერთმანეთს შეერწყმება, მაგრამ არსებობენ გენიოსები ერთშიცა და მეორეშიც. მაგალითად, ფრანსისკო ჰენტო ფიზიკური სისწრაფით გამოირჩეოდა, მიშელ პლატინი – მენტალური. მარადონა – შერწყმის ეტალონი იყო. იმისთვის, რომ თავისი სისწრაფე გამოევლინა, მას ბურთი სჭირდებოდა: გამოაჩენდა მას, მალავდა, ისევ გამოაჩენდა და ასე მიიწევა წინ. და რადგან, აქ არ მინდოდა სირბილში შეჯიბრება, მოწინააღმდეგე ყოველთვის წაგებული რჩებოდა. გამოცდილება გვიჩვენებს, რომ ბევრი მოთამაშე, რომელთათვის ვარჯიშებზე ქრონომეტრი მოტივაციას არ წარმოადგენს, თამაშის დროს ყველაზე სწრაფები არიან.
ვიღაცამ თქვა: ,,სისწრაფე – ეს არის ღირსება, რომელიც ნაკლს წარმოშობს, რასაც ფაციფუცი და აჩქარება ჰქვია“.
ლუის სეზარ მენოტი ასეთ რეკომენდაციას გვაძლევს: ,,ბურთით ვარჯიში ფეხბურთელს იმაში ეხმარება, რომ მან შესაბამისი მაქსიმალური სისწრაფე განსაზღვროს“.
📖 ხორხე ვალდანო: ,,საფეხბურთო ისტორიები"
🎉 დღეს დიდი დიეგოს დაბადების დღეა

28/10/2022

☁️🎂ჩილეში 1962 წელს - გარინჩა ერთხმად აღიარეს მთავარ გმირად, რადგან პელემ ჩემპიონატის მეორე მატჩის პირველსავე წითებზე ტრავმა მიიღო და მწყობრიდან გამოვიდა. ინგლისელებთან 1/4 მატჩის წინ, ჟოაო სალდანიამ (ბრაზილიელი ჟურნალისტი) ინგლისელების მწვრთნელ უინტერბოთომს უთხრა:
- მისტერ უინტერბოთომ! ხედავთ ვარჯიშზე იმ ფეხბურთელ ბიჭს? გარინჩას? მზად ვარ ნებისმიერ პირობებზე დაგენიძლავებით, რომ მატჩის დაწყებიდან ხუთი წუთის შემდეგ, თქვენ მას გარდა მარცხენა მცველისა, მეურვედ კიდევ ორ-სამ ფეხბურთელს მიუჩენთ. და თუ ამას არ გააკეთებთ, მაშინ ისინი თავად დაიწყებენ მის მეურვეობას...
ნიძლავი დაიდო. ერთ ბოთლ შამპანურზე.
ჰყვებიან, რომ ამ მატჩის წინ, ერთ-ერთმა ბრაზილიელმა ჟურნალისტმა მანოელს უთხრა:
- მისმინე! იმ ,,გრინგოებს" დაცვაში ჰყავთ მვცელი ფლაუერსი, რომელმაც თქვა, რომ ის შენზე კარაგად თამაშობს. და რომ შენ მას ვერ მოატყუებ...
მანე გულუბრყვილო და აზარტული იყო. ის ვერ ჩაწვდა ჟურნალისტის ფანდს და დაინტერესდა:
- საიდან მიცნობს? ჩვენ ხომ ერთმანეთის პირისპირ არ გვითამაშია?
ტრიბუნებიდან გიყურებდა. და თქვა, რომ მის წინააღმდეგ არაფერი გამოგივა.
მანე ჩაფიქრდა, თავი გააქნია და შემდეგ იკითხა.
- როგორ გამოიყურება?
- მაღალია, ქერათმიანი...
- ისინი ყველანი მაღლები და ქერათმაინები არიან.
ცოტა ხანში, მანოელი ნილტონ სანტოსტან მივიდა:
- იცი, ცხოვრებაში არავისზე გავბრაზებულვარ, მაგრამ ეს ფლაუერსი თავიდან არ ამომდის. არ მომწონს ეს ,,გრინგო"
- შენც ჭკუა ასწავლე მანე.
გარინჩამ თავი გააქნია:
- ეს შემიძლია, მაგრამ ეშმაკმა დალახვროს, არ ვიცი რომელია. მხოლოდ ის ვიცი, რომ ის ინგლისელია.
- და შენც ყველას გაუსწორდი ერთ-ერთი ხომ ნამდვილად იქნება ის...
სწორედ ასე მოიქცა გარინჩა. ის ყველა ინგლისელს ატყუებდა. ის სიამოვნებით ანადგურებდა ამ ,,გრინგოებს", რადგან იცოდა რომ ერთ-ერთი მათგანი ფლაუერსი იყო.
გარინჩამ ერთი საგოლე პასი და ორი გოლი გაიტანა ინგლისთან. თანაც ერთი თავით, როცა მაღალ ბრიტანელ მცველებზე მაღლა ახტა. ამბობენ რომ გარინჩას კარიერის საუკეთესო მატჩი იყო. ფინალური სასტვენის შემდეგ უინტერბოთომმა შუბლიდან ოფლი მოიწმინდა, ბრძანება გასცა სალდანიასთვის ერთი ყუთი შამპანური მიეტანათ და ჟურნალისტებს განუცხადა.
- ოთხი წელი ვამზადებდი ჩემს ბიჭებს აქ გამარჯვებისთვის. სამწუხაროდ, არ გამითვალისწინებია, რომ საქმე გარინჩასთან გვექნებოდა.
,,დეილი მირორის" სიტყვაძუნწმა კორესპონდენტმა ფრენკ მაკგიმ მხარზე ხელი დაჰკრა უინტერბოთომს და უთხრა.
- გარინჩა მსოლფლიოს პირველი მოთამაშეა. ახალახან გავაგზავნე ტელეგრამა ჩემი გაზეთის 8 მილიონიანი მკუითხველისთვის: ,,ამიერიდან საუკეთესო ფეხბურთელი არა პელე, არამედ გარინჩაა".
მეორე გაზეთის ჟურნალისტმა დაამატა, ,,ჩვენ თავაწეულები მივდივართ ჩილედან, ჩევნ წავაგეთ გარინჩასთან. ჩვენს ადგილზე ყველა წააგებდა მის წინააღმდეგ..."
სურათზე: გარინჩა ატყუებს ბობი ჩარლტონს
🎉 დღეს, 28 ოქტომბერს გარინჩა 88 წლის გახდებოდა

28/10/2022

⚽️🏆გარინჩა დიადი ფეხბურთელი და დიადი ბავშვი იყო, მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი, ლაღი და გულუბრყვილო. ის უანგაროდ ეხმარებოდა ადამიანებს, ეწეოდა ბევრს, სვამდა და თამაშობდა ფეხბურთს ისე, როგორც ვერავინ. ერთხელ ჩილეში მას რადიო აჩუქეს და ეს რადიო გატეხა, რადგან, თურმე: „ის მხოლოდ ესპანურად მუშაობდა“.
1973 წელს ის თავად ქვეყნის პრეზიდენტმა, ემილიუ გარასტასუ მედიციმ მიიწვია და გარინჩა შორტებსა და შლოპანცებში გამოწყობილი გამოცხადდა სასახლეში.
მანუელ ფრანცისკო დუშ სანტუშს, სახალხოდ მანეს, მსოფლიოსთვის კი უბრალოდ გარინჩას, 5 ქალისგან 13 შვილი ჰყავდა და, მიუხედავად ამისა, სრულიად უპატრონოდ გარდაიცვალა ლოთობით გამოწვეული ციროზით 1983 წლის 20 იანვარს. მის დაკრძალვაზე უამრავი ხალხი კუბოსკენ მიუთითებდა და მთელ ხმაზე ღრიალებდა: „პელე, შენი ადგილი აქ არის!“. რადგან ფეხბურთის მეფე, ფეხბურთის სახალხო მეფის დაკრძალვაზე, იქ არ იმყოფებოდა..☁️
🎉 დღეს მანეს დაბადების დღეა!

24/10/2022

📌საინტერესო დეტალები ყველა დროის საუკეთესო არბიტრის პიერლუიჯი კოლინას შესახებ:

⭕კოლინას შეეძლო 4 ენაზე საუბარი, რაც მას ფეხბურთელებთან კომუნიკაციას უმარტივებდა, ასევე მათი ნათქვამი უხამსი ფრაზებიც კარგად ესმოდა.

⭕ყოველი მატჩის წინ, კოლინა ორივე გუნდის ყოველ ფეხბურთელს დეტალურად სწავლობდა. მან ყველა მოთამაშის სახელი და გვარი იცოდა. რა თქმა უნდა არა მხოლოდ სახელები, იტალიელი ყურადღებას ბევრ დეტალს აქცევდა.

⭕2002 წლის მუნდიალის ფინალის დასრულების შემდეგ, რონალდომ კოლინას თავისი მაისური აჩუქა და ასევე მატჩის ბურთიც მას გადასცა. შეხვედრის შემდეგ, ორივე ნაკრების ფეხბურთელებმა კოლინას ფინალის დიდებულად განსჯა მიულოცეს.

⭕კოლინა ერთადერთი მსაჯია, რომელმაც მოახერხა და შეძლო, რომ ვიდეოთამაშის ქავერზე მოხვედრილიყო (PES3 და 4).

👉პიერლუიჯი კოლინა France Football-მა ისტორიაში საუკეთესო მსაჯად დაასახელა✅

13/10/2022

🔴🏆სენეგალში დაბადებული ფეხბურთელი რომელიც დღეს მსოფლიოს 3 საუკეთესო ფეხბურთელს შორის ითვლება, წელიწადში 15 მილიონ ევროს შოულობს და დადის ძველი მობილური ტელეფონით რომელსაც ეკრანი გატეხილი აქვს, დღეში 5 ათასი აიფონი იყიდოს და ფული არ მოაკლდეს.
მას ინტერვიუში ჰკითხეს მისი გაუარესებული მობილურის ცნობისმოყვარეობა და მან უპასუხა:
"და რა ჯანდაბა უნდა მინდოდეს 10 ფერარი, 20 ბრილიანტის საათი ან ორი თვითმფრინავი ან ათასი აიფონი? " რას გააკეთებენ ეს საგნები ჩემთვის და მსოფლიოსთვის?
სკოლებს ვაშენებ, სტადიონი ავაშენე ჩემს სოფელში, უკიდურეს გაჭირვებაში მყოფ ადამიანებს ტანსაცმლით და საკვებით ვუზრუნველყოფ და ამას გარდა სენეგალის ყველა ღარიბი რეგიონის მოსახლეობას თვეში 70 დოლარს ვაძლევ მათი ოჯახი ეკონომიკა"

12/10/2022

გოოლ🔥ხვიჩა კვარაცხელია⚽️

12/10/2022

ხვიჩა კვარაცხელიას ასისტი🔥⚽️

11/10/2022

🔴კვარაცხელია სერია ა- ს საწყისი 9 ტურის საუკეთესო ფეხბურთელია⚽️🏆

11/10/2022

🥇 "ბავშვობაში მამაჩემი მეუბნებოდა, რომ ფეხბურთი შიშველი ფეხებით უნდა მეთამაშა, რადგან ასე ბურთთან მგრძნობელობას უფრო გავიმყარებდი. მეც დავპირდი და ასე ვიქცეოდი. სინამდვილეში ვიცი რატომაც მეუბნებოდა ამას. მას ჩემთვის ფეხსაცმლის საყიდელი ფული არ ჰქონდა.
როდესაც ოქროს ბურთი მოვიგე სიხარულისგან არ ვტიროდი. ვტიროდი, რადგან მამა აღარ მყავდა და ჩემს წარმატებას ვერ უყურებდა.." - რონალდინიო❤️🏅

11/10/2022

40 დღე მუნდიალის დაწყებამდე! 🇶🇦🌎

არ არსებობს ამაზე უფრო მისტიკური, ლამაზი და ყველასათვის სანუკვარი ნივთი სამყაროში 🏆🛐

Want your school to be the top-listed School/college in Chkhorotsku?

Click here to claim your Sponsored Listing.

Location

Category

Website

Address


Chkhorotsku