სსიპ ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ შუქრუთის #2 საჯარო სკოლა

  • Home
  • Georgia
  • Chiat'ura
  • სსიპ ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ შუქრუთის #2 საჯარო სკოლა

სსიპ ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ შუქრუთის #2 საჯარო სკოლა Contact information, map and directions, contact form, opening hours, services, ratings, photos, videos and announcements from სსიპ ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ შუქრუთის #2 საჯარო სკოლა, School, საქართველო, Chiat'ura.

31/08/2026

სსიპ ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ შუქრუთის N2 საჯარო სკოლის ადმინისტრაცია გაცნობებთ, რომ სასკოლო ფორმების გაცემა დაიწყება 9 სექტემბერს სსიპ ქალაქ ჭიათურის #4 საჯარო სკოლის რეალიზაციის პუნქტში , ნიკოპოლის ქუჩა #14;
აღნიშნული ინფორმაცია ეხებათ მხოლოდ პირველკლასელთა მშობლებს.
ან ონლაინ პლატფორმაზე - formebi.emis.ge.

შუქრუთის N2 საჯარო სკოლის დირექცია , ადმინისტრაცია  და პედაგოგიური კოლექტივი ულოცავს  -ს ,  უნივერსიტეტში ჩარიცხვას. წინ...
26/08/2026

შუქრუთის N2 საჯარო სკოლის დირექცია , ადმინისტრაცია და პედაგოგიური კოლექტივი ულოცავს -ს , უნივერსიტეტში ჩარიცხვას. წინ ახალი, საინტერესო და წარმატებული ეტაპი გელის. გისურვებთ მიზნების მიღწევას და ბედნიერ სტუდენტურ წლებს!

26/08/2026

ძვირფასო მშობლებო დაწყებით საფეხურზე სასკოლო ფორმის ტარება სავალდებულოა. ​ახალი სასწავლო წლისთვის მზადების პროცესში გიზიარებთ ამომწურავ ინფორმაციას ფორმების მიღებასთან, შეძენასა და მოქმედ წესებთან დაკავშირებით:
​ ვის გადაეცემა სასკოლო ფორმა უფასოდ (უსასყიდლოდ)?
​საქართველოს მთავრობის დადგენილებით განისაზღვრა 6 კატეგორია, რომელთა მოსწავლეებსაც სასკოლო ფორმა სასწავლო წელიწადში ერთხელ უფასოდ გადაეცემათ:
​ მოსწავლეები, რომლებიც რეგისტრირებულნი არიან სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და მათი სარეიტინგო ქულა 65 001-ზე ნაკლებია;
​ მინდობით აღზრდის სახელმწიფო პროგრამაში ჩართული ბავშვები;
​ მცირე საოჯახო ტიპის სახლებში განთავსებული მოსწავლეები;
​ მიუსაფარ ბავშვთა თავშესაფრების მომსახურებაში ჩართული მოსწავლეები;
​ თბილისის ბავშვთა სახლში განთავსებული მოსწავლეები;
​ უკრაინაში დაწყებული საომარი მოქმედებების შედეგად საქართველოს საჯარო სკოლებში ჩარიცხული უკრაინელი მოსწავლეები.
​ ახალი სტატუსის მიღება: თუ მოსწავლე წლის განმავლობაში მოიპოვებს ბენეფიციარის სტატუსს, მშობელმა წერილობით უნდა მიმართოს შპს „საგანმანათლებლო რესურსებს“. განაცხადი განიხილება 10 სამუშაო დღეში.
​ რა ღირს სასკოლო ფორმა?
​სასკოლო პიჯაკი: 45 ლარი
​სასკოლო შარვალი: 25 ლარი
​სასკოლო ქვედაკაბა: 25 ლარი
შესაძლებელია თუ არა ფორმების ადგილზე ზომაზე მორგება/მოზომება?
​დიახ! სარეალიზაციო პუნქტში ადგილზევე გექნებათ საშუალება, ბავშვებს ფორმები ზომაზე მოარგოთ და შეარჩიოთ მათთვის ყველაზე კომფორტული ზომა.
​ როგორ ხდება გადახდა?
​ანგარიშსწორება ადგილზე ხორციელდება უნაღდო ფორმით, ტერმინალის საშუალებით, ასევე შესაბამის კოდზე გადარიცხვის მეშვეობით, რომლის ქვითარსაც წარადგენთ სარეალიზაციო პუნქტში( ​გადახდისას დანიშნულებაში აუცილებლად მიუთითეთ: მოსწავლის პირადი ნომერი, სახელი და გვარი)
​ შეიძლება თუ არა ფორმის გადაცვლა ან დაბრუნება?
​დიახ! ზომის შეუსაბამობის ან ქარხნული წუნის შემთხვევაში, ფორმის გადაცვლა/დაბრუნება შესაძლებელია მიღებიდან ან შეძენიდან 14 კალენდარული დღის ვადაში.
​პირობა: ნივთს შენარჩუნებული უნდა ჰქონდეს სასაქონლო იერსახე, ეტიკეტი და არ უნდა ეტყობოდეს მოხმარების კვალი.
​ სად და როდის მოხდება პირველკლასელთა ფორმების გაცემა ჭიათურაში?
​სარეალიზაციო პუნქტი: სსიპ ქალაქ ჭიათურის № 4 საჯარო სკოლა, ნიკოპოლის ქუჩა №14
​გაცემის პერიოდი: 1 –10 სექტემბერი (სარეალიზაციო პუნქტებში მიწოდება იწყება 20 აგვისტოდან)
​სამუშაო საათები: 11:00 – 19:00 საათი (ყოველდღე, შაბათ-კვირის ჩათვლით)

სკოლის ადმინისტრაცია და პედაგოგიური კოლექტივი ღრმა მწუხარებით უსამძიმრებს გარდაცვლილი კურსდამთავრებულის  ათუკა  გეწაძის ...
29/06/2026

სკოლის ადმინისტრაცია და პედაგოგიური კოლექტივი ღრმა მწუხარებით უსამძიმრებს გარდაცვლილი კურსდამთავრებულის ათუკა გეწაძის ოჯახსა და ახლობლებს . ღმერთმა ნათელში ამყოფოს მისი სული...😭😭😭😭

დაუნის სინდრომი არის გენეტიკური მდგომარეობა, რომელიც ჩნდება მაშინ, როცა ადამიანს აქვს 21-ე ქრომოსომის დამატებითი ასლი. დ...
30/03/2026

დაუნის სინდრომი არის გენეტიკური მდგომარეობა, რომელიც ჩნდება მაშინ, როცა ადამიანს აქვს 21-ე ქრომოსომის დამატებითი ასლი. დაუნის სინდრომის შესახებ ცნობიერების ამაღლების დღე აღინიშნება 21 მარტს ძალიან თბილი და სიმბოლური ღონისძიებებით.ერთ-ერთი სიმბოლოა ფერადი წინდები, რაც სიმბოლოა მრავალფეროვნების.ყველა ადამიანი განსხვავებულია ეს კი სამყაროს უფრო ლამაზს ხდის🥰

სასკოლო სპორტული ოლიმპიადა 2025-2026. ჩვენი სკოლის გოგონათა და ვაჟთა გუნდებმა სასკოლო სპორტულ ოლიმპიადაში წარმატებულად  ...
26/11/2025

სასკოლო სპორტული ოლიმპიადა 2025-2026. ჩვენი სკოლის გოგონათა და ვაჟთა გუნდებმა სასკოლო სპორტულ ოლიმპიადაში წარმატებულად იასპარეზეს და მეორე ადგილის მფლობელები გახდნენ გეზრბენში. ფრენბურთის ვაჟთა გუნდმა კი მესამე ადგილი მოიპოვა.
გილოცავთ. წინ კიდევ ბევრი წარმატება მოგეტანოთ სკოლისთვის.

სსიპ ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ შუქრითის N2  საჯარო სკოლაში ჩატარდა ღონისძიება ,,საქართველოს კუთხეების მიერ წარმოდგე...
20/11/2025

სსიპ ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ შუქრითის N2 საჯარო სკოლაში ჩატარდა ღონისძიება ,,საქართველოს კუთხეების მიერ წარმოდგენილი შემოდგომა".
​ ასე ფერადოვნად, ხალისიანად და გემრიელად შევაჯამეთ საქართველოს ოქროსფერი შემოდგომა. მართლაც შთამბეჭდავი იყო!
​ჩვენ ვიმოგზაურეთ კახეთის ვენახებში, ვიმხიარულეთ იმერულ იუმორით, ვიგრძენით ზღვის სურნელი აჭარაში და მოვიპოვეთ სიბრძნე მთის კალთებზე. ეს იყო ნამდვილი ზეიმი ქართული ტრადიციებისა და ერთიანობის!

სსიპ ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ შუქრუთის N2 საჯარო სკოლაში გაიმართა ინტელრქტუალური თამაში​"ტვინების ბრძოლა" , სადაც ...
12/11/2025

სსიპ ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ შუქრუთის N2 საჯარო სკოლაში გაიმართა ინტელრქტუალური თამაში
​"ტვინების ბრძოლა" , სადაც მონაწილეობა მიიღეს III, IV, V, VI, VII დაVIII კლასის მოსწავლეებმა. გამარჯვება წილად ხვდა მე-4 კლასის მოსწავლეების გუნდს ,,მერცხლებს". უზარმაზარ წარმატებას გისურვებთ თითოეულ თქვენგანს.

Address

საქართველო
Chiat'ura

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when სსიპ ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ შუქრუთის #2 საჯარო სკოლა posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Shortcuts

Share

Category