ქალაქ ჭიათურის N1 საჯარო სკოლა

  • Home
  • Georgia
  • Chiat'ura
  • ქალაქ ჭიათურის N1 საჯარო სკოლა

ქალაქ ჭიათურის N1 საჯარო სკოლა N1 public school of Chiatura city

სსიპ ქალაქ ჭიათურის N1 საჯარო სკოლის

მისია

შეუქმნას მოსწავლეებსა და მთელ სასკოლო საზოგადოებას უსაფრთხო გარემო, მისცეს ხარისხიანი განათლება, რომელიც ხელს შეუწყობს მოსწავლეთა პიროვნულ ზრდას, მათში ქვეყნის ინტერესების, ტრადიციების და დემოკრატიული ღირებულებების მიმართ პასუხისმგებლობის გრძნობის განვითარებას. თითოეულ მოსწავლეში (მათი საჭიროებებისა და შესაძლებლობების გათვალისწინებით) იმ უნარ-ჩვევების ჩამოყალიბებასა და განვითარებას, რომელიც ხელს შეუწყობს კონკრეტულ გარემოში მათ ადაპტაციას. გახდეს თემის საგანმანათლებლო ცენტრი

ხედვა
სკოლა წარმოადგენს თემის საგანმანათლებლო ცენტრს
სკოლაში უზრუნველყოფილია ინკლუზიური, უსაფრთხო სასკოლო გარემო
სკოლის კურსდამთავრებულნი აღჭურვილი არიან აქტიური საზოგადოებრივი ცხოვრებისათვის საჭირო პრაქტიკული უნარჩვევებით

ღირებულებები

განცხადებული მომავლის ხედვისა და სკოლის მისიის განხორციელების მიზნით სასკოლო საზოგადოება თანხმდება, რომ სკოლამ მთლიანობაში და მისმა ყოველმა ცალკეულმა თანამშრომელმა თავიანთი ყოველდღიური საქმიანობის განხორციელებაში უნდა იხელმძღვანელონ შემდეგი სამუშაო პრინციპებითა და მიდგომებით:

• გუნდურობა;
• ინკლუზიურობა;
• მაღალი პროფესიონალიზმი;
• ტრადიციები;
• დემოკრატიულობა;
• გამჭვირვალობა

📣🐦15 მაისს, კულტურის ცენტრის საკონცერტო დარბაზში  ჭიათურის N1 საჯარო სკოლის IV ა კლასის  (პედაგოგი ნანა მეგრელიშვილი) გა...
11/06/2026

📣🐦15 მაისს, კულტურის ცენტრის საკონცერტო დარბაზში ჭიათურის N1 საჯარო სკოლის IV ა კლასის (პედაგოგი ნანა მეგრელიშვილი) გამოსაშვები საღამო გაიმართა. თეატრალიზებული წარმოდგენა, ზღაპარი ,, ბულბულის იუბილე''.
🩷მასწავლებელმა მართლაც რომ საოცარი დღე აჩუქა პირველ რიგში ამ ბავშვებს, მათ მშობლებლებს და ჩვენ მაყურებელს.
💛ჭკვიანურად გადაწყვეტილი სცენარი, ენერგიული, ქართული მუსიკა, ლამაზი ტყის დეკორაცია და მთავარი: საოცარი შემსრულებლები.
ეს იყო ნიჭის ზეიმი!
💙თითოეულ მოსწავლეს გასაოცარი სიზუსტით ჰქონდა მორგებული როლი, რომელსაც ისე ასრულებდნენ, როგორც უკვე ზრდასრული სცენის ოსტატები.
❤️მაყურებლით სავსე დარბაზმა, მათმა გულწრფელმა ემოციამ განსაკუთრებულად იმოქმედა პატარა მსახიობებზე და მეტი თავდაჯერება შემატა თითოეულ მათგანს.
💚ვულოცავთ პატარებს ამ წარმატებას, ვუსურვებთ მრავლად ყოფილიყოს მათ ცხოვრებაში ასეთი ფერადი დღეები.
💜მადლობა კლასის დამრიგებელს და ყველა იმ ადამიანს, ვინც წვლილი შეიტანა ამ დღესასწაულის მოწყობაში.

‼️სრული ღონისძიების სანახავად გადადით ბმულზე 👇
https://www.youtube.com/watch?v=BIWBwIRdPdE

🧪🌡️🥈სსიპ ქალაქ ჭიათურის N1 საჯარო სკოლის მე-10 გ კლასის მოსწავლემ დავით სოფრომაძემ მონაწილეობა მიიღო საქართველოს რესპუბლ...
10/06/2026

🧪🌡️🥈სსიპ ქალაქ ჭიათურის N1 საჯარო სკოლის მე-10 გ კლასის მოსწავლემ დავით სოფრომაძემ მონაწილეობა მიიღო საქართველოს რესპუბლიკურ ოლიმპიადაში ,,ზურგჩანთა", საგან ქიმიაში, გახდა ვერცხლის მედლის პრიზიორი და მიწვეულია საზაფხულო ბანაკში ,,ბაზალეთი-2026".
✅ვულოცავთ ამ წარმატებას დავითს და მის ქიმიის მასწავლებელს ბატონ ნუგზარ მიროტაძეს.
კიდევ ბევრ წარმატებას ვუსურვებთ მომავალშიც.

🌠📣სსიპ ქალაქ ჭიათურის N1 საჯარო სკოლის IVგ კლასმა (დამრიგებელი: მაკა ტალახაძე) კულტურის ცენტრის საკონცერტო დარბაზში გამა...
09/06/2026

🌠📣სსიპ ქალაქ ჭიათურის N1 საჯარო სკოლის IVგ კლასმა (დამრიგებელი: მაკა ტალახაძე) კულტურის ცენტრის საკონცერტო დარბაზში გამართა გამოსაშვები ღონისძიება ,, მომავალი ჩვენია”. ეს დღე სავსე იყო სიხარულით, სიყვარულით, ლამაზი ფერებით და დაუვიწყარი მომენტებით.
🩷ღონისძიების დასაწყისში IVგ კლასის მოსწავლეებმა დიდი სიყვარულითა და ხალისით წარუდგინეს მაყურებელს საკუთარი კლასი. მათ შთამბეჭდავად წარმოაჩინეს თავიანთი მეგობრობა, ერთიანობა და ის ლამაზი ოთხი წელი რომელიც ერთად გაატარეს.
🩵ღონისძიების მეორე ნაწილში კი წარმოგვიდგინეს ანტუან დე სენტ-ეგზიუპერის ,,პატარა უფლისწულის” მიხედვით დადგმული სპექტაკლი, სადაც მოსწავლეებმა დიდი მონდომებით და გულწრფელი ემოციებით გააცოცხლეს ნაწარმოების მთავარი ღირებულებები - სიყვარული, მეგობრობა, პასუხისმგებლობა და სიკეთე. თითოეული მოსწავლის მონდომებამ, ნიჭმა და შრომამ განსაკუთრებულად ლამაზი და დასამახსოვრებელი გახადა საღამო.
💛ვულოცავთ ჩვენს პატარებს დაწყებითი საფეხურის წარმატებით დასრულებას. ვუსურვებთ, რომ მომავალი გზა იყოს ნათელი, სავსე ახალი აღმოჩენებით, წარმატებებითა და ბედნიერი დღეებით.
💚მადლობას ვუხდით კლასის დამრიგებელს, მშობლებს და ყველას, ვინც ამ დაუვიწყარი დღის შექმნაში მიიღო მონაწილეობა.

 #26მაისი  #საქართველოსდამოუკიდებლობისდღე🇬🇪🇬🇪🇬🇪„წარსულის ხსოვნა და მომავლის შენება“2026 წლის 26 მაისს, ქალაქ ჭიათურის N1...
27/05/2026

#26მაისი
#საქართველოსდამოუკიდებლობისდღე🇬🇪

🇬🇪🇬🇪„წარსულის ხსოვნა და მომავლის შენება“
2026 წლის 26 მაისს, ქალაქ ჭიათურის N1 საჯარო სკოლაში საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ემოციური და შთამბეჭდავი ღონისძიება გაიმართა.
მე-7 გ კლასის მოსწავლეებმა, კლასის დამრიგებელ მარიამ კავთელაძის თაოსნობითა და უშუალო ორგანიზებით, დამსწრე საზოგადოებას ნამდვილი დღესასწაული აჩუქეს. ღონიძიება დატვირთული იყო პატრიოტული სულისკვეთებით, მუსიკალური ნომრებითა და საინტერესო პრეზენტაციით, რომელმაც კიდევ ერთხელ შეგვახსენა ჩვენი ქვეყნის თავისუფლების ფასი.
ღონისძიების მთავარ შემოქმედებით კულმინაციად იქცა მოსწავლეების მიერ გაცოცხლებული სცენები მხატვრული ფილმიდან „ექვთიმე ღვთისკაცი“. ბავშვებმა საოცარი არტისტულობითა და პასუხისმგებლობით გადმოსცეს ეროვნული გმირის, ექვთიმე თაყაიშვილის ღვაწლი და თავდადება, რამაც მაყურებელში დიდი აღფრთოვანება და ემოცია გამოიწვია! 🇬🇪

⚽️კიდევ ერთი გამარჯვებით გაგვახარეს ჩვენმა სპორტსმენებმა და სიხარულით გვინდა გამცნოთ მორიგი სპორტული მიღწევების შესახებ....
22/05/2026

⚽️კიდევ ერთი გამარჯვებით გაგვახარეს ჩვენმა სპორტსმენებმა და სიხარულით გვინდა გამცნოთ მორიგი სპორტული მიღწევების შესახებ.
🏆🥇საქართველოს ბავშვთა და სასკოლო სპორტული ეროვნული ფედერაციის მიერ ქ.ჭიათურაში ჩატარდა ,,თავისუფალი თამაშები 2026" მინი ფეხბურთში სკოლებს შორის (2012-2014 წლებში დაბადებულ ვაჟებში). სადაც სსიპ ქალაქ ჭიათურის N1 საჯარო სკოლის გუნდი გახდა გამარჯვებული და მოიპოვა თასი.
📣ვულოცავთ ჩვენს გუნდს, სპორტის მასწავლებლებს და მთელ სასკოლო საზოგადოებას.
უამრავი გამარჯვება თქვენ!

⚽️🥈მოგეხსენებათ სსიპ ქალაქ ჭიათურის N1 საჯარო სკოლის გუნდი ,,სასკოლო სპორტული ოლიმპიადის" იმერეთის ჩემპიონები არიან მინი...
22/05/2026

⚽️🥈მოგეხსენებათ სსიპ ქალაქ ჭიათურის N1 საჯარო სკოლის გუნდი ,,სასკოლო სპორტული ოლიმპიადის" იმერეთის ჩემპიონები არიან მინი ფეხბურთში.
როგორც იმერეთის ჩემპიონმა გუნდმა მონაწილეობა მიიღო ქ.ფოთში გამართულ დასავლეთ საქართველოს ჩემპიონატში. სადაც მე-2 ადგილი დაიკავეს, გახდნენ ვიცე ჩემპიონები და მონაწილეობას მიიღებენ ბათუმის ოლიმპიურ ფესტივალზე, რომელიც გაიმართება 2-5 ივნისს.
📣წარმატებებს ვუსურვებთ ჩვენი სკოლის გუნდს.

🔔დღეს ჩვენს სკოლაში განსაკუთრებული და ემოციური დღეა, მე-12 კლასელებისთვის ბოლო ზარი დაირეკა. დასრულდა ცხოვრების ერთ-ერთი...
20/05/2026

🔔დღეს ჩვენს სკოლაში განსაკუთრებული და ემოციური დღეა, მე-12 კლასელებისთვის ბოლო ზარი დაირეკა.
დასრულდა ცხოვრების ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი და დაუვიწყარი ეტაპი, რომელიც სავსე იყო ცოდნით, მეგობრობით, სიხარულითა და უამრავი მოგონებებით.
📣ჩვენს ძვირფას მოსწავლეებს ვუსურვებთ წარმატებას ცხოვრების ახალ გზაზე, საკუთარი მიზნების მიღწევას, ბედნიერ მომავალსა და ღირსეულ ნაბიჯებს.
გვჯერა, რომ თითოეული თქვენთაგანი შეძლებს საკუთარი ადგილის დამკვიდრებას და მუდამ იამაყებს თავისი სკოლით, ისევე როგორც ჩვენ ვიამაყებთ თქვენით.
📢წარმატებები თქვენ, ჩვენო საამაყო თაობავ!

#ბოლოზარი

Address

ნინოშვილის #36
Chiat'ura

Alerts

Be the first to know and let us send you an email when ქალაქ ჭიათურის N1 საჯარო სკოლა posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Shortcuts

Share

Category