23/12/2025
22 დეკემბერს ჩატარდა ინტეგრირებული გაკვეთილი საგნებში: "მე და საზოგადოება", "კომპიუტერული ტექნოლოიგა " და "ხელოვნება", პედაგოგები : მაკა კალანდაძე და ნანა ქვილორია.
შეჯამდა შესწავლილი თემები “იყიდე რამე”(მეწარმეობა) სახვით ხელოვნებაში ” უჩვეულო ნაძვის ხე” და ტექნოლოგიის დახმარებით მოძიებული სხვადასახვა აქტივობების განხორციელება რაც საინტერესო იდეების განხორციელებაში დაგვეხმარა.
მიმართულების მიზანი იყო მოსწავლეს განუვითაროს კრიტიკული და ინოვაციური აზროვნება. აღჭურვოს იგი ისეთი უნარებით, როგორებიცაა: გადაწყვეტილების მიღებაა, მიზნების შესაბამისად რაციონალური მოქმედება, პრობლემის იდენთიფიცირება და გადაწყვეტა, დროის და სხვა რესურსების სწორად დაგეგმვა, ხარჯი და დაზოგვა.
მოსწავლეებმა მშობელბის მხარდაჭერით შექმნეს “საახალწლო სათამაშოები” და ჩაატარეს იმიტირებული ბაზრობა, სადაც აუდიტორიასა აუხსნეს თუ როგორ დაგეგმეს, მოაგროვენ მასალა, ხარჯთახრიცხვა წარადგინეს და ფასი დაუწესეს მათ მიერ შექმნილ საქონელს.
შთამბეჭდავი იყო მშობლებისთვის და დამსწრე მასწავლებლებისთვის ეს გაკვეთილი, რომელსაც სამომავლოდ პროექტის სახით განვახორციელებთ.