08/02/2018
📢 მოგესალმებით მეგობრებო ! ! !
👆 ბოლნისის № 1 საჯარო სკოლაში უკვე ერთი წელია ფუნქციონირებს კომაროვის შაბათის სკოლა. ჩვენ ვასწავლით III, IV, V და VI კლასის მოსწავლეებს მათემატიკას იმ პროგრამით, რომელიც შედგენილია კომაროვის მაღალკვალიფიციურ პედაგოგთა მიერ, რომელიც უნვითარებს მოსწავლეს მათემატიკურ აზროვნებას და ამზადებს კომაროვში მისაღები გამოცდების ჩასაბარებლად.
🔹 მოგეხსენებათ თუ რაოდენ მნიშვნელოვანია მათემატიკა, როგორც მეცნიერება, დღევანდელ დღეს და სწორედაც, რომ ჩვენი მთავარი მიზანია მოსწავლეებს გავუღვივოთ ამ საგნისადმი ინტერესი და განუვითაროთ ისეთი უნარები, რომლებიც დაეხმარებათ ცხოვრების შემდგომ ეტაპებზე, არამხოლოდ სკოლის მათემატიკაში, არამედ ნებისმიერ საქმიანობაში, რომელიც ლოგიკურ და ანალიტიკურ აზროვნებას მოითხოვს. 👌👌
დეტალური ინფორმაციისთვის მოგვწერეთ Facebook გვერდზე ან დაგვიკავშირდით
ნომერზე: +995 551 188 388