კაზრეთის N1 საჯარო სკოლა

კაზრეთის  N1 საჯარო სკოლა Contact information, map and directions, contact form, opening hours, services, ratings, photos, videos and announcements from კაზრეთის N1 საჯარო სკოლა, School, Bolnisis Municipaliteti, Daba Kazreti, Bolnisi.

მადლობა კომპანია RMG · არემჯი -ს💫
15/09/2026

მადლობა კომპანია RMG · არემჯი -ს💫

15/09/2026

📆დაბა კაზრეთის N1 საჯარო სკოლა გილოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას! გისურვებთ საინტერესო, ნაყოფიერ და შემოქმედებით სასწავლო წელს.❣️🎉

ძვირფასო მშობლებო!❤️

​მადლობა, რომ გვანდეთ თქვენი შვილების მომავალი! ჩვენმა სკოლამ კიდევ ერთი ახალი თაობა მიიღო. ჩვენთვის დიდი პატივი და პასუხისმგებლობაა, ვიყოთ მათი გზამკვლევი ამ საინტერესო სამყაროში!

✨ სიამაყითა და დიდი სიხარულით გაცნობებთ ჩვენი სკოლის კიდევ ერთ მნიშვნელოვან წარმატებას! ✨🎉დაბა კაზრეთის N1საჯარო სკოლის ...
03/09/2026

✨ სიამაყითა და დიდი სიხარულით გაცნობებთ ჩვენი სკოლის კიდევ ერთ მნიშვნელოვან წარმატებას! ✨
🎉დაბა კაზრეთის N1საჯარო სკოლის XII-ა კლასის მოსწავლემ, სონიკო ავქოფაშვილმა, ბრწყინვალე გამარჯვება მოიპოვა საქართველოს „მწვანე მთვარის“ საზოგადოების (GREEN MOON GEORGIA) მიერ ორგანიზებულ მოთხრობების ეროვნულ კონკურსში- „დაწერე მოთხრობა, მიიღე ღირებული ჯილდო და შენი ნაშრომი გამოქვეყნდება წიგნში!“
🎯✍️კონკურსი მიზნად ისახავდა ახალგაზრდებში მწერლობის წახალისებასა და ისეთ მნიშვნელოვან სოციალურ თემებზე დაფიქრებას, როგორებიცაა მავნე ჩვევებთან (თამბაქო, ალკოჰოლი, ნარკოტიკი, აზარტული თამაშები) და ტექნოლოგიურ დამოკიდებულებასთან ბრძოლა.

✨️ჟიურის მაღალი შეფასებით, სონიკო ავქოფაშვილის მოთხრობამ საპრიზო II ადგილი დაიკავა! მას გადაეცა დიპლომი და ფულადი ჯილდო 500 ლარის ოდენობით.
✍️ამასთანავე, სონიკოს მოთხრობა მოხვდა კონკურსის საუკეთესო 10 ნაშრომს შორის და სპეციალურ კრებულად დაიბეჭდება წიგნში! 📚🎉
👏ვულოცავთ ჩვენი სკოლის მოსწავლეს და უამრავ წარმატებას ვუსურვებთ❣️🎉

👩‍🎓🧑‍🎓დაბა კაზრეთის N1 საჯარო სკოლიდან წელს 32-მა აბიტურიენტმა სტუდენტის სტატუსი მოიპოვა. 🎉💥👏ვულოცავთ ჩვენს კურსდამთავრე...
25/08/2026

👩‍🎓🧑‍🎓დაბა კაზრეთის N1 საჯარო სკოლიდან წელს 32-მა აბიტურიენტმა სტუდენტის სტატუსი მოიპოვა. 🎉💥
👏ვულოცავთ ჩვენს კურსდამთავრებულებს ამ მნიშვნელოვან წარმატებას! გვიხარია და გვეამაყება თითოეული თქვენგანის შედეგი. 🫶
✨️წარმატებებს გისურვებთ სტუდენტურ ცხოვრებაში! 📚✨

დაბა კაზრეთის N1 საჯარო სკოლა ამაყობს თქვენით❣️

📢 კაზრეთის №1 საჯარო სკოლის პირველკლასელთა მშობლების საყურადღებოდ!პირველკლასელთათვის სასკოლო ფორმების შეძენა შესაძლებელი...
19/08/2026

📢 კაზრეთის №1 საჯარო სკოლის პირველკლასელთა მშობლების საყურადღებოდ!

პირველკლასელთათვის სასკოლო ფორმების შეძენა შესაძლებელია 2026 წლის 3 სექტემბერს, უნაღდო ანგარიშსწორებით, სსიპ ქალაქ ბოლნისის №3 საჯარო სკოლის შენობაში არსებულ სარეალიზაციო პუნქტში.

📍 მისამართი: ქ. ბოლნისი, დავით აღმაშენებლის ქ. №15
🕚 სამუშაო საათები: 11:00–19:00

ადგილზე შესაძლებელია ბავშვისთვის ფორმის ზომაზე მორგება და შესაბამისი ზომის შერჩევა. ამისთვის სარეალიზაციო პუნქტში მოწყობილია ცალკე გასახდელები გოგონებისა და ვაჟებისთვის.

💳 გადახდა შესაძლებელია:
✅️ტერმინალის საშუალებით;
✅️შესაბამის საბანკო ანგარიშზე გადარიცხვით.
გადარიცხვის შემთხვევაში ქვითარი უნდა წარადგინოთ სარეალიზაციო პუნქტში.
❗ გადახდის დანიშნულებაში აუცილებლად მიუთითეთ მოსწავლის პირადი ნომერი, სახელი და გვარი.
🔄 ზომის შეუსაბამობის ან ქარხნული წუნის შემთხვევაში ფორმის გადაცვლა/დაბრუნება შესაძლებელია მიღებიდან/შეძენიდან 14 კალენდარული დღის განმავლობაში, იმ პირობით, რომ ნივთს შენარჩუნებული აქვს სასაქონლო იერსახე და ეტიკეტი და არ ეტყობა მოხმარების კვალი.
📌 კაზრეთის №1 საჯარო სკოლის პირველკლასელთა მშობლებისთვის ფორმების გაცემის დღეა 3 სექტემბერი.

გთხოვთ, შესაძლებლობის ფარგლებში, დაიცვათ დადგენილი განრიგი, რათა პროცესი შეუფერხებლად და ორგანიზებულად წარიმართოს.

დამატებითი ინფორმაციის ან გაუგებრობის შემთხვევაში, გთხოვთ, მიმართოთ კაზრეთის №1 საჯარო სკოლას ან ქალაქ ბოლნისის საგანმანათლებლო რესურსცენტრს.

👧🏻👦🏻 წარმატებებს ვუსურვებთ ჩვენს მომავალ პირველკლასელებს! 🎒📚

🚀 კაზრეთის N1 საჯარო სკოლის მოსწავლე ანა სიმონიშვილი STEAM ბანაკი 2026-ის მონაწილეა!🎉 ანა სიმონიშვილი 2000-მდე აპლიკანტს...
17/08/2026

🚀 კაზრეთის N1 საჯარო სკოლის მოსწავლე ანა სიმონიშვილი STEAM ბანაკი 2026-ის მონაწილეა!
🎉 ანა სიმონიშვილი 2000-მდე აპლიკანტს შორის შეირჩა და ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს STEAM ბანაკი 2026-ის ერთ-ერთ ნაკადში მიიღო მონაწილეობა.
📚 ბანაკი წარმატებით დასრულდა-სამივე ნაკადში 300-მა მოსწავლემ მიიღო მონაწილეობა, მათ შორის საქართველოს დიასპორის შვიდმა წარმომადგენელმა ბელგიიდან, გერმანიიდან და უზბეკეთიდან.
💡 STEAM ბანაკის მიზანია სკოლის მოსწავლეების პროგრამირების საწყისებით, თანამედროვე ტექნოლოგიებითა და ინოვაციური მეწარმეობით დაინტერესება, მათი პროფესიული განვითარების ხელშეწყობა და პრაქტიკული უნარების განვითარება.
🔬 ბანაკის მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ, გაცნობოდნენ მეცნიერებას, ტექნოლოგიებსა და ინჟინერიას, ემუშავათ გუნდურად, გამოეცადათ საკუთარი იდეები პრაქტიკაში და შეექმნათ პირველი პროტოტიპები.
👏 ვამაყობთ ანას წარმატებით და გვიხარია, რომ კაზრეთის N1 საჯარო სკოლის მოსწავლე აქტიურად მონაწილეობს ქვეყნის მასშტაბით განხორციელებულ ტექნოლოგიურ და ინოვაციურ პროგრამებში!

17/07/2026

✅️გაცნობებთ, რომ 2026-2027 სასწავლო წლისთვის პირველ კლასში მოსწავლეთა რეგისტრაციის V (ბოლო) ეტაპი იწყება 20 ივლისს და გაგრძელდება 31 ივლისის ჩათვლით.
✅️ამ ეტაპზე რეგისტრაცია შეუძლიათ იმ მოსწავლეებს, რომლებიც წინა ეტაპებზე ვერ დარეგისტრირდნენ.
🖥️ გთხოვთ, არ გადადოთ რეგისტრაცია და ისარგებლოთ დადგენილი ვადებით.
✅️გისურვებთ წარმატებას და მოუთმენლად ველით ჩვენს მომავალ პირველკლასელებს! 💙📚

01/07/2026

🏘ახალი სათემო პროექტი: „კაზრეთის ციფრული ისტორია“
​⏳️ყველა დაბასა და ქალაქს აქვს ისტორია, რომელსაც ძველი ფოტოები და ადამიანების მეხსიერება ინახავს. თუმცა, დროთა განმავლობაში ეს უნიკალური მოგონებები შესაძლოა დაიკარგოს.
​🎬 სწორედ ამიტომ, დაბა კაზრეთის N1 საჯარო სკოლის გოგონათა ტექნოლოგიურმა კლუბმა გადაწყვიტა, ეს ამბები შეაგროვოს და დოკუმენტური კადრები გადაიღოს!
​💻🔎 ჩვენ, ხელოვნური ინტელექტისა და ციფრული ტექნოლოგიების დახმარებით, გავაცოცხლებთ კაზრეთის ძველ ამბებს და სამუდამოდ შევინახავთ.
​📽🎤 პროექტის ფარგლებში შევხვდებით ადგილობრივ მაცხოვრებლებს, ჩავწერთ მათ უნიკალურ ისტორიებს და შევქმნით მულტიმედიურ გზამკვლევს.
​🤝 შემოგვიერთდით და გახდით პროექტის ნაწილი!
თუ იცით საინტერესო ისტორიები კაზრეთზე, გაქვთ ძველი ფოტოები, ან იცნობთ ადამიანებს (ასაკის მიუხედავად), ვისაც სურს ჩვენი დოკუმენტური კადრების ნაწილი გახდეს-დაგვიკავშირდით!
​💻 ერთად გავაციფრულოთ კაზრეთის ისტორია!
კაზრეთის N1 საჯარო სკოლა
საფიხვნო-სამოქალაქო განათლების კლუბი
მარიამ ბერია
Ana Simonishvili
Mariam Soselia
Soniko Avqofashvili
Sofo Mamulashvili
ელენი გოჩაძე
ფეიქრიშვილი მარიამი
Kazreti • კაზრეთი

📆22–26 ივნისს ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში (KIU) საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო...
30/06/2026

📆22–26 ივნისს ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში (KIU) საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ინიციატივით გაიმართა STEAM ბანაკი, რომლის მიზანი იყო საჯარო სკოლებში STEAM განათლების გაძლიერება, მასწავლებელთა პროფესიული კომპეტენციების განვითარება და სკოლებში STEAM კლუბების ჩამოყალიბების ხელშეწყობა.
🎉ბანაკში მონაწილეობა მიიღო ჩვენი სკოლის მათენატიკის პედაგოგმა ლეილა მაღრაძემ, რომელმაც პრაქტიკული აქტივობების ფარგლებში გაიღრმავა ცოდნა პროექტებზე დაფუძნებული სწავლების, ინტეგრირებული STEAM მიდგომებისა და ინოვაციური სასწავლო გარემოს ორგანიზების მიმართულებით.
🔌🔎მიღებული გამოცდილების საფუძველზე, მომავალი სასწავლო წლიდან ჩვენს სკოლაში გაიხსნება STEAM კლუბი, რომელიც მოსწავლეებს შესთავაზებს საინტერესო, პრაქტიკულ და შემოქმედებით პროექტებზე დაფუძნებულ აქტივობებს, ხელს შეუწყობს კრიტიკული აზროვნების, თანამშრომლობისა და პრობლემების გადაჭრის უნარების განვითარებას.
👏წარმატებასა და წინსვლას ვუსურვებთ ჩვენს პედაგოგს!

📆27 ივნისს, სოფელ ტანძიაში, სულხან-საბა ორბელიანის ლიტერატურულ მუზეუმში გამართული სახალხო ფესტივალი „საბა 2026“ მრავალფე...
29/06/2026

📆27 ივნისს, სოფელ ტანძიაში, სულხან-საბა ორბელიანის ლიტერატურულ მუზეუმში გამართული სახალხო ფესტივალი „საბა 2026“ მრავალფეროვან კულტურულ და სპორტულ აქტივობებს აერთიანებდა.
♟️♟️​სპორტულ ღონისძიებებს შორის განსაკუთრებული აღმოჩნდა ჭადრაკის ტურნირი, რომელშიც მონაწილეობა ბოლნისის საჭადრაკო სკოლა „ნონას“ ნორჩმა მოჭადრაკეებმა მიიღეს.
​დაძაბული, საინტერესო და ინტელექტუალური პარტიების შემდეგ, კაზრეთის N1 საჯარო სკოლა ის მოსწავლეებმა საპრიზო ადგილები მოიპოვეს:
​🥈 II ადგილი-გიორგი აზარაშვილი
​🥉 III ადგილი-ნიკოლოზ ყაფლანიშვილი

🎉​წარმატებული ასპარეზობისთვის მათ მედლები და სიგელები გადაეცათ. 🎉

🎉​ვულოცავთ გიორგისა და ნიკოლოზს გამარჯვებას და წარმატებებსს ვუსურვებთ წინსვლის გზაზე! 👏

♟️♟️ჭადრაკის პედაგოგი: ხვიჩა მაღრაძე

Address

Bolnisis Municipaliteti, Daba Kazreti
Bolnisi
1100

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when კაზრეთის N1 საჯარო სკოლა posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The School

Send a message to კაზრეთის N1 საჯარო სკოლა:

Shortcuts

Share

Category