ბოლნისის სულხან-საბა ორბელიანის სახ. N1 საჯარო სკოლა

  • Home
  • Georgia
  • Bolnisi
  • ბოლნისის სულხან-საბა ორბელიანის სახ. N1 საჯარო სკოლა

ბოლნისის სულხან-საბა ორბელიანის სახ. N1 საჯარო სკოლა ქ. ბოლნისის პირველი საჯარო სკოლა

🔬🧪 ილიაუნის სამეცნიერო პიკნიკი 2026!ჩვენი სკოლის IX, X და XI კლასის მოსწავლეები ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამეცნიერ...
26/09/2026

🔬🧪 ილიაუნის სამეცნიერო პიკნიკი 2026!

ჩვენი სკოლის IX, X და XI კლასის მოსწავლეები ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამეცნიერო პიკნიკს შეუერთდნენ.

ბიოლოგიისა და ქიმიის მასწავლებლებთან ერთად მოსწავლეებმა საინტერესო ექსპერიმენტები მოამზადეს და პიკნიკის სტუმრებს თავად წარუდგინეს. ცდა, დაკვირვება, აღმოჩენა და უამრავი საინტერესო კითხვა 🧬⚗️

მადლობა ილიაუნის, რომ ყოველწლიურად აძლევს მოსწავლეებს საშუალებას გამოხატონ საკუთარი თავი და საკლასო ოთახში მიღებული ცოდნა და გამოცდილება რეალობად აქციონ❤️

ბოლნისის პირველი საჯარო სკოლა
#ილიაუნი
#სამეცნიეროპიკნიკი
#2026

🏐 ევროპის სპორტული კვირეული ევროპის სპორტული კვირეულის ფარგლებში ჩატარდა შეჯიბრება ფრენბურთში, რომელსაც ჩვენი სკოლის გოგ...
25/09/2026

🏐 ევროპის სპორტული კვირეული

ევროპის სპორტული კვირეულის ფარგლებში ჩატარდა შეჯიბრება ფრენბურთში, რომელსაც ჩვენი სკოლის გოგონათა გუნდიც შეუერთდა.

ჩვენმა გოგონებმა წარმატებით იასპარეზეს და I ადგილი დაიკავეს! 🥇🏆

ვულოცავთ გუნდს ამ წარმატებას და მადლობას ვუხდით თითოეულ მონაწილეს მონდომებისა და გუნდური მუშაობისთვის. 👏

განსაკუთრებული მადლობა გუნდის მწვრთნელს, მარინა ქობულაძეს, გაწეული შრომისა და მხარდაჭერისთვის. ❤️🏐

ბოლნისის პირველი საჯარო სკოლა

22/09/2026

📚✨ გახანგრძლივებული ჯგუფი განახლებული რესურსებით!

გვინდა, სასიხარულო სიახლე გაგიზიაროთ! 💙

1 ოქტომბრიდან ჩვენს სკოლაში I, II და III კლასების მოსწავლეებისთვის გახანგრძლივებული ჯგუფი განახლებული რესურსებითა და კიდევ უფრო მრავალფეროვანი შესაძლებლობებით განაგრძობს მუშაობას.

🕘 სამუშაო საათები: 09:00–18:00

განახლებული გარემო და რესურსები ხელს შეუწყობს მოსწავლეების სასწავლო პროცესს, შემოქმედებით განვითარებასა და თავისუფალი დროის ნაყოფიერად გამოყენებას.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თითოეული ბავშვისთვის სკოლაში გატარებული დრო იყოს უსაფრთხო, საინტერესო, სასარგებლო და კომფორტული. 🌿📖

გელოდებით ახალი შესაძლებლობებითა და კიდევ უფრო მეტი სიახლით! 💙

ბოლნისის პირველი საჯარო სკოლა

🎓📚 გილოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას! 📚🎓სსიპ — სულხან-საბა ორბელიანის სახელობის ქალაქ ბოლნისის №1 საჯარო სკოლა ყველა...
15/09/2026

🎓📚 გილოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას! 📚🎓

სსიპ — სულხან-საბა ორბელიანის სახელობის ქალაქ ბოლნისის №1 საჯარო სკოლა ყველა მოსწავლეს, მშობელსა და პედაგოგს გულითადად გილოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას! 💙

განსაკუთრებით ვულოცავთ ჩვენს პირველკლასელებს, რომლებიც დღეს პირველად შემოდიან სკოლის დიდ და საინტერესო სამყაროში. 🥰🎒

ვუსურვებთ თითოეულ მოსწავლეს, რომ ეს წელი ყოფილიყოს ახალი აღმოჩენებით, საინტერესო თავგადასავლებით, მეგობრობითა და უამრავი წარმატებით სავსე! ✨

წარმატებული, ბედნიერი და ნაყოფიერი სასწავლო წელი ყველას! ❤️

ბოლნისის პირველი საჯარო სკოლა

ღია კარის დღე პირველებში 🎈✨
11/09/2026

ღია კარის დღე პირველებში 🎈✨

08/09/2026

🎒📚 ღია კარის დღე ჩვენს მომავალ პირველკლასელებს! 💛

10 სექტემბერს, 12:00 საათზე, ჩვენს სკოლაში გაიმართება ღია კარის დღე პირველკლასელებისთვის. 🌟

სკოლის პირველი ნაბიჯები ყოველთვის განსაკუთრებულია — ახალი გარემო, ახალი მეგობრები, ახალი აღმოჩენები და უამრავი საინტერესო თავგადასავალი გელოდებათ! 🏫✨

ჩვენი სკოლა სიყვარულითა და სითბოთი ელოდება ყველაზე პატარა მოსწავლეებს. 💕

📅 10 სექტემბერი
🕛 12:00 საათი
🏫 ჩვენს სკოლაში

მობრძანდით, გაიცანით ჩვენი სკოლა და ერთად დავიწყოთ ახალი, ლამაზი ისტორია! 🌸

გელოდებით! ❤️

31/08/2026

პირველკლასელთა მშობლების საყურადღებოდ📢
ბოლნისის პირველი საჯარო სკოლა

🎓 ვულოცავთ ყველა აბიტურიენტს!გულითადად ვულოცავთ ყველა აბიტურიენტს, რომლებმაც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ეტაპი წარმატებით გად...
25/08/2026

🎓 ვულოცავთ ყველა აბიტურიენტს!

გულითადად ვულოცავთ ყველა აბიტურიენტს, რომლებმაც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ეტაპი წარმატებით გადალახეს და უნივერსიტეტში დღეს უკვე სტუდნეტის სტატუსი აქვთ! 🎉

ეს გამარჯვება თქვენი შრომის, მონდომების, მიზანდასახულობისა და იმ ადამიანების მხარდაჭერის შედეგია, რომლებიც მთელი ამ წლების განმავლობაში თქვენს გვერდით იდგნენ.

განსაკუთრებული სიამაყით ვუყურებთ თითოეულ ჩვენს კურსდამთავრებულს და გვჯერა, რომ წინ კიდევ არაერთი წარმატება გელით. ✨

გისურვებთ საინტერესო სტუდენტურ წლებს, ცოდნითა და შესაძლებლობებით სავსე მომავალს და ყველა დასახული მიზნის ასრულებას!

გვეამაყებით! ❤️
ბოლნისის პირველი საჯარო სკოლა

პირველკლასელების მშობლებს სასკოლო ფორმის შეძენის შესაძლებლობა პირველი სექტემბრიდან როგორც რეალიზაციის პუნქტებში, ასევე ო...
24/08/2026

პირველკლასელების მშობლებს სასკოლო ფორმის შეძენის შესაძლებლობა პირველი სექტემბრიდან როგორც რეალიზაციის პუნქტებში, ასევე ონლაინ ელექტრონული პლატფორმის მეშვეობით – formebi.emis.ge – ექნებათ.

ახალი პლატფორმა მედიის წარმომადგენლებს საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის პირველმა მოადგილე ლევან ღირსიაშვილმა და განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ხელმძღვანელმა გიორგი არსოშვილმა წარუდგინეს.

ელექტრონული პლატფორმა მოსწავლის მშობელს/კანონიერ წარმომადგენელს საშუალებას მისცემს, შეიძინოს სასკოლო ფორმა ონლაინ და მიიღოს შეკვეთა სახლიდან გაუსვლელად, მითითებულ მისამართზე. გზავნილის კონკრეტულ მისამართზე მიტანას და მომხმარებლისთვის ჩაბარებას საქართველოს ფოსტა უზრუნველყოფს.

სასკოლო ფორმების პლატფორმის მეშვეობით მომხმარებლები მიიღებენ ინფორმაციას სასკოლო ფორმების მოდელების ღირებულებისა და ზომების შესახებ, ასევე, ნახავენ საბანკო შეთავაზებებსა და რეალიზაციის პუნქტების ზუსტ მისამართებს.

სასკოლო ფორმების ონლაინ პლატფორმის გამართულად ფუნქციონირებასა და მართვას საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა (EMIS) უზრუნველყოფს.
ბოლნისის პირველი საჯარო სკოლა

Address

სულხან-საბა ორბელიანის ქუჩა
Bolnisi

Telephone

+995591990591

Alerts

Be the first to know and let us send you an email when ბოლნისის სულხან-საბა ორბელიანის სახ. N1 საჯარო სკოლა posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The School

Send a message to ბოლნისის სულხან-საბა ორბელიანის სახ. N1 საჯარო სკოლა:

Shortcuts

Share

Category