19/08/2026
ბოლნისის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების პირველკლასელთა მშობლების საყურადღებოდ!
პირველკლასელთათვის სასკოლო ფორმების შეძენა უნაღდო ანგარიშსწორებით შესაძლებელია სსიპ- ქალაქ ბოლნისის N3 საჯარო სკოლის შენობაში არსებულ სარეალიზაციო პუნქტში.
მისამართი: ქ. ბოლნისი, დავით აღმაშენებლის ქ.N15
სარეალიზაციო პუნქტში ადგილზევე გექნებათ საშუალება, ბავშვებს ფორმები ზომაზე მოარგოთ და შეარჩიოთ მათთვის ყველაზე კომფორტული ზომა, რისთვისაც გამოყოფილია გასახდელი ოთახი ცალკე გოგონებისათვის და ცალკე ვაჟებისთვის.
ანგარიშსწორება ადგილზე ხორციელდება უნაღდო ფორმით, ტერმინალის საშუალებით, ასევე შესაბამის კოდზე გადარიცხვის მეშვეობით, რომლის ქვითარსაც წარადგენთ სარეალიზაციო პუნქტში( გადახდისას დანიშნულებაში აუცილებლად მიუთითეთ: მოსწავლის პირადი ნომერი, სახელი და გვარი).
ზომის შეუსაბამობის ან ქარხნული წუნის შემთხვევაში, ფორმის გადაცვლა/დაბრუნება შესაძლებელია მიღებიდან ან შეძენიდან 14 კალენდარული დღის ვადაში.
პირობა: ნივთს შენარჩუნებული უნდა ჰქონდეს სასაქონლო იერსახე, ეტიკეტი და არ უნდა ეტყობოდეს მოხმარების კვალი.
ფორმების გაცემა/გადაცვლა მოხდება 2026 წლის 01 -სექტემბრიდან 2026 წლის 14 სექტემბრის ჩათვლით,11.00 საათიდან-19.00 საათამდე.
გრაფიკი:
01 სექტემბერი
სსიპ - ქალაქ ბოლნისის №5 საჯარო სკოლა
სსიპ - ქალაქ ბოლნისის №3 საჯარო სკოლა
სსიპ - ქალაქ ბოლნისის №2 საჯარო სკოლა
სსიპ - ემზარ რეხვიაშვილის სახელობის ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ რაჭისუბნის საჯარო სკოლა
სსიპ - საბა დადვანის სახელობის ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ტანძიის საჯარო სკოლა
სსიპ - ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ხატისოფლის საჯარო სკოლა
სსიპ - ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ფარიზის საჯარო სკოლა
სსიპ - ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ აკაურთის საჯარო სკოლა
02 სექტემბერი
სსიპ - სულხან-საბა ორბელიანის სახელობის ქალაქ ბოლნისის №1 საჯარო სკოლა
სსიპ - ასლან შაინიძის სახელობის ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ დისველის საჯარო სკოლა
03 სექტემბერი
სსიპ - ბოლნისის მუნიციპალიტეტის დაბა კაზრეთის №1 საჯარო სკოლა
სსიპ - ბოლნისის მუნიციპალიტეტის დაბა კაზრეთის №2 საჯარო სკოლა
სსიპ - ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ნახიდურის საჯარო სკოლა
სსიპ - ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვეშის საჯარო სკოლა
04 სექტემბერი
სსიპ - ბოლნისის მუნიციპალიტეტის დაბა თამარისის საჯარო სკოლა
სსიპ - ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ რატევანის საჯარო სკოლა
სსიპ - ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოლნისის საჯარო სკოლა
სსიპ - ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ძველი ქვეშის საჯარო სკოლა
სსიპ - ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ცურტავის საჯარო სკოლა
05 სექტემბერი
სსიპ - ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ბოლნისის №1 საჯარო სკოლა
სსიპ - ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ბოლნისის №2 საჯარო სკოლა
სსიპ - არიფ ალიევის სახელობის ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ტალავერის №1 საჯარო სკოლა
სსიპ - ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ტალავერის №2 საჯარო სკოლა
სსიპ - ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ გეტას საჯარო სკოლა
სსიპ - ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯავშანიანის საჯარო სკოლა
სსიპ - ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდისყურის საჯარო სკოლა
06 სექტემბერი
სსიპ - ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო არქევნის საჯარო სკოლა
სსიპ - ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ სავანეთის საჯარო სკოლა
სსიპ - ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭაპალის საჯარო სკოლა
სსიპ - ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ მამხუტის საჯარო სკოლა
სსიპ - ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ მუხრანას საჯარო სკოლა
სსიპ-ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ დარბაზის საჯარო სკოლა
სასურველია, მშობლებმა მაქსიმალურად დაიცვათ დადგენილი განრიგი, რათა ფორმების გაცემა შეუფერხებლად და ორგანიზებულად განხორციელდეს.
დამატებითი ინფორმაციის, ან გაუგებრობის შემთხვევაში, გთხოვთ, მიმართოთ ქალაქ ბოლნისის საგანმანათლებლო რესურსცენტრს, ან შესაბამის სკოლას.
📍